განაჩენი

სისხლის სამართლის 01.05.2018
საქმის ნომერი
330100117002024810
ინსტანცია
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117002024810 - 1ბ/287-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

23 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თ-----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: რ------------–ი (პ/ნომერი 0----------), დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ი------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ძირითადი სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად , იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

დამატებითი სასჯელი: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350(სამას ორმოცდაათი) საათის ოდენობით და სამეწარმეო სუბიექტში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა - 1 (ერთი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა თ-----------------–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულებისათვის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ------------–მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 8 ოქტომბერს სოციალურ ქსელ „Facebook“ - ში შეიქმნა გვერდი, სახელწოდებით „HL STORE”, სადაც განათავსა სხვადასხვა დასახელების ტანსაცმლის ფოტოსურათები ფასების მითითებით, გაუკეთა რეკლამა და „Facebook” - ის მომხმარებლებს შესთავაზა აღნიშნულ საიტზე განთავსებული ტანსაცმლების ფასის 70 პროცენტის გადახდის სანაცვლოდ, 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში სასურველი პროდუქტის ამერიკიდნ ჩამოტანა და კურიერის მეშვეობით ადგილზე მიწოდება, სადაც მომხმარებლებს გამოწერილი პროდუქტის მისამართზე მიტანისას კურიერისთვის უნდა გადაეხადათ ნივთის ღირებულების დარჩენილი 30 (ოცდაათი) პროცენტი. 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2017 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში, შეცდომაში შეიყვანა თავის საიტზე განთავსებული ტანსაცმლის ყიდვის მსურველები და სასაურველი პროდუქციის გამოწერის ცრუ დაპირებით, საკუთარ საბანკო ანგარიშზე გადაარიცხინა ფულადი თანხები და რასაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით დაეუფლა მოტყუებით, კერძოდ: 2016 წლის 31 დეკემბერს, ბეწვის ქურქის შესაძენად ლ---–------–--ის მიერ გადახილ თანხას 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 5 იანვარს ბეწვის ქურქის შესაძენად ე-–----------------–---ის მიერ გადახდილი თანხას 84 (ოთხმოცდაოთხი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 21 თებერვალს ბეწვის ქურქის შესაძენად მ-------–-------–---–ის მიერ გადახდილ თანხას 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით; 2016 წლის 26 დეკემბერს, ბეწვის ქურქის შესაძენად ა---–------–--ის მიერ გადახილ თანხას 101 (ასერთი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 22 თებერვალს ბეწვის ქურქის შესაძენად მ--------------ის მიერ გადახდილ თანხას 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 13 იანვარს ბეწვის ქურქის შესაძენად ნ----------------–-–---–ის მიერ გადახდილ თანხას 105 (ასხუთი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 22 თებერვალს ბეწვის ქურთუკის შესაძენად შ----------------–--ს მიერ გადახდილ თანხას 72 (სამოცდათორემტი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 20 თებერვალს მანტოს ქურქის შესაძენად თ--------–-–---–ის მიერ გადახდილ თანხას 58 (ორმოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 15 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად ს-----------------ის მიერ გადახდილ თანხას 105 (ასხუთი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 4 იანვარს ბეწვის ქურქის შესაძენად ფ----------------–---–ის მიერ გადახდილ თანხას 84 (ოთხმოცდაოთხი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 18 თებერვალს ბეწვის ქურთუკის შესაძენად თ----–--------–----ის მიერ გადახდილ თანხას 85 (ოთხმოცდაოხუთი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 7 იანვარს ბეწვის ქურქის შესაძენად თ------------–--–---–ის მიერ გადახდილ თანხას 84 (ოთხმოცდაოთხი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 8 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად თ---------ის მიერ გადახდილ თანხას 105 (ასხუთი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 31 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად თ----------------–ის მიერ გადახდილ თანხას 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 13 თებერვალს ბეწვის ქურთუკის შესაძენად მ-------------–--ის მიერ გადახდილ თანხას 122 (ასოცდაორი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 27 თებერვალს ორი ცალი ბეწვის ქურთუკის შესაძენად ნ-----–--–---–---–ის მიერ გადახდილ თანხას 123 (ასოცდასამი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 4 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად ი---- ჭ-----ის მიერ გადახდილ თანხას 115 (ასთხუთმეტი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 10 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად ნ----------–---–ის მიერ გადახდილ თანხას 100 (ასი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 20 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად ტ------------–-–---–ის მიერ გადახდილ თანხას 105 (ასხუთი) ლარის ოდენობით; 2016 წლის 29 დეკემბერს, ბეწვის ქურთუკის შესაძენად მ---------------ს მიერ გადახილ თანხას 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 5 თებერვალს ბეწვის ქურთუკის შესაძენად ნ-----–-----–-----ის მიერ გადახდილ თანხას 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით; 2016 წლის 27 დეკემბერს, ბეწვის ქურთუკის შესაძენად მ--------------ის მიერ გადახილ თანხას 100 (ასი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 6 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად ნ-----------–ის მიერ გადახდილ თანხას 115 (ასთხუთმეტი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 7 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად მ-----------–--–-–---–ის მიერ გადახდილ თანხას 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 5 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად თ----–--------ის მიერ გადახდილ თანხას 120 (ასოცი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 19 იანვარს ორი ცალი ბეწვის ქურთუკის შესაძენად ნ------------ის მიერ გადახდილ თანხას 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 4 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად მ----------–----- მიერ გადახდილ თანხას 85 (ოთხმოცდახუთი) ლარის ოდენობით; 2016 წლის 22 დეკემბერს, ბეწვის ქურთუკის შესაძენად ნ----------------- მიერ გადახილ თანხას 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 20 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად ლ---–---–---–---ის მიერ გადახდილ თანხას 105 (ასხუთი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 13 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად გ---–----------ას მიერ გადახდილ თანხას 105 (ასხუთი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 28 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად ი-----–-----ს მიერ გადახდილ თანხას 105 (ასხუთი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 26 თებერვალს ბეწვის ქურთუკის შესაძენად თ---------–---–--ს მიერ გადახდილ თანხას 60 (სამოცი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 9 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად მ-----------ის მიერ გადახდილ თანხას 84 (ოთხმოცდაოთხი) ლარის ოდენობით; 2017 წლის 9 იანვარს ბეწვის ქურთუკის შესაძენად ქ------------–-–---–ის მიერ გადახდილი თანხას 115 (ასთხუთმეტი) ლარის ოდენობით; მომხმარებლის მიერ თანხის გადარიცხვის შემდგომ, არცერთი მათგანისთვის პროდუქციის გამოწერა და სასურველი ნივთის მიწოდება არ მომხდარა. საბოლოო ჯამში, რ------------–ის ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით განხორციელებულმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია 3257 (სამი ათას ორას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მსჯავრდებულ რ------------–ის მიერ, მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების: მ-----------–--–-–---–ის, მ--------------ის, ნ-----------–ის, მ---------------ს, ნ-----–-----–-----ის; ე-–----------------–---ის; ს-----------------ის; თ--------–-–---–ის, შ----------------–--ს, ნ----------–---–ის, ი---- ჭ-----ის, ნ-----–--–---–---–ის, მ-------------–--ის, თ----------------–ის, თ---------ის, თ------------–--–---–ის, თ----–--------–----ის, ფ----------------–---–ის, ნ----------------–-–---–ის, თ----–--------ის, მ--------------ის, ა---–------–--ის, ნ------------ის, მ-------–-------–---–ის, მ----------–-----, ნ-----------------, ლ---–---–---–---ის, გ---–----------ას, ი-----–-----ს, თ---------–---–--ს, ლ---–------–--ის, მ-----------ის, ქ------------–-–---–ის, ტ------------–-–---–ის, ლ-–------–------ის, გ--------–---–---–ის, ა-–------------------–---–ის, ი------–---------------სა და რ------------–ის გამოკითხვების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით რ------------–ის საბანკო ტრანზაქციების შესახებ, ტრანზაქციების ამსახველი ცხრილით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად (ფარული სატელეფონო მიყურადება) მოპოვებული ინფორმაციით და კრებსითი ამონაწერით, რ------------–ისა და მომხმარებელთა Facebook გვერდებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საქართველოს ბანკიდან, TBC ბანკიდან, ბანკ Respubliks -დან, Liberty ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით რ------------–ის ანგარიშების შესახებ, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, Facebook გვერდის დათვალიერებით, საბაჟო დეპარტამენტიდან მიღებული წერილით, იუსტიციის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ---- გ------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ------------–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი თანხის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ------------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები ცნო უდაოდ და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი აანაზღაურა ნაწილობრივ და განაგრძობს დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურებას.

 

რ------------–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას რ------------–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ რ------------–ს სასჯელი განესაზღვრა 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, შესაბამისად მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი, მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 350 საათის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც პალატის აზრით მოცემული დანაშაულის და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით ადეკვატურ და სამართლიან სასჯელს წარმოადგენს.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით, პირადი ჩხრეკისას ამოღებული Motorola-ს და Nokia-ს ფირმის მობილური ტელეფონები სიმ-ბარათებით, რომლებიც დალუქული ინახება შსს ცკპდ-ში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო Dell-ის ფირმის ლეპტოპი და დამტენი რომლებიც ინახება შსს ცკპდ-ში უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.

 

მსჯავრდებულ რ------------–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი, რ------------–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის თ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

რ------------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ რ------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთ 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 350 საათის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვას სამეწარმეო სუბიექტებში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

მსჯავრდებულ რ------------–ს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 13 ნოემბრიდან.

 

მსჯავრდებულ რ------------–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი