განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.05.2018
საქმის ნომერი
110210014531916
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110210014531916

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

სა---------–--- სახელით

 

საქმე №2ბ/355-16 04 მაისი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ლაურა მიქავა

მოსამართლეები თამარ სვანიძე ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე

 

აპელანტები წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - ა--------------- მ--–----------ე სს „ს-------------------------“ მ--------------–-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ შრომითი დასახიჩრების შედეგად სარჩოს მიღება

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

-ა--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მოსარჩელე ა--------------- 2013 წლის 27 სექტემბრიდან მუშაობდა სს ,,სა---------–--- რკ------ის’’ სადგურ ზ------------ მ---------–-- შემადგენლად. შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა უვადოდ და განესაზღვრა ყოველთვიური სარგო 750 ლარის ოდენობით;

 

2.2. მოსარჩელე ა---------------მ 2014 წლის 12 თებერვალს სადგურ ზ----------–-, შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო ტრავმა;

 

2.3. მიღებული ტრავმის შედეგად ა---------------მ დაკარგა საერთო შრომის უნარის 70 პროცენტი და შრომის უნარის დაკარგული ოდენობის აღდგენა შეუძლებელია;

 

2.4. 2014 წლის 28 თებერვალს ზ------------ რაიონული პროკურორის მოადგილის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება რკ------ის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ა--------------ის სხეულის დაზიანების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. დადგენილება არ გასაჩივრებულა.

 

2.4. 2014 წლის 12 თებერვალს რკ------ის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ა--------------ის სხეულის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 12 თებერვალს ზ----------–-, რკ------ის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მ---------–-- შემადგენელმა ა---------------მ, მისივე დაუდევრობით, ვაგონიდან ჩამოვარდნის დროს, ვაგონის ბორბლის გადავლის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოყვა ამპუტაცია მუხლსა და კოჭს შორის. გამოძიების შედეგად ცალსახად გამოიკვეთა ა----------ის დაუდევრობა და გამოირიცხა ვინმეს მხრიდან მისი სხეულის დაზიანებაში ბრალეული ქმედება;

 

2.5. მოსარჩელე ა----------ის მიერ განცდილ ზიანში (სხეულის დაზიანებაში, საერთო შრომისუნარის 70%-ით დაკარგვაში) არ დადგინდა მოპასუხის სს ,,სა---------–--- რკ------ის’’ ბრალეულობა - არამართლზომიერი ქმედების, მისი განზრახვის ან გაუფრთხილებლობის შედეგად. ა.ნე--------მ თავად არ დაიცვა პირადი უსაფრთხოების ნორმები და ვერ გამოიჩინა სათანადო ყურადღება მანევრების წარმოებისას;

 

2.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ პირს (მოცემულ შემთხვევაში - სს ,,ს-------------------------ს’’) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ: 1. არსებობს ზიანი; 2. ზიანი მიყენებულია მოცემული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; 3. ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოცემულ პირს, როგორც ზიანის მიმყენებელს. აღნიშნული პირობებიდან: დადგენილია ზიანი, თუმცა ვერ დადგინდა ვინმეს, კონკრეტულად, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვერ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის რომელიმე (მართლსაწინააღმდეგო) ქმედებასა და ა----------ისათვის მიყენებულ ზიანს შორის, ვერ დადგინდა მოპასუხის ბრალი. მოპასუხემ დაამტკიცა, დამდგარ ზიანში მისი ბრალის არ არსებობა. დადგინდა, რომ ზიანი დადგა უშუალოდ მოსარჩელე ა----------ის გაუფრთხილებლობითა და პირადი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით, კერძოდ, სამანევრო შემადგენლობის გადაადგილების დროს ვაგონის საფეხურზე დგომისას ვერ შეიმაგრა თავი და ჩამოვარდა ვაგონიდან. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელი პირობები: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და პირის ბრალი;

 

2.7. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან, მისი მოვალეობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულს ადასტურებს უბედური შემთხვევის აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელე ა.ნე--------ს ჩაუტარდა ინსრუქტაჟი და უსაფრთხოების საკითხების სწავლება - შესავალი ინსრუქტაჟი 2007 წლის 17 აგვისტოს, პროფესიის სწავლება 2014 წლის 4-5 თებერვალს, პირველადი ისნრუქტაჟი 2007 წლის 17 აგვისტოს, ხოლო განმეორებითი - 2014 წლის 11 თებერვალს, ე.ი. უბედური შემთხვევის მოხდენის წინა დღეს;

 

2.8. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაზეც ამყარებს თავის სარჩელს, ხოლო მოპასუხე სს ,,ს-------------------------’’-მ დაუსაბუთა სასამართლოს შესაგებელში მოცემული პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ცალსახად ემხრობა მოპასუხეს, იგი უარყოფს მათ ბრალეულობას და მას ადანაშაულებს. აღნიშნავს, რომ თითქოს მან დაარღვია დაცვისა და უსაფრთხოებიების წესები, კერძოდ, სამანევრო შემადგენლობის გადაადგილების დროს ვაგონის საფეხურზე დგომისას ვერ შეიმაგრა თავი და ჩავარდა ვაგონიდან ლიანდაგზე. ამას აფიქსირებს, მაშინ როდესაც ის უბედურ შემთხვევამდე 10 დღე მუშოაბდა მისი და ზ------–---–-- ნაცვლად, ორი დატვირთვით, გადაღლილი, სამსახურში იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში, ხოლო უბედური შემთხვევა გამოიწვია ელმავლის ზედმეტი აჩქარების გამო ვაგონის გადაჭარბებულმა რყევამ, თორემ ის შეურაცხადი ხომ არ იყო, რომ ფხიზელ მდგომერეობაში ლიანდაგს ჩავარდნოდა და ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს სარჩენი, თავი დაესახიჩრებინა და დაინვალიდებულიყო, მაშინ როდესაც უბედური შემთხვევის წინა დღეს მას ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი ე.ი. ჩააბარა გამოცდა მის საქმიანობაშიც, რაც თავად დამსახიჩრებელი ორგანიზაციის მიერ შედგენილი აქტის 9.3. პუნქტიდანაც დასტურდება. მოსამართლე მისი სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ძირითად მოტივად ასახელებს უბედური შემთხვევის აქტს, რომლის არსებობისას და მნიშვნელობის შესახებ ის რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, მისი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გაიგო, რასაც არ ეთანხმება და გაასაჩივრა კიდეც;

 

3.2. სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 35-ე და 44-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 992-ე მუხლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ა---------------მ 2014 წლის 12 თებერვალს სადგურ ზ----------–-, შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო ტრავმა. მიღებული ტრავმის შედეგად ა---------------მ დაკარგა საერთო შრომის უნარის 70 პროცენტი და შრომის უნარის დაკარგული ოდენობის აღდგენა შეუძლებელია;

 

4.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 12 თებერვალს რკ------ის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ა--------------ის სხეულის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 12 თებერვალს ზ----------–-, რკ------ის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მ---------–-- შემადგენელმა ა---------------მ, მისივე დაუდევრობით, ვაგონიდან ჩამოვარდნის დროს, ვაგონის ბორბლის გადავლის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოყვა ფეხის ამპუტაცია მუხლსა და კოჭს შორის;

 

4.3. სა---------–--- შრომის კოდექსის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. დამსაქმებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე;

 

4.4. სა---------–--- შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სა---------–--- კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

4.5. სა---------–--- სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი;

 

4.6. სა---------–--- სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი წარმოიშვა საავიაციო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს;

 

4.7. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად, ეკისრება. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშული ნორმიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად, ბრალის მიუხედავად, დგება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სსკ-ის 414-ე მუხლის,პირველი წინადადების თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ;

 

4.8. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი). სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს“ (იხ. სუსგ №ას 504-481-2016, 30.09.2016წ; შდრ. №ას-594-652, 06.11. 2015 წ; №ას494=463, 09.11.2010 წ; №ას-39-38-10, 1507.2010 წ.);

 

4.9. მოცემული განმარტებებიდან გამომდინარე, პალატა მიუთითებს, რომ პირველი ისნტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად იქნა განმარტებული სამართლებრივი ნორმა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ ა.ნე--------მ 2014 წლის 12 თებერვალს სადგურ ზ----------–-, შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო ტრავმა, კერძოდ, რკ------ის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაგონიდან ჩამოვარდნის დროს, ვაგონის ბორბლის გადავლის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოყვა ფეხის ამპუტაცია მუხლსა და კოჭს შორის. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად, ბრალის მიუხედავად, დგება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ს-------------------------“-ს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციიის შედეგად ა.ნე--------მ მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიიჩნია, რომ სს ,,ს-------------------------“-მ უნდა აუნაზღაუროს ა.ნე--------ს მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანი მოთხოვნილი ოდენობით, რაც არის გონივრული, რადგან მან შედეგად დაკარგა საერთო შრომისუნარის 70%;

 

4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;

 

4.12. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.13. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ზ------------ რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ა--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; სს „ს-------------------------“-ს ა--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 12 თებერვლიდან 2014 წლის 24 ივნისამდე პერიოდისათვის მიუღებელი სარჩოს გადახდა 3000 ლარის ოდენობით, სა---------–--- საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ა--------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ზ------------ რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ა--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

6.2. დადგენილია, რომ ა--------------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად, სს ,,ს-------------------------“-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, კერძოდ, სს ,,ს-------------------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 1890 ლარის ოდენობით,სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა 1. ა--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; 2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; 3. ა--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 4.1. სს „ს-------------------------“-ს ა--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 12 თებერვლიდან 2014 წლის 24 ივნისამდე პერიოდისათვის მიუღებელი სარჩოს გადახდა 3000 ლარის ოდენობით, სა---------–--- საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; 4.2. სს „ს-------------------------”-ს ა--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის ივლისიდან ყოველთვიურად 750 ლარის გადახდა სა---------–--- საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; 5. სს ,,ს-------------------------”-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1890 ლარის ოდენობით; 6. გაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით სა---------–--- უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით; 7. გაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. თავმჯდომარე ლაურა მიქავა მოსამართლეები თამარ სვანიძე ირმა პერანიძე