განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2018
საქმის ნომერი
050210016001288331
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210016001288331

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-173-18 18 აპრილი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი(მოწინააღმდეგე მხარე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(აპელანტი) წარმომადგენელი - - - - თ---------- პ-------ია ნ-----–---- ა------–ვილი შპს „------- მ------ი“ გ------- გ-–--ე, ნ----- ყ----–---–ვილი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ნივთის დაბრუნება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის, თ---------- პ-------იას მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, შპს ”ბ------ მ------ისათვის”, თ---------- პ-------იას სასარგებლოდ დამატებით, მიუღებელი შემოსვლის სახით 24000 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის დარჩენილი ნაწილის- 181,50 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე, მისი კუთვნილი ავტომობილის დაბრუნების დავალდებულება, რომლის მახასიათებლებია: ”საწვავმზიდი მ--------, ცისტერნის სახელმწიფო № B-----, სარეგიტრაციო № C-------- № 11-0230, 1979 წლის გამოშვება; 2. აპელანტის, შპს ”ბ------ მ------ის” მოთხოვნა: მიუღებელი შემოსავლის-12000 ლარის, ავტომობილის დაზიანებისათვის 4389 ლარის, ასევე საადვოკატო და ექსპერტიზის ხარჯების დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: 2016 წლის 21 მარტს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ---------- პ-------იამ, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ბ------ მ------ი" და განმარტა, რომ 2013 წლის 19 ნოემბერს, თ---------- პ-------იას და შპს ,,ბ------ მ------ს'' შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში, სამი თვის ვადით გადაეცა მოსარჩელეს კუთვნილი საწვავმზიდი. იჯარის ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 1500 ლარი.

მოიჯარემ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება, გადაიხადა მხოლოდ ერთი თვის ქირა-1500 ლარი და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, საიჯარო ქირის დარჩენილი დავალიანება არ გადაიხადა, არც ნივთი დაუბრუნა მის მესაკუთრეს და გარკვეული დროის განმავლობაში აგრძელებდა ნივთით სარგებლობას.

გარდა ამისა, იჯარის საგანი ისე დააზიანა, რომ მისი გადაადგილება და ექსპლოატაცია შეუძლებელი გახდა.

ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ავტომობილის აღდგენის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 4389 ლარს.

ვინაიდან, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა 2014 წლის 19 თებერვალს, ამ დროისათვის ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, თ. პ-------ია შეძლებდა თვეში 1500 ლარად მის გაქირავებას და შემოსავლის მიღებას, რაც მოპასუხის ბრალეული მოქმედების გამო ვერ განახორციელა და სარჩელის წარდგენის დრომდე, 2 წლის მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა სულ 36000 ლარი.

შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია თ. პ-------იას გადაუხადოს:

1) 2013 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანება 3000 ლარი;

2) ხელშეკრულების ვადის გასვლიდან, 2014 წლის 19 თებერვლიდან -2016 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, ავტომობილის დაუბრუნებლობის გამო, ორი წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი- 36000 ლარი;

3) ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი ღირებულება- 4389 ლარი;

4) ასევე, უნდა დაევალოს თ. პ-------იას კუთვნილი ავტომანქანის უკან დაბრუნება.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე შპს ,,ბ------ მ------ის" წარმომადგენელმა მარტივი წერილობითი შესაგებელი წარადგინა, რომლითაც ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა, რომ სარჩელს ცნობდა საიჯარო ქირის დავალიანების 3000 ლარის ნაწილში. სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მოსარჩელე თ---------- პ-------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხე შპს ,,ბ------ მ------ს“ მოსარჩელე თ---------- პ-------იას სასარგებლოდ დაეკისროს, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3000 (სამი ათასი) ლარის, მიუღებელი შემოსავლის 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის და დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის გადახდილი თანხის, 4389 ლარის გადახდა; 3. მოპასუხე შპს ,,ბ------ მ------ს“ დაეკისროს, თ---------- პ-------იას სასარგებლოდ, მის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან- 1395 ლარიდან 697 (ექვსასოთმოცდაჩვიდმეტი) ლარი, ექსპერტიზის ხარჯის ნაწილი-181 (ასოთხმოცდაერთი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) თეთრი, საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ნაწილი - 775 (შვიდასსამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2013 წლის 19 ნოემბერს, თ---------- პ-------იას და შპს ,,ბ------ მ------ს'' შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს, დროებით სარგებლობაში, სამი თვის ვადით გადაეცა მოსარჩელეს კუთვნილი საწვავმზიდი. იჯარის ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 1500 ლარი. 2.2. სარჩელის წარდგენის დროისათვის საიჯარო ქირის დავალიანებამ შეადგინა 3000 ლარი. აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი. 2.3. ხელშეკრულების 7.11 პუნქტის თანახმად, მოიჯარე (ამ შემთხვევაში შპს ,,ბ------ მ------ი'') ვალდებულია გაუფრთხილდეს იჯარის ობიექტს, არ მოეპყრას დაუდევრად და უზრუნველყოს მისი უვნებელი დაბრუნება მეიჯარისათვის (თ---------- პ-------ია). 2.4. 2014 წლის 19 სექტემბრის წერილით, შპს ,,ბ------ მ------მა'' თ---------- პ-------იას აცნობა, რომ მხარეებს შორის რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა აღარ არსებობდა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 361-ე, 412-ე, 414-415-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა იჯარის ხელშეკრულებიდან. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 7.11 პუნქტის მოთხოვნა, დააზიანა ნივთი და არ უზრუნველყო მისი უვნებელი დაბრუნება მეიჯარისათვის. ამდენად, მოთხოვნა დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის 4389 ლარის დაკისრების და ნივთის დაბრუნების ნაწილში საფუძვლიანია. 2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, 2014 წლის 19 სექტემბრის წერილით, შპს ,,ბ------ მ------მა“ თ---------- პ-------იას აცნობა, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის თაობაზე, თუმცა თ---------- პ-------იას არ განუხორციელებია არანაირი მოქმედება ზიანის შესამცირებლად, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანს წარმოადგენდა, მხოლოდ 2014 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, რაც 12000 ლარს შეადგენდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები აპელანტის, თ---------- პ-------იას პოზიცია: 3.1. აპელანტის, თ---------- პ-------იას განმარტებით, სასამართლომ დასაბუთებულად ჩათვალა მოთხოვნა ავტომობილის უკან დაბრუნების ნაწილში, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ნივთის (ავტომობილის) უკან დაბრუნება მოპასუხეს არ დაავალა. 3.2. სასამართლომ არასწორად ცნო დადგენილად სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოსდა 2014 წლის 19 სექტემბერს, შპს "ბ------ მ------მა" აცნობა თ---------- პ-------იას მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე და ამ უკანასკნელმა არ მიიღო შესაბამისი ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად კერძოდ, ავტომობილის წამოსაყვანად. ვინაიდან, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ავტომობილის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით დასაბუთებულად მიიჩნია, ადასტურებს, რომ თ.პ-------იას სასამართლოს ჩარევის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა ამ ნივთის უკან დაბრუნება. 