განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2018
საქმის ნომერი
330100117002093880
ინსტანცია
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002093880

საქმე №1ბ/399-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლ-------------------ის მიმართ, დაბადებულის: 13.10.1--- წ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N 0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ. თბილისი, ბ----------- ქუჩა, კორპუსი N----, ბინა N-, ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ლ----------–---–-- ქუჩა N--ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენით ლ-------------------ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ლ-------------------ს ბრალი წარედგინა მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისი, გ----------------- N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეზობლებს, ლ-------------------სა და დ----------–----–---–ს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება. აღნიშნული კონფლიქტის დროს ლ-------------------მა დ----------–----–---–ი სცემა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად, კერძოდ - თავის ტვინის შერყევა და გულმკერდის წინა კედლის ზედაპირული ტრამვა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მიეცათ არასწორი სამართლებრივი შეფასება. აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, რაც უტყუარად ადასტურებს ლ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დაზარალებულ დ----------–----–---–ის ჩვენება რომ ლ----------------მა გულმკერდის არეში ესროლა შუშის ბლოკი, თავში ჩარტყა აგური, დასტურდება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების - ი----------–--ისა და ნ-----–----–--ის ჩვენებებით და მათ მიერ დაფიქსირებული დაზიანებებით, ასევე შპს “----–-----------–---------–----–---------- საავადმყოფოს ცნობით და ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც აღნიშნული დაზიანებები განეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

ასევე აპელანტის განმარტებით, მოწმე გ-----------–-–---–ის და ა-----–--------------–---–ის ჩვენებები, რომ დაზარალებულს სდიოდა სისხლი, უჩიოდა თავბრუსხვევას, ტკივილებს გულმკერდის და თავის არეში შესაბამისობაში მოდის დ----------–----–---–ი ჩვენებასთან. ხოლო იმ ფაქტს, რომ დაზარალებული და ლ----------------ი იმყოფებოდნენ სახურავზე და კამათობდნენ დასტურდება მოწმე ო---------–--ის და დ-------–----ის ჩვენებებით. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება ქ----- და გ---------------------ის ჩვენებებით. ისინი არიან უშუალო შემსწრეები როგორ ჰკრა ხელი ლ------ დაზარალებულს, რის შედეგადაც იგი გადავარდა სათავსოს სახურავზე.

აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ თავად გამართლებულის მიერ მიცემული ჩვენება ნაწილობრივ ადასტურებს დაზარალებულის ჩვენებას, რომელმაც განაცხადა, რომ ლ----------------მა მიაყენა მას დაზიანება გულმკერდის არეში, რის შედეგადაც იგი წაიქცა და დაარტყა თავი. ამასთან, სასამართლომ გაიზარა ლ----------------ის და მისი მშობლების ჩვენებები, მაშინ როდესაც მათ კოდექსი ანიჭებთ უფლებას არ მისცენ ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღდეგ.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი შეფასება მისცა სასამართლოში გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს.

 

აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ გამართლებულ ლ-------------------ის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების - ცემის ჩადენის ფაქტს, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად აცხადებს ცემას, რომელიც წარმოადგენს განზრახ დანაშაულს, რა დროსაც დანაშაულის ჩამდენი პირის მიზანი უნდა იყოს სხვა პირის მიმართ იმგვარი ქმედების განხორციელება, რომელიც გამოიწვევს მის ფიზიკურ ტკივილს. აღნიშნული მუხლით ძალადობრივ ქმედებას - ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში. ძალადობრივი ქმედების ცემად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა და მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

მოცემულ შემთხვევაში იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაზარალებული და გამართლებული სახურავზე იყვნენ და ძიძგილაობდნენ არც თავად გამართლებული უარყოფს და აღნიშნული დასტურდება მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებითაც, თუმცა მნიშვნელოვანია დადგინეს, გამართლებულის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი დაზარალებულის ცემას, ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის დაზიანებები, რაც დაზარალებულს აღენიშნება სხეულზე, მიიღო თუ არა მან აღნიშნული შემთხვევის - კონფლიქტის - შედეგად და ლ---- ქ---------------- განზრახი ქმედებით.

როგორც დაზარალებულმა დ----------–----–---–მა განმარტა, ის არის ლ-------------------ის მეზობელი. მის ოჯახთან აქვს კონფლიქტური ურთიერთობა. კონფლიქტი უკავშირდება საერთო ღობეს, რომელიც ააშენა დამოუკიდებლად, ლ----------------ის ოჯახის დახმარების გარეშე. 2017 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, როდესაც ბრუნდებოდა სახლში, დაინახა, რომ ლ-------------------ი ანგრევდა ღობეს და იღებდა კონდიციონერს, რომელიც იყო ღობეში ჩაშენებული, თავისუფალ ადგილს კი ავსებდა ე. წ. შუშა ბლოკით. აღნიშნულთან დაკავშირებით ლ----------------ს უსაყვედურა, ხოლო მან შეაგინა. ხმაურზე ლ----------------ის მშობლები გამოვიდნენ და მათაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი სურვილი იყო, რომ ცარიელი ადგილი, სადაც ადრე იყო კონდიციონერი, აგურით ან ჩვეულებრივი ბლოკით ამოშენებულიყო. აღნიშნულის გამო ამოშენებული კედლიდან აიღო ერთი ცალი შუშა ბლოკი (სულ ოთხი ცალი იყო) და დადო მათი სახლის სახურავზე, ხოლო ლ----------------მა მის მიერ დადებული შუშა ბლოკი გულმკერდის არეში ჩაარტყა, ასევე თავის არეში ჩაარტყა აგური, რის გამოც მაშინვე გაითიშა. კონფლიქტის ფაქტს შეესწრნენ ა-----–--------------–---–ი, ასევე მისი შვილები და სხვა მეზობლები. დარტყმების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თავი დაუსისხლიანდა, კოპი დააჯდა და თვალი ჩაულურჯდა. დიდხანს ხელ-ფეხს ვერ შლიდა, ერთ თვეზე მეტ ხანს ლოგინში იწვა, ტკივილისგან სუნთქვაც კი უჭირდა. დაცემის დროს არანაირი დაზიანება არ მიუღია. დაზიანება მიიღო ბლოკის და აგურის დარტყმის შედეგად.

დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენება, რომ მას ლ----------------მა ბლოკი გულმკერდის არეში ჩაარტყა, ასევე თავის არეში ჩაარტყა აგური, რის გამოც მაშინვე გაითიშა, არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ:

მოწმე დ-------–----ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის ზაფხულის პერიოდში, ზუსტ დროს ვერ იხსენებს, იმყოფებოდა ლ-------------------ის საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში რამდენიმე პირთან ერთად და აპირებდნენ ვახშმობას. ამ დროს ატყდა ხმაური, გაიხედა და დაინახა, რომ დ------–----–---–ი იყო ლ----------------ის სახლის სახურავზე ასული, სადაც მალევე ლ----------------იც ავიდა. დ----------–----–---–ს ხელში ეჭირა მწვანე ფერის ე. წ. შუშა ბლოკის ნატეხი და ლ----------------ს ექაჩებოდა, ხოლო ეს უკანასკნელი მას იგერიებდა და ეკითხებოდა რატომ ჩაამტვრია მინები. მოინდომა ასვლა და მათი გაშველება, მაგრამ ვინაიდან იხედებოდა ზევით, ფეხი წამოკრა რაღაც საგანს და წაბორძიკდა, წამიერად დაიხედა ძირს და როდესაც ისევ გასწორდა, დ------–----–---–ი აღარ ჩანდა, ხოლო ლ-------------------ი ქვემოთ ჩამოდიოდა. ეზოში მასთან ერთად იყვნენ ო--------–--ე, ჯ--------------ე და გ---------------------ი. მალევე მივიდნენ პატრულის თანამშრომლები და უამბეს მომხდარის შესახებ. მისთვის ცნობილია, რომ დ----------–----–---–მა ჩაამტვრია ქ----------------- მიერ ე. წ. შუშა ბლოკით ამოშენებული კედელი, სადაც ადრე კონდიციონერი იყო ჩასმული. შელაპარაკება მოხდა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. კონფლიქტის დღეს დ----------–----–---–ი მეტჯერ აღარ უნახავს, შეხვდა ფაქტიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ და სთხოვა, რომ პოლიციიდან განცხადება გამოეტანა, რადგან ლ----------------ს დანაშაული არ ჩაუდენია. მიუხედავად იმისა, რომ დ------–----–---–ის განმარტებით, მას თავი ჰქონდა გატეხილი, მისთვის დაზიანება არ შეუმჩნევია, ამასთან იგი გადაადგილდებოდა ორ ბორბლიანი მოტოციკლით.

თავის მხრივ მოწმე დ-------–----ის ჩვენების სისწორე დასტურდება მოწმის სახით დაკითხული გ---------------------ის და ქ----- ქ--------------- ჩვენებებით.

კერძოდ, მოწმე გ---------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ლ-------------------ი არის მისი შვილი, ხოლო დ------–----–---–ი - მეზობელი. მასთან კონფლიქტი განპირობებული იყო კედლის ამოშენებასთან დაკავშირებით, რომელსაც ღობედ მიიჩნევენ და რომელიც არის მის ტერიტორიაზე, მისსავე ეზოში. ადრე ამ კედელში ჩამონტაჟებული იყო კონდიციონერი, რასაც დ----------–----–---–მა ქაფი მიასხა და დააზიანა. დაზიანებული კონდიციონერი ამოიღეს და მის ადგილას ჩასვეს ე. წ. შუშა ბლოკი. შემთხვევის დღეს, იმყოფებოდა საკუთარი სახლის უკან ეზოში მეგობრებთან, დ-------–----ესთან, ო--------–--ესთან და ჯ--------------ესთან ერთად, რა დროსაც გაიგო ხმაური, გავიდა და დაინახა, რომ დ----------–----–---–ი მისი სახლის სახურავზე იყო ასული, ხელში ეჭირა შუშა ბლოკის ნატეხი და მის შვილს ექაჩებოდა. ლ-------------------ი ცდილობდა თავის დაცვას. მოქაჩვის დროს დ------–----–---–მა მის შვილს ჩამოახია მაისური, რა დროსაც ხელი გაეშვა და გადავარდა მისი სათავსოს სახურავზე, ხოლო ლ----------------ი იქვე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ცოტა ხანში მივიდა დ------–----–---–ის მიერ გამოძახებული პოლიციის ეკიპაჟი, რომელთაც აჩვენა ჩამტვრეული მინის ნატეხები. კონფლიქტს შეესწრო მისი მეუღლე, ქ-----------–---–იც.

ხოლო, მოწმე ქ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ლ-------------------ის დედა. დ----------–----–---–ი კი მათი მეზობელია. 2016 წლის იანვარში გამოიძახა პოლიცია, ვინაიდან დ------–----–---–ი მათ ეზოში ყრიდა ასაფეთქებელ საშუალებებს და იგინებოდა მათი მისამართით. აღნიშნულის შემდეგ ცდილობდნენ, რომ მისგან თავი შორს დაეჭირათ. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში, ჰყავდა სტუმრები და სამზარეულოში საჭმელს ამზადებდა. სახლის უკანა ეზოში იყო მისი მეუღლე, გ---------------------ი და მისი მეგობრები - ჯ--------------ე, ო--------–--ე და დ-------–----ე. ამ დროს გაიგო გინების ხმა, გაიხედა და დაინახა, რომ დ------–----–---–ი ასული იყო მათი სახლის სახურავზე და იგინებოდა. სახურავზე ავიდა მისი შვილიც, დ------–----–---–ი მაისურზე ექაჩებოდა ლ-------------------ს და ეუბნებოდა, რომ კაცი არ იყო. მოქაჩვისას მის შვილს გაეხა მაისური და დ------–----–---–ი გადავარდა მისი სახლის მხარეს, ხოლო ლ----------------ი სახურავზე დაეცა. აპირებდა პოლიციის გამოძახებას, მაგრამ ოჯახის წევრებმა შეაჩერეს, თუმცა მალევე, მათთან მივიდა დ------–----–---–ის მიერ გამოძახებული პოლიცია. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის დროს დ------–----–---–ს დაზიანებები არ მიუღია და მეორე დღეს, ჩვეულებრივ, მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

ასევე მოწმის სახით დაკითხული ო--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ-------------------ი და დ----------–----–---–ი არიან მისი მეზობლები და მათთან აქვს კარგი ურთიერთობა. 2017 წლის ზაფხულში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, იმყოფებოდა გ---------------------ის სახლის უკან ეზოში ჯ--------------ესთან და დ-------–----ესთან ერთად, რა დროსაც ატყდა ხმაური და დ-------–----ე გაიქცა. თვითონ რომ გავიდა, ლ----------------ი უკვე მოდიოდა და მას გზად შეხვდა. მის კითხვაზე ლ----------------მა ღიმილით უპასუხა, რომ ისეთი არაფერი მომხდარა. ცოტა ხანში მივიდა პოლიციაც. აღნიშნული ფაქტიდან 5-6 დღის შემდეგ ნახა დ------–----–---–ი, რომელიც მოტოციკლით მიდიოდა, შესთავაზა მეზობელთან შერიგება და მოლაპარაკება, მაგრამ მან უარი უთხრა. პირადად ჩხუბის ფაქტს არ შესწრებია და არაფერი დაუნახავს, რადგან ხეები ეფარებოდა. შემთხვევის დღეს დ----------–----–---–ი არ უნახავს. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც დ------–----–---–ი ნახა, მას სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა.

დაზარალებულის ჩვენების სანდოობის თვალსაზრისით ასევე მხედველობაშია მისაღების ის ფაქტი, რომ მისი ჩვენების თანახმად მან დარტყმების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თავი დაუსისხლიანდა, კოპი დააჯდა და თვალი ჩაულურჯდა. დიდხანს ხელ-ფეხს ვერ შლიდა, ერთ თვეზე მეტ ხანს ლოგინში იწვა, ტკივილისგან სუნთქვაც კი უჭირდა. თუმცა მოწმეების დ-------–----ის, ქ-----------–---–ის, ო--------–--ის ჩვენებებით დგინდება, რომ შემთხვევის შემდგომ დღეებში, დ------–----–---–ი მოძრაობდა ორ ბორბლიანი მოტოციკლით და შესაბამისად, ლოგინში მწოლიარე არ ყოფილა. კერძოდ, მოწმე დ-------–----ემ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დ------–----–---–ის განმარტებით, მას თავი ჰქონდა გატეხილი, მისთვის დაზიანება არ შეუმჩნევია, ამასთან იგი გადაადგილდებოდა ორ ბორბლიანი მოტოციკლით, ასევე მოწმე ქ-----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს დ------–----–---–ს დაზიანებები არ მიუღია და მეორე დღეს ჩვეულებრივ, მოტოციკლით გადაადგილდებოდა. ხოლო, მოწმე ო--------–--ის ჩვენებებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს დ----------–----–---–ი არ უნახავს, რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც დ------–----–---–ი ნახა, მას სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა.

რაც შეეხება აპელანტის მითითებას, იმის შესახებ, რომ თითქოს დაზარალებულის ჩვენება შესაბამისობაში მოდის მოწმე ა-----–--------------–---–ის ჩვენებასთან, ასევე ექიმების ი----------–--ისა და ნ-----–----–--ის ჩვენებებთან და ექსპერტიზის დასკვნასთან, პალატა არ იზიარებს რადგან როგორც მოწმე ა-----–--------------–---–ი, ასევე ი----------–--ე არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს და ის ინფორმაცია რასაც ისინი გადმოსცემენ, მათთვის ცნობილი გახდა დაზარალებულისგან.

კერძოდ, მოწმე ა-----–--------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის თავად ჩხუბის და ცემის ფაქტს არ შესწრებია. 2017 წლის ზაფხულში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, თავის სახლთან, უბანში, დაინახა ლ-------------------ი და დ----------–----–---–ი. დ------–----–---–ი იწვა თავისი სახლის წინ სკამზე და კითხვაზე უპასუხა, რომ ლ-------------------მა სცემა. გარეგნულად დ------–----–---–ს სახეზე ეტყობოდა მხოლოდ ლაქა, რომელიც ტალახის ჩამოწმენდილ ლაქას უფრო ჰგავდა, ვიდრე სისხლის ლაქას, ვინაიდან იყო მოშავო ფერის. კონფლიქტის სხვა დეტალებით არ დაინტერესებულა და ეზოს გარეთ დაყრილი ე. წ. შუშა ბლოკის ნატეხებიც არ უნახავს.

ხოლო, მოწმე ი----------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, პირველი რაიონულ ქვეგანყოფილებაში, უმცროს ექიმად. სამსახურში მიიღო გამოძახება ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მის უფროს ექიმთან, ნ-----–----–--ესთან ერთად, მივიდა მისამართზე, სადაც სახლის წინ, სკამზე დახვდათ დ----------–----–---–ი, რომელიც უჩიოდა ტკივილებს თავის და გულ-მკერდის არეში, ასევე ამბობდა, რომ დაზიანებები მიაყენა მეზობელმა და ითხოვდა დახმარებას. მას ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება და გადაიყვანეს ჰოსპიტალში. ადგილზე დაზარალებულის გარდა ბევრი ხალხი იყო, მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. დ----------–----–---–ს თავის მიდამოში ეტყობოდა სისხლნაჟღენთი.

ბრალდების მხარე ასევე აპელირებს ნ-----–----–--ის და გ-----------–-–---–ის ჩვენებებზე, ასევე შპს შპს “----–-----------–---------–----–---------- საავადმყოფოს ცნობაზე.

თუმცა პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ლ-------------------მა სცემა დ----------–----–---–ი. აღნიშნული მოწმეები გადმოსცემენ იმ ინფორმაციას, რაც მათთვის ცნობილი გახდა თავად დ------–----–---–ისგან.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნულთან დაკავშრებით პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და განმარტავს, რომ როგორც ექსპერტიზის დასკვნით დგინდება დ------–----–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის წინა კედლის სხვა ზედაპირული ტრამვა და ასევე აღენიშნებოდა ჰემატომა კეფის არეში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტის დასკვნა ზოგადად ადგენს დაზიანებებს და არა იმას, თუ ვის მიერაა მიყენებული კონკრეტული დაზიანებები. განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც ბრალდება დაზარალებულის ჩვენების გასამყარებლად აპელირებს, არ იძლევა პასუხს იმის შესახებ - დაზიანებები შეესაბამება თუ არა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. კერძოდ, კითხვაზე - ხომ არ ეწინააღმდეგება დაზიანებები დადგენილებაში მითითებულ თარიღს, დასკვნაში პასუხი გაცემული არ არის. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ დ------–----–---–მა ტრავმა მიიღო სწორედ 2017 წლის 25 ივნისს მომხდარი შემთხვევის შედეგად. ასევე არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ გამართლებულ ლ----------------ის ქმედებასა და დაზარალებულ დ------–----–---–ის დაზიანებებს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, რაც წარმოადგენს აუცილებენ პირობას ქმედების ცემად დაკვალიფიცირებისათვის.

პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ლ----------------ის მშობლების ჩვენებები, იმ საფუძვლით რომ მათ კოდექსი ანიჭებთ უფლებას არ მისცენ ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღდეგ, ვინაიდან მათ მართალია უფლება აქვთ არ მისცენ ჩვენება, თუმცა ჩვენების მიცემის შემთხვევაში, სხვა მოწმეთა მსგავსად ისინი პასუხს აგებენ ცრუ ჩვენების მიცემისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ-------------------ის ბრალეულობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი გამამტყუნებლ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ასევე სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან გასათვალისწინებელია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. შესაბამისად პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ლ-------------------ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ ლ-------------------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ერთი ცალი DVD დისკი, შემთხვევის ადგილის სურათებით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შუშის ბლოკის ნამსხვრევები, რაც ინახება ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ერთი ცალი რენტგენოფირი, რაც ინახება ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, გადაეცეს დ------–----–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე