განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.03.2018
საქმის ნომერი
330310016001577531
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001577531

საქმე N3ბ/2562-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

06 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელ-–ვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ვ---ა ქ--------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილება;

 

წარმომადგენელი - ლ-–ა ქ--------ე;

 

მესამე პირი - ინ-ა ქო--–---–ი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება

 

1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ვ---ა ქ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკის მიმართულების I ოცეულის პატრულ- ინსპექტორის - გი---------------–---–-ს მიერ 2015 წლის 29 აპრილს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი მოძალადეების - ვ---ა ქ--------ის (დაბ.23--------–. მცხ.ქ. თბ--–-----–--–------–---------------------------------–-------------------------; პირადი ნომერი - 450--------5) და ავ-------ლ კაპ-----ს (დაბადების თარიღი- 29.04.1986 წ. მცხოვრები - ქ. თბ--–-----–--–------–---------------------------------–-------------------------; პირადი ნომერი - 01--------4) მიმართ, მსხვ---პლი მცირეწლოვანი - ლ---ი ქ--------ე (დაბადების თარიღი - 2--------- წელი; მცხ. ქ. თბ--–-----–--–------–---------------------------------–-------------------------; პირადი ნომერი - 24--------2); შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: მოძალადეების - ვ---ა ქ--------ის და ავ-------ლ კაპ-----ს მცირეწლოვან ლ---ი ქ--------ისაგან განცალკავება; მოძალადეებისათვის ვ---ა ქ--------ისა და ავ-------ლ კაპ-----სათვის მსხვ---პლთან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვ---პლი ლ---ი ქ--------ე იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 01 (ერთი) თვით.

 

2.1.2. საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 29 აპრილის გადაუდებელი რეაგირების ოქმი, რომლის თანახმად ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ განხორციელდა ვიზიტი არასრულწლოვანი ბავშვის - ლ---ი ქ--------ის ბიოლოგიურ ოჯახში. ოჯახის საცხოვრებელი არის სამოთახიანი ბინა, მოუწესრიგებელი, სანიტარულ - ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი. ოჯახის წევრებს აქვთ ფსიქიკური პრობლემები. ბავშვი არის უგულებელყოფილი. დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვს ჰქონდა სისხლიანი გამონადენი, აღინიშნებოდა სისხლის კოლტები. ბავშვი ითხოვდა საკვებს, დედა - ვ---ა ქ--------ე ლანძღავდა შვილს და ფიზიკურად ძალადობდა ბავშვზე. ვ---ა ქ--------ემ განაცხადა, რომ ლ---ი ქ--------ეს არაფერი აწუხებდა და საშოდან გამონადენი შეიძლება გამოწვეული იყო ბავშვის მიერ სათამაშოს მირტყმით ან საფენის გამო. შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვის გაჩერება აღნიშნულ გარემოში, იყო საფრთხის შემცველი არასრულწლოვანი ლ---ი ქ--------ის სიცოცხლისათვის.

 

2.1.3. 2015 წლის 04 ივნისს ვ---ა ქ--------ემ განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა შვილის - ლ---ი ქ--------ის ნახვის უფლება.

 

2.1.4. ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2015 წლის 17 ივლისის №4--- დასკვნით დგინდება, რომ ლ---ი ქ--------ე (დაბ. 2---------; პ/ნ - 24--------2) ქ. თბილისის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ერთპიროვნული საბჭოს (ოქმი №--------) გადაწყვეტილებით 2015 წლის 29 აპრილიდან განთავსდა გადაუდებელ მინდობით აღზრდაში მიმღები მშობლის ინ-ა ქო--–---–ის ოჯახში. საპატრულო პოლიციისა და ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ ლ---ი ქ--------ე გამოყვანილ იქნა ბიოლოგიური ოჯახიდან და მოთავსებული იქნა შპს „უნიმედი კახეთი“- ბავშვთა ახალ კლინიკაში. აღნიშნულ კლინიკაში ბავშვმა გაიარა 6 დღიანი მკურნალობის კურსი.

 

ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლ---ი ქ--------ეს მიმღები ოჯახის წევრების მიმართ ჩამოყალიბებული აქვს მიჯაჭვულობის გრძნობა, განსაკუთრებით კი ინ-ა ქო--–---–ის მიმართ. მიმღები მშობლის წასვლისას ტირის, არ სცილდება და ეჭვიანობს თუ ვინმე მიეკარებას მას, იძახის ,,დედა ჩემია''. მიმღებ ოჯახში დაკმაყოფილებულია ბავშვის საჭიროებები. ლ---ი ქ--------ემ გაიარა ნევროპათოლოგისა და ოფთალმოლოგ ტრავმატოლოგის კონსულტაცია. ამჟამად, ლ---ი ქ--------ის ლექსიკონში სიტყვათა მეტი მარაგია, შეუძლია მარტივი 2-3 სიტყვიანი წინადადებების წარმოთქმა.

 

2.1.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების 2015 წლის 07 აგვისტოს №0------------ საოქმო გადაწყვეტილებით ლ---ი ქ--------ის (დაბ. 2---------წ. პ/ნ #24--------2) დედას - ვ---ა ქ--------ეს (დაბ. 23--------–. პ/ნ #450--------) უარი ეთქვა შვილის მნახველ პირად დარეგისტრირებაზე.

 

2.1.6. ვ---ა ქ--------ემ 2015 წლის 12 ნოემბერს №1----- საჩივრით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების 2015 წლის 07 აგვისტოს №0------------ საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და არასრულწლოვანი შვილის - ლ---ი ქ--------ის მნახველ პირად დარეგისტრირება.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №0------- გადაწყვეტილებით ვ---ა ქ--------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2.1.7. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2015 წლის 07 სექტემბრის №1----------- წერილით დგინდება, რომ 2015 წლის 30 აპრილს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვანი ლ---ი ქ--------ის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 2015 წლის 1 მაისს გამოტანილ იქნა დადგენილება არასრულწლოვან ლ---ი ქ--------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ. 2015 წლის 7 მაისს სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ბრალდებული ავ-------ლ კა-----ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს დაავადებული იყო არადიფერენცირებული შიზოფრენიით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ივნისის განჩინებით ბრალდებულ ავ-------ლ კაპ-----ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და ორი წლის ვადით მოთავსდა „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი- ქუტირი)“.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. განსახილველ შემთხვევაში, საკითხის განხილვისას უნდა შეფასდეს სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების კანონიერება, ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად. მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას, ხოლო მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინაამღდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის. კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვ---პლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვ---პლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია: ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ბ) ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა; გ) ოჯახში ძალადობის მსხვ---პლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა; დ) ოჯახში ძალადობის მსხვ---პლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა; ე) ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ვ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

მოცემული კანონით განმარტებულია თუ ვინ არის მსხვ---პლი და მოძალადე პირი, კერძოდ, მე-4 მუხლის „ვ“ და „თ“ პუნქტების მიხედვით, მსხვ---პლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვ---პლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვ---პლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვ---პლის იდენტიფიცირების ჯგუფმა); მოძალადეს წარმოადგენს ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ხოლო ოჯახის წევრის განმარტებას იძლევა აღნიშნული მუხლის „ზ“ პუნქტი, რომლის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის კანონიერ ძალ-–ი შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადასტურებულია ვ---ა ქ--------ის და ავ-------ლ კაპ-----ს მიერ მცირეწლოვან - ლ---ი ქ--------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. მხედველობაშია მისაღები, ასევე, საქმეში წარმოდგენილი ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2015 წლის 07 სექტემბრის №1---------- წერილი, რომლითაც დგინდება, რომ 2015 წლის 30 აპრილს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე არასრულწლოვანი ლ---ი ქ--------ის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; 2015 წლის 1 მაისის დადგენილებით არასრულწლოვანი - ლ---ი ქ--------ე დაზარალებულად იქნა ცნობილი. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 29 აპრილის გადაუდებელი რეაგირების ოქმიდან კი ირკვევა, რომ ბავშვის გაჩერება ბიოლოგიური დედის - ვ---ა ქ--------ის ოჯახში საფრთხის შემცველი იყო არასრულწლოვანი ლ---ი ქ--------ის სიცოცხლისათვის.

 

2.2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებზე და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №0------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების 2015 წლის 7 აგვისტოს №0------------ საოქმო გადაწყვეტილება კანონიერი იყო, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხე მხარისათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველიც.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო არ მსჯელობს კონ-რეტულად აღნიშნულ დავაში რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მოხდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც მას შეეზღუდა მისი მცირეწლოვანი 2012 წლის 23 თბერვალს დაბადებული შვილის ლ---ი ქ--------ის ნახვის უფლება, რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით იმყოფება მინდობით აღზრდაში.

 

აპელანტის განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ საკუთარი შვილის ნახვა მხოლოდ იმის გამო აუკრძლა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკის მიმართულობის პირველი ოცეულის პატრულ–ინსპექტორის გიორგი მამუჩიშვილის მიერ 2015 წლის 29 აპრილს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა, შვილთან, ლ---ი ქ--------ესთან მიახლოება. აღნიშნული ორდერის მოქმედების ვადა იყო ერთი თვე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კერძოდ, 2015 წლის 04 ივნისს სოციალური მომსახურების სააგენტოს აპელანტმა მიმართა განცხადებით და მოითხოვა შვილის ნახვის უფლება, რაზეც სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონულმა განყოფილებამ 2015 წლის 07 აგვიტოს საოქმო გადაწყვეტილებით უარი უთხრა ვადაგასული შემაკავებელი ორდერის საფუძველზე. აღნიშნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და მათი 2016 წლის 16 თებერვლის N0------- გადაწყვეტილებით ვ---ა ქ--------ეს კვლავ უარი ეთქვა იგივე საფუძვლით.

 

აპელანტი განმარტავს, რომ უკანონოა შეზღუდვა, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო უწესებს შვილის ნახვისას. მიუხედავად იმისა, რომ მშობლის უფლება არ აქვს ჩამორთმეული და არც შეზღუდული სასამართლომ მაინც არ მისცა შვილის ნახვის უფლება, რითაც დაირღვა მისი როგორც მშობლის კანონიერი უფლებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და შვილის, ლ---ი ქ--------ის, ნახვის უფლებას სოციალური მომსახურების სააგენტოსგან.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

წინამდებარე სარჩელის საფუძველზე ვ---ა ქ--------ე ითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების 2015 წლის 7 აგვისტოს №0------------ საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ლ---ი ქ--------ის (მოსარჩელის შვილი) მნახველ პირად ვ---ა ქ--------ის დარეგისტრირების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

 

სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის გარემოებების გადამოწმებისა და სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების შესწავლის საფუძველზე აპელანტის საჩივარს მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ არ არსებობს მისი გაზიარებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკის მიმართულების I ოცეულის პატრულ- ინსპექტორის - გი---------------–---–-ს მიერ 2015 წლის 29 აპრილს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი მოძალადეების - ვ---ა ქ--------ის (დაბ.23--------–. მცხ.ქ. თბ--–-----–--–------–---------------------------------–-------------------------; პირადი ნომერი - 450--------5) და ავ-------ლ კაპ-----ს (დაბადების თარიღი- 29.04.1986 წ. მცხოვრები - ქ. თბ--–-----–--–------–---------------------------------–-------------------------; პირადი ნომერი - 01--------4) მიმართ, მსხვ---პლი მცირეწლოვანი - ლ---ი ქ--------ე (დაბადების თარიღი - 2--------- წელი; მცხ. ქ. თბ--–-----–--–------–---------------------------------–-------------------------; პირადი ნომერი - 24--------2); შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: მოძალადეების - ვ---ა ქ--------ის და ავ-------ლ კაპ-----ს მცირეწლოვან ლ---ი ქ--------ისაგან განცალკავება; მოძალადეებისათვის ვ---ა ქ--------ისა და ავ-------ლ კაპ-----სათვის მსხვ---პლთან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვ---პლი ლ---ი ქ--------ე იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 01 (ერთი) თვით.

 

4.1.2. საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 29 აპრილის გადაუდებელი რეაგირების ოქმი, რომლის თანახმად ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ განხორციელდა ვიზიტი არასრულწლოვანი ბავშვის - ლ---ი ქ--------ის ბიოლოგიურ ოჯახში. ოჯახის საცხოვრებელი არის სამოთახიანი ბინა, მოუწესრიგებელი, სანიტარულ - ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი. ოჯახის წევრებს აქვთ ფსიქიკური პრობლემები. ბავშვი არის უგულებელყოფილი. დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვს ჰქონდა სისხლიანი გამონადენი, აღინიშნებოდა სისხლის კოლტები. ბავშვი ითხოვდა საკვებს, დედა - ვ---ა ქ--------ე ლანძღავდა შვილს და ფიზიკურად ძალადობდა ბავშვზე. ვ---ა ქ--------ემ განაცხადა, რომ ლ---ი ქ--------ეს არაფერი აწუხებდა და საშოდან გამონადენი შეიძლება გამოწვეული იყო ბავშვის მიერ სათამაშოს მირტყმით ან საფენის გამო. შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვის გაჩერება აღნიშნულ გარემოში, იყო საფრთხის შემცველი არასრულწლოვანი ლ---ი ქ--------ის სიცოცხლისათვის.

 

2015 წლის 04 ივნისს ვ---ა ქ--------ემ განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა შვილის - ლ---ი ქ--------ის ნახვის უფლება.

 

ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2015 წლის 17 ივლისის №4--- დასკვნით დგინდება, რომ ლ---ი ქ--------ე (დაბ. 2---------; პ/ნ - 24--------2) ქ. თბილისის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ერთპიროვნული საბჭოს (ოქმი №--------) გადაწყვეტილებით 2015 წლის 29 აპრილიდან განთავსდა გადაუდებელ მინდობით აღზრდაში მიმღები მშობლის ინ-ა ქო--–---–ის ოჯახში. საპატრულო პოლიციისა და ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ ლ---ი ქ--------ე გამოყვანილ იქნა ბიოლოგიური ოჯახიდან და მოთავსებული იქნა შპს „უნიმედი კახეთი“- ბავშვთა ახალ კლინიკაში. აღნიშნულ კლინიკაში ბავშვმა გაიარა 6 დღიანი მკურნალობის კურსი.

 

ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლ---ი ქ--------ეს მიმღები ოჯახის წევრების მიმართ ჩამოყალიბებული აქვს მიჯაჭვულობის გრძნობა, განსაკუთრებით კი ინ-ა ქო--–---–ის მიმართ. მიმღები მშობლის წასვლისას ტირის, არ სცილდება და ეჭვიანობს თუ ვინმე მიეკარებას მას, იძახის ,,დედა ჩემია''. მიმღებ ოჯახში დაკმაყოფილებულია ბავშვის საჭიროებები. ლ---ი ქ--------ემ გაიარა ნევროპათოლოგისა და ოფთალმოლოგ ტრავმატოლოგის კონსულტაცია. ამჟამად, ლ---ი ქ--------ის ლექსიკონში სიტყვათა მეტი მარაგია, შეუძლია მარტივი 2-3 სიტყვიანი წინადადებების წარმოთქმა.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების 2015 წლის 07 აგვისტოს №0------------ საოქმო გადაწყვეტილებით ლ---ი ქ--------ის (დაბ. 2---------წ. პ/ნ #24--------2) დედას - ვ---ა ქ--------ეს (დაბ. 23--------–. პ/ნ #450--------) უარი ეთქვა შვილის მნახველ პირად დარეგისტრირებაზე.

 

ვ---ა ქ--------ემ 2015 წლის 12 ნოემბერს №1----- საჩივრით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების 2015 წლის 07 აგვისტოს №0------------ საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და არასრულწლოვანი შვილის - ლ---ი ქ--------ის მნახველ პირად დარეგისტრირება.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №0------- გადაწყვეტილებით ვ---ა ქ--------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2015 წლის 07 სექტემბრის №1----------- წერილით დგინდება, რომ 2015 წლის 30 აპრილს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვანი ლ---ი ქ--------ის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 2015 წლის 1 მაისს გამოტანილ იქნა დადგენილება არასრულწლოვან ლ---ი ქ--------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ. 2015 წლის 7 მაისს სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ბრალდებული ავ-------ლ კა-----ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს დაავადებული იყო არადიფერენცირებული შიზოფრენიით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ივნისის განჩინებით ბრალდებულ ავ-------ლ კაპ-----ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაენიშნა

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და ორი წლის ვადით მოთავსდა „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი- ქუტირი)“.

 

პალატა მოიხმობს გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებების კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლებს, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს დაცული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. იმ შემთხვევაში კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000).

 

4.1.3. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად: 1. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვაპირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს“], მე-9 [„1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. 2. ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გარჩევაში და გამოთქვას თავისი თვალსაზრისით“] და მე-19 [„1. მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების,კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ.

 

2.დაცვის ასეთი ზომები, აუცილებლობის შემთხვევაში, მოცავს ეფექტიან პროცედურებს სოციალური პროგრამების შესამუშავებლად იმ მიზნით, რომ მხარდაჭერა გაუწიონ ბავშვს და მასზე მზრუნველ პირებს, აგრეთვე განახორციელონ გაფრთხილებისა და გამოვლენის, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის სხვა ფორმები და შემდგომი ღონისძიებანი ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობის ზემოთ ნახსენებ შემთხვევებთან დაკავშირებით, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლო პროცედურის აღძვრისათვის“]

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205.1-ე მუხლის შესაბამისად, [„მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი] და 1279-ე [ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ; ბ) შეჩერებულია მშობლის უფლებები და მოვალეობები; გ) გარდაცვლილია ბავშვის ორივე მშობელი; დ) ბავშვისათვის დანიშნული მეურვე გარდაიცვალა ან მას თავისი ფუნქციები ჩამოერთვა; ე) სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს; ვ) მშობელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული“]

 

ამასთან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12051 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მშობლის უფლება - მოვალეობები შეჩერებულად ითვლება მშობლის (მშობლების) მიერ საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებისას, როდესაც ბავშვი განთავსებულია 24- საათიან სახელმწიფო ზრუნვაში. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება - მოვალეობების შეჩერება მოქმედებს შეჩერების საფუძვლების არსებობის ვადით.

 

4.1.4. პალატა განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალ---ი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალ---ების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი გააჩნია, მათ შორის ბიოლოგიურ დედასთან ცხოვრების უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს და დედის (მშობლის) და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთავს კიდეც ბავშვთან ურთიერთობის უფლება (სსკ-ის 1205-1206 მუხლები). ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალ---ებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.), ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და ამა თუ იმ პიროების გათვალისწინებით სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება.

 

პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე — იოჰანსენი ნორვეგიის წინააღმდეგ (Johansen v. Norway), სადაც ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ღონისძიებები, რამაც გამოიწვია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგები და მთლიანად წაართვა განმცხადებელს თავის შვილთან ურთიერთობის უფლება, რაც ეწინააღმდეგება მათი ხელახლა გაერთიანების მიზანს უნდა გამოიყენებულ იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და იმ დროს, როდესაც მათი გამართლება შეიძლება, ბავშვის ინტერესების დაცვის აუცილებლობის მოტივით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბიოლოგიური დედის ოჯახში დაცული არ იყო, ბავშვის ყოფითი საჭიროებები. გარდა ამისა, ლ---ი ქ--------ე გახდა მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვ---პლი. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ დედაც ფიზიკურად ძალადობდა არასრულწლოვანზე და მის მიმართაც ასევე გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. ბავშვი საჭიროებდა სრულ ფსიქორეაბილიტაციას. მიმღებ ოჯახში არასრულწლოვანი არის თბილ და მზრუნველ გარემოში, სადაც მისი ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. ამასთან დადგენილია, რომ ბავშვთან და მიმღებ მშობელთან მუშაობს "საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის" ფსიქოლოგი და ამ ფონდის წარმომადგენლის (საბჭოს წევრი - დავით ხუჭუა) განმარტებით, არასრულწლოვნისათვის მიზანშეწონილი არ არის ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.

 

4.1.5. პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხილეთ, ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ 1988წ., და მონორი რუმინეთისა და უნ-რეთის წინააღმდეგ, 2005წ.). ამ კონტექსტში, მე–8 მუხლის არსებითი მიზანია პირის დაცვა საჯარო ხელისუფლების მხრიდან დისკრეციული ქმედებისაგან. გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრების „პატივისცემას“ ახასიათებს პოზიტიური ხასიათის ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მე-8 მუხლი მოიცავს მშობელთა უფლებას, მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, ხელახლა გაერთიანდნენ თავიანთ შვილებთან, თუმცა, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულება, განახორციელოს ღონისძიებები ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით, არ არის აბსოლიტური ხასიათის კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას სამართლიანი ბალანსი. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხ. ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი)“ - იხ. ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი # N. 71776/12; 02.02.2016წ.

 

პალატა განმარტავს, რომ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვ---პლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, ლ---ი ქ--------ე მსხვ---პლს წარმოადგენს.

 

საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის კანონიერ ძალ-–ი შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია ვ---ა ქ--------ის და ავ-------ლ კაპ-----ს მიერ მცირეწლოვან - ლ---ი ქ--------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. მხედველობაშია მისაღები, ასევე, საქმეში წარმოდგენილი ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2015 წლის 07 სექტემბრის №1---------- წერილი, რომლითაც დგინდება, რომ 2015 წლის 30 აპრილს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე არასრულწლოვანი ლ---ი ქ--------ის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; 2015 წლის 1 მაისის დადგენილებით არასრულწლოვანი - ლ---ი ქ--------ე დაზარალებულად იქნა ცნობილი. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 29 აპრილის გადაუდებელი რეაგირების ოქმიდან კი ირკვევა, რომ ბავშვის გაჩერება ბიოლოგიური დედის - ვ---ა ქ--------ის ოჯახში საფრთხის შემცველი იყო არასრულწლოვანი ლ---ი ქ--------ის სიცოცხლისათვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის მიერ სარჩელის უარყოფა მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №0------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების 2015 წლის 7 აგვისტოს №0------------ საოქმო გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ვ---ა ქ--------ის, არასრულწლოვანი შვილის ლ---ი ქ--------ის, მნახველ პირად დარეგისტრირების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად არ უნდა იქნეს ვ---ა ქ--------ის სააპელაციო საჩივარი გაზიარებული და გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ---ა ქ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალ-–ვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

 

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე