განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.01.2018
საქმის ნომერი
330310016001467202
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენის შესახებ, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე N3ბ/2537-17, 330310016001467202 11 იანვარი 2018 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

წარმომადგენლები: სა-–-----–----–---ია, ლი------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ირ---–---–------–---–ი

წარმომადგენელი: რა–------------–---–ი

 

მესამე პირი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

წარმომადგენლები: თა------------------ი, თა--------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენის დავალება, განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და ზიანის ანაზღაურების დაკისრება

 

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

მოსარჩელე ირ---–---–------–---–მა 2016 წლის 11 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №1-- ბრძანების, ირ---–---–------–---–ისათვის ფუნქციების ჩამორთმევის ნაწილში; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 29 ივლისის №პ--- ბრძანების, ირ---–---–------–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - „გაფრთხილების“ გამოყენების შესახებ; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 09 აგვისტოს №პ--- ბრძანების, ირ---–---–------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობა და ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი გამოცემის დავალება, ირ---–---–------–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ირ---–---–------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება, მისი გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 09 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ირ---–---–------–---–ის სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების დავალება; მოსარჩელე ირ---–----–------–---–ის ცნობა დისკრიმინაციის მსხვერპლად და მოპასუხეს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისროს ირ---–---–------–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამქეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილებით ირ---–---–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 15 ივლისის №1-- ბრძანება, ირ---–---–------–---–ისათვის ფუნქციების ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივლისის №პ--- ბრძანება ირ---–---–------–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების გამოყენების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 09 აგვისტოს №პ--- ბრძანება ირ---–---–------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; დაევალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ირ---–---–------–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;დაევალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ირ---–---–------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან -2016 წლის 09 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; დაკმაყოფილდა ირ---–----–------–---–ის მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ;არ დაკმაყოფილდა ირ---–---–------–---–ის სარჩელი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის - 5000 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 04 დეკემბრის №208 ბრძანებით, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ან/და მათი დაფინანსების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების განხორციელებაზე კოორდინაცია განაწილდა ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, მათ შორის ირ---–---–------–---–ს, შორის. ბრძანების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ირ---–------–------–---–ის საკოორდინაციო პროექტებად განისაზღვრა: ა) მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული: ა.ა.) კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტი (KRRIP); ა.ბ.) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მე-2 პროექტი (SLRP II); ა.გ.) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მე-3 პროექტი (SLRP III); ა.დ.) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-3 პროექტი (TEWHIP); ბ) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საგზაო კორიდორის საინვესტიციო პროგრამა (RCIP) (ტ1 ს.ფ 20-21).

ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 05 ივნისის №88 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარეს ირ---–---–------–---–ს საკოორდინაციო პროექტებად განესაზღვრა: ა) მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული: ა.ა.) კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტი (KRRIP); ა.ბ.) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მე-2 პროექტი (SLRP II); ა.გ.) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მე-3 პროექტი (SLRP III); ა.დ.) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-3 პროექტი (TEWHIP); ბ) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საგზაო კორიდორის საინვესტიციო პროგრამა (RCIP); გ) ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველო ა/ბ“ (ტ1. ს.ფ 65-66).

სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 16 ოქტომბრის №193 ბრძანებით ცვლილება შევიდა ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 04 დეკემბრის №208 ბრძანებაში და განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ირ---–---–------–---–ს რიგი პროექტების კოორდინაცია მოაკლდა, ხოლო რიგი პროექტებისა მან გაინაწილა სხვა პირებთან ერთად; კერძოდ, მის საკოორდინაციო პროექტებს აღარ წარმოადგენდა: ა) მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტი (KRRIP) და ბ) ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველო ა/ბ“. ამასთან, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მე-3 პროექტისა (SLRP III) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველო ა/ბ“ პროექტის კოორდინაცია მას დაევალა დეპარტამენტის თა------------------------–ის მოვალეობის შემსრულებელ ირ---–----------თან ერთად (ტ1. ს.ფ 63-64).

პირველი ინსტნაციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 21 აპრილის №76 ბრძანებით, საკურატორო სტრუქტურული ერთეულების დაქვემდებარების შესაბამისად, ფუნქციები გადანაწილდა ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, მათ შორის ირ---–---–------–---–ს, შორის. ბრძანების მე-3 და მე-9 პუნქტების თანახმად, თა------------------------–ის - ირ---–---–------–---–ის უშუალო საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებად განისაზღვრა: ა) საერთაშორისო პროექტების სამმართველო და ბ) საავტომობილო გზების განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველო; მასვე დაევალა განახორციელოს მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებული დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტებისა ანდა მათი დაფინანსების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების განხორციელების კოორდინაცია, გარდა იმ პროექტებისა ან/და მათი დაფინანსების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებებისა, სადაც პროექტის ან/და ხელშეკრულების კოორდინატორად დეპარტამენტის მხრიდან განსაზღვრულია ან განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის (პროექტებისა ანდა მათი დაფინანსების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების კოორდინატორ) მოადგილეს ენიჭება შესაბამის დოკუმენტაციაზე (გარდა ხელშეკრულებებისა) ხელმოწერის უფლებამოსილება (ტ1.ს.ფ 17-19.).

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №1-- ბრძანებით განხორციელდა ცვლილება იმავე დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 21 აპრილის №76 ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც ირ---–---–------–---–ის საკურატორო სფეროები გადანაწილდა თავმჯდომარე - გი-----------------ესა და მის პირველ მოადგილეს - ნუ--------------ის უშუალო დაქვემდებარებაში; კერძოდ, თავმჯდომარეს დაექვემდებარა საავტომობილო გზების განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველო, ხოლო თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - საერთაშორისო პროექტების სამმართველო. ამავე ბრძანების „გ“ ქვეპუნქტით განხორციელებული ცვლილების მიხედვით, 2016 წლის 21 აპრილის №76 ბრძანების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციები, რომლის შესრულებაც ევალებოდა ირ---–---–------–---–ს, დაევალა თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - ნუ--------------ს (ტ1.ს.ფ. 22-23).

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 19 ივლისის №152 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 04 დეკემბრის №208 ბრძანება და იმავე დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს შორის თავიდან გადანაწილდა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ან/და მათი დაფინანსების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების განხორციელებაზე კოორდინაცია. განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2014 წლის 04 დეკემბრის №208 ბრძანებით ირ---–---–------–---–ისათვის გადაცემული საკოორდინაციო პროექტები ან/და შესაბამისი ხელშეკრულებები დამატებით გადაეცათ დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა მოადგილეებს, კერძოდ, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ნუ-----------------ს: ა) მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული: ა.ა.) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მე-2 პროექტი (SLRP II); ა.ბ.) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მე-3 პროექტი (SLRP III); ა.გ.) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-4 პროექტი (EWHIP4); ა.დ.) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP); ბ) იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (EWHIP); იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-2 პროექტის დამატებითი დაფინანსება; ხოლო თა------------------------–ეს ირაკლი ხერგიანს: ა) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საგზაო კორიდორის საინვესტიციო პროგრამა (RCIP); ბ) ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველო ა/ბ. (ლოტი 1, ლოტი 2, ლოტი 3, ლოტი 4); გ) მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-3 პროექტის დამატებითი დაფინანსება (TEWHIP/AF) (ტ.1 ს.ფ. 54-55).

სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2016 წლის 28 ივლისის №5----- მოხსენებითი ბარათის თანახმად, იმავე დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 04 დეკემბრის №208 ბრძანების შესაბამისად, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საგზაო კორიდორის საინვესტიციო პროგრამის (RCIP) კოორდინაცია ევალებოდა დეპარტამენტის თა------------------------–ეს - ირ---–---–------–---–ს. ასევე, დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული შეუთანხმებლობის გამო, კონტრაქტორმა მიმართა დავების საბჭოს, კერძოდ, კონტრაქტორი ორგანიზაცია ითხოვდა 24 243 804 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურებას, საიდანაც ინჟინერი დაეთანხმა მხოლოდ 4 838 218 ლარის ანაზღაურებას. დავების საბჭოში წარდგენილი საჩივრით კონტრაქტორმა მთლიანობაში მოითხოვა 2 026 426,18 ლარის გადახდა. დავების განმხილველმა საბჭომ კონტრაქტორის პრეტენზიების გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, დეპარტამენტს დააკისრა ჯამში 879 333,48 ლარის გადახდა კონტრაქტორის სასარგებლოდ და ფინანსური საურავი დამტკიცებულ პრეტენზიებზე - 114 842,97 ლარი და 30 581,78 ლარი. დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებები დეპარტამენტმა ჩაიბარა სხვადასხვა დროს, მათი გამოტანის შესაბამისად, კერძოდ, 2016 წლის 11 თებერვლიდან 2016 წლის 25 მარტამდე პერიოდში. დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებები შევიდა ძალაში და გასაჩივრების 28 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ისინი შესასრულებლად სავალდებულო გახდა (ტ.1. ს.ფ. 101-106).

იმავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, დეპარტამენტის თა------------------------–ის ირ---–----–------–---–ის უფლებამოსილება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მენეჯმენტის კუთხით არ მოიცავდა დავების განმხილველი საბჭოს მიერ დეპარტამენტისათვის დაკისრებული თანხის გასაჩივრების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტას და აღნიშნული, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, წარმოადგენდა დეპარტამენტის თავმჯდომარის, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, პირველი მოადგილის უფლებამოსილებას. თუმცა უფლებამოსილი პირის ინფორმირება უნდა განეხორციელებინა ირ---–---–------–---–ს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ირ---–---–------–---–ის მოხსენებითი ბარათით იმავე დეპარტამენტის თავმჯდომარეს განემარტა, რომ 2016 წლის 15 ივლისის №1-- ბრძანების შესაბამისად, მას ჩამორთმეული ჰქონდა ყველა სამსახურებრივი ფუნქცია, რის გამოც მის სახელზე კორესპოდენცია აღარ შედიოდა. ამასთან, მიუხედავად კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან 20 მლნ ლარის მოთხოვნისა, მისი ხელმძღვანელობით თანამშრომლების კარგი მუშაობის შედეგად, გადასახდელი თანხა განისაზღვრა 879 333 ლარის ოდენობით და ფინანსური საურავის სახით. მისივე განმარტებით, მართალია პროექტის ხელმძღვანელობა მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა, მაგრამ როგორც დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის მოხსენებითი ბარათიდანაც იკვეთებოდა, დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზანშეწონილობა არ იყო მისი გადასაწყვეტი. ამასთან, ვიდრე თანხის გადახდა განხორციელდებოდა, მან ინფორმირება მოახდინა როგორც სხვა სამმართველოების (კერძოდ, გადაწყვეტილებების მასალები მან გადააწერა უცხოური პროექტების სამმართველოს, მშენებლობისა და რეკონსტრუქცია- მოდერნიზაციის სამმართველოს, ფინანსური მართვის სამმართველოს), ასევე უშუალოდ თავმჯდომარისა. შესაბამისად, თავმჯდომარის სიტყვიერი თანხმობის შემდეგ, განხორციელდა ზემოთ მითითებული თანხების გადახდა.

სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 29 ივლისის №პ--- ბრძანებით, ამავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2016 წლის 28 ივლისის №5----- მოხსენებითი ბარათისა და თა------------------------–ის ირ---–----–------–---–ის 2016 წლის 29 ივლისის №5----- მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის მიმართ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „გაფრთხილება“ (ტ.1.ს.ფ. 200-203; ს.ფ. 110).

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს იმავე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 08 აგვისტოს №2------ წერილით ეცნობა, რომ როგორც საქმეში არსებული მასალების, მათ შორის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნებითა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლების (მათ შორის თა------------------------–ეების: ნუ--------------ის და ირ---–---–------–---–ის, სამმართველოების უფროსების და სხვა) ახსნა-განმარტებების შესწავლა-შეფასების შედეგად მიჩნეულ იქნა, აღნიშნული დეპარტამენტის ცალკეულმა თანამშრომლებმა და ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა არაჯეროვნად შეასრულეს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, კერძოდ,№E--------------, №E--------------- № E-------------- ხელშეკრულებების ფარგლებში არ გადაამოწმეს ერთობლივი საწარმო „TODINI Construzioni Generali S.p.a. & Takenaka Civil Engineering & Construction Co. LTD“-ის მიერ არასწორად წარდგენილი და ზედამხედველობის განმახორციელებელი ფირმა JV PADECO CO., LTD-ს მიერ, ასევე, არასწორად დამოწმებული გადახდის სერტიფიკატებში მოცემული ფასების ინდექსაციების გაანგარიშებები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გამოყენებული იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა მიერ დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო დადგა არასასურველი შედეგი, ამასთან არსებული სიტუაციის გამოსწორების ეფექტური ღონისძიებების გატარება იქნა დასახული (ტ.1.ს.ფ.178-193).

პირველი ინსტანციის საამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2016 წლის 09 აგვისტოს №6133-2 მოხსენებითი ბარათის თანახმად ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ცალკეული თანამშრომლებისა და ხელმძღვანელი პირების მიმართ, ვინც არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა, გამოყენებული უნდა იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობა. ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, აუდიტის მიერ გამოკითხულ პირთაგან ირ---–---–------–---–ის მიმართ უკვე მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „გაფრთხილება“, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო. ამასთან, სახდელის დადებიდან ერთი წელი არ იყო გასული და უფლებამოსილი პირის მიერ ვადაზე ადრე არ ჰქონდა მოხსნილი, შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის მიმართ შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ იგივე ან უფრო მკაცრი ზომა.(ტ.1.ს.ფ.195-196).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 09 აგვისტოს №პ--- ბრძანებით, იმავე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თე---------------ის 2016 წლის 08 აგვისტოს №2809-1 წერილის, იმავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის ფი--------------ის 2016 წლის 09 აგვისტოს №6133-2 მოხსენებითი ბარათის და ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 29 ივლისის №პ--- ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თა------------------------–ე - ირ---–----–------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან,2016 წლის 09 აგვისტოდან (ტ.1.ს.ფ.111).

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცსო კოდექსის მე-2, მე-4, მე-17 და 22-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი და აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №1--, 2016 წლის 29 ივლისის №პ--- და 2016 წლის 09 აგვისტოს№პ--- ბრძანებები, ირ---–---–------–---–ისათვის ფუნქციების ჩამორთმევის, მის მიმართ

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების გამოყენებისა და

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, 23-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 24-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე.

სასამართლომ ასევე იმსჯელა გამომდინარეობდა თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის - ირ---–---–------–---–ის მოთხოვნები სამსახურში აღდგენასთან, იძულებითი განაცდურის, გამოუყენებელი შვებულების თანხისა და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის ირ---–---–------–---–ის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო აქტებით მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, რაც გამოიხატა იმავე გარემოებებში მყოფი პირებისაგან - სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც გამოიხატა ჯერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების ჩამოცილებაში, ამის შემდეგ არაჯეროვნად სამუშაოს შესრულების მოტივით მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასა და საბოლოოდ, სამსახურისაგან გათავისუფლებაში. შესაბამისად, მან მოითხოვა დისკრიმინაციის მსხვერპლად ცნობა პოლიტიკური ნიშნით, რასაც ამყარებს ხელმძღვანელის მიერ გამოთქმული მოსაზრება (დამოკიდებულება) წინა ხელისუფლების დროს დანიშნული კადრის მიმართ.

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 30-ე მუხლები, საქართველოს შრომის კოდექსის, მე-2 მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლი და მიუთითა, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19). (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

მითითებლი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. ამდენად, სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. იმავე ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა სასამართლოში მხარეთა ახსნა-განმარტებებითაც.

პირველი ინსტანციის სასამართლო არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამსახურებრივი ფუნქციებისაგან ჩამოშორების გამო, მის მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას პოლიტიკური ნიშნით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს გარემოება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დადგინდა, მით უმეტეს, რომ თავად მოსარჩელის განმარტებით, იგი არ გამოირჩეოდა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერ პირად და ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და მიუთითა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. კერძოდ, კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს პირმა არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება. მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის პირმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ დავაში ასეთი სიკეთე უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უფლება, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. აღნიშნული სიკეთის ხელყოფის ვარაუდი კი დადასტურებული უნდა იქნეს მოსარჩელის მიერ, და უნდა იყოს დადგენილი, რომ მისმა ხელყოფამ გამოიწვია ზიანის მიყენება, რაც საბოლოოდ სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დადგინოს უფლების დარღვევა ან უარყოს მისი დარღვევის ფაქტი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობიდან და დასტურდებოდეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, სახეზე არ არის.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ირ---–---–------–---–ის მიმართ განსხვავებული მოპყრობა - დისკრიმინაცია და შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც ორივე სასარჩელო მოთხოვნა - დისკრიმინაციის მსხვერპლად ცნობა და მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ ირ---–---–------–---–ი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებაში, კერძოდ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში მუშაობდა თა------------------------–ედ და იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას იხელმძღვანელა ასევე სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“, მე-3, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლებით; ასევე მითითებულ პერიოდში მოქმედი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული და განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტებით, ასევე იმავე დებულების მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით.

სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს თუ რა წარმოდგენს დისციპლინურ გადაცდომას, ასევე გამოიყენა ამავე კანონის 79-ე და 99-ე მუხლები.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილი გარემოებებია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 29 ივლისის №პ--- ბრძანებით, ამავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2016 წლის 28 ივლისის №5----- მოხსენებითი ბარათისა და თა------------------------–ის ირ---–---–------–---–ის 2016 წლის 29 ივლისის №5----- მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის მიმართ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა -„გაფრთხილება“; ზემოხსენებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ირ---–---–------–---–ის მიმართ მითითებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების მიზეზი გახდა იმ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, რომელიც იმ პერიოდისათვის კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №1-- და 2016 წლის 19 ივლისის №152 ბრძანებებით. აღნიშნული მოხსენებითი ბარათებით დგინდება, რომ მიუხედავად კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან 20 მლნ ლარის მოთხოვნისა, დავების განმხილველი საბჭოს მიერ მათ დაეკისრათ 879 333,48 ლარისა და ფინანსური საურავის გადახდა. აღსანიშნავია, რომ ეს გარემოება სადავო არ გამხდარა თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და დავის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილად მიჩნევის საკითხი, კერძოდ, დეპარტამენტი ეთანხმებოდა ამ ვალდებულებას თუ აპირებდა უფლებამოსილ ორგანოში გასაჩივრებას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილებები დეპარტამენტმა ჩაიბარა სხვადასხვა დროს, მათი გამოტანის შესაბამისად, კერძოდ, 2016 წლის 11 თებერვლიდან 2016 წლის 25 მარტამდე პერიოდში. დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებები გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ შევიდა ძალაში და შესასრულებლად სავალდებულო გახდა. სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაპყრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2016 წლის 28 ივლისის №5----- მოხსენებით ბარათზე, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული დავის საგანი წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის უფლებამოსილებას, კერძოდ, ამ მოხსენებითი ბარათის თანახმად, დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზანშეწონილობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლება არის მხოლოდ დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის კომპეტენცია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის, რაც სცდებოდა მოსარჩელის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მისი შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. მით უმეტეს, რომ თავად მოსარჩელის მიერ მოხსენებით ბარათში გაკეთებული განმარტების თანახმად, ვიდრე თანხის გადახდა განხორციელდებოდა, მან ინფორმირება მოახდინა როგორც სხვა სამმართველოების (კერძოდ, გადაწყვეტილებების მასალები მან გადააწერა უცხოური პროექტების სამმართველოს, მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამმართველოს, ფინანსური მართვის სამმართველოს), ასევე უშუალოდ თავმჯდომარისა, რომლის სიტყვიერი თანხმობის შემდეგ, განხორციელდა ზემოთ მითითებული თანხების გადახდა. აღსანიშნავია, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი, კერძოდ, არ დგინდება ირ---–---–------–---–ის მიერ გადაწყვეტილებების მიღების დამალვის ფაქტი იმ დროს, როდესაც იგი კორესპოდენციას იღებდა, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თა------------------------–ე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №2/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული და განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ მე-2 მუხლზე და ასევე ამავე დებულების მე-3 მუხლის ,,დ’’ ქვეპუქნტზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თე---------------ის 2016 წლის 08 აგვისტოს №2809-1 წერილით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალების, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება პირადად ირ---–---–------–---–ის მიერ მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შედეგად ფასების ინდექსაციების არასწორად გაანგარიშებები. მით უმეტეს, როდესაც ორივე მხარე თანხმდება იმ გარემოებაზე, რომ ფასების ინდექსაციების გაანგარიშება ემყარებოდა სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნებს (ექსპერტიზის დასკვნებს). სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც კი, დაუსაბუთებლია მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომის - „სამსახურიდან გათავისუფლების“ გამოყენება; მით უმეტეს, რომ მას წინა დისციპლინური სახდელი - „გაფრთხილება“ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჰქონდა დაკისრებული. სასამართლომ ჩათვალა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.

სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე.

სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომგამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველიდა მე-2 ნაწილები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი და 33-ე მუხლი.

სასამართლომ დასაბუთებულად ცნო მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/3/630 გადაწყვეტილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ დასაბუთებლად მიიჩნია და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება; იქვე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, საქმი N ბს-35-34(2კ-2კს-16); საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებაშა, საქმის N ბს-400-395 (2კ-16). სასამართლომ ჩათვალა, ვინაიდან მოსარჩელე ირ---–---–------–---–ს დამსაქმებლის მიზეზით შეეზღუდა უფლება ესარგებლა ანაზღაურებადი შვებულების დარჩენილი ნაწილით, ამიტომ მას უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ გამოუყენებელი შვებულება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; აღნიშნული სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შესაბამისად, ირ---–---–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მე-2 პუნქტის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №1-- ბრძანება, ირ---–---–------–---–ისთვის ფუნქციების ჩამორთმევის ნაწილში. აპელანტი თვლის, რომ ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს იურიდიულ დასაბუთებას, ვინაიდან სასამართლომ არ განმარტა რა საფუძვლით არის მოცემული აქტი ბათილი. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 პრიმა მუხლით, თუმცა მასში არ არის მითითებული, რომელი კანონი დაარღვია დეპარტამენტის თავმჯდომარემ აქტის გამოცემისას ან კანონის რა მოთხოვნა არ აქვს მითითებული, რაც განპირობებულია უპირველესად, ფაქტობრივი გარემოებების და დეპარტამენტის სადავო პერიოდში მოქმედი დებულების უგულებელყოფით, რადგან აღნიშნული დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტი, იმავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ცხადყოფენ, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარეს ქონდა დისკრეციული უფლებამოსილება გარკვეული ფუნქციები გადაენაწილებინა მოადგილეებს შორის, მათ შორის შეეცვალა მოადგილეებს შორის ფუნქციები ან სხვაგვარად განესაზღვრა იგი ვიდრე მათ ჰქონდათ 2016 წლის 21 აპრილის №76 ბრძანებით. აპელანტი აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას რა სახის ფუნქცია უნდა დაეკისროს კონკრეტულ მოადგილეს; შესაბამისად, თავისთავად ის ფაქტი, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 21 აპრილის №76 ბრძანებაში მოსარჩელე არ იყო განსაზღვრული რომელიმე სამსახურის ან დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტის კურატორად, არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელეს ფუნქციები არ ჰქონდა დაკისრებული და ავტომატურად ის იყო უფუნქციო. აპელანტი აღნიშნავს, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №1-- ბრძანებაში, რომელიც სასამართლომ ბათილად ცნო ირ---–---–------–---–ისათვის ფუნქციების ჩამორთმევის ნაწილში, ირ---–---–------–---–ზე მითითება არ არის, შესაბამისად, აპელანტს გაურკვევლად მიაჩნია, რა ნაწილში ცნო სასამართლომ აღნიშნული ბრძანება ბათილად. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, ამ ბრძანებაში ირ---–---–------–---–ისთვის ფუნქციების ჩამორთმევაზე კი არ არის მითითებული; არამედ აღნიშნულია,რომ თავმჯდომარის 2017 წლის 21 აპრილის №76 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ აღნიშნული ეჭვქვეშ დააყენა 2016 წლის 15 ივლისის შემდეგ შესაბამისი მოადგილეების მიერ მიღებული გადაწყვეტიელება, კომუნიკაციას საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები, საინჟინრო გადაწყვეტილებები და აღნისნულია, რომ იმ მოადგილეებს, რომლებსაც საკოორდინაციოდ გადაეცათ 2016 წლის 15 ივლისამდე ირ---–---–------–---–ის კოორდინაციაში არსებული პროექტები და სტრუქტურული ქვედანაყოფები არ ჰქონდათ შესაბამისი ქმედებების განხორციელების უფლება.

აპელანტს დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივლისის №პ--- ბრძანება ირ---–---–------–---–ის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების გამოყენების შესახებ; აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად ცნო ბათილად აღნიშნული ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 -ე, 32-ე და 34-ე მუხლებით; ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, მოსარჩელის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა იმ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, რომელიც ამ პერიოდისათვის მას ჩამორთმეული ქონდა; თვით სასამართლომ მიუთითა, რომ დავების საბჭოს გადაწყვეტილებები დეპარტამენტმა ჩაიბარა სხვადასხვა დროს 2016 წლის 11 თებერვლიდან 2016 წლის 25 მარტამდე პერიოდში. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელე ახორციელებდა იმ პროექტების კოორდინაციას, რომელთა შეუსრულებლობაზეც მას დაეკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა. აპელანტს არასწორად მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ დეპარტამენტი მოსარჩელეს დარღვევას ედავება იმ პერიოდისათვის, როდესაც მას უკვე არ ჰქონდა ის ფუნქცია, რომელიც უნდა შეესრულებინა. აპელანტი თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით აშკარაა, რომ მოსარჩელეს უნდა დაეყენებინა დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზანშეწონილობაზე საკითხი მისი ფუნქციების შეცვლის პერიოდამდე; აღნიშნული ფუნქცია არ შეასრულა მან სწორედ იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნულის ვალდებულება ჰქონდა განსაზღვრული მისთვის განსაზღვრული საკურატორო პროექტიდან გამომდინარე; აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით შემხებლობა მოსარჩელეს არ ჰქონდა. აპელანტი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს გადაცემული ჰქონდა პროექტი სამართავად, რატომ არ შეიძლება ყოფილიყო ვალდებული დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე დაესვა საკითხი დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზანშეწონილობის თაობაზე. აპელანტი აღნიშნავს, რომ სწორედ ირ---–---–------–---–ი წარმოადგენდა იმ პირს, რომელიც მართავდა იმ პროექტს, რომელთან დაკავშირებითაც დავების განმხილველი საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, სწორედ ის მონაწილეობდა პროცესში და შესაბამისად მასვე უნდა დაესვა დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე საკითხი დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზანშეწონილობის თაობაზე. აპელანტი აღნიშნავს, როცა სასამართლო მიიჩნევს, ირ---–---–------–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არასწორად იქნა გამოყენებული, იმავე სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, მაშინ რა შედეგი მოუტანა დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობამ დეპარტამენტს და რეალურად თავად მოსარჩელის ქმედებამ ხომ არ გამოიწვია საერთოდ დეპარტამენტისთვის თანხის დაკისრება. აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ ცალმხრივად და არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ამ არასწორ შეფასებაზე დაყრდნობით განახორციელა შემდგომ სამართლებრივი შეფასება.

აპელანტს არასწორად მიაჩნია სასამართლოს მიერ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 29 ივლისის Nპ--- ბრძანების ბათილად ცნობა და აღნიშნავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა კანონზე, რომელიც ასაბუთებს ბრძანების უკანონობას, შესაბამისად სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებებში, ვინაიდან დეპარტამენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი გამოცემის და მომზადებისას არ დარღვეულა კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტს, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 09 აგვისტოს №პ--- ბრძანება ირ---–---–------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რადგან თვლის, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი მტკიცებულებები, რომელიც შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს, მათ შორის აუდიტის დასკვნის მომზადებისას. აპელანტი აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე №ბს-184-183(კ-16).

აპელანტს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი, რომლის შესაბამისად დეპარტამენტს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ირ---–---–------–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. აპელანტი თვლის, ვინაიდან არ არსებობს ირ---–---–------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 09 აგვისტოს №პ--- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს, რადგან არ არსებობს ირ---–---–------–---–ის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი ითვალისწინებს თუ არა სამართლებრივ საფუძველს ირ---–---–------–---–ის თანამდებობაზე აღსადგენად და აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა კანონზე, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს, პირის თანამდებობაზე აღსადგენად, ვინაიდან სამსახურში აღდგენა უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

ირ---–---–------–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ „ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის „ბ“ პუნქტის, იმავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე იმავე კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინება.

აპელანტი მიუთითებს, რომ თანამდებობა, რომელიც მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებობდა, ამჟამად არ არსებობს და მოხელე და სახელმწიფო მოსამსახურე განსხვავებული სტატუსის მქონე პირები არიან, შესაბამისად, ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენას, შესაბამისად, შეუძლებელი გახდება მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა და სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.

აპელანტი აღნიშნავს, რომ კანონი არ ითვალისწინებს, თუნდაც არსებული თანამდებობის პირობებში სხვა დასაქმებულის გათავისუფლების შესაძლებლობას.

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტებს,რომელთა შესაბამისად დეპარტამენტს დაევალა ირ---–---–------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 09 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და ასევე დაკმაყოფილდა ირ---–---–------–---–ის მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შეფასების შედეგად თვლის, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს,რ ომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 04 დეკემბრის №208 ბრძანებით, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ან/და მათი დაფინანსების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების განხორციელებაზე კოორდინაცია განაწილდა ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, მათ შორის ირ---–---–------–---–ს, შორის. ბრძანების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ირ---–------–------–---–ის საკოორდინაციო პროექტებად განისაზღვრა: ა) მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული: ა.ა.) კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტი (KRRIP); ა.ბ.) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მე-2 პროექტი (SLRP II); ა.გ.) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მე-3 პროექტი (SLRP III); ა.დ.) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-3 პროექტი (TEWHIP); ბ) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საგზაო კორიდორის საინვესტიციო პროგრამა (RCIP) (ტ1 ს.ფ 20-21).

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 05 ივნისის №88 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარეს ირ---–---–------–---–ს საკოორდინაციო პროექტებად განესაზღვრა: ა) მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული: ა.ა.) კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტი (KRRIP); ა.ბ.) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მე-2 პროექტი (SLRP II); ა.გ.) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მე-3 პროექტი (SLRP III); ა.დ.) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-3 პროექტი (TEWHIP); ბ) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საგზაო კორიდორის საინვესტიციო პროგრამა (RCIP); გ) ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველო ა/ბ“ (ტ1. ს.ფ 65-66). საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 16 ოქტომბრის №193 ბრძანებით ცვლილება შევიდა ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 04 დეკემბრის №208 ბრძანებაში და განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ირ---–---–------–---–ს რიგი პროექტების კოორდინაცია მოაკლდა, ხოლო რიგი პროექტებისა მან გაინაწილა სხვა პირებთან ერთად; კერძოდ, მის საკოორდინაციო პროექტებს აღარ წარმოადგენდა: ა) მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტი (KRRIP) და ბ) ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველო ა/ბ“. ამასთან, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მე-3 პროექტისა (SLRP III) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველო ა/ბ“ პროექტის კოორდინაცია მას დაევალა დეპარტამენტის თა------------------------–ის მოვალეობის შემსრულებელ ირ---–----------თან ერთად (ტ1. ს.ფ 63-64). საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 21 აპრილის №76 ბრძანებით, საკურატორო სტრუქტურული ერთეულების დაქვემდებარების შესაბამისად, ფუნქციები გადანაწილდა ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, მათ შორის ირ---–---–------–---–ს, შორის. ბრძანების მე-3 და მე-9 პუნქტების თანახმად, თა------------------------–ის - ირ---–---–------–---–ის უშუალო საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებად განისაზღვრა: ა) საერთაშორისო პროექტების სამმართველო და ბ) საავტომობილო გზების განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველო; მასვე დაევალა განახორციელოს მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებული დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტებისა ანდა მათი დაფინანსების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების განხორციელების კოორდინაცია, გარდა იმ პროექტებისა ან/და მათი დაფინანსების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებებისა, სადაც პროექტის ან/და ხელშეკრულების კოორდინატორად დეპარტამენტის მხრიდან განსაზღვრულია ან განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის (პროექტებისა ანდა მათი დაფინანსების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების კოორდინატორ) მოადგილეს ენიჭება შესაბამის დოკუმენტაციაზე (გარდა ხელშეკრულებებისა) ხელმოწერის უფლებამოსილება (ტ1.ს.ფ 17-19.)

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №1-- ბრძანებით განხორციელდა ცვლილება იმავე დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 21 აპრილის №76 ბრძანებაში და ირ---–---–------–---–ის საკურატორო სფეროები გადანაწილდა თავმჯდომარე - გი-----------------ესა და მის პირველ მოადგილეს - ნუ--------------ის უშუალო დაქვემდებარებაში; კერძოდ, თავმჯდომარეს დაექვემდებარა საავტომობილო გზების განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველო, ხოლო თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - საერთაშორისო პროექტების სამმართველო; იმავე ბრძანების „გ“ ქვეპუნქტით განხორციელებული ცვლილების მიხედვით კი 2016 წლის 21 აპრილის №76 ბრძანების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციები, რომლის შესრულებაც ევალებოდა ირ---–---–------–---–ს, დაევალა თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - ნუ--------------ს (ტ1.ს.ფ. 22-23). საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 19 ივლისის №152 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 04 დეკემბრის №208 ბრძანება და იმავე დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს შორის თავიდან გადანაწილდა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ან/და მათი დაფინანსების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების განხორციელებაზე კოორდინაცია; აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, 2014 წლის 04 დეკემბრის №208 ბრძანებით ირ---–---–------–---–ისათვის გადაცემული საკოორდინაციო პროექტები ან/და შესაბამისი ხელშეკრულებები დამატებით გადაეცათ დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა მოადგილეებს, კერძოდ, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ნუ-----------------ს: ა) მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული: ა.ა.) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მე-2 პროექტი (SLRP II); ა.ბ.) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მე-3 პროექტი (SLRP III); ა.გ.) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-4 პროექტი (EWHIP4); ა.დ.) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP); ბ) იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (EWHIP); იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-2 პროექტის დამატებითი დაფინანსება; ხოლო თა------------------------–ეს ირაკლი ხერგიანს: ა) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საგზაო კორიდორის საინვესტიციო პროგრამა (RCIP); ბ) ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველო ა/ბ. (ლოტი 1, ლოტი 2, ლოტი 3, ლოტი 4); გ) მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-3 პროექტის დამატებითი დაფინანსება (TEWHIP/AF) (ტ.1 ს.ფ. 54-55).

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის სადავო ბრძანებით ყველა ის ფუნქცია, საკურატორო სტრუქტურული ერთეული ან/და საკოორდინაციო პროექტი, რომელიც ირ---–---–------–---–ს ჰქონდა გადაცემული, გადანაწილდა სხვა პირებს შორის; ასევე საქმის მასალებით არ დასტურდება, სადავო აქტის გამოცემის შემდეგ მოსარჩელის, როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თა------------------------–ის კომპეტენციის კონკრეტული შინაარსი. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს ირ---–---–------–---–ის, როგორც საჯარო მოსამსახურის უფლებების ხელყოფას.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №1-- ბრძანება ირ---–---–------–---–ისთვის ფუნქციების ჩამორთმევის ნაწილში ბათილად ცნო იმავე დეპარტამენტის სადავო პერიოდში მოქმედი დებულების უგულებელყოფით; აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტი, იმავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ცხადყოფს, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარეს ქონდა დისკრეციული უფლებამოსილება გარკვეული ფუნქციები გადაენაწილებინა მოადგილეებს შორის, მათ შორის შეეცვალა მოადგილეებს შორის ფუნქციები ან სხვაგვარად განესაზღვრა იგი ვიდრე მათ ჰქონდათ 2016 წლის 21 აპრილის №76 ბრძანებით. სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ მოტივთან დაკავშირებით ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, რომელშიც მოცემულია დისკრეციული უფლებამოსილებს ცნება; აღნიშნული ნორმის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე -6 მუხლით განსაზღვრულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომთუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის ნორმებით კი განმტკიცებულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის და გათვალისწინების სავალდებულოობის პრინციპი; კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილში აღნიშნულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; ხოლო იმაე მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებაში ( საქმე Nბს-757-753(კ-17) ) მითითებულია, რომ სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მითითებაზე იმის შესახებ, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის გამოცემა, არ ათავისუფლებს ორგანოს მისი სათანადოდ დასაბუთების, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის ვალდებულებისაგან, უფრო მეტიც, ორგანო ვალდებულია დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება მოახდინოს კანონით დადგენილი მიზნით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. (საქმე N ბს-316-314(კ-17) 09 ნოემბერი, 2017წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებაში (საქმე Nბს-757-753(კ-17) ) მითითებულია, რომ სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეულიკანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მითითებაზე იმის შესახებ, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის გამოცემა, არ ათავისუფლებს ორგანოს მისი სათანადოდ დასაბუთების, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის ვალდებულებისაგან, უფრო მეტიც, ორგანო ვალდებულია დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება მოახდინოს კანონით დადგენილი მიზნით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. (საქმე Nბს-316-314(კ-17) 09 ნოემბერი, 2017წ.). საყურადღებოა ასევე საკასაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად; დაუვვებელია ადმინისტრაციული ორგანოსგადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდდისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილებისკანონიერების შეფასებისასგამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტულისაკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუროგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერგანხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმიისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება, საქმე Nბს-681-677(კ-17) 19 ოქტომბერი, 2017 წელი); საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებულიპასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყოველკონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმიისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება, №ბს-525-512(კ 14)19 თებერვალი, 2015 წელი).

ამდენად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალზედ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება არ უნდა იწვევდეს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტს გასაჩივრებულ ბრძანებაში სრულად უნდა დაესაბუთებინა, თუ რა გარემოებების და კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა ირ---–---–------–---–ისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების სხვა პირთათვის გადაცემა, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ირ---–---–------–---–თან მიმართებაში სადავო აქტის გამოცემისას აპელანტის მიერ დარღვეული იქნა ზემოაღიშნული სამართლებრივი ნორმების მოთხოვნები, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სწორად ცნო ბათილად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №1-- ბრძანება ირ---–---–------–---–ისთვის ფუნქციების ჩამორთმევის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2016 წლის 28 ივლისის №5----- მოხსენებითი ბარათის თანახმად, იმავე დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 04 დეკემბრის №208 ბრძანების შესაბამისად, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საგზაო კორიდორის საინვესტიციო პროგრამის (RCIP) კოორდინაცია ევალებოდა დეპარტამენტის თა------------------------–ეს - ირ---–---–------–---–ს. დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული შეუთანხმებლობის გამო, კონტრაქტორმა მიმართა დავების საბჭოს, კერძოდ, კონტრაქტორი ორგანიზაცია ითხოვდა 24 243 804 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურებას, საიდანაც ინჟინერი დაეთანხმა მხოლოდ 4 838 218 ლარის ანაზღაურებას. დავების საბჭოში წარდგენილი საჩივრით კონტრაქტორმა მთლიანობაში მოითხოვა 2 026 426,18 ლარის გადახდა. დავების განმხილველმა საბჭომ კონტრაქტორის პრეტენზიების გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, დეპარტამენტს დააკისრა ჯამში 879 333,48 ლარის გადახდა კონტრაქტორის სასარგებლოდ და ფინანსური საურავი დამტკიცებულ პრეტენზიებზე - 114 842,97 ლარი და 30 581,78 ლარი. დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებები დეპარტამენტმა ჩაიბარა სხვადასხვა დროს, მათი გამოტანის შესაბამისად, კერძოდ, 2016 წლის 11 თებერვლიდან 2016 წლის 25 მარტამდე პერიოდში. დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებები შევიდა ძალაში და გასაჩივრების 28 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ისინი შესასრულებლად სავალდებულო გახდა სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, დეპარტამენტის თა------------------------–ის ირ---–----–------–---–ის უფლებამოსილება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მენეჯმენტის კუთხით არ მოიცავდა დავების განმხილველი საბჭოს მიერ დეპარტამენტისათვის დაკისრებული თანხის გასაჩივრების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტას და აღნიშნული, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, წარმოადგენდა დეპარტამენტის თავმჯდომარის, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, პირველი მოადგილის უფლებამოსილებას. თუმცა უფლებამოსილი პირის ინფორმირება უნდა განეხორციელებინა ირ---–---–------–---–ს.(ტ.1. ს.ფ. 101-106).

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპალაციო პალატა მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ირ---–---–------–---–ის მოხსენებითი ბარათით იმავე დეპარტამენტის თავმჯდომარეს განემარტა, რომ 2016 წლის 15 ივლისის №1-- ბრძანების შესაბამისად, მას ჩამორთმეული ჰქონდა ყველა სამსახურებრივი ფუნქცია, რის გამოც მის სახელზე კორესპოდენცია აღარ შედიოდა. ამასთან, მიუხედავად კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან 20 მლნ ლარის მოთხოვნისა, მისი ხელმძღვანელობით თანამშრომლების კარგი მუშაობის შედეგად, გადასახდელი თანხა განისაზღვრა 879 333 ლარის ოდენობით; მისივე განმარტებით, მართალია პროექტის ხელმძღვანელობა მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა, მაგრამ როგორც დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის მოხსენებითი ბარათიდანაც იკვეთებოდა, დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზანშეწონილობა არ იყო მისი გადასაწყვეტი. ამასთან, ვიდრე თანხის გადახდა განხორციელდებოდა, მან ინფორმირება მოახდინა როგორც სხვა სამმართველოების (კერძოდ, გადაწყვეტილებების მასალები მან გადააწერა უცხოური პროექტების სამმართველოს, მშენებლობისა და რეკონსტრუქცია- მოდერნიზაციის სამმართველოს, ფინანსური მართვის სამმართველოს), ასევე უშუალოდ თავმჯდომარისა. შესაბამისად, თავმჯდომარის სიტყვიერი თანხმობის შემდეგ, განხორციელდა ზემოთ მითითებული თანხების გადახდა.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 29 ივლისის №პ--- ბრძანებით, ამავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2016 წლის 28 ივლისის №5----- მოხსენებითი ბარათისა და თა------------------------–ის ირ---–----–------–---–ის 2016 წლის 29 ივლისის №5----- მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის მიმართ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება - „გაფრთხილება“ (ტ.1.ს.ფ. 200-203; ს.ფ. 110).

აპელანტს დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 29 ივლისის №პ--- ბრძანება ირ---–---–------–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენების შესახებ;აპელანტი თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით აშკარაა, რომ მოსარჩელეს უნდა დაეყენებინა დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზანშეწონილობაზე საკითხი მისი ფუნქციების შეცვლის პერიოდამდე.

სააპელაციო პალატა აპელანტის ზემოაღნიშნული მოტივის საფუძვლიანობის შესამოწმებლად ხელმძღვანელობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით; აღნიშნული მუხლით განმტკიცებული სამართლებრივი ნორმებით განმარტებულია, თუ რა წარმოდგენს დისციპლინურ გადაცდომას; იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ასეთია სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; იმავე მუხლის იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; ხოლო „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენსზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თითქოს არასწორად ჩათვალა, მოსარჩელეს არ ჰქონდა დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით შემხებლობა და აღნიშნული მის კომპეტენციას არ წარმოადგენდა. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2016 წლის 28 ივლისის №5----- მოხსენებით ბარათში პირდაპირაა მითითებული, დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზანშეწონილობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლება არის მხოლოდ დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის კომპეტენცია. (ტ. I.ს.ფ. 103). აღნიშნუიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, ის, რაც სცდებოდა მოსარჩელის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მისი შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. მოსარჩელის მიერ მოხსენებით ბარათში მითითებულია იმის შესახებ, ვიდრე აღნიშნული თანხის გადახდა განხორციელდებოდა, მან ინფორმირება მოახდინა როგორც სხვა სამმართველოების (კერძოდ, გადაწყვეტილებების მასალები მან გადააწერა უცხოური პროექტების სამმართველოს, მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამმართველოს, ფინანსური მართვის სამმართველოს), ასევე უშუალოდ თავმჯდომარისა, რომლის სიტყვიერი თანხმობის შემდეგ, განხორციელდა ზემოთ მითითებული თანხების გადახდა;(ტ.I. ს.ფ. 109); საყურადღებოა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 29 ივლისის №პ--- ბრძანება სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო ირ---–---–------–---–ისათვის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს იმავე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 08 აგვისტოს №2------ წერილით ეცნობა, რომ საქმეში არსებული მასალების, მათ შორის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნებითა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლების (მათ შორის თა------------------------–ეების: ნუ--------------ის და ირ---–---–------–---–ის, სამმართველოების უფროსების და სხვა) ახსნა-განმარტებების შესწავლა-შეფასების შედეგად გაირკვა, აღნიშნული დეპარტამენტის ცალკეულმა თანამშრომლებმა და ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა არაჯეროვნად შეასრულეს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, კერძოდ,№E--------------, №E--------------- № E-------------- ხელშეკრულებების ფარგლებში არ გადაამოწმეს ერთობლივი საწარმო „TODINI Construzioni Generali S.p.a. & Takenaka Civil Engineering & Construction Co. LTD“-ის მიერ არასწორად წარდგენილი და ზედამხედველობის განმახორციელებელი ფირმა JV PADECO CO., LTD-ს მიერ, ასევე, არასწორად დამოწმებული გადახდის სერტიფიკატებში მოცემული ფასების ინდექსაციების გაანგარიშებები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების იმ თანამშრომლების მიმართ გამოყენება, რომელთა მიერ დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო დადგა არასასურველი შედეგი, ამასთან არსებული სიტუაციის გამოსწორების ეფექტური ღონისძიებების გატარება იქნა დასახული (ტ.1.ს.ფ.178-193). საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2016 წლის 09 აგვისტოს №6133-2 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ცალკეული თანამშრომლებისა და ხელმძღვანელი პირების მიმართ, ვინც არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა, გამოყენებული უნდა იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობა. იმავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, აუდიტის მიერ გამოკითხულ პირთაგან ირ---–---–------–---–ის მიმართ უკვე მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „გაფრთხილება“სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; ამასთან, სახდელის დადებიდან ერთი წელი არ იყო გასული და უფლებამოსილი პირის მიერ ვადაზე ადრე არ ჰქონდა მოხსნილი, შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის მიმართ შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ იგივე ან უფრო მკაცრი ზომა.(ტ.1.ს.ფ.195-196). საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 09 აგვისტოს №პ--- ბრძანებით, იმავე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თე---------------ის 2016 წლის 08 აგვისტოს №2809-1 წერილის, იმავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის ფი--------------ის 2016 წლის 09 აგვისტოს №6133-2 მოხსენებითი ბარათის და ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 29 ივლისის №პ--- ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თა------------------------–ე - ირ---–----–------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან,2016 წლის 09 აგვისტოდან (ტ.1.ს.ფ.111).

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირ---–---–------–---–ის სამუშაოდან განთვისუფლების სამართლებრივ საფუძვლად აპელანტის მიერ მითითებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ამ ნორმის თანახმად სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. სააპელაციო პალატა განმარტავს, ვინაიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 29 ივლისის №პ--- ბრძანება სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო ირ---–---–------–---–ისათვის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ამიტომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის სადავო 2016 წლის 09 აგვისტოს №პ--- ბრძანების გამოცემის დროისთვის ირ---–---–------–---–ი უნდა ჩაითვალოს დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონე პირად.

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა; სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლისმე-3 პუნქტის თანახმად კი მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვ. დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, სასკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების მტკიცების ტვირთი.(საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებაში ( საქმე №ბს-843-839(კ-17) ).

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს იმის შესახებ, იმ დარღვევის გამო, რაც გახდა ირ---–---–------–---–ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თე---------------ის 08/08/2016 წლის N2------ წერილის საფუძველზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 09 აგვისტოს Nპ--- ბრძანებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსების მართვის სამმართველოს ფინანსური მენეჯმენტის და ანალიზის განყოფილების უფროსის რო-------------–-–---–ის, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 09 აგვისტოს Nპ/77 ბრძანებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსების მართვის სამმართველოს უფროსის დე------------–---–ის; საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 09 აგვისტოს Nპ/76 ბრძანებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ნუ--------------ის მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილებათა არაჯეროვნად შესრულებისთვის გამოყენებულ იქნა დისციპლინარული ღონისძიება გაფრთხილების სახით.

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომბილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 26 დეკემბრის N2--------- წერილზე, რომლითაც ირკვევა დეპარტამენტმა 2017 წლის 7 მარტის N1-------- წერილით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და ითხოვა დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში არასწორი ინდექსაციის შედეგად, კომოპანიისათვის დეპარტამენტის მიერ ზედმეტად ანაზღაურებული თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის N4------ მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის და აღნიშნული დასკვნის შედგენის მიზნით ჩატარებული მოკვლევის სრული მასალების სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნა. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2017 წლის 21 დეკემბრის N0------ წერილით დადასტურებულია რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ირ---–---–------–---–ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას; იმავე წერილში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ შესულა შეტყობინება საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ზემოაღნიშნულ წერილში დასმულ საკითხთან მიმართებით.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ირ---–---–------–---–ის თანამდებობიდან განთვისუფლების ლეგიტიმურ საფუძვლად არ უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი დისციპლინური გადაცდომა, რომელთა ჩადენის გამოც თანაბარ პირობებში ზემოხსენებული პირების მიმართ აპელანტმა უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება - გაფრთხილება გამოიყენა. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ერთის მხრივ სწორად მიუთითა, რომ ირ---–---–------–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას, რაც საფუძველი გახდებოდა სხვა დისციპლინური სახდელის გამოყენების გარეშე მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა, ხოლო მეორეს მხრივ, იმავე სასამართლოს არ გამოურკვევია და გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თე---------------ის 08/08/2016 წლის N2------ იმავე წერილის საფუძველზე ზემოხსენებული პირების მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილებათა არაჯეროვნად შესრულებისთვის გამოყენებული იქნა დისციპლინარული ღონისძიება გაფრთხილების სახით. ამიტომ სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ირ---–---–------–---–ის საქმიანობაში შესაძლოდ გამოვლენილი გადაცდომები არ უნდა დარჩეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეაგირების გარეშე, კერძოდ მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სამსახურიდან განთავისუფლების ნაცვლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება.

სააპელაციო სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები; ამ ნორმის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გაითვალისწინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანი სასამართლო პრაქტიკის განმარტება, რომლის თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლს სასამართლო იმ შემთხვევაშიც იყენებს, როდესაც აშკარაა და სასამართლოს დასაბუთებიდან ცალსახადაა ადმინისტრაციული აქტის უკანონობა და დარღვეული უფლებების ფაქტი, მაგრამ იმის გამო, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა

ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, ამიტომ დისკრეციას მიკუთვნებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ეყრდნობა 32.4 მუხლს და ადმინისტრაციულორგანოს უტოვებს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას. (იხ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, საქმე 166-165(კ-16) 14 ივლისი, 2016 წელი). სააპელაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა იმავე დეპარტამენტის თა------------------------–ის არა მხოლოდ განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტა, არამედ აღნიშნული პირისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ირ---–---–------–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; ასევე დაევალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ირ---–---–------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან -2016 წლის 09 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; დაკმაყოფილდა ირ---–----–------–---–ის მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების თანხის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 09 აგვისტოს №პ--- ბრძანება ირ---–---–------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამიტომ შესაბამისად უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ირ---–---–------–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების, ირ---–---–------–---–ის სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 09 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების და მოსარჩელის გამოუყენებელი შვებულების თანხის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის დაკისრების ნაწილში. ( საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის2017 წლის 25 აპრილის განჩინება საქმე Nბს-883-875(3კ-16); საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის2017 წლის 29 მარტის განჩინება, საქმე #ბს-111-110(კ-17) ). ამდენად, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ზემოხსენებული მოთხოვნების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ უცვლელი უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ირ---–---–------–---–ისთვის სახელმწიფო ბაჟის თანხების დაბრუნების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 09 აგვისტოს №პ--- ბრძანება ირ---–---–------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რომლითაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ირ---–---–------–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, რომლითაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა ირ---–---–------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 09 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

 

5. ირ---–---–------–---–ი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

6. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 9 აგვისტოს Nპ--- ბრძანება ირ---–---–------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

7. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 15 ივლისის №1-- ბრძანება, ირ---–---–------–---–ისათვის ფუნქციების ჩამორთმევის ნაწილში.

 

8. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივლისის №პ--- ბრძანება ირ---–---–------–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების გამოყენების შესახებ.

 

9. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი, მოსარჩელე ირ---–---–------–---–ისთვის სახელმწიფო ბაჟის თანხების დაბრუნების თაობაზე.

 

10. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი, რომლითაც დაკმაყოფილდა ირ---–----–------–---–ის სარჩელი გამოუყენებელი შვებულების თანხის სრულად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის დაკისრების შესახებ და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მის: თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა) აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში.

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე