განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210015001178804
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ- № 2/ბ-848-17 18 აპრილი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი(მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - რ-------- ბ---–----ე, რ--------- ბ---–----ე, ქ------- ბ---–----ე და ხ------- ბ--------ე მ------- ხ---–------ე ჟ--–---- ბ---–----ე ვ-–- ხ--------–ვილი
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით ქ. ბ----------–---------–-----------–---–ი, №0----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, 2501 კვმ მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული 348,95 კვ/მ ფართის შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებას, სადაც მოსარჩელე ჟ--–---- ბ---–----ის წილი შეადგენს უძრავი ქონების ½ ნაწილს, ხოლო დარჩენილი ½ ნაწილი მოპასუხეების, რ-------- ბ---–----ის, რ--------- ბ---–----ის, ქ------- ბ---–----ის და ხ------- ბ--------ის თანასაკუთრებაა. მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, ჟ--–---- ბ---–----ეს არ ეძლევა შესაძლებლობა იცხოვროს სადავო სახლში. შესაბამისად, აუცილებელია სადავო ქონების ნატურით გაყოფით მოხდეს საზიარო უფლების გაუქმება და ქონების ორ ნაწილად გაყოფა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო უძრავი ქონების დაყოფა 5 მესაკუთრეზე თითოეულის წილის შესაბამისად ისე, რომ ამ ქონებამ არ დაკარგოს თავისი დანიშნულება- შეუძლებელია.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. დაკმაყოფილდეს ჟ--–---- ბ---–----ის სასარჩელო მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე; 2. გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ბ----------------–-----–---------–--, საკადასტრო კოდი №0-----------, ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა, მათი წილის შესაბამისად განაწილდეს თანამესაკუთრეებზე, რომლის თანახმად ამონაგები თანხიდან ჟ--–---- ბ---–----ეს მიეკუთვნოს ½ წილი, რ-------- ბ---–----ეს მიეკუთვნოს - 1/8 წილი, ხ------- ბ--------ეს მიეკუთვნოს - 1/8 წილი, რ--------- ბ---–----ეს მიეკუთვნოს - 1/8 წილი, ქ------- ბ---–----ეს მიეკუთვნოს 1/8 წილი. 3. მოპასუხეებს, რ-------- ბ---–----ეს, ხ------- ბ--------ეს, რ--------- ბ---–----ეს და ქ------- ბ---–----ეს, სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. სადაო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბა---------–---------–--- დასახლება, საკადასტრო კოდი №0----------- შედგება 2501 კვმ მიწის ნაკვეთისა და 348,95 კვ/მ ფართის შენობა-ნაგებობისაგან, რომელიც წარმოადგენს ორ სართულიან საცხოვრებელ სახლს. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ამჟამად აღრიცხულია მხარეთა თანასაკუთრებაში, სადაც თითოეულს განსაზღვრული აქვს წილი კერძოდ: ჟ--–---- ბ---–----ე- ½ ნაწილი; რ-------- ბ---–----ე- 1/8 ნაწილი; ქ------- ბ---–----ე-1/8 ნაწილი; რ--------- ბ---–----ე- 1/8 ნაწილი ხ------- ბ--------ე- 1/8 ნაწილი. 2.2. ამჟამად, სადაო უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მოპასუხეები, ხოლო მოსარჩელე ჟ--–---- ბ---–----ეს ხელი ეშლება მისი საკუთრებით სარგებლობაში, ვინაიდან მხარეებს შორის არის დაძაბული ურთიერთობა და მოპასუხეები არ აძლევენ საშუალებას მოსარჩელემაც ისარგებლოს მისი საკუთრებით 2.3. საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული ფირმის დასკვნის, მოპასუხეთა შესაგებლით და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე დანიშნული საინჟინრო- ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებას მოპასუხეებმა ხელი შეუშალეს, დადასტურებულად ჩაითვალა, რომ სადაო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა თითოეულ მესაკუთრეზე ისე, რომ ამით არ შემცირდეს თითოეულის წილის ღირებულება, შეუძლებელია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 170-ე, 311-ე, 312-ე, 953-ე, 954-ე, 961-ე, 963-ე და 364-ე მუხლებზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან საზიარო უფლებების შესახებ წესებიდან. მოსარჩელე ითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას. სკ-ის 963-ე მუხლის მიხედვით, საზიარო საგნის ნატურით გაყოფის სამართლებრივი შესაძლებლობა დამოკიდებულია ორ გარემოებაზე: 1. ნატურით გაყოფით უნდა ხდებოდეს წილების შესაბამისად ქონების ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა და 2. ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შედეგად არ უნდა ხდებოდეს ქონების ღირებულების შემცირება. საზიარო საგნის ნატურით გაყოფა დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაყოფილი ნაწილები უზრუნველყოფენ სამოქალაქო ბრუნვაში თავისუფლად მიმოქცევის შესაძლებლობას, ანუ აქვთ უნარი, გაყოფის შემდეგ, ცალ-ცალკე გამოვიდნენ ბრუნვის დამოუკიდებელ ობიექტებად და უძრავი ქონების ნატურით გაყოფის შედეგად შეინარჩუნონ ქონების თავდაპირველი დანიშნულება. 2.5. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. 2.6. სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გაითვალისწინა მხარეთა მოსაზრებები, მიიჩნია, რომ შეუძლებელია სადაო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა ისე, რომ არ შემცირდეს თითოეულის ღირებულება. გარდა ამისა, მხარეები წინააღმდეგი არიან ქონების ნატურით გაყოფისა და თავადვე ადასტურებენ, რომ ქონების რეალურად გაყოფა მათი წილის შესაბამისად შეუძლებელია. ამ გარემოების გათალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ბ----------------–-----–---------–--, საკადასტრო კოდი №0----------- უნდა გაუქმდეს ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა, მათი წილის შესაბამისად, განაწილდეს თანამესაკუთრეებზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს არსებობდა მცდელობა მხარეთა მონაწილეობით ჩაეტარებინათ ექსპერტიზა სადავო საკითხის გარკვევის მიზნით (იხ. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა). ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ ერთ–ერთმა მოპასუხემ რ-------- ბ---–----ემ უარი განაცხადა ექსპერტიზის წარმოებაზე და აღნიშნულიდან გამომდინარე დასმულ შეკითხვებზე ექსპერტის მიერ პასუხი ვერ იქნა გაცემული, ხოლო საქმე, როგორც შეუსრულებელი დაბრუნდა სასამართლოში. ამ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონების ნატურით გაყოფა წილის ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია, თუმცა ექსპერტმა, მხოლოდ დააფიქსირა, რომ ,,რ-------- ბ---–----ე წინაამღდეგია ექსპერტიზის ჩატარებაზე", მაგრამ რატომ იყო წინაამღდეგი არ იქნა მითითებული. 3.2. ექსპერტიზის ჩატარების სურვილი რ-------- ბ---–----ეს ნამდვილად გააჩნია, ვინაიდან არ სურს მამა–პაპისეული ქონების დაკარგვა. იმ შემთხვევაში, თუ სადავო ქონება გაიყიდება აუქციონის გზით, არსებობს მაღალი ხარისხის ალბათობა მისი წინაპრების მიერ შეძენილი ქონების მესაკუთრე გახდეს სხვა მესამე პირი, და ეს მაშინ, როდესაც სადავო ფართის საკარმიდამო მიწის მცირედ ნაწილში განთავსებულია წინაპრების საფლავი. 3.3. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უტყუარად არ არის დადგენილი, რომ სადავო ქონების ნატურით გაყოფა ნადვილად ,,გამორიცხულია", ვინაიდან, ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება ექსპერტის მხრიდან მიწოდებულ არასრულყოფილ და მცდარ ინფორმაციას ექსპერტიზის ჩატარება–არჩატარების საკითხის ახსნის ნაწილში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ჟ--–---- ბ---–----ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.3. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: სარჩელზე თანდართული მტკიცებულების, შპს „ე---------------------“ 2015 წლის 01 ივლისის დასკვნის თანახმად, ქ. ბა---------–---------–--- დასახლება, საკადასტრო კოდის №0----------- უძრავი ქონებიდან, თითოეული მესაკუთრის წილი განისაზღვრა თანაბრად, მიუხედავად იმისა, რომ მათი წილი თანასაკუთრებაში საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სხვადასხვაა. აღნიშნულის გამო, 2501 კვმ მიწის ნაკვეთიდან თითოეულის წილი განისაზღვრა-416,83 კვ.მ, ხოლო 348,95 კვ/მ ფართის შენობა-ნაგებობაში, რომელიც წარმოადგენს ორ სართულიან საცხოვრებელ სახლს-58,15 კვ.მ.. (ს.ფ.20). 4.4. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2016 წლის 02 თებერვლის N0-------- დასკვნის თანახმად, მოსარჩელის, ჟ--–---- ბ---–----ის მოთხოვნის საფუძველზე, სადავო უძრავი ქონების რეალურად გაყოფის შესაძლებლობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა ერთ-ერთი თანამესაკუთრის, რ-------- ბ---–----ის მიზეზით, რომელმაც უარი განაცხადა საექსპერტო ობიექტზე დაშვებაზე, შესწავლაზე და მასში აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე. (იხ.ს.ფ.61-65). 4.5. მოსარჩელეს შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა იმ საკითხის გარკვევისთვის, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად, შესალებელია თუ არა, სადავო უძრავი ქონების რეალური გაყოფა, გამოყოფილი ნაწილების ღირებულების-ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე (ს.ფ.74-77). 4.6. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2016 წლის 08 ივნისის N--------- დასკვნის თანახმად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ექსპერტის წინაშე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია იმ მიზეზით, რომ სადავო უძრავი ქონების ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ, რ-------- ბ---–----ემ უარი განაცხადა საექსპერტო ობიექტზე დაშვებაზე, შესწავლაზე და მასში აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე. (იხ.ს.ფ.86-90) 4.7. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინებით კვლავ დაინიშნა ექსპერტიზა იმ საკითხის გარკვევისთვის, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად, შესაძლებელია თუ არა, სადავო უძრავი ქონების რეალური გაყოფა, გამოყოფილი ნაწილების ღირებულების-ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე (ს.ფ.108-112). 4.8. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–--------------------------ს 2016 წლის 26 დეკემბრის წერილით ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეცნობა, რომ უძრავი ქონების გამიჯვნასთან დაკავშირებით სასამართლო განჩინების საფუძველზე დანიშნული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა იმ მიზეზით, რომ უძრავი ქონების ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ, რ-------- ბ---–----ემ, მითითებულ მისამართზე არ დაუშვა. (იხ.ს.ფ.113). 4.9. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის განჩინების საფუძველზე, 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო საქმე კვლავ გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს. (იხ. ს.ფ.145-148). 4.10. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–--------------------------ს 2017 წლის 12 ივნისის N--------- დასკვნის თანახმად, სასამართლო განჩინების საფუძველზე ექსპერტის ჩატარება შეუძლებელი გახდა შემდეგი მიზეზების გამო: მოპასუხე რ-------- ბ---–----ემ უარი განაცხადა ექსპერტიზის დროს მოსარჩელე მხარის დაშვებაზე, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე მხარე. 2017 წლის 09 ივნისს ექსპერტი მარტო გამოცხადდა გამოსაკვლევ ობიექტზე, თუმცა რ-------- ბ---–----ემ უარი განაცხადა ექსპერტიზის წარმოებაზე (იხ.ს.ფ.157-162). 4.11. დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ივნისის დასკვნის საფუძველზე, ექსპერტიზიდან საქმის დაბრუნების შემდეგ განახლდა საქმის წარმოება, რის შემდეგაც, 2017 წლის 05 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელეს წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, ვინაიდან მოცემული დავის ფარგლებში ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია, ითხოვს, სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის შესაბამისად, ქონების რეალიზაციის გზით მოხდეს საზიარო უფლების გაუქმება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი (12:16:41-12:20:44) სამართლებრივი დასაბუთება 4.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს კანონისმიერი ვალდბულებითი ურთიერთობიდან-საზიარო ქონებასთან დაკავშირებული წესებიდან. განსახილველ შემთხვევაში სადავოა, რა წესით უნდა მოხდეს ქალაქი ბათუმი, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე №0----------- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება, ქონების ნატურით გაყოფისა, თუ ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და თანამესაკუთრეებზე მათი წილის შესაბამისად ამონაგები თანხის განაწილების გზით. 4.13. სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. საპროცესო კანონმდებლობა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლი) ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომ საზიარო ქონების რეალურად გაყოფა გამოყოფილი ნაწილის ღირებულებისა და ფუნქციური დანიშნულების შემცირების-შეცვლის გარეშე შესაძლებელია, იმ მხარის მტკიცების ტვირთია, ვინც ამ ფაქტზე მიუთითებს, ანუ, მოპასუხეების. 4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169.4 მუხლის თანახმად, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად. 4.15. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება. 4.16. განსახილველ შემთვევაში, მართალია, თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საზიარო უფლების გაუქმება ქონების ნატურით გაყოფის გზით, თუმცა მოპასუხე მხარემ არაერთხელ შეუშალა ხელი ექსპერტიზის ჩატარებას, რის გამოც ვერ იქნა დადგენილი შესაძლებელი იყო თუ არა საზიარო ქონების რეალურად გაყოფა გამოყოფილი ნაწილის ღირებულებისა და ფუნქციური დანიშნულების შემცირების-შეცვლის გარეშე, ხოლო სარჩელზე თანდართული მტკიცებულება- შპს „ე---------------------“ 2015 წლის 01 ივლისის დასკვნა ასეთი სახის კვლევას არ შეიცავს, პირიქით დასკვნის მიხედვით უძრავ ქონებაში თითოეული მესაკუთრის წილი განისაზღვრა თანაბრად, მიუხედავად იმისა, რომ მათი წილი თანასაკუთრებაში საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სხვადასხვაა. ამ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 83-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე, მოსარჩელეს მიერ, ნაცვლად ქონების ნატურით გაყოფისა, მისი რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია და საპროცესო ნორმების შესაბამისი. 4.17. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს (მოპასუხე), სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული იმ ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება შესაძლებელია ქონების ნატურით გაყოფის გზით, ისე, რომ თითოეული თანამესაკუთრის წილის გათვალისწინებით გამოყოფილი ქონების ღირებულება არ შემცირდება და ფუნქციური დანიშნულება არ შეიცვლება, მისი მოთხოვნა გაზიარებული ვერ იქნება. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტმა (მოპასუხეს) არათუ თავის მხრივ არ მოიპოვა და სასამართლოს არ წარმოუდგინა სათანადო მტკიცებულება, არამედ ხელი შეუშალა ექსპერტიზის ჩატარებას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მის მიერ მითითებული ფაქტის დადასტურება. ამდენად, სსკ-ის 169.4 მუხლის საფუძველზეც, აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ჟ--–---- ბ---–----ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ რ-------- ბ---–----ის, რ--------- ბ---–----ის, ქ------- ბ---–----ის და ხ------- ბ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტთა მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-160 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ-------- ბ---–----ის, რ--------- ბ---–----ის, ქ------- ბ---–----ის და ხ------- ბ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე