განაჩენი

სისხლის სამართლის 04.05.2018
საქმის ნომერი
330100116001233626
ინსტანცია
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001233626

საქმე №1ბ/254-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: მ-----------–--–---–-ს და მ----------–----ის

მსჯავრდებულის: ი-----–---–------ის

ადვოკატის: ნ-------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი-----–---–------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ი-----–---–------ის მიმართ. ი-----–---–------ე საქართველოს მოქალაქეა (პირადი №0----------), დაბადებული 1----–-–---------------ს, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისში, ფ. მ------–-–---–-- ქუჩა №14-ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ი-----–---–------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით. ასევე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი-----–---–------ემ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა ქ. თბილისში, დ----------–---–-----–----–-------------–- მდებარე გ-------------–-----------ეების კუთვნილი მიწის ნაკვეთების გაყიდვის შედეგად მიღებულ დიდი ოდენობით ფულად თანხას. ამ მიზნით ი-----–---–------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროს და ვითარებაში დაამზადა ორი ყალბი მინდობილობა ნომრებით №1-266 და №1-267. 2012 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისში, სანაპიროს ქუჩა №2-ში მდებარე იუსტიციის სახლში 2008 წლის 9 იანვრით დათარიღებული №1-267 ყალბი მინდობილობის გამოყენებით ი-----–---–----------ეზე 70 000 აშშ დოლარად გაასხვისა ლ-----------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ხოლო 2012 წლის 5 ნოემბერს №1-266 ყალბი მინდობილობის გამოყენებით ი-----–---–----------ეზე 60 000 აშშ დოლარად გაასხვისა გ--------------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რითიც დაზარალებულებს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით:

 

ი-----–---–------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ი-----–---–------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–---–------ეს მოსახდელად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ი-----–---–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2015 წლის 18 სექტემბრიდან 2015 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-----–---–------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, ასევე სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა ი-----–---–------ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი-----–---–------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენი უცვლელი უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ აგრეთვე, ამავე კოდექსის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ი-----–---–------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები და რომ საქმეში არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული დაზრალებულების გ-------------–-----------ეების, ლ-–-------იას, ბ---------------ის, მერაბ და ნ-----–------------ების, ო-------------------ის, თ---------------ის, ი-----–---–----------ის, თ------------------–ის, დ-------------ის ჩვენებების, ამოცნობის ოქმის, ნასყიდობის ხელეკრულებების და გრაფიკული ექსპერტიზის №916/გრ დასკვნის, სანოტარო აქტის, სანოტარო აქტის დათვალიერების ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–---–------ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ი-----–---–------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში. ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ი-----–---–------ის მიერ ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, როდესაც პირი მოტყუებით ეუფლება სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთს ან მის ქონებრივ უფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახეზეა თაღლითობის შემადგენლობა. ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ის გარემოება, რომ დამნაშავე ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებად იყენებდეს მოტყუებას. სწორედ მოტყუების დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების (სხვის საკუთრებაში არსებული ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება) შესრულების უზრუნველყოფა. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება _ ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან/და გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში ი-----–---–------ე მოქმედებდა განზრახ, მისი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღებისაკენ, რა დროსაც ი-----–---–------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროს და ვითარებაში დაამზადა ორი ყალბი მინდობილობა ნომრებით №1-266 და №1-26. 2012 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისში, სანაპიროს ქუჩა №2-ში მდებარე იუსტიციის სახლში 2008 წლის 9 იანვრით დათარიღებული №1-267 ყალბი მინდობილობის გამოყენებით ი-----–---–----------ეზე 70 000 აშშ დოლარად გაასხვისა ლ-----------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ხოლო 2012 წლის 5 ნოემბერს №1-266 ყალბი მინდობილობის გამოყენებით ი-----–---–----------ეზე 60 000 აშშ დოლარად გაასხვისა გ--------------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რითიც დაზარალებულებს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. აღნიშნული ქმედებით ი-----–---–------ემ სრულად განახორციელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები და სახეზეა ობიექტური შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების მიერ არასანდო და არადამაჯერებელი ჩვენებების მიცემის შესახებ. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულებმა გ-------------–-----------ეებმა ცალსახად დაადასტურეს დ----------–---–-----–----–-------------- ტერიტორიაზე 1500-1500 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთების ფლობის ნამდვილობა. გ--------------ემ აჩვენა, რომ 2012 წელს ცნობილი გახდა მისთვის, რომ მის მიწის ნაკვეთში უცხო პირები ჭრიდნენ ხეებს. ადგილზე მისვლისას გამოიძახა საპატრულო პოლიცია, ხოლო მოგვიანებით თავის ძმასთან ლ------------სთან ერთად იუსტიციის სახლში გადამოწმებული მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობით გაარკვია, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად დარეგისტრირებული იყვნენ ვინმე ნ------ და ს-------. ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ-----------ემ. გ-------------–-----------ეებმა ასევე აღნიშნეს, რომ არასოდეს არავისთვის მიუციათ უფლება საკუთარი უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე, მათ შორის არც ი-----–---–------ისთვის, რომელსაც საერთოდ არ ცნობენ. ხსენებული მიწის ნაკვეთები რომ ნამდვილად გ-------------–-----------ეების საკუთრება იყო, დასტურდება შესაბამისი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეში არსებული 2012 წლის 24 აგვისტოს №8----------- საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, დ----------–---–-----–----–-------------–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართით 1500 კვ.მ. საკადასტრო კოდი №0---------------) მესაკუთრე არის ლ-----------ე (პ/ნ-----------), ხოლო 2012 წლის 24 აგვისტოს №8----------- საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, დ----------–---–-----–----–-------------–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართით1500 კვ.მ. საკადასტრო კოდი №0---------------) მესაკუთრე არის გ--------------ე (პ/ნ-----------).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–-------იამ აჩვენა, რომ 2012 წელს მან თ------------ს შუამავლობით ი-----–---–----------ისაგან შეიძინა დ----------–---–-----–----–-------------–- არსებული 1500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ბ---------------ის ჩვენების თანახმად მან მ-------------ას დახმარებით შეიძინა თბილისში, დ----------–---–-----–----–-------------–- არსებული 1500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. თავად მოწმის სურვილით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრება დარეგისტრირდა ნ-----–------------ას სახელზე.

 

მოწმე მ-------------ამ დაადასტურა ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ ო-------------------ის შუამავლობით ი-----–---–----------ისაგან ბ---------------ის ფულით შეიძინა ხსენებული მიწის ნაკვეთი. მოწმე ნ-----–------------ამაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრირების ფაქტი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შეძენიდან მცირე დროში ხსენებული მიწის ნაკვეთი გასხვისდა ვინმე ლ--–------–-----ზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასევე დაადასტურა ს-------საგან მიწის ნაკვეთის შეძენის ფაქტი, რომელიც შემდგომ მიყიდა ირაკლი ხვიბლიანს.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითული იქნენ მოწმეები ო-------------------ი და თ---------------ი, რომლებსაც მიმართა ი-----–---–----------ემ და სთხოვა დახმარება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისებაში. მათ აღმოუჩინეს დახმარება და ხსენებული მიწის ნაკვეთებიდან ერთი გაასხვისეს ლ-–-------იაზე, ხოლო მეორე - მ-------------აზე.

 

მოწმე ი-----–---–----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2012 წელს იგი დასაქმებული იყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში და ახორციელებდა საშუამავლო საქმიანობას. თბილისში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მასთან მივიდა ვინმე გ------- და აცნობა, რომ გასაყიდი იყო ორი მიწის ნაკვეთი, საერთო ჯამში 3000 კვ.მ. მოწმემ გადაწყვიტა, თავისი ბიძის ფულით თავად შეესყიდა მიწის ნაკვეთის ნახევარი. როდესაც მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, გ-------მ და მისმა თანმხლებმა პირმა ი-----–---–------ემ უთხრეს, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ ეცალა. შესაბამისად, ნასყიდობა უნდა გაფორმებულიყო მინდობილობის საფუძველზე მინდობილი პირის – ი-----–---–------ის მეშვეობით. მას მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს მინდობილობების დედნები, რომელთა ნამდვილობაც მან იურისტთან გადაამოწმა. ამის შემდეგ მივიდნენ იუსტიციის სახლში, სადაც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ი-----–---–------ესა და ი-----–---–----------ეს შორის, რომლის საფუძველზეც მან შეიძინა 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 70 000 აშშ დოლარად. მოწმის განმარტებით ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იუსტიციის სახლთან მდგარ ავტომანქანაში გადასცა 70 000 აშშ დოლარი გ-------ს, რომელიც დათვლის შემდეგ ფულს მისი თანდასწრებით გადასცემდა ი-----–---–------ეს. ამავე პირებმა რამდენიმე დღეში მას კიდევ შესთავაზეს 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 60 000 აშშ დოლარად, რაზედაც იგი დათანხმდა და კვლავ ანალოგიურად იუსტიციის სახლში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება თავად მოწმის და ი-----–---–------ის, როგორც მესაკუთრის წარმომადგენლის მონაწილეობით. ამ შემთხვევაშიც მან ავტომანქანაში გადასცა ფული მათ და როგორც პირველ შემთხვევაში, ჯერ თანხას გადასცემდა გ-------ს და ეს უკანასკნელი დათვლის შემდეგ ფულს გადასცემდა ი-----–---–------ეს. ი-----–---–----------ის განმარტებით, ორივე შემთხვევაში მიწის ნაკვეთები შეიძინა ხელსაყრელ ფასად და ვინაიდან იგი საქმიანობდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით, როგორც კი გამოჩნდა რეალური მყიდველი, აღნიშნული მიწის ნაკვეთები გაყიდა შედარებით მაღალ ფასად, რითიც ნახა გარკვეული სარგებელი.

 

2015 წლის 27 აგვისტოს ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ მოწმე ი-----–---–----------ემ ამოიცნო მე-2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი, რომლისგანაც მის სახელზეც გაცემული მინდობილობის საფუძველზე ი-----–---–----------ემ 2012 წლის 2 და 5 ნოემბერს იუსტიციის სახლში შეიძინა ლ---- და გ--------------ეების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. ამოცნობილი პირი არის ი-----–---–------ე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა თ------------------–მა და დ-------------ემ დაადასტურეს, რომ 2012 წელს, როგორც იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა მოახდინეს ი-----–----–------ისა და ი-----–----–----------ის მონაწილეობით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოწმეთა განმარტებით, მათ მოახდინეს პირთა იდენტიფიცირება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გადამოწმებით და დაადასტურეს მათი ხელმოწერები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გამოიკვლია ი---–------ის მიმართ საქმეში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, კერძოდ, 2012 წლის 2 ნოემბრით დათარიღებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველი არის ლ-----------ე (პ/ნ 0----------), ხოლო მისი წარმომადგენელია ი-----–----–------ე (პ/ნ 0----------). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ.თბილისში, დ-----------–---–-----–----–--------------–------------ საკადასტრო კოდით №0---------------, რეგისტრირებული სასოფლო სამეურნეო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო მყიდველი არის ი-----–----–----------ე (პ/ნ 4----------). ნასყიდობის საგანზე ლ-----------ის საკუთრების უფლება დასტურდებოდა ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 70 000 (სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარით. ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს გამყიდველის წარმომადგენელი ი-----–---–------ე და მყიდველი ი-----–---–----------ე. 2012 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დდასტურებულია, რომ გამყიდველი არის გ--------------ე (პ/ნ-----------), ხოლო მისი წარმომადგენელია ი-----–-----–------- (პ/ნ 0----------). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ.თბილისში დ--------------–---–-----–----–-------------–-----------, საკადასტრო კოდით №0--------------- რეგისტრირებულია სასოფლო სამეურნეო 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო მყიდველი არის ი-----–----–----------ე (პ/ნ 4----------). ნასყიდობის საგანზე გ------- იოვიძის საკუთრების უფლება დასტურდებოდა ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარით. ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს გამყიდველის წარმომადგენელი ი-----–---–------ე და მყიდველი ი-----–---–----------ე.

 

აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ბრალდებულ ი-----–-------–------ის ხელმოწერის ნამდვილობა დასტურდება 2015 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული გრაფიკული ექსპერტიზის №916/გრ დასკვნით, რომლის თანახმად, 2012 წლის 2 ნოემბრით და 2012 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებზე გრაფებში: „გამყიდველის წარმომადგენელი“ ი-----–----–------ის გვარით არსებული ხელმოწერები (როგორც ასოთი ჩანაწერის სახით, ისე მოკლე ტრანსკრიფციით) სავარაუდოდ შესრულებულია ი-----–-----–------ის მიერ. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა თ---------------მ.

 

სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2008 წლის 9 იანვრით დათარიღებული სანოტარო აქტი - მინდობილობა №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებით. რეგისტრაციის ნომრად მითითებულია №1-266, სადაც მიმნდობი არის გ--------------ე (პ/ნ 6----------), ხოლო მინდობილი პირი - ი-----–----–------ე (პ/ნ 0----------). ასევე წარმოდგენილია 2008 წლის 9 იანვრით დათარიღებული სანოტარო აქტი - მინდობილობა საკადასტრო კოდის მქონე №0--------------- უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებით. რეგისტრაციის ნომრად მითითებულია №1-267, სადაც მიმნდობი არის ლ-----------ე (პ/ნ 0----------), ხოლო მინდობილი პირი - ი-----–---–------ე (პ/ნ 0----------).

 

ზემოხსენებული მინდობილობების სიყალბე დგინდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 14 ივლისით დათარიღებული სანოტარო აქტების დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად, მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ მოწმე ე--------–---ს წარედგინა ზემოაღნიშნული სანოტარო აქტები, რაზეც ნოტარიუსმა ე--------–---მ განმარტა, რომ აღნიშნული სანოტარო აქტები არ არის დარეგისტრირებული მის მიერ, ვინაიდან რეესტრში რეგისტრაციის ნომრები მიწერილია ხელით და არ არის მისი ხელით შესრულებული. აგრეთვე სანოტარო აქტზე არსებული ნოტარიუსის ბეჭედი მსგავსია მისი სანოტარო ბეჭდისა, თუმცა მინდობილობებზე არსებული ბეჭედი ვიზუალურად შესამჩნევად პატარაა, ვიდრე მისი ნამდვილი ბეჭედი. გარდა ამისა მინდობილობაში არ არის აღნიშნული სანოტარო აქტის საზღაური, რაც გამორიცხულია, რომ მას გამორჩენოდა. ასევე ტექსტის სტრუქტურა განსხვავებულია მისი ტექსტის შედგენის სტრუქტურისაგან. გარდა ამისა გამორიცხულია, რომ 2008 წლის 9 იანვარს (წლის დასაწყისში) დაფიქსირებულიყო სარეგისტრაციო ნომრები 1-266 და 1-267. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ე---------–---მ ანალოგიური განმარტება გააკეთა და ასევე განაცხადა, რომ ხსენებული სანოტარო აქტები არის ყალბი და ისინი არ არის რეგისტრირებული მის სანოტარო მოქმედებათა აღრიცხვის შესაბამის ჟურნალში.

 

მოწმე ე--------–--ის განცხადება რომ სიმართლეა და ხსენებული აქტები მართლაც არ არის რეგისტრირებული შესაბამის ჟურნალში, დგინდება 2015 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად დათვალიერებულ იქნა ნოტარიუსთა პალატის არქივიდან გამოთხოვილი ეკ--------–--ის მიერ ნაწარმოები „სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის საერთო რეესტრი (ინდექსი 1)“, რომელსაც გარედან აწერია „მ----–---------–--–-“. რეესტრის ჟურნალი არის 300 გვერდიანი, არის ზონარგაყრილი, ბოლო გვერდზე დასმულია ნოტარიუსთა პალატის ბეჭედი, მითითებულია რეესტრის ჟურნალის კოდი 1/23/1, გაცემის თარიღი - 2007 წლის 14 დეკემბერი და შესრულებულია შესაბამისი პირის ხელმოწერები. ჟურნალის წარმოება დაწყებულია 2008 წლის 3 იანვარს რეესტრის №1-1-ით, ხოლო დამთავრებულია 2008 წლის 21 მარტს რეესტრის №1-1439-ით. აღნიშნულ ჟურნალში 56-ე გვერდზე შესრულებულია ჩანაწერები 2008 წლის 21 იანვარს, რეესტრის №1-266, სადაც მონაწილე პირს წარმოადგენს ე----------------–---. ჟურნალის 57-ე გვერდზე 2008 წლის 21 იანვარს რეესტრის №1-267-ით შესრულებულია სანოტარო მოქმედება რ---------------–---–ზე.

 

ყოველივე აღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს ი-----–-----–------ის სახელზე გაცემული მინდობილობების სიყალბეს. ბრალდებულის ცოდნა აღნიშნული მინდობილობების სიყალბესთან დაკავშირებით დასტურდება ასევე ნოტარიუს თ---------------------–--ის მიერ გაცემული სანოტარო აქტებითა და თავად თ--------------------–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, რომლის თანახმად 2012 წლის 31 ოქტომბერს მასთან მივიდა ი-----–---–------ე და სთხოვა 2008 წლის 9 იანვრით დათარიღებული სანოტარო აქტების - მინდობილობების ასლების დედანთან სისწორის დამოწმება. მოწმის ჩვენების თანახმად, თავად მინდობილი პირი ი-----–----–------ე რომ არ ყოფილიყო მისული მის სანოტარო ბიუროში, იგი არ შეასრულებდა აღნიშნულ სანოტარო მოქმედებას. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია სწორედ თ--------------------–--ის მიერ გაცემული №1-------- და №1-------- სანოტარო მოქმედების აქტები, რომლებითაც დამოწმებულია დოკუმენტების ასლის დედნებთან სისწორე.

 

ზემოთ დასახელებული მტკიცებულებათა ერთობლიობა (საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, სანოტარო აქტები, მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნა) ქმნის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ზედმიწევნით აღადგენს დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-----–----–------ემ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ ი-----–-----–-------მ დაამზადა ყალბი სანოტარო აქტები - მინდობილობები, რომელთა გამოყენებითაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ლ-----------ის და გ--------------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გაყიდვის შედეგად მიღებულ ფულად თანხებს 130 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულის მიერ განვითარებულ ვერსიას სასამართლო არ მიიჩნევს სანდოდ რიგი გარემოებების მხედველობაში მიღებით და არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმ ნაწილში, რომ ი-----–---–------ემ გუწრფელი ჩვენება მისცა სასამართლოს, რომ საერთოდ არ იცის, სად მდებარეობს ი--------ის მიწის ნაკვეთები. მსჯავრდებული ი-----–---–------ე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ ი-----–---–----------ესთან იგი დააკავშირა ნაცნობმა ტ------–------------მა (რომელიც დღეის მდგომარეობით გარდაცვლილია), რამდენადაც 2015 წლის 27 ოქტომბერს მოწმე ი-----–---–----------ესთან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, სადაც მას ამოსაცნობად სხვა ფოტოსურათებთან ერთად წარედგინა ტ------–------------ის ფოტოსურათიც იმის დასადგენად, რომ ხომ არ იყო ტ------–------------ ის პირი, რომელიც მას გაეცნო ,,გ-------ს” სახელით და რომელმაც დააკავშირა იგი ი-----–----–------ესთან, თუმცა მოწმემ წარდგენილ ფოტოსურათებს შორის ტ------–----------ი ვერ ამოიცნო. სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ვინმე ,,გ-------ს“ სახელზე მინდობილობა, თუმცა მის ნაცვლად წარმოდგენილია ი-----–---–------ის სახელზე გაცემული მინდობილობები, სადაც ლ---- და გ------- ი--------ი თითქოსდა ანდობენ ი-----–-----–-------ს თავიანთი მიწის ნაკვეთების განკარგვას. დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოს არ არის საკმარისად გამოკვეთილი ი-----–------–------ის მონაწილეობა თაღლითურ სქემაში, ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ი-----–---–------ის სახელზე გაცემული მინდობილობების სიყალბე, ამ მინდობილობების დასამოწმებლად მიტანა ნოტარიუსთან უშუალოდ მის მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებებზე პირადად ი-----–---–------ის ხელმოწერის ფაქტი, ხელშეკრულების მონაწილე მეორე პირის – ი-----–---–----------ის და იუსტიციის სახლის თანამშრომლების – თ------------------–ისა და დ-------------ის ჩვენებები (რომლებმაც მოახდინეს ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირთა იდენტიფიცირება), ცალსახად მიუთითებენ ი-----–---–------ის მონაწილეობაზე მთელ ამ პროცესში და საკმარისად და არგუმენტირებულად გამოკვეთენ მის როლს თაღლითურ სქემაში. სასამართლო ცალსახად ვერ გამორიცხავს განსახილველ დანაშაულებრივ ქმედებაში სხვა პირთა დაინტერესებასაც, თუმცა ამ დანაშაულში უშუალოდ ი-----–-----–------ის მონაწილეობა დამაჯერებლად დგინდება. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია როგორც ხსენებული ყალბი სანოტარო აქტები, ასევე დაკითხულია ნოტარიუსი ე-----------–--- და გამოკვლეულია სანოტარო მოქმედებათა სარეგისტრაციო ჟურნალის ჩანაწერები, რაც ერთიანობაში ადასტურებს ხსენებული სანოტარო აქტების სიყალბეს. უშუალოდ მსჯავრდებულ ი-----–---–------ის მონაწილეობას კი ხსენებული სანოტარო აქტების გაყალბებაში ადასტურებს ნოტარიუს თ---------------------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად, სწორედ ი-----–-----–-------მ მიუტანა მას სანოტარო აქტების ასლები დედანთან სისწორის დასამოწმებლად. ამ დროისათვის ი-----–---–------ისათვის უკვე ცნობილი იყო, რომ მის ხელთ არსებული მინდობილობები იყო ყალბი, რამდენადაც მას არც ლ-----------ე და არც გ--------------ე არ ანიჭებდნენ რაიმე უფლებას, თუმცა მიუხედავად ამისა, მან პირადად მიიტანა ისინი ნოტარიუსთან და ითხოვა როგორც ნამდვილი დოკუმენტის დამოწმება. ეს კი მიუთითებს მის მიზანდასახულ ქცევაზე – დაემზადებინა ყალბი დოკუმენტი მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, რაც სინამდვილეში გამოიყენა კიდეც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას.

 

მსჯავრდებულ ი-----–---–------ის მიერ თაღლითობის ჩადენას დიდი ოდენობით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულთა ჩვენებები, რომლებიც ცალსახად აცხადებენ, რომ მათ არ გაუციათ მინდობილობა ი-----–---–------ისათვის. ამასთან, მათ არ გაუსხვისებიათ თავიანთი კუთვნილი უძრავი ქონება ი-----–---–----------ეზე. ი-----–---–------ის განზრახვა. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა სხვისი დიდი ოდენობით ქონებას მოტყუებით, დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ იგი თაღლითობის ჩასადენად საგანგებოდ მოემზადა, დაამზადა ყალბი დოკუმენტები და მყიდველს დაუმალა სინამდვილე. მან მყიდველს თავი წარუდგინა მესაკუთრის წარმომადგენლად და ამის ,,დამადასტურებელი” დოკუმენტებიც შესთავაზა. მან საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ნაკლებ ფასად, ორ ეტაპად გაასხვისა ი-----–----–----------ეზე ლ---- და გ------- ი--------ის კუთვნილი უძრავი ქონება და მიღებული თანხა მოტყუებით მიისაკუთრა. საგულისხმოა, რომ ორივე შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების ინიციატივა სწორედ ი-----–---–------ისაგან მოდიოდა. ასევე მოწმე ი-----–---–----------ის ჩვენების თანახმად, მან პირადად ი-----–---–------ეს გადაუხადა შეძენილი მიწის ნაკვეთების საფასური საერთო ჯამში 130 000 აშშ დოლარი (რაც შეადგენს დიდ ოდენობას).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც საკმარისი იქნებოდა ი-----–---–------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და რომ განსახილველი დანაშაული ჩადენილია სხვა პირების მიერ, რომლებიც არ არიან პასუხისგებაში მიცემული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ი-----–---–------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–---–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში დადასტურებულია და მისი ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორია. ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–---–------ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება. მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე და ისე დაუნიშნა საბოლოო სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას, ზოგადად კრიმინალის შემცირებას. კერძო პრევენციის თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ი-----–---–------ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული მაკვალიფიცირებელ გარემოებებში, რის შედეგადაც გ-------------–-----------ეებს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ი-----–---–------ის მიერ ჩადენილი დანაშაული - თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–---–------ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს - ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი ი-----–---–------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----–---–------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ი-----–---–------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი-----–---–------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი-----–---–------ეს მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ი-----–---–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2015 წლის 18 სექტემბრიდან 2015 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე