განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
330210014661274
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210014661274

საქმე №2ბ/2234-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები _ გელა ქირია

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

I. აპელანტი (მოსარჩელე) - დუ----–-----------–-–---–ი

 

II. აპელანტი (მოპასუხე) - სს „სა---------–-------------ა“

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - სარჩოს გადახდის აღდგენა

 

I. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

II. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით დუ----–-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს ”სა---------–--------------ას“ დაეკისრა, დუ----–------------–-–---–ის (დაბ. 1----–-–---------------) სასარგებლოდ, აღდგენილი სარჩოს გადახდა 2014 წლის 17 სექტემბრიდან, ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, 65 წლის ასაკის მიღწევამდე (2----–-–----- აგვისტომდე).

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე დუ----–-----------–-–---–ი მუშაობდა სა---------–-------------აში, თ---–------------------–- ს--–---------------------ს ე-–---ლის მ---------- (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება; სასამართლოს 19.07.2016 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 65-71; ს.ფ. 84-85; აუდიოვერსია, დისკი, ს.ფ. 74; სასამართლოს გადაწყვეტილება, ს.ფ. 14-18; განჩინება, ს.ფ. 19-28; ცნობა, ს.ფ. 82);

 

2.2. მოსარჩელე დუ----–-----------–-–---–მა, 1989 წლის 17 აპრილს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო საწარმოო ტრამვა (იხ. იქვე);

 

2.3. სა---------–-------------ა, მოსარჩელეს, საწარმოო ტრამვის გამო, 1989 წლის 16 აგვისტოდან 2008 წლის 01 იანვრამდე, იმ დრომდე სანამ მას სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით უდგინდებოდა პროფესიული შრომის უნარის დაკარგვა, ყოველთვიურად უხდიდა სარჩოს (იხ. სასამართლოს აქტები; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.4. 2013 წლის 10 სექტემბერს, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დუ----–-----------–-–---–ს აღუდგა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, 1989 წლის 17 აპრილს მიღებული საწარმოო ტრამვის გამო, ერთი წლის ვადით, ხელახალ საექსპერტო გადამოწმებამდე, რის გათვალისწინებითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიას, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა სარჩოს გადახდა 2013 წლის 10 სექტემბრიდან 2014 წლის 10 სექტემბრამდე ანუ ხელახალ გადამოწმებამდე, ყოველთვიურად _ 875 ლარის ოდენობით (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება; სააღსრულებო ფურცელი, ს.ფ. 29; მხარეთა ახსნა - განმარტება);

 

2.5. 2014 წლის 17 სექტემბერს, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საფუძველზე, დუ----–-----------–-–---–ს დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი 1989 წლის 17 აპრილს შრომითი დასახიჩრების გამო, 80 პროცენტი პროფესიული შრომის უნარის დაკარგვით, უვადოდ. მიუხედავად ამისა, მოპასუხე კომპანია დუ----–-----------–-–---–ს არ უხდის სარჩოს შესაბამის თანხას (იხ. სსე აქტის ამონაწერი,, ს.ფ. 30; მოსარჩელე მხარის ახსნა - განმარტება);

 

2.6. იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის _ თ---–--------–---------------------- ე-–---ლის მ-------ის ხელფასი 2014 წლის 17 სექტემბრისთვის და საქმის განხილვის დროისთვისაც შეადგენდა 1250 ლარს (იხ. ცნობა; ს.ფ. 82; მხარეთა ახსნა - განმარტება);

 

2.7. სს "სა---------–-------------ა" ვალდებულია, მოსარჩელე დუ----–-----------–-–---–ს, საწარმოში, უბედური შემთხვევისას მიღებული ტრამვის საფუძველზე პროფესიული შრომის უნარის 80%-ით დაკარგვის გამო, აუნაზღაუროს ზიანი, აღუდგინოს მას ყოველთვიური სარჩოს გადახდა, რაც შეადგენს იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის ყოველთვიური ხელფასის 80%-ს (1250 ლარის 80%=1000 ლარს), _ იხ. სსე აქტის ამონაწერი; ცნობა; სასამართლოს 26.02.2014 წლის გადაწყვეტილება; მოსარჩელის ახსნა - განმარტება;

 

2.8. სს" სა---------–-------------ას" ეკისრება ვალდებულება, დუ----–-----------–-–---–ს ყოველთვიური სარჩო გადაუხადოს 65 წლის შესრულებამდე (საპენსიო ასაკამდე) და არა _ სიცოცხლის ბოლომდე. დუ----–-----------–-–---–ი დაიბადა 1----–-–----------------, შესაბამისად, მას საპენსიო ასაკი - 65 წელი შეუსრულდება 2----–-–---------------- (იხ. მოპასუხის ახსნა-განმარტება; საქმე Nას-7-----------; საქმე Nას- 1-------------; ამონაწერი ცესკოს ვებგვერდიდან, ს.ფ. 11; მხარეთა ახსნა- განმარტება);

 

2.9. მოსარჩელე დუ----–-----------–-–---–ს მოპასუხე სს ”სა---------–-------------ის” მიერ სარჩოს გადაუხდელობით, ადგება ზიანი.

 

· 2.1.-2.4. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (ფაქტები) პრეიუდიციულად დადგენილია კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, №---------- სამოქალაქო საქმეზე (იხ. ს.ფ. 13-19); საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ”ბ” პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ასეთია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. მოსარჩელემ, მიიჩნია რა მისი უფლება დარღვეულად, მიმართა სასამართლოს. 2006 წლის 04 ივლისამდე მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები მატერიალურად პასუხისმგებლები იყვნენ მუშებისა და მოსამსახურეებისათვის მიყენებული ზიანის გამო, რაც გამოწვეული იყო შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, მათი დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ვნებით. დღეს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენებისას (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

სასამართლომ ასევე, მიუთითა, სსკ-ის 992-ე მუხლზე რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ წარმოშობილი სს ”სა---------–-------------ის” ვალდებულება დელიქტურ ვალდებულებას წარმოადგენს, რომელსაც ის არ ასრულებს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ პროფესიული შრომის უნარი დაკარგა სა---------–-------------აში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. მას უვადოდ დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი 80%-ით. შესაბამისად, სს ”სა---------–-------------ა” ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სარჩო ე-–---ლის მ-------ის ყოველთვიური ხელფასის _ 1250 ლარის 80%-ის _ 1000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. სუსგ №7-----------, 22.01.2016) რომლითაც დადგენილია: ”ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ ე-–---ლის მ-------ის თანაშემწე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისთვის 65 წელს შეადგენდა.” აღნიშნული გადაწყვეტილებით შეიცვალა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა დ---------–------- დასაქმებულის სასარგებლოდ საწარმოო ტრამვის შედეგად მიყენებული ზიანის სიცოცხლის ბოლომდე ანაზღაურების დაკისრებას. მოსარჩელე დუ----–-----------–-–---–ი საპენსიო ასაკის, 65 წლის გახდება 2----–-–----------------. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე კომპანიას დუ----–-----------–-–---–ის სასარგებლოდ, სარჩოს გადახდა დაევალა 65 წლის ასაკის შესრულებამდე _ 2020 წლის 8 აგვისტომდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე დუ----–-----------–-–---–მა ძირითადად დაამტკიცა თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხე სს "სა---------–-------------ამ" ვერ დაუმტკიცა სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა დუ----–-----------–-–---–ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის დუ----–-----------–-–---–ის მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მთლიანად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა

 

3.2. აპელანტის სს „სა---------–-------------ის“ მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. აპელანტის განმარტებით, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს 408-ე მუხლის მე-2 და არავითარ შემთხვევაში 1-ლი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს, უშუალოდ შეეხება სხეულის დაზიანების ფაქტს და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგენს კომპენსაციის, პირველადი მდგომარეობის აღდგენის საშუალებას სარჩოს დანიშვნის გზით, რაც განპირობებულია საკითხის რეგულირების სირთულით. (სწორედ ამას გულისხმობს ს-------------------------------–---- რომელიც მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურება ხდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გარდა აღნიშნულისა, სხვას არაფერს ამბობს.) 408-ე მუხლის მეორე ნაწილი პირდაპირ ადგენს, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება, დაუშვებელია. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ზოგადად მიუთითებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაზე, ხოლო მისი მეორე ნაწილი გამომდინარეობს პირველი ნაწილისგან და აზუსტებს მას, ანუ ადგენს სხეულის დაზიანების შემთხვევაში მდგომარეობის აღდგენის მეთოდს.

 

აპელანტმა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ნათელს ხდის, რომ პირვანდელი მდგომარეობა მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნის ლოგიკიდან გამომდინარე, მხოლოდ სავარაუდო ხასიათს ატარებს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც თავისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს. აღნიშნული დანაწესი გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის შეჯიბრებითობის პრინციპიდან. გარდა აღნიშნულისა, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, ზიანის მიყენებისას მხარემ უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოება, ანუ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს: რომ არა უბედური შემთხვევა, ის ნამდვილად მიიღებდა შემოსავალს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ის მოითხოვს, ფიქსირებული სტაბილური ხელფასის სახით მისი გაზრდის გათვალისწინებით ცხოვრების ბოლომდე.

 

აპელანტის მითითებით, ვინაიდან, მუშაკის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სარჩოს გადაანგარიშების გზით არაეფექტური და არაზუსტი გადაწყვეტაა პრობლემისა, აღნიშნული საკითხის სირთულიდან არსებობს გამოსავალი, რაც კანონმდებელმაც გაითვალისწინა და მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებელმა საერთოდ გააუქმა სარჩოს უპირობოდ გადაანგარიშების წესი, ვინაიდან წინასწარ ზუსტად განსაზღვრა მიუღებელი შემოსავლისა მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლებელია და ამასთან, საგულისხმოა, რომ მტკიცების სირთულის თვალსაზრისით მოდავე მხარეებისათვის თანაბარმნიშვნელოვანია. კანონი ლოგიკურად დარჩა საკითხის მოწესრიგების იმგვარ ფორმაზე, როგორიცაა სარჩოს გამოანგარიშება და დანიშვნა იმ ოდენობიდან, რა ოდენობითაც დაზარალებული იღებდა ხელფასს ზიანის მიყენების დროს და მას ეს სარჩო ერიცხება ცხოვრების ბოლომდე. როგორც ჩანს, აღნიშნული მოწესრიგების ,,ხარვეზიანობის" სავარაუდოობისა და საეჭვოობის ,,საკომპენსაციოდ" კანონი როგორც უკვე ავღნიშნეთ ითვალისწინებს სარჩოს გადახდას სტაბილურად ფიქსირებული ოდენობით მთელი ცხოვრების მანძილზე. კანონმდებელმა ამ გზით, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის ფონზე მათი უფლებებისა და ინტერესების შეჯერების საფუძველზე მოაწესრიგა აღნიშნული საკითხი, რაც სავსებით ლოგიკურია ზოგად-სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნულ შემთხვევაში, როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის უფლებების მოსალოდნელი შეზღუდვა დაყვანილია მინიმალურ დონეზე და უფრო მეტიც, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ როდესაც კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებდა სარჩოს გადაანგარიშებას, დანიშნული სარჩოს ოდენობა ხელფასის შემცირების შემთხვევაში ავტომატურად მცირდებოდა.

 

აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე ნომინალურ დონეზეც კი ვერ ასაბუთებს მოთხოვნას, რაც სარჩელის შინაარსს ფორმალური თვალსაზრისით შეავსებდა. აღნიშნული კი განპირობებულია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც სათანადო კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის, ისე შესაბამისი ზოგადი სამართლებრივი პრინციპის არარსებობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რითაც არ დაკმაყოფილდება დუ----–-----------–-–---–ის სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ დუ----–-----------–-–---–ისა და სს ,,სა---------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. მოსარჩელე დუ----–-----------–-–---–ი მუშაობდა სა---------–-------------აში, თ---–------------------–- ს--–---------------------ს ე-–---ლის მ----------, 1989 წლის 17 აპრილს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო საწარმოო ტრამვა; (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება; სასამართლოს 19.07.2016 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 65-71; ს.ფ. 84-85; აუდიოვერსია, დისკი, ს.ფ. 74; სასამართლოს გადაწყვეტილება, ს.ფ. 14-18; განჩინება, ს.ფ. 19-28; ცნობა, ს.ფ. 82);

 

4.2. სა---------–-------------ა, მოსარჩელეს, ყოველთვიურად უხდიდა სარჩოს საწარმოო ტრამვის გამო, 1989 წლის 16 აგვისტოდან 2008 წლის 01 იანვრამდე, იმ დრომდე სანამ მას სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით დაკარგული ჰქონდა პროფესიული შრომის უნარის, (იხ. სასამართლოს აქტები; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

4.3. 2013 წლის 10 სექტემბერს, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დუ----–-----------–-–---–ს აღუდგა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, 1989 წლის 17 აპრილს მიღებული საწარმოო ტრამვის გამო, ერთი წლის ვადით, ხელახალ საექსპერტო გადამოწმებამდე, რის გათვალისწინებითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიას, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა სარჩოს გადახდა 2013 წლის 10 სექტემბრიდან 2014 წლის 10 სექტემბრამდე ანუ ხელახალ გადამოწმებამდე, ყოველთვიურად _ 875 ლარის ოდენობით (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება; სააღსრულებო ფურცელი, ტომი 1, ს.ფ. 29; მხარეთა ახსნა - განმარტება);

 

4.4. 2014 წლის 17 სექტემბერს, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საფუძველზე, დუ----–-----------–-–---–ს დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი 1989 წლის 17 აპრილს შრომითი დასახიჩრების გამო, 80 პროცენტი პროფესიული შრომის უნარის დაკარგვით, უვადოდ. მიუხედავად ამისა, მოპასუხე კომპანია დუ----–-----------–-–---–ს არ უხდის სარჩოს შესაბამის თანხას (იხ. სსე აქტის ამონაწერი. ტ. 1 ს.ფ. 30; მოსარჩელე მხარის ახსნა - განმარტება);

 

4.5. იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის _ თ---–--------–---------------------- ე-–---ლის მ-------ის ხელფასი 2014 წლის 17 სექტემბრისთვის და საქმის განხილვის დროისთვისაც შეადგენდა 1250 ლარს (იხ. ცნობა; ტომი 1; ს.ფ. 82; მხარეთა ახსნა - განმარტება);

 

4.6. სს "სა---------–-------------ა" ვალდებულია, მოსარჩელე დუ----–-----------–-–---–ს, საწარმოში, უბედური შემთხვევისას მიღებული ტრამვის საფუძველზე პროფესიული შრომის უნარის 80%-ით დაკარგვის გამო, აუნაზღაუროს ზიანი, აღუდგინოს მას ყოველთვიური სარჩოს გადახდა, რაც შეადგენს იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის ყოველთვიური ხელფასის 80%-ს (1250 ლარის 80%=1000 ლარს), _ იხ. სსე აქტის ამონაწერი; ცნობა; სასამართლოს 26.02.2014 წლის გადაწყვეტილება; მოსარჩელის ახსნა - განმარტება;

 

4.7. სს" სა---------–-------------ას" ეკისრება ვალდებულება, დუ----–-----------–-–---–ს ყოველთვიური სარჩო გადაუხადოს 65 წლის შესრულებამდე (საპენსიო ასაკამდე) და არა _ სიცოცხლის ბოლომდე. დუ----–-----------–-–---–ი დაიბადა 1----–-–----------------, შესაბამისად, მას საპენსიო ასაკი - 65 წელი შეუსრულდება 2----–-–---------------- (იხ. მოპასუხის ახსნა-განმარტება; საქმე Nას-7-----------; საქმე Nას- 1-------------; ამონაწერი ცესკოს ვებგვერდიდან, ტომი 1; ს.ფ. 11; მხარეთა ახსნა- განმარტება);

 

4.8. მოსარჩელე დუ----–-----------–-–---–ს მოპასუხე სს ”სა---------–-------------ის” მიერ სარჩოს გადაუხდელობით, ადგება ზიანი. 2.1.-2.4. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (ფაქტები) პრეიუდიციულად დადგენილია კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, №---------- სამოქალაქო საქმეზე (იხ. ს.ფ. 13-19); საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ”ბ” პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ასეთია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, ნორმით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

 

მოსარჩელეს სს ,,სა---------–-------------აში” მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს საწარმოო ტრავმა, რის გამოც მას შეზღუდული აქვს შრომის უნარი, ანუ დუ----–-----------–-–---–ს მიღებული ტრავმის გამო პროფესიული უნარი დაკარგული აქვს 80%-ით, უვადოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–--------------–------ ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1----–-–---------------–------ ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი” და საქართველოს მთავრობის 2----–-–------------------ დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავე წესის 1.2 მუხლით, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის. მითითებული წესის მე-2 მუხლის მიხედვით, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1----–-–--------------–------ ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული „ზიანის ანაზღაურების სარჩო“ ექვემდებარება ანაზღაურებას დამსაქმებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2----–-–------------------ დადგენილებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა სწორად განისაზღვრა შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია, სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას საქართველოს მთავრობის 2----–-–------------------ დადგენილება არ ითვალისწინებდა, თუმცა, პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად ზიანის ანაზღაურების მიზანზე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც მას უკვე არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს მთავრობის 2----–-–----------–-------------- დადგენილებით გაუქმდა საქართველოს მთავრობის 2----–-–------------------ დადგენილება.

 

მოცემულ საქმეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დუ----–-----------–-–---–ის მიერ საწარმოო ტრავმის მიღების ფაქტი და მის სასარგებლოდ სარჩოს დანიშვნა დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხოლო აღნიშნულ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. წინამდებარე სასარჩელო წარმოების გზით დუ----–-----------–-–---–ისთვის სარჩოს დაწესება კი არ ხდება, არამედ დაწესებული სარჩოს აღდგენა და გადაანგარიშება.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი აქტითა და დამსაქმებლის კონკლუდენტური ქმედებით დასტურდება დამსაქმებლის ვალდებულება, გადაუხადოს დასაქმებულს სარჩო იმ ოდენობით, რასაც ის მიიღებდა, დამსაქმებელთან შრომითი საქმიანობის განხორციელების დროს შრომის უნარის 80%-ით დაკარგვის გარეშე.

 

შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. რაც შეეხება სარჩოს ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს, აღნიშნულს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ ამ წლების განმავლობაში მოსარჩელე, სარჩოს სახით, 875 ლარს იღებდა, 2014 წლის 10 სექტემბრამდე ანუ ხელახალა საექსპერტო გადამოწმებამდე.

 

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ სს ,,სა---------–-------------ის” თ---–------------------–- ს--–---------------------ს ე-–---ლის მ-------ის ყოველთვიური ხელფასი 2013 წლის 10 სექტემბრიდან 2014 წლის 10 სექტემბრამდე 875 ლარი იყო. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ 2014 წლის 17 სექტემბრისთვის ყოველთვიური ხელფასი 1250 ლარს შეადგენდა.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე სს ,,სა---------–-------------ისათვის“ 2014 წლის 17 სექტემბრიდან, ყოველთვიური სარჩოს გადახდას 1000 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს გაზრდილი ოდენობით სარჩო უნდა დაეკისროს არა მუდმივად, როგორც ამას მოითხოვს მოსარჩელე, არამედ, 2020 წლის 8 აგვისტომდე, ანუ იმ დრომდე, რა დრომდეც არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში დუ----–-----------–-–---–ი სს „სა---------–-------------აში“ ს--–---------------------ს ე-–---ლის მ---------- იმუშავებდა (საპენსიო ასაკის მიღწევამდე), შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გადაანგარიშებული ოდენობით სარჩოს გადახდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 17 სექტემბრიდან 2020 წლის 8 აგვისტომდე.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოპასუხეზე დასაკისრებელი სარჩოს ოდენობა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დუ----–-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სს ,,სა---------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო იმავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ოთარ სიჭინავა