3.3. არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის მომსახურების საფასურის, 363 ლარის ნაცვლად, მოპასუხისათვის მხოლოდ მისი ნახევარის-181,50 ლარის დაკისრებაზე. რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს ავტომობილის აღდგენის ღირებულება სრულად- 4389 ლარის ოდენობით, რაც დამყარებულია ექსპერტიზის დასკვნაზე, ამ მომსახურებისთვის თ.პ-------იას მიერ გადახდილი თანხაც სრულად უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს. აპელანტის, შპს ,,ბ------ მ------ის” პოზიცია: 3.4. აპელანტის, შპს ,,ბ------ მ------ის” წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი, რომ მოპასუხე ბ------ მ------მა დაარღვია იჯარის ობიექტის მიმართ ყურადღებით და გულისხმიერად მოპყრობის სახელშეკრულებო ვალდებულება. საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ, მხოლოდ ავტომობილის დაზიანების ფაქტს და მისი აღდგენისთვის საჭირო ხარჯების ოდენობას (ექსპერტიზის დასკვნა), ამ დასკვნის მიხედვით, დადასტურებულად არ შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ავტომობილის დაზიანება მოხდა შპს "ბ------ მ------ის" ბრალით. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მის მიერ სარწმუნოდ ვერ იქნა დასაბუთებული. 3.5. სასამართლომ, საერთოდ არ იმსჯელა ბრალის საკითხზე, რაც ეწინააღმდეგება, როგორც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 მუხლს, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც, მხოლოდ იმ პირს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რომლის პასუხისმგებლობა გამომდინარეობს შესაბამისი საფუძვლებიდან (კანონი, ან ხელშეკრულება). სასამართლოს ეს მოქმედება, ასევე ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის 992-ე მუხლს და სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებლურ პრინციპებს, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 547-ე მუხლთან ერთად, საიჯარო ურთიერთობაში ნივთის ნორმალური ფუნქციონირებისას წარმოქმნილი დაზიანებისათვის მოიჯარეს არ აკისრებს პასუხისმგებლობას. 3.6. მიუღებელ შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასამართლომ ფაქტობრივად სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა, რაც არასწორია. ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული მსჯელობა, რომ თითქოს მოსარჩელე ავტომობილის ყოველთვიური გაქირავების შედეგად მიიღებდა შემოსავალს-1500 ლარს. საერთო სასამართლოების მიერ განვითარებული პრაქტიკის მიხედვით, მხოლოდ თეორიული შესაძლებლობის არსებობის ფაქტი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიუღებელი შემოსავალი დამტკიცებულად ჩაითვალოს. ამისათვის საჭიროა უტყუარად იქნეს დადასტურებული გარანტირებული შემოსავლის მიუღებლობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. 2013 წლის 19 ნოემბერს, თ---------- პ-------იას და შპს ,,ბ------ მ------ს'' შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.18-22), რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს, დროებით სარგებლობაში, სამი თვის ვადით გადაეცა მოსარჩელეს კუთვნილი საწვავმზიდი, მ-------- ცისტერნა სახელმწიფო ნომერი B---------არეგისტრაციო ნომერი C-------- #11-0230, 1979 წლის გამოშვება 1 ერთეული (ს.ფ.50). ხელშეკრულების მიხედვით, იჯარის ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად, 1500 ლარი დამატებითი გადასახადის გარეშე (2.1. პუნქტი). იჯარის ობიექტის მოიჯარისათვის გადაცემისა და უკან დაბრუნების ხარჯებს კისრულობდა მეიჯარე (5.2. პუნქტი). მოიჯარე ვალდებულია გაუფრთხილდეს იჯარის ობიექტს, არ მოეპყრას დაუდევრად და უზრუნველყოს მისი უვნებელი დაბრუნება მეიჯარისათვის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 დღის ვადაში (იჯარის ობიექტის ნორმალური ექსპლოატაციისას იჯარის ობიექტის ცვეთა არ მიიღება მხედველობაში) (7.11. პუნქტი). 4.2. 2014 წლის 11 ივლისს, შპს ,,ბ------ მ------ს'' წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა თ---------- პ-------იამ, სადაც დააფიქსირა, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, იჯარის საგანი არ დაბრუნებია და მიუხედავად იმისა, რომ კომპანია აგრძელებდა ავტომობილის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, გარდა ერთი თვის საიჯარო ქირისა, სხვა თანხა გადახდილი არ ყოფილა. შესაბამისად, შპს ,,ბ------ მ------ისაგან“ მოითხოვა, ავტომობილით სარგებლობისათვის 10050 ლარის ანაზღაურება და გონივრული ცვეთის გათვალისწინებით, საიჯარო ქონების პირვანდელ მდგომარეობაში გადაცემა (იხ. ს.ფ.46-47). 4.3. 2014 წლის 11 ივლისის წერილის პასუხად, შპს ,,ბ------ მ------მა“, 2014 წლის 19 სექტემბრის წერილით თ---------- პ-------იას აცნობა, რომ 2013 წლის 19 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულების ვადა დასრულდა 2014 წლის 19 თებერვალს. ამ დროის შემდგომ, მხარეთა შორის რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა აღარ არსებობდა. (იხ.ს.ფ.48). 4.4. 2017 წლის 09 ივნისს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული ბ----- ყ----–---–ვილის ჩვენებითა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისათვის ვარგისობაზე ტესტირების N--- ბარათით ირკვევა, რომ თ---------- პ-------იას კუთვნილ სპეციალიზებულ ავტომანქანას M-----------–--------------------------- შპს „------- მ------მა“ 2018 წლის 18 თებერვალს ჩაუტარა ტექნიკური დათვალიერება, რა დროსაც დადგინდა, რომ ავტომანქანა გზისათვის ვარგისია. (ს.ფ.43) 4.5. საწვავის მოძრაობის თაობაზე, შპს ,,ბ------ მ------ის“ მიერ შედგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმა 006-ის თანახმად, 2014 წლის 22 მარტს, 31 მარტს და 03 აპრილს, შპს ,,ბ------ მ------ის“ მიერ, თ---------- პ-------იას კუთვნილი საწვავმზიდით (იჯარის საგანი) განხორციელდა საწვავის გადაზიდვა (იხ.ს.ფ.44-46). 4.6. ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს 2014 წლის 10 დეკემბრის N--------- დასკვნის თანახმად, 1979 წელს დამზადებული ავტომობილი M------------------------- ნაწილობრივ განკომპლექტებულია, ხოლო საბურავები ექსპლუატაციისათვის უვარგისი, ტექნიკური თვალსაზრისით იგი გაუმართავ მდგომარეობაშია. (ს.ფ.34-42) შემოწმებით დადგინდა: 1. ავტომობილს აღენიშნება ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის დამახასიათებელი დაზიანებების კვლები; 2. ავტომობილის წინა მარცხენა და უკანა მარჯვენა გარეთა საბურავის ზომები არ შეესაბამება მისთვის ქარხანა დამამზადებლის მიერ, კონსტრუქციულად გათვალისწინებულ საბურავის ზომებს; 3. წინა მარჯვენა და უკანა შუა საბურავების სარბენი ბილიკები გაცვეთილია და უვარგისია ექსპლუატაციისათვის, ხოლო უკანა მარცხენა გარეთა საბურავი და დისკი საერთოდ არ არის დამონტაჟებული ავტომობილზე და იგი ექსპერტიზაზე არ წარმოდგენილა. 4. დაზიანებულია უკანა მარცხენა მაშუქი, უკანა მარჯვენა საშხეფური; არ არის დამონტაჟებული და ექსპერტიზაზე არ წარმოდგენილა მთელი რიგი დეტალები, კერძოდ: 1. უკანა მარჯვენა მაშუქი; 2. ანთების ბატარეა -2 ცალი; 3. ძრავის გაგრილების სისიტემის რადიატორი; 4. ზეთის გაგრილების რადიატორი; 5. ჰაერის კომპესორი; 6. მუდმივი დენის გენერატორი; 7. კარდანული გადაცემის ლილვი; 8. ჰაერის ფილტრი და ყუთი შემტანი მილით; 9. აღმძრავი მექანიზმი; 10. ფრთოვანა და მისი აღმძრავი მექანიზმი; 11. გამოსაბოლქვი სისიტემის მაკომპლექტებელი დეტალები. 4.7. ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის N 0-------- დასკვნის თანახმად, სპეციალიზებული ავტომანქანის M-----------–-------------------------- აღდგენის ღირებულება, დღვანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს- 4389 ლარს (ს.ფ.26-33). 4.8. 2017 წლის 09 ივნისს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----- ყ----–---–ვილმა აჩვენა, რომ არის შპს „------- მ------ის“ ფინანსური მენეჯერი. თ---------- პ-------იას ავტომანქანა ჩვეულებრივი ექსპლოატაციის დროს ხშირად ზიანდებოდა. ტელეფონით დაუკავშირდნენ თ.პ-------იას და აცნობეს, რომ მანქანა აღარ ექვემდებარებოდა შეკეთებას და წაეყვანა. მათ შესთავაზეს მანქანა სპეციალური გადამზიდით კომპანიის ხარჯებით გადაეყვანათ იმ ადგილზე, საიდანაც წამოიყვანეს, ანუ მასთან ჩაიყვანდნენ, რასაც თ.პ-------ია არ დაეთანხმა და მოითხოვა ჯერ თანხის ანაზღაურება და შემდეგ მანქანის გადაცემა. ავტომობილს ტექდათვალიერება კომპანიამ ჩაუტარა, იმ დროს ავტომობილი მუშა მდგომარეობაში იყო. ბოლოს, როდესაც ვეღარ ხერხდებოდა ავტომობილის შეკეთება, შესთავაზეს თ.პ-------იას, რომ სრულად გადაუხდიდნენ საიჯარო დავალიანებას და წაეყვანა ავტომანქანა ან 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცა. ვინაიდან, კომპანიას გააჩნდა ფინანსური პრობლემები, თანხის გადახდა ვერ შეძლო. 4.9. 2017 წლის 09 ივნისს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----- მ---–---- აჩვენა, რომ აქვს ბენზოგასამართი სადგური, რომლის საწვავით მომარაგებასაც ახდენს დაქირავებული ბენზინმზიდით. მას სურვილი ჰქონდა თ---------- პ-------იას ავტომანქანით სარგებლობისა, ვინაიდან მცირე ტევადობის ავზი ჰქონდა და მათ ბენზინგასამართ სადგურზეც პ------- მოცულობის ავზები აქვთ, თუმცა თ. პ-------იას სხვაზე ჰქონდა მიქირავებული. ყოველ გადაზიდვაზე 1 ლიტრ საწვავზე თ. პ-------იას უხდიდა 0,02 ლარს (სულ 160 ლარი). თვეში, არანაკლებ 5 და არაუმეტეს 7 ასეთ გადაზიდვას ახდენდა. 4.10. 2017 წლის 09 ივნისს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---–----- ს--------–---- აჩვენა, რომ ლანჩხუთში აქვს ბენზოგასამართი სადგური, რომლის საწვავით მომარაგებასაც ახდენს დაქირავებული ბენზინმზიდით. მას სურვილი ჰქონდა ესარგებლა თ---------- პ-------იას ავტომანქანით, ვინაიდან გააჩნია მცირე მოცულობის ავზი, ამასთან სხვა გადამზიდველისაგან განსხვავებით, თ. პ-------იას უხდიდა უფრო ნაკლები ოდენობით თანხას, ერთ გადაზიდვაზე -200 ლარს. თვეში, არანაკლებ 5 ასეთ გადაზიდვას ახდენდა. გარდა ამისა, ლანჩხუთში სხვა მსგავსი ბენზინმზიდი არ არის და ბათუმიდან და ქუთაისიდან მსგავსი დანიშნულების მანქანით მომსახურება პრობლემებს უქმნის, ვინაიდან, ზოგიერთ შემთხვევაში თავისუფალი გადამზიდი არ არის. სამართლებრივი დასაბუთება 4.11. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია იჯარის ხელშეკრულებიდან, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 581-ე-606-ე მუხლები და ამავე კოდექსის ქირავნობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები, თუკი ისინი იჯარისაგან განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგს არ ადგენენ. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს გააჩნიათ ხელშეკრულების პირობათა შესრულების ვალდებულება, როგორც პირველადი მოთხოვნის ისე, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას შემთხვევებისათვის ზიანის ანაზღაურების, როგორც მეორადი მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი შესაძლებლობა. 4.12. მოცემულ საქმეზე, სარჩელითა და მოსარჩელის განმარტებით ირკვევა, რომ მის მოთხოვნას წარმოადგენს ნივთის დაბრუნება, მისი აღდგენის ხარჯები და საიჯარო ვადის ამოწურვის შემდგომ, საიჯარო ქონების დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის-მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, რაც მოსარჩელეს მითითებით ყოველთვიურად საიჯარო ქირის მიუღებლობაში ვლინდება. მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც ფაქტობრივი ისე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრით გამომდინარეობს ხელშეკრულების პირობათა დარღვევიდან. 4.13. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისა და აპელანტთა პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია გაირკვეს შემდეგი საკითხები: 1) იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ვისი მიზეზით მოხდა თ. პ-------იას კუთვნილი ავტომანქანის დაუბრუნებლობა; 2) რა სახის დაზიანება გააჩნია იჯარის საგანს და რა შეიძლება იყოს მისი გამოწვევის მიზეზი: ნორმალური ექსპლოატაციით გამოწვეული ცვეთა თუ სხვა; 3) საიჯარო ვადის დასრულების შემდეგ, ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, თ. პ-------ია შეძლებდა თუ არა ამ ნივთის გამოყენებით შემოსავლის მიღებას. 4.14. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საიჯარო ხელშეკრულების 8.1, მე-5 და 7.11. მუხლების მიხედვით, საიჯარო ვადის-3 თვის გასვლის შემდეგ, საიჯარო ბენზზინმზიდის მეიჯარისათვის გადაცემა და უვნებელი დაბრუნება უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. იჯარის ობიექტის ნორმალური ექსპლოატაციისას, იჯარის ობიექტის ცვეთა მხედველობაში არ მიიღებოდა. ამასთან, დაბრუნება-გადაცემის ხარჯებს კისრულობდა მეიჯარე. სკ-ის 52-ე და 337-ე მუხლების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში გამოხატული ნება მეიჯარის ხარჯებით ნივთის დაბრუნების თაობაზე, უნდა გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ თ.პ-------ია გაიღებდა ჩვეულებრივ, ექსპლოატაციისათვის ვარგისი ავტომობილის გადაადგილებისათვის აუცილებელი საწვავის ხარჯებს. ვინაიდან, დადგენილია, რომ ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ, საიჯარო ქონება არ დაუბრუნდა მეიჯარეს, ამასთან ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნითა და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის, მოპასუხესთან დასაქმებული ფინანსური მენეჯერის ჩვენებით ირკვევა, რომ თ. პ-------იას ავტომობილი განკომპლექტებულია, ექსპლოატაციისათვის უვარგისია და მისი ჩვეულებრივ ვითარებაში, სპეციალური გადამზიდის გარეშე (ევაკუატორი) გადაადგილება შეუძლებელია, პალატა მიიჩნევს, რომ საიჯარო ვადის დასრულების შემდგომ, იჯარის ობიექტის მეიჯარისათვის დაუბრუნებლობა გამოწვეულია მოიჯარის „შპს ბ------ მ------ის“ მიზეზით და თ. პ-------ია მოკლებულია შესაძლებლობას, მხოლოდ საწვავის დანახარჯებით დაიბრუნოს საიჯარო ქონება. 4.15. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 581.2-ე და 564-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.პ-------იას სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხება, მხოლოდ მოიჯარის ხარჯებით საიჯარო საგნის დაბრუნების დავალდებულებას ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ”ბ------ მ------ის” უნდა დაევალოს, თ---------- პ-------იას დაუბრუნოს, მისი კუთვნილი ავტომობილი, ამჟამად მისი განთავსების ადგილზე, სპეციალურ გადამზიდზე (ევაკუატორი) მოთავსებული, ასევე გაიღოს გადაყვანისათვის აუცილებელი ყველა ხარჯი (ევაკუატორზე მოთავსება, ევაკუატორით მომსახურეობის საფასური) გარდა ევაკუატორის საწვავის ხარჯებისა. დანიშნულების ადგილზე მისი გადაყვანისათვის საწვავის ხარჯების (თუნდაც ევაკუატორისათვის), გაღების ვალდებულება თ. პ-------იას ეკისრება. 4.16. სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც. 4.17. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. 4.18. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. ამავე მუხლითაა განმარტებული მიუღებელი შემოსავალი, კერძოდ, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 4.19. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი წერტილი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურდება, მხოლოდ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. იგივე აზრია გატარებული სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლში, რომელიც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად სარგებლობაში მდგომარეობს. 4.20. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების, საწვავის მოძრაობის თაობაზე, შპს ,,ბ------ მ------ის“ მიერ შედგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმა 006-ის, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისათვის ვარგისობაზე ტესტირების N--- ბარათის შეფასების საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საიჯარო ვადის დასრულების დროისათვის და მის შემდეგაც იჯარის ობიექტი, თ. პ-------იას საწვავმზიდი ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომლით სარგებლობასაც აგრძელებდა მოიჯარე და იჯარის ვადის დასრულებისთანავე მისი დაბრუნების შემთხვევაში, თ. პ-------ია სხვადასხვა ბენზოგასამართი სადგურების მომსახურეობით მიიღებდა შემოსავალს, თვეში არანაკლებ 1800 ლარისა, რაც ვერ შეძლო ქონების დაუბრუნებლობის გამო. ამდენად, ორი წლის მიუღებელი შემოსავალი-36000 ლარი, რომელზედაც აპელირებს თ---------- პ-------ია და რომელიც მისი მოსაზრებით, წარმოადგენდა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანს სახეზეა და სკ-ის 411-412-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებულია. გარდა მითითებული ნორმებისა, თ. პ-------იას მოთხოვნა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, კერძოდ, საიჯარო ვადის დასრულებიდან-სარჩელის წარდგენის დრომდე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ორი წლის საიჯარო ქირის- 36000 ლარის (24 თვე X 1500 ლარზე= 36000 ლარს) დაკისრების თაობაზე, სკ-ის 591-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეც საფუძვლიანია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თ. პ-------იას უარი ეთქვა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფლებაზე დაუსაბუთებელია, უნდა გაუქმდეს და შპს ”ბ------ მ------ის”, თ---------- პ-------იას სასარგებლოდ, დამატებით დაეკისროს, მიუღებელი შემოსვლის სახით-24000 ლარის გადახდა. თ. პ-------იას აღნიშნული სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება გამორიცხავს, მიუღებელი შემოსავლის სახით, 12000 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, შპს „------- მ------ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. 4.21. აპელანტის, შპს „------- მ------ის“ სააპელაციო მოთხოვნა, რომელიც შეეხება ავტომობილის აღდგენისათვის 4389 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას პალატა განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 581.2-ე, 573.1-ე მუხლის თანახმად, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო, გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ვინაიდან, საქმეზე წარმოდგენილი, ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს დასკვნებითა და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის, მოპასუხესთან დასაქმებული ფინანსური მენეჯერის ჩვენებით ირკვევა, რომ თ. პ-------იას ავტომობილი განკომპლექტებულია, ექსპლოატაციისათვის უვარგისია, სამოქალაქო კოდექსის 581.2-ე, 573.1-ე მუხლების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ავტომობილის აღდგენის ხარჯების- 4389 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნული თანხის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების თაობაზე, შპს „------- მ------ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. 4.22. თ. პ-------იას სააპელაციო მოთხოვნაზე, რომელიც შეეხება ექსპერტიზის ხაჯების ნაწილის-181,50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას პალატა განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. იმის გათვალისწინებით, რომ თ. პ-------იას სასარჩელო მოთხოვნა ავტომობილის აღდგენის ხარჯების- 4389 ლარის დაკისრების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდა, ამასთან ამ მოთხოვნიდან გამომდინარე ფაქტების დასადასტურებლად მოსარჩელემ ექსპერტიზის დასკვნები წარადგინა, რაც სრულად გაიზიარა სასამართლომ, სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების გამო, მისი დადასტურებისათვის თ. პ-------იას მიერ მტკიცებულების მოპოვებაზე გაწეული მთლიანი ხარჯი-363 ლარი (ს.ფ.60-63), სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასმართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,ბ------ მ------ს“, თ---------- პ-------იას სასარგებლოდ დაეკისრა, ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯის მხოლოდ ნახევარის- 181,50 ლარის ანაზღურება არ გამოდინარეობს საპროცესო სამართლის მოთხოვნებიდან, რაც ამ მოთხოვნის ნაწილში თ. პ-------იას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია და შპს ”ბ------ მ------ის”, თ---------- პ-------იას სასარგებლოდ, დამატებით უნდა დაეკისროს, ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის- 181,50 ლარის გადახდა. 4.23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც მიუღებელი შემოსავლის სრულად დაკისრების, იჯარის საგნის დაბრუნების დავალდებულებისა და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურების ნაწილში თ---------- პ-------იას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება თ. პ-------იას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ხოლო შპს ”ბ------ მ------ის” სააპელაციო საჩივარს უნდა ეთქვას უარი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ შპს ”ბ------ მ------ის” სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თ---------- პ-------იას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; თ---------- პ-------იას სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს ”ბ------ მ------ის”, თ---------- პ-------იას სასარგებლოდ, დამატებით დაეკისროს, მიუღებელი შემოსვლის სახით, 24000 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის- 181,50 ლარის გადახდა; შპს ”ბ------ მ------ის” უნდა დაევალოს, თ---------- პ-------იას დაუბრუნოს, მისი კუთვნილი ავტომობილი, რომლის მახასიათებლებია: ”საწვავმზიდი მ-------- ცისტერნის სახელმწიფო № B-----, სარეგიტრაციო № C-------- № 1----------- წლის გამოშვება, ამჟამად ავტომობილის განთავსების ადგილზე, სპეციალურ გადამზიდზე (ევაკუატორი) მოთავსებული, ასევე გაიღოს გადაყვანისათვის აუცილებელი ყველა ხარჯი (ევაკუატორზე მოთავსება, ევაკუატორით მომსახურეობის საფასური) გარდა ევაკუატორის საწვავის ხარჯებისა.

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. დადგენილია, რომ თ. პ-------იას მიერ, სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი-1345 ლარი (ს.ფ.64), საიდანაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაეკისრა 697 ლარის ანაზღაურება (სხვაობა 648 ლარი). დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე თ. პ-------იას მიერ გადახდილია -967,27 ლარი (ს.ფ.254). ვინაიდან თ.პ-------იას სააპელაციო და სასარჩელო მოთხოვნა ნივთის დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ამ ნაწილში დავის საგნის ღირებულებიდან (4000 ლარი) გამომდინარე, ორივე ინსტანციის სასამართლო წარმობისათვის განსაზღვრული სახ. ბაჟის, სულ-280 ლარის ნახევარის-140 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაზე თ.პ-------იას უნდა ეთქვას უარი. სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სხვა მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის-1470 ლარის (648+967-140=1470) თ.პ-------იას სასარგებლოდ ანაზღაურება უნდა დაეკისროს შპს „------- მ------ს“.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ”ბ------ მ------ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თ---------- პ-------იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. თ---------- პ-------იას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. შპს ”ბ------ მ------ის”, თ---------- პ-------იას სასარგებლოდ, დამატებით დაეკისროს, მიუღებელი შემოსვლის სახით, 24000 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის- 181,50 ლარის გადახდა;

6. შპს ”ბ------ მ------ის” დაევალოს, თ---------- პ-------იას დაუბრუნოს, მისი კუთვნილი ავტომობილი, რომლის მახასიათებლებია: ”საწვავმზიდი მ-------- ცისტერნის სახელმწიფო № B-----, სარეგიტრაციო № C-------- № 1----------- წლის გამოშვება-ამჟამად ავტომობილის განთავსების ადგილზე;

7. შპს ”ბ------ მ------ის”, თ---------- პ-------იას სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1470 ლარის ანაზღაურება;

8. შპს ”ბ------ მ------ის” მიერ, საააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე