განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310017001798209
საქმე №3ბ/2764-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტები (მესამე პირები): ნ------ნ კ---------–----, ბ-----–- კ---------–---ა, დ--------–ი კ---------–----, ე-–--ნ კ---------–----, დუ-----------------ა, ფ------------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ-----------------–---
წარმომადგენელი - ზ--------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შ-----------------–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ-----ი კ---------–----ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 1 აპრილს უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით N8----------- განხორციელებული საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია ნ------ნ კ---------–----ს (ოჯახი) სახელზე (კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის ნაწილში) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 თებერვლის N8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (კონფიგურაციის ნაწილში). სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 1 აპრილს უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 8----------- განხორციელებული საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია ნ------ნ ყ---------–---ის (ოჯახი) სახელზე (კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის ნაწილში) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 თებერვლის N--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის ნაწილში). დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ ბ---–---ის რაიონის სოფელ ტ--–-----ის საკრებულოს 1995 წლის 15 თებერვლის დადგენილების (ოქმი N2) საფუძველზე, კ---------–---- დ--------–ი ბ------ ო---–-ს სარგებლობაში გამოეყო მიწის ნაკვეთები სულ 0,50 ჰექტარი 3 ნაკვეთად. (მიწის რეფორმამდე არსებული 0,27 ჰა, მიწის რეფორმის შემდეგ 0,22ჰა);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მიღება-ჩაბარების აქტი N1422.
საკომლო ჩანაწერი.
3.2. დადგენილია, რომ 2000 წლის 14 ივნისს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ზონა ბ---–---ი 80, სექტორი ტ--–-----ი - 04, კვარტალი - 02, ნაკვეთი - 040, დაზუსტებული ფართობი 4024,63 კვ.მ მდებარე ბ---–---ის რაიონის სოფელ ტ--–-----ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება-ჩაბარების აქტის 1423 საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ნ------ნ კ---------–----ს ოჯახის საკუთრების სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის სააღრიცხო ბარათი;
- საკადასტრო რუკა;
3.3. დადგენილია, რომ 2000 წლის 14 ივნისს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ზონა ბ---–---ი 80, სექტორი ტ--–-----ი - 04, კვარტალი - 02, ნაკვეთი - 079, დაზუსტებული ფართობი 926,47 კვ.მ მდებარე ბ---–---ის რაიონის სოფელ ტ--–-----ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება-ჩაბარების აქტის N1422 საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ნ-----ი კ---------–----ს ოჯახის საკუთრების სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის სააღრიცხო ბარათი;
- საკადასტრო რუკა;
3.4. დადგენილია, რომ 2000 წლის 16 ივნისს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ზონა ბ---–---ი 80, სექტორი ტ--–-----ი - 04, კვარტალი - 02, ნაკვეთი - 022, დაზუსტებული ფართობი 3724,97 კვ.მ მდებარე ბ---–---ის რაიონის სოფელ ტ--–-----ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება-ჩაბარების აქტის N1422 საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ნ-----ი კ---------–----ს ოჯახის საკუთრების სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის სააღრიცხო ბარათი;
- საკადასტრო რუკა;
3.5. დადგენილია, რომ 2002 წლის 1 აპრილის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ზონა ბ---–---ი 80, სექტორი ტ--–-----ი - 04, კვარტალი - 14, ნაკვეთი - 292, დაზუსტებული ფართობი 0,125 კვ.მ მდებარე ბ---–---ის რაიონის სოფელ ტ--–-----ში გეგმა N292 საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ე-----ი კ---------–----ს ოჯახის საკუთრების სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის სააღრიცხო ბარათი;
- საკადასტრო რუკა;
3.6. დადგენილია, რომ 2002 წლის 1 აპრილის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ზონა ბ---–---ი 80, სექტორი ტ--–-----ი - 04, კვარტალი - 14, ნაკვეთი - 293, დაზუსტებული ფართობი 0,161 კვ.მ მდებარე ბ---–---ის რაიონის სოფელ ტ--–-----ში გეგმა N293 საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ნ------ნი კ---------–----ს ოჯახის საკუთრების სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის სააღრიცხო ბარათი;
- საკადასტრო რუკა;
3.7. დადგენილია, რომ 2002 წლის 1 აპრილის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ზონა ბ---–---ი 80, სექტორი ტ--–-----ი - 04, კვარტალი - 14, ნაკვეთი - 294, დაზუსტებული ფართობი 0,158 კვ.მ. მდებარე ბ---–---ის რაიონის სოფელ ტ--–-----ში გეგმა N294 საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ნ------ნი კ---------–----ს ოჯახის საკუთრების სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის სააღრიცხო ბარათი;
- საკადასტრო რუკა;
3.8. დადგენილია, რომ 2015 წლის 14 იანვარს N8-----------, 8----------- და N8----------- სარეგისტრაციო განცხადებებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ---–---ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ნ------ნ კ---------–---მა და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: 8-----------, 8----------- და 8-----------) მდებარე ბ---–---ის რაიონის სოფელ ტ--–-----ში საზღვრების და ფართობის დაზუსტება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადებები;
3.9. დადგენილია, რომ 2015 წლის 21 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ---–---ის სარეგისტრაციო სამსახურმა დააკმაყოფილა ნ------ნ კ---------–----ს განცხადება და მიიღო რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება, ხოლო 2015 წლის 2 თებერვალს N8-------------- და N--------------- გადაწყვეტილებები და მომზადდა შესაბამისი ამონაწერები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ---–---ის სარეგისტრაციო სამსახურის N8------------03, N8-------------- და N--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები;
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
3.10. დადგენილია, რომ ქვემო ქართლის რეგიონალურ არქივში დაცულ ბ---–---ის რაიონის სოფელ ტ--–-----ის სასოფლო-საბჭოს სოფელ ფ------–--ს 1986-1990 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია დ--------–ი კ---------–--- ბ------ ო---–-. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნ----- დ--------–ი (დოკუმებტში ასეა) კ---------–--- - შვილი (გამოეყო კომლს), ე------------დ კ---------–---ა - მეუღლე, დი-–--------ი კ---------–---ა - რძალი (გამოეყო კომლს), ელ–--- ნ----- ოგ კ---------–--- - შვილიშვილი (გამოეყო კომლს), ელ–--- ნ----- კ---------–---- - შვილიშვილი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1986 წელს 1965 წელს აშენებული 58 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი, მათ შორის 30 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 1986-1988 წლებში 0,32 ჰა, ხოლო 1989-1990 წლებში 0,23 ჰა მიწის ფართობი. დ--------–ი კ---------–--- ბ------ ოგლის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად ჩაწერილია ე------------დ კ---- კ---------–---ა. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1996-1999 წლებში აშენებული 58 კვ.მ საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი, მათ შორის 30 კვ.მ საცხოვერბელი სახლი და 1986-1988 წლებში 0,32 ჰა, ხოლო 1998-2000წლებში 0,50 ჰა მიწის ფართობი. დადგენილია, ასევე რომ ბ---–---ის რაიონის ტ--–-----ის სასოფლო-საბჭოს სოფელ ფ------–--ს 1986-1990 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ----- კ---------–--- დ--------–ი ო---–-. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: დი-–--------ი კ---------–---ა - მეუღლე, ელ–--- ნ----- კ---------–---- - შვილი, ელ–-- ნ----- კ---------–--- - შვილი, ს------ ნ----- კ---------–---- - შვილი.
დადგენილია, ასევე რომ ბ---–---ის რაიონის ტ--–-----ის სასოფლო-საბჭოს სოფელ ფ------–--ს 1996-2000 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ----- კ---------–--- დ--------–ი ო---–-. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: დი-–--------ი კ---------–---ა - მეუღლე, ელ–--- ნ----- კ---------–---- - შვილი, ელ–-- ნ----- კ---------–--- - შვილი, ს------ ნ----- კ---------–---- - შვილი.
კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება 1996-1999 წლებში 28 კვ.მ საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი, მათ შორის 28 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, ასევე 28 კვ.მ საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი, მათ შორის 28 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1998-2000 წლებში 0,50 ჰა მიწის ფართობი.
3.11. დადგენილია, რომ ბ---–---ის რაიონის ტ--–-----ის სასოფლო-საბჭოს სოფელ ფ------–--ს 1986-1990 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ------ნ კ---------–--- დ--------–ი ო---–-. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ-----–- მამედალი კ---------–---ა - მეუღლე, პ------ე ნ------ნ კ---------–---ა - შვილი, ე-–--ნ ნ------ნ კ---------–---- - შვილი, ნ--------ა ნ------ნ კ---------–---ა - შვილი, ნ--------ა ნ------ნ კ---- კ---------–---ა - შვილი, დ--------–ი ნ------ნ ოგ კ---------–---- - შვილი.
დადგენილია, ასევე რომ ბ---–---ის რაიონის ტ--–-----ის სასოფლო-საბჭოს სოფელ ფ------–--ს 1996-2000 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ------ნ კ---------–--- დ--------–ი ო---–-. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ-----–- მამედალი კ---------–---ა - მეუღლე, პ------ე ნ------ნ კ---------–---ა - შვილი, ე-–--ნ ნ------ნ კ---------–---- - შვილი, ნ--------ა ნ------ნ კ---------–---ა - შვილი, ნ--------ა ნ------ნ კ---- კ---------–---ა - შვილი, დ--------–ი ნ------ნ ოგ კ---------–---- - შვილი .კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება 1998-2000 წლებში 0,50 ჰა მიწის ფართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საკომლო ამონაწერები.
3.12. დადგენილია, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს, ნ-----ი კ---------–---მა დედის ე----- კ---------–----ს გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო დედის დანატოვარი ქონება ბ---–---ის რაიონი სოფელ ტ--–-----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი N8-----------, დაუზუსტებელი ფართი 1250.00 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამკვიდრო მოწმობა.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, სახეზე უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განმარტებას შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივ აქტი.
იმავე მუხლით განმარტებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეები - ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული არა ყველა, არამედ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
დავის საგანს წარმოადგენს 2002 წლის 1 აპრილს უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით N8----------- და N8----------- განხორციელებული საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია ნ------ნ ყ---------–---ის (ოჯახი) სახელზე, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ---–---ის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 2 თებერვლის N8-------------- და N--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები;
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით.
იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანხმად, სააგენტოს ფუნქციაა რეგისტრაცია.
მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ---–---ის სარეგისტრაციო სამსახური წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, ე.ი. ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის საჯარო რეესტრის შესახებ კანონის ფარგლებში განახორციელა რეგისტრაცია.
რეგისტრაცია საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, განმარტებულია როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უძრავ ნივთზე რაიმე უფლების ან შეზღუდვის, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და ა.შ. შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში უნდა განხორციელდეს რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამდენად, აღნიშნულ მუხლში მითითებული გარემოებები სავალდებული ძალას იძენს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობას იწვევს არა ნებისმიერი დარღვევა, არამედ ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შეამოწმა 2002 წლის 1 აპრილს უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით N8----------- და N8----------- განხორციელებული საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია ნ------ნ კ---------–----ს (ოჯახი) სახელზე, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ---–---ის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 2 თებერვლის N8-------------- და N--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას კანონის არსებით დარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი.
4.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის, როგორც საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნის დანიშნულება განპირობებულია სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან - საკუთრების უფლების დაცვის შესახებ და სამოქალაქო კანონთა მიზნიდან - ,,სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს (სამოქალაქო კოდექსის მე-9 მუხლი). სამოქალაქო ურთიერთობების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს კეთილსინდისიერების საკითხი. სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების და სტაბილურობის გარანტია სწორედ სახელმწიფოს მიერ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვაში მდგომარეობს.
სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლში ჩამოყალიბებულია იმ საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტის (საჯარო რეესტრის) დანიშნულება, რომლის გამართულ და კანონშესაბამის ფუნქციონირებაზე დიდწილად არის დამოკიდებული სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება.
საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრირებით სახელმწიფო იცავს ბრუნვის მონაწილეებს არაკეთილსინდისიერი გარიგებისგან.
საჯარო რეესტრის ფუნქცია პრევენციულ ხასიათს ატარებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტი წარმოეშვათ ბრუნვის მონაწილეებს კანონიდან. ინფორმაცია, რომელიც დაცულია რეესტრში, დიდწილად იცავს ბრუნვის მონაწილეებს მოტყუებით და თვალთმაქცური გარიგების დადებისგან და შესაბამისად ამ საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტის ჩანაწერების მიმართ არსებობს კანონით დაცული უფლება - კანონიერი ნდობის უფლება, რაც სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად გულისხმობს შემდეგს - სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია.
ამდენად, საჯარო რეესტრი არის საჯარო - სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო - სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის დაცვას ემსახურება.
საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ------ნ კ---------–---- ცალკე კომლად არის რეგისტრირებული და კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,50 ჰა მიწის ფართი. ხოლო სააღრიცხო ბარათების მიხედვით, ნ------ნ კ---------–----ს სახელზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელებულია სამ მიწის ნაკვეთზე კერძოდ: 1. უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ბ---–---ი 80, ტ--–-----ი 04, კვარტალი N02, ნაკვეთი N040 დაზუსტებული ფართი 4024,63 კვ.მ, 2. უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ბ---–---ი 80, ტ--–-----ი 04, კვარტალი N14, ნაკვეთი N292 დაზუსტებული ფართი 0,125 ჰა. 3. უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ბ---–---ი 80, ტ--–-----ი 04, კვარტალი N14, ნაკვეთი N293 დაზუსტებული ფართი 0,161 ჰა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისას განხორციელებული მიწის ნაკვეთების ფართობის ჯამი აღემატება ნ------ნ კ---------–----ს სახელზე საკომლო ჩანაწერების მიხედვით, რიცხულ მიწის ფართობს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ---–---ის სარეგისტრაციო სამსახურმა ისე განახორციელა უძრავი ქონების რეგისტრაცია, რომ არ შეისწავლა და გამოიკვლია ყველა არსებითი გარემოება უძრავი ნივთების ფართობების ადგილმდებარეობის და კონფიგურაციის თაობაზე. აღნიშნულის გამო შეუძლებელია დადგინდეს მიწის ნაკვეთების ზუსტი ფართობი, ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია.
გარდა ამისა, პირველადი რეგისტრაციის დროს განხორციელებული ტრანზაქციებისას, ნ------ნ კ---------–----ს საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე დასტურდება გეგმა N293, გეგმა N294 და მიღება-ჩაბარების აქტი N1423-ით. ხოლო აღნიშნული უფლების წარმოშობის სამართლებრივი დოკუმენტები საქმის მასალებში არ მოიძებნება.
საჯარო რეესტრი და მისი ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს რა ადმინისტრაციულ ორგანოს, ხელმძღვანელობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. მითითებული კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.4. უძრავ ნივთებთან დაკავშირებით მონაცემთა აღრიცხვა წესრიგდება საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონით, რომლის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, ხოლო მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციაა რეგისტრაცია.
რეგისტრაცია მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუქნტით განმარტებულია როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
იმავე კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას, ამდენად, საჯარო რეესტრის 2015 წლის 2 თებერვლის N8-------------- და N--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელიც მიღებული იქნა საჯარო რეესტრის შესახებ კანონიდან გამომდინარე, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა მითითებული კანონის მოთხოვნებთა
4.5. საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
დადგენილია, რომ 2015 წლის 14 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ნ------ნ კ---------–---მა და უძრავ ნივთზე საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების რეგისტრაცია მოითხოვა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ გარემოებებზე და ფაქტებზე, რომელიც არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა ის ძირითადი უფლების დამდგენი დოკუმენტები, რომელიც იწვევდა მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ასევე საკომლო ჩანაწერები რომლებში ნათლად ჩანდა ნ------ნ კ---------–----ს სახელზე რიცხული მიწის ფართის ოდენობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევა, რის გამოც არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივარში აპელანტები მიუთითებენ, რომ ბ---–---ის რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, შესაბამისად, მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ბ---–---ის რაიონულ სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
პალატა დამატებით მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18), სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობებსა (ს.ფ. 191-202) და ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის ამონაწერზე სხდომის ოქმიდან და განსაზღვრავს, რომ მოცემულ დავაზე აპელანტებს წარმოადგენენ: ნ------ნ კ---------–----, ბ-----–- კ---------–---ა, დ--------–ი კ---------–----, ე-–--ნ კ---------–----, დუ-----------------ა, ფ------------------.
სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს ბ---–---ის რაიონული სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განცხადებას უნდა ერთოდეს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სარეგისტრაციო დოკუმენტაციად მიჩნეულია რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ხოლო ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით განსაზღვრულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის და რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.
პალატა დამატებით მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მათ სამართლებრივ შეფასებაზე. პალატა აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს. ხოლო, აპელანტები ვერ უთითებენ რაიმე სახის მტკიცებულებაზე, ვერ ასაბუთებენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს სააპელაციო საჩივრის ავტორთა პრეტენზია.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მაშინ, როცა კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეიჭრას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს იმ არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებს, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს.
ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან გასაჩივრებული აქტები არ აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ კრიტერიუმებს. ამდენად, პალატის დასკვნით, ბ---–---ის რაიონული სასამართლოს მიერ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მართებულად იქნა ცნობილი ბათილად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. ბ---–---ის რაიონულმა სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე, მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ნ------ნ კ---------–----ს, ბ-----–- კ---------–---ას, დ--------–ი კ---------–----ს, ე-–--ნ კ---------–----ს, დუ-----------------ასა და ფ------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე