განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.03.2018
საქმის ნომერი
330310016001211924
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001211924

საქმე №3ბ/2912-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ლ--–--------–---–--

წარმომადგენელი - ბ-----ო ვ-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

წარმომადგენელი - მ---------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ა---–- გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ლ--–- ა---–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3.1 სსიპ ქალაქ რუ----------- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ლ--–- ა---–--ა დასახელებული სკოლის სამეურვეო საბჭოს 2014 წლის 11 სექტემბრის N- დადგენილებით იქნა არჩეული და იგი ამ თანამდებობაზე უფლება-მოვალეობების განხორციელებას სამეურვეო საბჭოსთან 2014 წლის 11 სექტემბერს ხელშეკრულების გაფორმებისა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2014 წლის 11 სექტემბრის N-------- ბრძანების საფუძველზე სკოლის დირექტორად დარეგისტრირების შემდეგ შეუდგა.

მტკიცებულება:

- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2014 წლის 11 სექტემბრის N-------- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 17);

- 2014 წლის 11 სექტემბერის N- შრომითი ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 13-16);

- N---------- დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 93-100, 181-189).

 

3.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სსიპ ქალაქ რუ----------- საჯარო სკოლის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს წარდგენილ ინფორმაციისა და სკოლის მასწავლებლის - ს-----ო კ-----–---–ის 2015 წლის 7 სექტემბრის განცხადების შესწავლის შედეგად შემდეგი გარემოებები დაადგინა:

 

- 2014-2015 სასწავლო წელს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ---- ი---–---–ის 2014 წლის 5 სექტემბერის N----- ბრძანებით პირველი კლასები შემდეგი სახით დაკომპლექსდა: 1ა - 25 მოსწავლე, 1ბ - 28 მოსწავლე, 1გ - 25 მოსწავლე და 1დ - 27 მოსწავლე. აღნიშნულის შემდგომ, სკოლის დირექტორი ლ--–- ა---–--ას ბრძანებებით პირველ კლასში ჩაირიცხნენ სხვა მოსწავლეებიც - გ--- ნ------ე (ჩაირიცხა 2014 წლის 15 ოქტომბრის N----- ბრძანებით და შეყვანილ იქნა 1გ კლასის საკლასო ჟურნალში 26-ე ნომრად), თ----- ბ--------ი (2014 წლის 20 ოქტომბერს N----- ბრძანებით შეყვანილ იქნა 1ა კლასის საკლასო ჟურნალში 26-ე ნომრად), ნ-----–--ზ გ-----–-–---–ი (2014 წლის 31 ოქტომბრის N----- ბრძანებით შეყვანილ იქნა 1ბ კლასის საკლასო ჟურნალში 29-ე ნომრად). აღნიშნული მოსწავლეების ჩარიცხვაზე სკოლას არ ჰქონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობა და ამდენად, დაირღვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები, ასევე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი. მითითებული გარემოების მტკიცებულებად მიჩნეულ იქნა სკოლის დირექტორის ლ--–- ა---–--ას განმარტება, ზოგადი განათლების მართვისა და განვითრების დეპარტამენტის N------ წერილი, საკლასო ჟურნალები და სკოლის დირექტორის 2014 წლის 11 ოქტომბრის N------- წერილი;

- 2015 წლის 3 სექტემბერს ინგლისური ენის კათედრის წევრების შეკრებაზე ლ--–- ა---–--ამ თანამშრომლებთან ურთიერთობისას დაარღვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-8, მე-17, მე-18 და 21 პუნქტებისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა თანახმად, სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში, სკოლის დირექტორი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებული მხარეების აზრს და იღებს ობიექტურ დ სამართლიან გადაწყვეტილებას, არ აყენებს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ პირებს შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ ზეწოლას, მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად გამართული და გასაგები ენით, თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა. კერძოდ, მასწავლებლების - ს-----ო კ-----–---–ის, ნ-------ი კო---–---–ის, ზ---ა ბ-–--------------ის, ნ----ა თ----–---–ის, ნ----ა რ-----–-–---–ის (ფ------–---–ის), ნ----ა მ---------ის, ნ---- ე-–---–---–ის, მოსწავლეების მშობლის - შო----ა მ------–---–ის ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2015 წლის 3 სექტემბერს ინგლისური ენის კათედრის წევრებთან შეხვედრაზე ლ--–- ა---–--სა და ს-----ო კ-----–---–ს შორის უთანხმოებას მოჰყვა კამათი, როლის დროსაც ლ--–- ა---–--ამ ვერ შეინარჩუნა სიმშვიდე და მასწავლებლის მიმართ შეურაცხმყოფელი, უპატივცემულო დამოკიდებულება გამოხატა.

მტკიცებულება:

- N---------- დასკვნით (ტომი 1, ს.ფ. 93-100, 181-189);

- ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურცენტრის 2015 წლის 19 აგვისტოს N796060 წერილი, ანგარიში (ტომი 1, ს.ფ. 190, 191-193);

- ლ--–- ა---–--ას ახსნა-განმარტებები (ტომი 1, ს.ფ. 194, 195, 207-213);

- 2014 წლის 5 სექტემბერის N----- ბრძანება, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 196-200);

- 2014 წლის 15 ოქტომბრის N----- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 201);

- 2014 წლის 22 ოქტომბრის N----- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 202);

- 2014 წლის 20 ოქტომბერს N----- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 204);

- 2014 წლის 31 ოქტომბრის N----- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 203);

- საკლასო ჟურნალების ასლები (ს.ფ. 214-221);

- ლ--–- ა---–-ას 2015 წლის 1 და 13 ოქტობრის ახსნა-განმარტებები (ტომი 1, ს.ფ. 207-209, 210-213).

- ლ--–- ა---–--ას წერილები (ტომი 1, ს.ფ. 277-281);

- ქალაქ თბილისის საგანმანათლებლო რესურცენტრის 2014 წლის 5 ნოემბერის N------ წერილი (ტომი 1, ს.ფ. 296-297);

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის 6 ნოემბრის N877484 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 298);

- ახსნა-განმარტებები (ტომი 1, ს.ფ. 237-125).

 

3.3. 2015 წლის 9 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ა-–-------რე ო--------–---–ის N-285216 მოხსენებითი ბარათი წარედგინა, რითაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის N---------- დასკვნის თაობაზე ეცნობა. მოხსენებითი ბარათის თანახმად, შიდა აუდიტის დეპარტამენტი სსიპ ქალაქ რუ----------- საჯარო სკოლისათვის წერილობითი შენიშვნის მიცემას მიზანშეწონილად მიიჩნევდა.

მტკიცებულება:

- 2015 წლის 9 დეკემბერის N-285216 მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 179-180);

 

3.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 დეკემბრის N-305 ბრძანებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ა-–-------რე ო--------–---–ის 2015 წლის 9 დეკემბერის N-285216 მოხსენებითი ბარათისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-6 და მე-62 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ ქალაქ რუ----------- საჯარო სკოლას წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

მტკიცებულება:

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 დეკემბრის N-305 ბრძანება (ს.ფ. 177-178).

 

3.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N---------- დასკვნით დადგენილი გარემოებებისა და მითითებული მტკიცებულებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები ლ--–- ა---–--ას არ წარმოუდგენია.

სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა ნ---- გე-–-----ი (2016 წლის 30 მაისის სხდომის ოქმი, 16:31:00-16:38:52), ხ------ა გე-–-–---–----------–---–ი (2016 წლის 30 მაისის სხდომის ოქმი, 16:40:47-16:49:19), ზ---ა ბ-–--------------ე (2016 წლის 30 მაისის სხდომის ოქმი, 17:15:23-17:25:21), თ--ა წ---–-----ი (2016 წლის 30 მაისის სხდომის ოქმი, 17:29:04-17:32:26), თ----- ხ-----–---–ი (2016 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი, 18:04:13-18:31:17), ს-----ო კ-----–---–ი (2016 წლის 12 სექტემბერის სხდომის ოქმი, 14:10:09-14:56:15), ნ----ა მ---------ე (2016 წლის 12 სექტემბერის სხდომის ოქმი, 14:58:30-15:09:56), ნ----ა ფ------–---–ი (2016 წლის 12 სექტემბერის სხდომის ოქმი, 15:11:18-15:18:04), ც----------–---–ი (2016 წლის 19 დეკემბრის სხდომის ოქმი, 16:31:33-16:39:25), დ--–ი ჯ--–--–---–ი (2016 წლის 19 დეკემბრის სხდომის ოქმი, 16:42:48-16:51:20) და შო----ა მ------–---–ი (2016 წლის 19 დეკემბრის სხდომის ოქმი, 16:53:21-17:14:37), თუმცა მოწმეთა ჩვენებებით შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმის განხილვისას მიღებული მტკიცებულებების სარწმუნოობის გამომრიცხველი ფაქტები არ გამოვლენილა. მოწმეებმა - ს-----ო კ-----–---–მა, ნ----ა მ---------ემ, ნ----ა ფ------–---–მა და შო----ა მ------–---–მა დაადასტურეს 2015 წლის 3 სექტემბერს სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას ლ--–- ა---–--ას მხრიდან კოლეგებისადმი უპატივცემულო, შეურაცხმყოფელი ქცევისა და მიმართვების ფაქტი, აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილე მხოლოდ ერთმა პედაგოგმა - ზ---ა ბ-–--------------ემ დაადასტურა მხოლოდ ლ--–- ა---–--ასა და ს-----ო კ-----–---–ს შორის შეკამათების ფაქტი და განმარტა, რომ შეურაცხმყოფელი არაფერი გაუგია, ხოლო დანარჩენმა მოწმეებმა განმარტეს, რომ უშუალოდ 2015 წლის 3 სექტემბრის კონფლიქტის თვითმხილველნი არ ყოფილან.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის განხილვისას ამ აქტის საფუძვლების მტკიცება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, მოსარჩელის ინტერესს კი ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების უარყოფა, მისი სარწმუნოობის გამომრიცხავი გარემოებების დადასტურება წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა ქ.რუ----------- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, მოსარჩელის მტკიცება კი მხოლოდ წარმოდგენილი მასალების ზოგადი უარყოფით, სიტყვიერი განმარტებებით შემოიფარგლა, რაც ვერ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებად სადავო გარემოების დადგენისათვის.

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

4.1. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 დეკემბრის N-305 ბრძანება სსიპ ქ. რუ----------- საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების მიცემის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.

მითითებული ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერების საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნე-–-----ია, გააჩნდა თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქალაქ რუ----------- საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების მიცემის საფუძველი.

საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს. დასახელებული კანონის მიხედვით, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს, ასევე, საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებსა და კანონქვემდებარე აქტებს (პირველი მუხლი).

ამავე კანონის მიხედვით, სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები, აგრეთვე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები – საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (49-ე მუხლის პირველი პუნქტი). სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობას (49-ე მუხლის მე-2 პუნქტი). კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას (49-ე მუხლის მე-4 პუნქტი). საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების - პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციის, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმების მიხედვით, სსიპ ქ.რუ----------- საჯარო სკოლის დირექციის ქმედებებთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა რა წარმოება, დაადგინა სკოლის დირექტორის მიერ დაწყებით კლასებში დადგენილი ნორმის გადაჭარბებით მოსწავლეების სამინისტროს თანხმობის გარეშე ჩარიცხვისა და დირექტორის მხრიდან კოლეგებისადმი შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მიხედვით, 2014-2015 სასწავლო წელს სკოლაში შემსვლელი პირველკლასელებისთვის და ყოველი მომდევნო თაობისთვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 25 მოსწავლით და გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი“ ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება დირექტორის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მას მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება. ეთიკის კოდექსის მიზანია სკოლის დირექტორის სავალდებულო ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება.

დასახელებული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი თავისი საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითია. ამავე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს, რომ სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში. ამავე მუხლის მე-17, მე-18 და 21-ე პუნქტების თანახმად, სკოლის დირექტორი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. სკოლის დირექტორი არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. სკოლის დირექტორი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და გასაგები ენით.

დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.

მოყვანილი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ--–- ა---–-ას მიერ ჩადენილი ქმედებები მართლზომიერად ჩაითვალა სკოლის დირექციის მხრიდან ჩადენილ იმგვარ გადაცდომად, რომელიც სსიპ ქალაქ რუ----------- საჯარო სკოლისათვის გაფრთხილების გამოცხადების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

5. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია, თითქოს და მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სარჩელში მითითებული ფაქტების დადასურტება და მოპასუხის მიერ წარმოდგენელი ფაქტების უარყოფა მხოლოდ ზოგადი უარყოფითი და სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება სასამართლომ ცალმხრივად შეაფასა. სკოლის დირექტორის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტებზე მოპასუხე მხოლოდ განმარტებით შემოიფარგლა და სხვა წერილობითი რაიმე მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. გარდა იმისა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის N---------- დასკვნის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 დეკემბრის N-305 ბრძანებით სსიპ რუ----------- საჯარო სკოლას მიეცა წრილობითი გაფრთხილება, ხოლო იმის გამო, რომ ერთი წლის განმავლობაში სკოლამ მიიღო ორი გაფრთხილება შიდა აუდიტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 21.12.15 წ. N-/კ-701 ბრძანებით სსიპ ქ. რუ----------- საჯარო სკოლის დირექტორს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ პირველი წერილობითი გაფრთხილება ეხებოდა სკოლის ყოფილი დირექტორის მოღვაწეობის პერიოდს, ხოლო აღნიშნული არ გაუთვალისწინებია სასამართლოს.

 

სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი წერილობითი მტკიცებულებები სკოლის თვითმართველობის, მოსწავლეებისა და მათი მშობლების მოსაზრებები სკოლაში შექმნილ სიტვაციასთან და სკოლის დირექტორთან მიმართებაში. ასევე ყურადღება არ მიუქცევია იმაზე, რომ მოწმეები საუბრობდნენ ს. კ-----–---–ის მხრიდან მასწავლებლის ქცევის ნორმების დარღვევასა და არადეკვატურ ქცევაზე.

 

რაც შეეხება პირველკლასელთა ზეგანაკვეთური ჩარიცხვის საკითხს, ისინი ჩაირიცხნენ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად. ეს აუცილებელი იყო და ამას ადასტურებს მოგვიანებით მიღებული წერილობითი თანხმობა განათლების და მეცნიერების სამინისტროდან. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ამ მოსწავლეთა მშობლების ახსნა-განმარტებებიც.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

6.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

6.1.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

6.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2018 წლის 16 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის მიერ წარმოდგენილია ქორწინების მოწმობა, რომლის თანახმადაც, დგინდება, რომ ქორწინების შემდგომ ლ--–- ა---–--ას მიენიჭა გვარი - კ-----–---–-ა.

 

6.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.2.1. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

6.2.2. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები, აგრეთვე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები – საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (49-ე მუხლის პირველი პუნქტი). სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობას (49-ე მუხლის მე-2 პუნქტი). კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას (49-ე მუხლის მე-4 პუნქტი). საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების - პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციის, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

6.2.3.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მიხედვით, 2014-2015 სასწავლო წელს სკოლაში შემსვლელი პირველკლასელებისთვის და ყოველი მომდევნო თაობისთვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 25 მოსწავლით და გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით.

6.2.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი“ ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება დირექტორის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მას მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება. ეთიკის კოდექსის მიზანია სკოლის დირექტორის სავალდებულო ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება.

დასახელებული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი თავისი საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითია. ამავე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს, რომ სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში. ამავე მუხლის მე-17, მე-18 და 21-ე პუნქტების თანახმად, სკოლის დირექტორი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. სკოლის დირექტორი არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. სკოლის დირექტორი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და გასაგები ენით.

6.2.5. დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.

განსახილველ შემთხვევაში, პალატა აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 დეკემბრის N-305 ბრძანების სსიპ ქ. რუ----------- საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების მიცემის შესახებ, კანონიერების შემოწმება. დადგენილია, რომ გასაჩვრებული აქტის მიღების საფუძველია 2015 წლის 9 დეკემბრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ა-–-------რე ო--------–---–ის N-285216 მოხსენებითი ბარათი და შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა.

დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სსიპ ქალაქ რუ----------- საჯარო სკოლის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს წარდგენილ ინფორმაციისა და სკოლის მასწავლებლის - ს-----ო კ-----–---–ის 2015 წლის 7 სექტემბრის განცხადების შესწავლის შედეგად შემდეგი გარემოებები დაადგინა:

 

- 2014-2015 სასწავლო წელს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ---- ი---–---–ის 2014 წლის 5 სექტემბერის N----- ბრძანებით პირველი კლასები შემდეგი სახით დაკომპლექსდა: 1ა - 25 მოსწავლე, 1ბ - 28 მოსწავლე, 1გ - 25 მოსწავლე და 1დ - 27 მოსწავლე. აღნიშნულის შემდგომ, სკოლის დირექტორი ლ--–- ა---–--ას ბრძანებებით პირველ კლასში ჩაირიცხნენ სხვა მოსწავლეებიც - გ--- ნ------ე (ჩაირიცხა 2014 წლის 15 ოქტომბრის N----- ბრძანებით და შეყვანილ იქნა 1გ კლასის საკლასო ჟურნალში 26-ე ნომრად), თ----- ბ--------ი (2014 წლის 20 ოქტომბერს N----- ბრძანებით შეყვანილ იქნა 1ა კლასის საკლასო ჟურნალში 26-ე ნომრად), ნ-----–--ზ გ-----–-–---–ი (2014 წლის 31 ოქტომბრის N----- ბრძანებით შეყვანილ იქნა 1ბ კლასის საკლასო ჟურნალში 29-ე ნომრად). აღნიშნული მოსწავლეების ჩარიცხვაზე სკოლას არ ჰქონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობა და ამდენად, დაირღვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები, ასევე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი. მითითებული გარემოების მტკიცებულებად მიჩნეულ იქნა სკოლის დირექტორის ლ--–- ა---–--ას განმარტება, ზოგადი განათლების მართვისა და განვითრების დეპარტამენტის N------ წერილი, საკლასო ჟურნალები და სკოლის დირექტორის 2014 წლის 11 ოქტომბრის N------- წერილი;

- 2015 წლის 3 სექტემბერს ინგლისური ენის კათედრის წევრების შეკრებაზე ლ--–- ა---–--ამ თანამშრომლებთან ურთიერთობისას დაარღვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-8, მე-17, მე-18 და 21 პუნქტებისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა თანახმად, სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში, სკოლის დირექტორი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებული მხარეების აზრს და იღებს ობიექტურ დ სამართლიან გადაწყვეტილებას, არ აყენებს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ პირებს შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ ზეწოლას, მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად გამართული და გასაგები ენით, თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა. კერძოდ, მასწავლებლების - ს-----ო კ-----–---–ის, ნ-------ი კო---–---–ის, ზ---ა ბ-–--------------ის, ნ----ა თ----–---–ის, ნ----ა რ-----–-–---–ის (ფ------–---–ის), ნ----ა მ---------ის, ნ---- ე-–---–---–ის, მოსწავლეების მშობლის - შო----ა მ------–---–ის ახსნა განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2015 წლის 3 სექტემბერს ინგლისური ენის კათედრის წევრებთან შეხვედრაზე ლ--–- ა---–--სა და ს-----ო კ-----–---–ს შორის უთანხმოებას მოჰყვა კამათი, როლის დროსაც ლ--–- ა---–--ამ ვერ შეინარჩუნა სიმშვიდე და მასწავლებლის მიმართ შეურაცხმყოფელი, უპატივცემულო დამოკიდებულება გამოხატა.

მოცემულ პირობებში, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დასტურდება სკოლის დირექტორის მიერ დაწყებით კლასებში დადგენილი ნორმის გადაჭარბებით მოსწავლეების სამინისტროს თანხმობის გარეშე ჩარიცხვისა და დირექტორის მხრიდან კოლეგებისადმი შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტები არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი - დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.

 

პალატა მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებზე და ზემოთ მითითებული ნორმების ანალიზის შედეგად, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. ამასთან, აპელანტის მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას, ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო საჩივარს კი ერთვის აპელანტის მიერ 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი თანხა, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილი, უნდა დაუბრუნდეს აპელანტს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დაადგინა

 

1. ლ--–--------–---–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლ--–-დ დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. ლ--–--------–---–--ს დაუბრუნდეს 2017 წლის 20 ნოემბერს N0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი (მიმღები ,,სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის ნომერი 300773150);

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ლევან მურუსიძე