განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100114488506
PP
საქმე №1ბ/398-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ
გიორგი კვახაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----------------–---–--
მსჯავრდებულის: ნ---------------–---ს
ადვოკატის: ო-----------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ნ---------------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №090230114003): ნ---------------–---ს, დაბადებულის 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-----------------------------------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---–--------–-----------------------------------–-- ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ---------------–---მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით, ნ---------------–--- ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და სახდელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მიუხედავად ამისა, 2014 წლის 24 იანვარს, ნ---------------–---ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ლაბორატორიული გამოკვლევით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - „ბუპრენორფინის“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) და „მეტადონის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს განაჩენით:
ნ---------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილულ იქნა ნ---------------–---ს დასწრების გარეშე, ვინაიდან იგი იმყოფებოდა მიმალვაში.
2018 წლის 27 მარტს დაკავებულ იქნა ძებნილი მსჯავრდებული ნ---------------–---, რომელიც იმავე დღეს შესახლებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ---------------–---ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო-----------–--ემ. სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო ნ---------------–---ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ დ----------------–---–-- მიერ, ზემდგომი პროკურორის ბ----------–--ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ნ---------------–---სთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ნ---------------–---მ, ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა დაზუსტებული პირობებით მსჯავრდებულ ნ---------------–---სთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ---------------–---ს ბრალდებიდან ამოერიცხოს მითითება ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების შესახებ. ნ---------------–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ნ---------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნ---------------–---ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
პირობით მსჯავრდებულ ნ---------------–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაზუსტებული პირობებით მსჯავრდებულ ნ---------------–---სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ნ---------------–--- სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ნ---------------–--- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას, ნ---------------–---ს ბრალდებიდან ამოერიცხოს მითითება ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების შესახებ, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ნ---------------–---ს საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე, შესაბამისად, ნ---------------–---ს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს მითითება ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების შესახებ, ბრალდების ამ ნაწილში იგი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ნ---------------–---ს ბრალად უნდა შეერაცხოს მხოლოდ ნარკოტიკული საშუალებების - „ბუპრენორფინის“ და „მეტადონის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ნ---------------–---ს ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ ნ---------------–---ს მიერ დანაშაულის აღიარებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №7----- დასკვნით, ცნობებით შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით ნ---------------–---ს მიმართ, მოწმეების - ა-–--------------------------------–-–---–-----------------–---- ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ნ---------------–---ს ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით პროკურორსა და მსჯავრდებულ ნ---------------–---ს შორის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს განაჩენში ნ---------------–---ს მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
ნ---------------–---ს ბრალდებიდან ამოერიცხოს მითითება ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების შესახებ და ბრალდების ამ ნაწილში გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან;
ნ---------------–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;
მსჯავრდებულ ნ---------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
პირობით მსჯავრდებულ ნ---------------–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნ---------------–---ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლიათ მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
მოსამართლე: გ.კახეთელიძე