განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.04.2018
საქმის ნომერი
010210016001560070
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
20.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001560070

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-1125-2017 20 თებერვალი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - ს---–--- ვ---–--–-----ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ--- დ---–--ე

წარმომადგენელი - რ----------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს---–--- ვ---–--–-----ის სასარჩელო მოთხოვნა მ--- დ---–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 ოქტომბრის №372 უზრ-16 განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე მ--- დ---–--ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–ის ჩიხი 1-ლი №2 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-----------). საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 25 ივლისს ს---–--- ვ---–--–-----ესა და მ--- დ---–--ეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ს---–--- ვ---–--–-----ემ აიღო ვალდებულება, რომ იგი იმავე დღესვე, 2016 წლის 25 ივლისს მიმართავდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მ--- დ---–--ის მეუღლის ა------ დ---–--ის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით და აღარ აღძრავდა სარჩელს ა------ დ---–--ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, ასევე აიღო ვალდებულება, რომ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ მიღებულ განჩინებას დაუყოვნებლივ წარადგენდა საჯარო რეესტრში გასხვიდების აკრძალვის და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის გაუქმების მოთხოვნით. ამავე შეთანხმებით მ--- დ---–--ე აცხადებდა, რომ მისი მეუღლის ა------ დ---–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი 0----------- გასხვისების აკრძალვის მოხსნის შემდეგ მიწის ნაკვეთს ინვესტორზე გაასხვისებდნენ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, ინვესტორის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდება არაუგვიანეს 10 კალენდარულიო დღისა, რის შემდეგაც თანხის ჩარიცხვის დღესვე გადაუხდიდა ს---–--- ვ---–--–-----ეს 4000 აშშ დოლარს. მხარეთა შორის გაფორმებულ ზ/აღნიშნულ შეთანხმების პირობებს დაეთანხმა მოპასუხე მ--- დ---–--ის მეუღლე ა------ დ---–--ეც, რაც დაადასტურა ხელმოწერით. 2.2. ს---–--- ვ---–--–-----ემ შეასრულა ზ/აღნიშნული შეთანხმების პირობა და 2016 წლის 25 ივლისს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც მოითხოვდა ა------ დ---–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. 2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის №288-უზრ/2016 განჩინებით ს---–--- ვ---–--–-----ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. 2.4. 2016 წლის 01 აგვისტოს ა------ დ---–--ესა და შპს ”ბათთაურსს” შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ა------ დ---–--ემ მის საკუთრევაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, შ/ ხ--–--–---–ის ჩიხი 1-ლი, №2, საკადასტრო კოდი №0----------- მიყიდა შპს ”ბ-----------ს”. 2.5. 2016 წლის 29 აგვისტოს ს---–--- ვ---–--–-----ემ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების წესით მ--- დ---–--ეზე მასა და მ--- დ---–--ეს შორის 2016 წლის 25 ივლისს გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარე 4000 აშშ დოლარის დაკისრება, რის გამოც მის მიერ გადახდილი იქნა აღსრულების ბიუროს გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარი. 2.6. 2016 წლის 13 სექტემბერს ს---–--- ვ---–--–-----ის მიერ მოპასუხე მ--- დ---–--ის თანდასწრებით შედგენილი იქნა წერილობითი დოკუმენტი, სადაც ს---–--- ვ---–--–-----ე მიუთითებდა, რომ მას ა------ დ---–--ისა და მ--- დ---–--ისაგან მიღებული აქვს ყველა თანხა, რაც მათ მიერ იყო გადასახდელი და მას აღნიშნულის შემდგომ ა------ დ---–--ის და მ--- დ---–--ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მართალია აღნიშნულ წერილობით დოკუმენტზე ს---–--- ვ---–--–-----ის ხელმოწერა არ დაფიქრებულა, თუმცა მხარეებს შორის სადაო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ხელწერილი ს---–--- ვ---–--–-----ის მიერ იქნა შესრულებული. 2.7. სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ს---–--- ვ---–--–-----ემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების წესით მ--- დ---–--ეზე თანხის დაკისრების მოთხოვნით, მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რა დროისათვისაც მ--- დ---–--ის მიერ ანაზღაურებული იქნა ს---–--- ვ---–--–-----ეზე მის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი საფასურის ნაწილი, ხოლო სხვა თანხის გადახდაზე მ--- დ---–--ემ უარი განაცხადა იმ საფუძლით, რომ მას არანაირი ვალდებულება ს---–--- ვ---–--–-----ის მიმართ აღარ გააჩნდა, ვინაიდან ყველანაირი ვალდებულება მას და მის მეუღლეს დიდი ხნის წინ ქონდათ შესრულებული. 2016 წლის 07 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება №1--------------- დავალიანების გადახდევინების ბრძანების გაცემაზე უარის შესახებ, რომლის თანახმადაც აპლიკანტს - ს---–--- ვ---–--–-----ეს უარი ეთქვა მ--- დ---–--ეზე 48 ლარისა და 4000 აშშ დოლარის ნაწილში დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემაზე. 2.8. 2016 წლის 19 მაისს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ბ------–სა” და ს---–--- ვ---–--–-----ეს შორის გაფორმებული იქნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ს---–--- ვ---–--–-----ემ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ბ------–-” საგან ისესხა 2500 აშშ დოლარი და მისი ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 62,5 აშშ დოლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამ----დ გათვალისწინებული ფორმით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ივლისს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ს---–--- ვ---–--–-----ემ აიღო ვალდებულება, რომ იგი იმავე დღესვე, 2016 წლის 25 ივლისს მიმართავდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მ--- დ---–--ის მეუღლის ა------ დ---–--ის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით და აღარ აღძრავდა სარჩელს ა------ დ---–--ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, ასევე აიღო ვალდებულება, რომ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ მიღებულ განჩინებას დაუყოვნებლივ წარადგენდა საჯარო რეესტრში გასხვიდების აკრძალვის და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის გაუქმების მოთხოვნით. ამავე შეთანხმებით მ--- დ---–--ე აცხადებდა, რომ მისი მეუღლის ა------ დ---–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი 0----------- გასხვისების აკრძალვის მოხსნის შემდეგ მიწის ნაკვეთს ინვესტორზე გაასხვისებდნენ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, ინვესტორის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდება არაუგვიანეს 10 კალენდარულიო დღისა, რის შემდეგაც თანხის ჩარიცხვის დღესვე გადაუხდიდა ს---–--- ვ---–--–-----ეს 4000 აშშ დოლარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ “ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 430-ე მუხლი ადგენს შესრულების მიღების დოკუმენტების რეკვიზიტებს, როლის თანახმადაც ”კრედიტორის ან საამ----დ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.” მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ მოსარჩელე ს---–--- ვ---–--–-----ემ შეასრულა 2016 წლის 25 ივლისს შედგენილი შეთანხმების პირობები, ასევე დადგენილია, რომ ს---–--- ვ---–--–-----ის მიერ 2016 წლის 13 სექტემბერს შედგენილი იქნა ე.წ. ”ხელწერილი”, სადაც ს---–--- ვ---–--–-----ე მიუთითებდა, რომ მას ა------ დ---–--ისა და მ--- დ---–--ისაგან მიღებული აქვს ყველა თანხა, რაც მათ მიერ იყო გადასახდელი და მას აღნიშნულის შემდგომ ა------ დ---–--ის და მ--- დ---–--ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მართალია აღნიშნულ წერილობით დოკუმენტზე ს---–--- ვ---–--–-----ის ხელმოწერა არ დაფიქრებულა, თუმცა მხარეებს შორის სადაო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ხელწერილი ს---–--- ვ---–--–-----ის მიერ იქნა შესრულებული. სასამართლოც გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება, რომ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, წარმოადენდა სწორედ იმ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებდა მოსარჩელის მიერ შესრულების მიღებას, რაც მხარეებს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი იყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ს---–--- ვ---–--–-----ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. ხელწერილი არ შეიძლება მივიჩნიოთ იურიდიული შედეგის მომტან დოკუმენტად, ვინაიდან მას ხელს არ აწერს ს---–--- ვ---–--–-----ე და ის გახლდათ პროექტის სახით მომზადებული ხელმოუწერელი დოკუმენტი, თუმცა საქალაქო სასამართლომ ის, ამის მიუხედავად, ჩათვალა, როგორც ს---–--- ვ---–--–-----ის მიერ შედგენილ ხელწერილად, და დადგენილად მიიჩნია, რომ ს---–--- ვ---–--–-----ემ ამ ხელწერილით გამოხატა თავისი ნება, რითაც თითქოს მას რაიმე პრეტენზია აღარ გააჩნდა მოპასუხესთან მიმართებით, რაც არასწორი და უსაფუძვლოა. 3.2. საქალაქო სასამართლო არსწორად ადგენს გარემოებას იმის თაობაზე რომ თითქოს არ დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, და რომ შესაბამისად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეზე თანხის დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება. ამასთან ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ არასწორად მიიჩნია რომ თითქოს არ დასტურდება არც მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი და არც აღნიშნულით გამოწვეული ზიანის არსებობის ფაქტი. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა გამოყენებული კანონები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ს---–--- ვ---–--–-----ემ სამართლებრივი მომსახურება გაუწია მ--- დ---–--ის მეუღლეს, ა------ დ---–--ეს. 4.2. მხარეთა შორის წარმოიშვა დავა ამ მომსახურების ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. 4.3. ამის გამო, ს---–--- ვ---–--–-----ის განცხადების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ა------ დ---–--ეს აუკრძალა 0----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. 4.4. 2016 წლის 27 ივლისს ს---–--- ვ---–--–-----ემ, მ--- დ---–--ემ და ა------ დ---–--ემ დადეს შეთანხმება. 4.4.1. ამ შეთანხმებით, ს---–--- ვ---–--–-----ემ იკისრა ვალდებულება მიემართა ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით და აღარ აღეძრა სარჩელი ა------ დ---–--ის მიმართ. 4.4.2. ამის სანაცვლოდ, მ--- დ---–--ემ აიღო, ხოლო მამია დ---–--ემ „დაადასტურა“ ვალდებულება, ქონებაზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ, გაესხვისებინა მიწის ნაკვეთი და აქედან მიღებული თანხის ნაწილი, 4000 აშშ დოლარი 10 დღის ვადაში გადაეცა ს---–--- ვ---–--–-----ისათვის. 4.5. ს---–--- ვ---–--–-----ემ შეთანხმების პირობა შეასრულა და, ამის შედეგად, ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა. 4.6. 2016 წლის 1 აგვისტოს ა------ დ---–--ემ მიწის ნაკვეთი 575100 აშშ დოლარად გაასხვისა, თუმცა, ამის მიუხედავად, მ--- დ---–--ეს აპელანტისათვის 4000 აშშ დოლარი არ გადაუხდია. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. მხარეები არ დავობენ, რომ აპელანტმა ა------ დ---–--ეს იურიდიული, წარმომადგენლობითი მომსახურება გაუწია. ამრიგად, მათ შორის დადებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულება. 4.7.1. 2016 წლის 25 ივლისის შეთანხმებით დასტურდება, რომ ა------ დ---–--ეს აპელანტის სასარგებლოდ 4000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. 4.7.2. ამავდროულად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულებას, ა------ დ---–--ის ნაცვლად, მისი მეუღლე, მ--- დ---–--ე შეასრულებდა. 4.7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით... გათვალისწინებულ შემთხვევებში. 4.7.4. ამავე კოდექსის 203-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. 4.7.5. ამ ნორმათა შესაბამისად, ა------ დ---–--ესა და აპელანტს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში ა------ დ---–--ის ადგილი მ--- დ---–--ემ დაიკავა და, ამჟამად, აპელანტისათვის 4000 აშშ დოლარის გადახდა მას ეკისრება. 4.8. პალატის აზრით, ვალდებულების შესრულების ფაქტი მ--- დ---–--ემ ვერ დაამტკიცა. 4.8.1. თავისი პოზიციის დასადასტურებლად მ--- დ---–--ემ სასამართლოს წარმოუდგინა, მხოლოდ, 2016 წლის 13 სექტემბრის „ხელწერილი“ ვალდებულების შესრულების შესახებ. 4.8.2. უდავოა, რომ ეს საბუთი პირადად აპელანტმა დაწერა, თუმცა ასევე უდავოა ისიც, რომ დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის. 4.8.3. პალატას მიაჩნია, რომ შინაარსობრივად, სადავო „ხელწერილი“ არის კრედიტორის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, ეს დოკუმენტი წერილობით უნდა შედგეს. 4.8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი წერილობით გამოვლენილი ნების ნამდვილობა ხელმოწერით უნდა იქნეს დადასტურებული. 4.8.5. ამის შესაბამისად, ხელმოუწერელ საბუთში ასახული ნება გამოვლენილად, ხოლო თავად საბუთი ნამდვილად არ ითვლება. 4.8.6. ამასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 6 მარტის განჩინებაში, საქმეზე №ას-839-805-2016 განმარტა, რომ: „ზოგადი წესის თანახმად, წერილობითი გარიგების ნამდვილობა და მისთვის ორმხრივად/მრავალმხრივად მავალდებულებელი ძალის მინიჭება დასტურდება მხარეთა ხელმოწერით (იხ. სკ-ის 69.3 მუხლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დოკუმენტში გამოვლენილი ნება არ წარმოადგენს გარიგების არსებითი პირობების თაობაზე მიღწეული შეთანხმების საგანს“. 4.8.7. ამის შესაბამისად, ს---–--- ვ---–--–-----ის „ხელწერილით“ ვალდებულების შესრულების ფაქტი არ დგინდება, ხოლო თავისი პოზიციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი მ--- დ---–--ეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.8.8. მ--- დ---–--ის პოზიციას ამ ამტკიცებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. 4.8.9. განჩინების თანახმად: „სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაში მითებულია, რომ მოპასუხე ა------ დ---–--ის მიერ სრულად იქნა შესრულებული განმცხადებლის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები“ - თუმცა საქმეში არის თავად ის განცხადება, რომლის საფუძველზეც განჩინება იქნა გამოტანილი (ს.ფ. 13). ამ განცხადებაში კი საუბარია არა მოვალის მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების, არამედ მხარეთა მორიგების თაობაზე. 4.8.10. ამის შესაბამისად, აშკარაა, რომ განჩინებაში აპელანტის პოზიცია შეცდომით აისახა. 4.8.11. ამის გამო, მისი ვალდებულება აპელანტის მიმართ შეწყვეტილი არ არის. 4.9. აღსანიშნივია ისიც, რომ ეს ხელწერილი შედგენილია 2016 წლის 13 სექტემბერს, თუმცა უკვე 2016 წლის 4 ოქტომბერს აპელანტმა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით კვლავ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. 4.9.1. პალატის აზრით, მოპასუხეს აპელანტისათვის თანხა მართლაც რომ გადაეხადა, „ხელწერილის“ შედგენიდან 20 დღის ვადაში იგი სასამართლოში სარჩელს აღარ აღძრავდა. 4.9.2. ამრიგად, მ--- დ---–--ის პოზიცია დაუსაბუთებელთან ერთად არადამაჯერებელიცაა. 4.10. საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ ს---–--- ვ---–--–-----ე შპს მ---- ბ------–-- მიმართ ვალდებულებას, მაინცდამაინც, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადახდილი თანხით შეასრულებდა. 4.10.1. ასეც რომ არ იყოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. 4.10.2. პალატის აზრით, შპს მ---- ბ------–ში თანხის სესხად აღება და სარგებლის გადახდა არც მოპასუხის მხიდან ვალდებულების შეუსრულებლობის უშუალო შედეგი იყო და ეს გარემოება მ--- დ---–--ისათვის ცნობილიც ვერანაირად იქნებოდა. 4.10.3. ამის გამო, აპელანტის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა. 4.11. გარდა ამისა, აპელანტი ითხოვს სააღსრულებო ბიუროსათვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურებასაც, თუმცა მისივე განმარტებით, ეს თანხა მ--- დ---–--ემ აანაზღაურა (სარჩელისა და დაზუსტებული სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოება). 4.11.1. ამის გამო, ამ ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანი არ არის.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ს---–--- ვ---–--–-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და ს---–--- ვ---–--–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მ--- დ---–--ეს ს---–--- ვ---–--–-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, მ--- დ---–--ეს ს---–--- ვ---–--–-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელნტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 659,1 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. ს---–--- ვ---–--–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. ს---–--- ვ---–--–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მ--- დ---–--ეს ს---–--- ვ---–--–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

5. მ--- დ---–--ეს ს---–--- ვ---–--–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 659,1 ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე