განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100114622074
საქმე №1ბ/200-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ---------–--ას
მსჯავრდებულის: გ-----------–----ის
ადვოკატის: დ------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ-----------–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე: გ-----------–----ის (საქართველოს მოქალაქე, პირადი №-------------------------–---------–-–----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, გ------------------–----------------------–----------–--------------------–------------–---–------------------------------–-) მიმართ, დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------–----ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
საგამომცემლო საქმიანობის მიზნით 2----–-–---------------–ს დაფუძნდა შპს ,,ე-------ი“, რომლის დირექტორი დაფუძნების დღიდან იყო გ-----------–----ე;
გ-----------–----ეს, როგორც შპს ,,ე-------ის“ დირექტორს, ევალებოდა საზოგადოების საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად, მასვე ევალებოდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი გადასახადები. გ-----------–----ემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, არასრულად ასახავდა საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს და ყალბად უთითებდა მონაცემებს საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარდა შპს ,,ე-------ის“ საქმიანობის შემსწავლელი გასვლით საგადასახადო შემოწმება, რის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო 20----–-–------ ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტით 2007 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდზე დამატებით სულ დაერიცხა 317 713 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 213017 ლარი, ხოლო ჯარიმა 104 696 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემული 2013 წლის 31 ოქტომბრის #------- საგადასახდო მოთხოვნით გადამხდელს დაერიცხა სულ 493 051 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 244 339 ლარი, ჯარიმა - 104696 ლარი, ხოლო საურავი 144.016 ლარი.
გ-----------–----ემ არ ისარგებლა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და არ დაფარა დაკისრებული ძირითადი თანხა 244 339 ლარი, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით:
გ-----------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ------- ს--–----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 იანვრიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ------------ემ და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2018 წლის 17 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებლის, ფ----------------------–---------------------–--------–---------–--------------------------------------------------- ლ---------–--ას მიერ, ზემდგომი პროკურორის, მ------------–---ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ გ-----------–----ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა გ-----------–----ემ ადვოკატთან კონსულტაციების შემდეგ სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმების ფორმით, რომლის საფუძველია შეთანხმება ბრალზე.
პროკურორისთვის შეთავაზებულ იქნა საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგების ფორმით და შედგა საპროცესო შეთანხმების ოქმი.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მსჯავრდებულთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:
გ-----------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ წარმოდგენილი პირობით.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე.
სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონდა მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული გ-----------–----ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება გ-----------–----ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ფორმა N1, 20---–-–------------------- საგადასახადო შემოწმების აქტის, 2013 წლის 31 ოქტომბრის N------- საგადასახადო მოთხოვნის, წერილების, მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატას მიჩნია, რომ გ-----------–----ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კანონიერია.
პალატას მიჩნია, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფ----------------------–---------------------–--------–---------–--------------------------------------------------- ლ---------–--ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ გ-----------–----ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენში გ-----------–----ის მიმართ;
გ-----------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ გ-----------–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ-----------–----ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
მსჯავრდებული დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან
გ-----------–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 23 იანვრიდან 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ-----------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოცხადებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
მოსამართლე: შ. ყაველაშვილი