განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100218700050613
საქმე №1/ბ512-16
g ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გერონტი კახეთელიძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების:ლ-–----------–--ის და ვ-–--------------–---ის
ადვოკატების: ინ---–----–------------------------------–---–-ს
მსჯავრდებულის: ვ-–----------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ-–----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–----------ს მიმართ, დაბადებული 1-----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პ/N0----------- არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ი------------–---–----------------------------–----------------–---------------------------------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, ვ-–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ვ-–----------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2-----–-–-------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ვ-–----------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი)წლის ვადით.
ვ-–----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2015 წლის 19 ივნისიდან.
ვ-–----------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2----–-–--------------------–----------------------- ქ. თბილისში, დ------------------------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მ-------------------ეს მისი მეუღლის ნ-----------–---–ის შეურაცხყოფის გამო, შელაპარაკება მოუვიდა ვ-–----------სთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, ჩხუბის დასრულების შემდეგ, ვ-–----------მ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, მ-------------------ეს ზურგში დაარტყა დანა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ვ-–---------- კვლავ შეეცადა დანის განმეორებით დარტყმას, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ-–----------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, 2----–-–------------–- ქ.თბილისის პ-----------------------------------–--–-- პროკურორმა ლ-–----------–--ემ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ ვ-–----------სთან ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ ვ-–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი)წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი)წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - 2014 წლის 26 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ვ-–----------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი)წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლისა და სსკ-ის 64-ე მუხლების გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - 5(ხუთი)წლით თავისუფლების ჩაეთვალოსა პირობით, 5(ხუთი)წლის გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო სასამართლოში, დაცვის მხარემ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირა.
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მსჯავრდებულ ვ-–----------ს აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღებული ნივთებით; ვ-–----------ს ტანსაცმლის ამოღების ოქმით და ამოღებული საგნებით, ა-----–-----------ის ჩვენებით; ა-----–-----------ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით; გ---------------–-–---–ის ჩვენებით; ზ----------------ის ჩვენებით; გ------------–---–ის ჩვენებით; ნ-----------–---–ის ჩვენებით; მ-------------------ის ჩვენებით; საგნების დათვალიერების ოქმებით და ამოღებული საგნებით და ტანსაცმლით; დ-------------–--ის ჩვენებით და სხვა მტკიცებულებატა ერთობლიობით.
პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ ვ-–----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ლ-–----------–--ესა და მსჯავრდებულ ვ-–----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. ვ-–---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10(ათი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 5(ხუთი)წლთი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ვ-–----------ს განესაზღვროს 10(ათი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5(ხუთი)წელი;
4.ვ-–----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2015 წლის 19 ივნისიდან;
5. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ვ-–----------ს ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. ნივთმტკიცება:
-შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული, დათვალიერების ოქმში მითითებული ნიმუშები (ანაწმენდი, ლაქები (მათ შორის გუბედან აღებული სითხე) და ასფალტის ნატეხები და საგნები (2 მასრა)), რომელიც ინახება ქ.თბილისის პ-------------------------------- ნაწილში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
-ა-----–-----------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შს--------------------------–------------------- სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;
- მ-------------------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შს--------------------------–------------------- სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;
- მ-------------------ის პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები, რომელიც ინახება ქ. თბილისის პ-------------------------------- ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;
-ღ------–-------------–----- კლინიკის ექთან თ----- გოგალაძისგან ამოღებული, ამოღების ოქმში მითითებული ვ-–----------ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;
-ტყვია, რომელიც ინახება საქართველოს შს--------------------------–------------------- სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს;
- ვ-–----------ს სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება ქ. თბილისის პ-------------------------------- ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- მ-------------------ის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება ქ. თბილისის პ-------------------------------- ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
-ა-----–-----------ის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება ქ. თბილისის პ-------------------------------- ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
-მ-------------------ის რენტგენოფირი, რომელიც ინახება ქ. თბილისის პ-------------------------------- ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
-ტყვიიდან აღებული ანაწმენდი, რომელიც ინახება ქ. თბილისის პ-------------------------------- ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- კ.----------------------------------–--------–---------------------------------–- ცენტრიდან მიღებული ვ-–----------ს რენტგენოგრამები (01 ცალი რენტგენოფირი და 01 ცალი CD დისკი) -რომელიც ინახება, სსიპ ,--–----------------–--------–-----------------–----------------------------– ბიუროში“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
-კომპაქტდისკი, რომლებზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ვ. ლომიძე
გ. კახეთელიძე