განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210116001259332
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1223-17 03 მაისი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე
აპე-–-ნტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სო–---–----- მო------------ სა-------- - ეთ----------–--- - აკ--- მე-–--- - ერ---–-----–---–- - ლე-–- მე-–---
დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპე-–-ნტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- აკ--- მე-–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ყადაღისაგან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული და წყალტუბო სოფელი ზ------------ში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: დივანი, ნაჭრის სამეული, ხის ჟურნალების მაგიდა, ხის ოვალური მაგიდა, 4 ცალი ხის სკამი ნაჭრის ზედაპირით, სარეცხი მანქანა „ს-------“ ფირმის, ბ----- ფირმის ორკამერიანი მაცივარი, „ტ--–----“ ფირმის ლეპტოპი, „ი-----------“ ფირმის გაზქურა, „ს---------“ ფირმის მიკროტალღური ღუმელი;
- მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის - 50 ლარის გადახდა აკ--- მე-–-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ მოპასუხეებს სსიპ სო–---–----- მომსახურეობის სა--------ს და ლე-–- მე-–---ს სოლიდარულად;
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 24 თებერვლის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ დარჩა უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2016 წლის 16 თებერვლის აქტით დაყადაღებულ იქნა წყალტუბო სოფელ მ------–- აკ--- მე-–-ძის საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: დივანი, ნაჭრის სამეული, ხის ჟურნალების მაგიდა, ხის ოვალური მაგიდა, 4 ცალი ხის სკამი ნაჭრის ზედაპირით, სარეცხი მანქანა „ს-------“ ფირმის, ბ----- ფირმის ორკამერიანი მაცივარი, „ტ--–----“ ფირმის ლეპტოპი, „ი-----------“ ფირმის გაზქურა, „ს---------“ ფირმის მიკროტალღური ღუმელი;
2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე ლე-–- მე-–---ს ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ლე-–- მე-–---ს სო–---–----- მომსახურეობის სა--------ს სასარგებლოდ დაეკისრა 34628 ლარის გადახდა.
2.3. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტო კოდით N2----------- საკუთრების უფლებით ირიცხება აკ--- მე-–-ძის სახელზე 29/06/2001 წლიდან.
2.4. საქმის მასალებით, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2016 წლის 16 თებერვლის აქტით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელე აკ--- მე-–-ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელ ბინაში, მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი ზ------------ი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. განსახილველი დავის საგანია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
2.6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყვე-–- ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია _ ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
2.7. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ უძრავი ქონება რეგისტრირებულია აკ--- მე-–-ძის საკუთრებად და შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი არის მოსარჩელე აკ--- მე-–---,2.8. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 16 თებერვლის წყალტუბოს რაიონის სოფელ ზ------------ში აღწერილი და დაყადაღებული ნივთები შეძენილია აკ--- მე-–-ძის მიერ და არის მის მფლობელობაში, მოპასუხე ლე-–- მე-–--- არის აკ--- მე-–-ძის და, იგი დიდი ხანია ცხოვრობს ქ. თბილისში.
2.9. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 16 თებერვალს წყალტუბოს რაიონის სოფელ ზ------------ში აღწერილი და დაყადაღებული ნივთები იყო აკ--- მე-–-ძის საკუთრება, რის გამოც მითითებული ნივთები უნდა გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან.
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ სო–---–----- მო------------ სა--------მ
სააპე-–-ციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპე-–-ნტის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალე, ლე-–- მე-–---ს ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც მოვალეს, ლე-–- მე-–---ს (პ/N5----------; რეგისტრირებული მისამართი წყალტუბო ს. ზ------------ი მე---------; დაბადებული 1--------- წელი) სსიპ სო–---–----- მო------------ სა--------ს სასარგებლოდ დაეკისრა, 34628 ლარის გადახდა;
3.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულია წყალტუბოს ზ------------ში, მოვალე ლე-–- მე-–-ძის დავალიანების გამო მისი ძმის, აკ--- მე-–-ძის (პ/N5----------; რეგისტრირებული მისამართი წყალტუბო ს. ზ------------ი მე---------) საცხოვრებელ სახლში განთავსებული, როგორც თვითონ აღნიშნავს მის საკუთრებაში არსებული, ნივთები. აღნიშნულის გამო, აკ--- მე-–---მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების, ლე-–- მე-–-ძისა და ს--------------------------------------------- მიმართ და მოითხოვა მის კუთვნილებაში არსებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შესაგებლის თანახმად სსიპ სო–---–----- მო------------ სა-------- თავს სათანადო მოპასუხედ არ თვლიდა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85–ე მუხლის საფუძველზე ითხოვდნენ არასათანადო მოპასუხის შეცვლას სათანადო მოპასუხით, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროთი. თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მათი შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა და როგორც კრედიტორი საქმეში ჩართო შესაბამის მოპასუხედ;
3.3. როგორც მოსარჩელე მხარე აღნიშნავს საცხოვრებელი სახლი 2007 წლიდან არის მის საკუთრებაში, შესაბამისად მოძრავი ნივთებიც წარმოადგენს მის საკუთრებას, ხოლო ლე-–- მე-–--- არ ცხოვრეობს აღნიშნულ მისამართზე. ლე-–- მე-–---ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და შესაბამისად არც სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც თავად მოსარჩელე მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი, თუმცა ყურადღების მიღმა დარჩა შემდეგი გარემოება, ლე-–- მე-–-ძის რეგისტრირებული მისამართი არის წყალტუბო ს. ზ------------ი მე---------, იგივე მისამართი, სადაც ცხოვრობს მოსარჩელე აკ--- მე-–---, ხოლო ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია არ წარმოუდგენია;
3.4. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის, ბინადრობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოქალაქე ლე-–- მე-–---ს არ განუხორციელებია რეგისტრაციის ადგილის შეცვლა. ამდენად, მის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მისი რეგისტრაციის ადგილი – წყალტუბო ს. ზ------------ი მე---------. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი საფუძვლიანია და არ უნდა იქნას გათავისუფლებული ყადაღისგან აკ--- მე-–-ძის საცხოვრებელ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლე-–-დ დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპე-–-ციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპე-–-ციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპე-–-ციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპე-–-ციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპე-–-ციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპე-–-ციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლე-–-დ დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპე-–-ციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 21.07.2011 წელს გაცემულია №1/511-10 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ ლე-–- მე-–---ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო–---–----- მო------------ სა--------ს სასარგებლოდ დარჩენილი 34,628 ლარის გადახდის ვადად დაუდგინდა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან 06 თვე (იხ. ს.ფ. 67- სააღსრულებო ფურცელი);
4.2. №1/511-10 სააღსრულებო ფურცელი კრედიტორმა - სსიპ სო–---–----- მო------------ სააგემტომ აღსასრულებლად წარუდგინა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს, რომლის მიერ დაწყებულ იქნა №----------------- სააღსრულბო წარმოება 34,628 ლარის გადახდის მიზნით (იხ. ს/ფ.: 64-66 -წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, 23.02.2016 წლის ცნობა №-----------------, ს/ფ.: 19);
4.3. №1/511-10 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 16 თებერვლას ყადაღა დაედო ქ. წყალტუბო, სოფელ მ------–- არსებულ და 2016 წლის 16 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს:
1) დივანი (სამეული);
2) ჟხის ჟურნალების მაგიდა;
3) ხის ოვალური მაგიდა;
4) ხის სკამი ნაჭრის ზედაპირით;
5) სარეცხი მანქანა „ს-------“ ფირმის;
6) ბ----- ფირმის ორკამერიანი მაცივარი;
7) „ტ--–---“-ს ფირმის ლეპტოპი;
8) „ი----------“-ს ფირმის გაზქურა;
9) „ს--------“-ს ფირმის მიკროტალღური ღუმელი.
ამავე ყადაღის აქტში დამსწრე პირმა ხ----------------მე-–---მ (მოსარჩელის მეუღლე) გააკეთა შენიშვნა, რომ ,,ყადაღის აქტში ჩამოთვლილი ქონება ეკუთვნის აკ--- მე-–---ს’’ (იხ.ს.ფ. 15-16);
4.4. წყალტუბო, სოფელ მ------–- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №2----------- საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია აკ--- მე-–-ძის საკუთრებად. მოსარჩელე, თავისი ოჯახიშთ (მეუღლე და შვილები) ცხოვრობს ამავე მისამართზე (იხ. ცნობა ოგახის შემადგენლობის შესახებ, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარჩელი, ს/ფ.:104, 1-14, 17);
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
4.6. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში;
4.7. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ);
4.8. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავი ეხება მოწმეთა ჩვენებას, როგორც მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს;
4.9. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ აკ--- მე-–--- ცხოვრობს წყალტუბო, სოფელ მ------–- მდებარე სახლში, რომელიც წარმოადგენს იმ უძრავ ქონებას, სადაც მოხდა მოძრავი ნივთების დაყადაღება;
4.10. საქალაქო სასამართლოში დაკითხული მოწმეთა (პ-----------------, დ--------------- მოსარჩელეების მეზობლები) ჩვენებებით დასტურდება, რომ ლე-–- მე-–--- (მოვალე, რომლის ვალების გამოც დაყადაღდა მოძრავი ნივთები) არის მოსარჩელის აკ--- მე-–-ძის და, და ცხოვრობს ქ. თბილისში 1987 წლიდან. მათი ინფორმაციით აკ--- მე-–---, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს წყალტუბოს რაიონ, სოფელ მ------–- და აქვს პირვე-–-დი მოხმარების ნივთები (იხ. 01.08.2017 წლის სხდომის ოქმი 13:52:32-13:58:02სთ.);
4.11. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია იმ უძრავ ქონებაში, რომლის არც მესაკუთრეს და არც ფაქტობრივ მფლობელს არ წარმოადგენს მოვალე. მარტო ის ფაქტი, რომ ნივთები დაყადაღებულია მოვალის ძმის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს იმ გარემოებას, რომ ისინი მიჩნეულ იქნეს მოვალის საკუთრებად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ მითითებული ნივთები განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლში და წარმოადგენს მის საკუთვნებელს. ამასთან, მოწმეთა ჩვენების თანახმად, ლე-–- მე-–--- 1987 წლიდან ცხოვრობს ცალკე;
4.12. ზემოთ მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც უტუარად დასტურდება სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება. მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გამაბათილებელ მტკიცებულებეზე მოპასუხე/აპე-–-ნტ მხარეს არ მიუთითებია. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო ნივთებზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად წარადგინა მოწმეთა ჩვენებები, მაშინ როდესაც მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებების გაქარწყლება;
4.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ყვე-–- ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი;
4.14. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (სუსგ 6.02.2015წ. საქმე №ას-1202-1144-2014, 25.06.2012წ. ას-262-253-2012);
4.15. სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა;
4.16. მოცემული მსჯელობის გათვალისწინებით, საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. მოსარჩელის მიერ ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნა აღძრულია მოძრავ ნივთებზე და ივარაუდება, რომ განკუთვნილია საცხოვრებელი სახლით სრულფასოვანი სარგებლობისთვის. თუ საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებულია კონკრეტული პირის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ სახლში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელიც აღნიშნული პირია;
4.17. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს მესაკუთრე მოსარჩელის საკუთრებას, სადაც ცხოვრობს კიდეც, ივარაუდება, რომ ამ სახლში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელია აკ--- მე-–---. აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი იმას აკისრია, ვინც პრეზუმფციის საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს. ასეთ პირს კი, კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე წარმოადგენს. ამ უკანასკნელმა კი ვერ შეძლო შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით იმის დადასტურება, რომ სადავო მოძრავი ნივთები მოვალის საკუთრებაა;
4.18. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილ სახლში. მხარეთა შორის დავის საგანია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის მოსახსნე-–-დ საკმარისია იმ ფაქტის დადგენა, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეს და არა მოვალეს. აღნიშნული გარემოება კი პრეზუმირებულად დადგინდა ბინის მესაკუთრე მოსარჩელისათვის კუთვნილების დადასტურების პირობებში (იხ. სუსგ 2018 წლის 23 მარტი, საქმე №ას-274-274-2018);
4.19. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (სუსგ 22.06.15წ. საქმე №ას-1021-979-2014, 11.12.2015წ. საქმე №ას-952-902-2015);
4.20. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სო–---–----- მო------------ სა-------- წარმოადგენს კრედიტორს, გაზიარებული ვერ იქნება სააპე-–-ციო საჩივარში მითითებული მოსაზრება, რომ იგი მოცემულ დავაში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს;
4.21. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სასარგებლოდ მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფციების პირობებში, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, მოსარჩელეს არაუფლებამოსილება მის მფლობელობაში არსებულ ნივთებზე და ამ ნივთების მოვალისადმი კუთვნილების ფაქტი. ასეთი მტკიცებულებები კი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც გამორიცხავს მისი მითითების გაზიარების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ დადასტურებულიც კი არაა მოვალის მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი;
4.22. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების შესახებ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე მითითებით, ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპე-–-ციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლე-–-დ უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპე-–-ნტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპე-–-ციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს--------------------------------------------- სააპე-–-ციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლე-–-დ დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. აპე-–-ნტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაურა მიქავა