განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002207719
საქმე № 1ბ/345-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
თავჯდომარე: მზია ლომთათიძე
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
შორენა ყაველაშვილი
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - ვ--------–--–------–-–---–ის
ადვოკატ - ო-–----------ის
მსჯავრდებულ - ა-------------ის
თარჯიმან - ა---------–--------ის
მონაწილეობით,მთავარი პროკურატურის პროკურორ ვ--------–--–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლი საქმე:
ა-------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 19 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------; ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ს------–-----------–--------–-----–-------------ში, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით ა-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით –თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 7 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით 2017 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდისათვის განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით სხვა ეპიზოდებისათვის განსაზღვრული სასჯელები და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ - 1 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 20 (ოცი) წლის ვადით.
ა-------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, არაერთგზის (ოთხი ეპიზოდი).
მანვე ჩაიდიან, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ა-------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებების 0.959621 გრამი ,,ჰეროინის’’, 0.0611 გრამი მორფინის (მარილი) და 0.0099 გრამი კოდეინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები, საიდანაც:
2017 წლის 7 ოქტომბერს თბილისში, ს------–----------–-–----------------–-----–--------ზე ა-------------მა ნარკოტიკული საშუალება 0.0637 გრამი ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერება დაფასოებული ორ ცალად 160 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა------------------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2017 წლის 10 ოქტომბერს თბილისში, ს------–----------–-–-----------------------–--–ი, სახაჭაპურე ,,კ-------ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე ა-------------მა ნარკოტიკული საშუალება 0.0886 გრამი ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერება დაფასოებული ორ ცალად, 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა------------------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2017 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, ს------–----------–-–----------------–-----–--------ზე ა-------------მა ნარკოტიკული საშუალება 0.0860 გრამი ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერება დაფასოებული ორ ცალად 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა------------------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2017 წლის 18 ოქტომბერს თბილისში, ს------–----------–-–----------------–-----–--------ზე ა-------------მა ნარკოტიკული საშუალება 0.0349 გრამი ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერება, დაფასოებული ერთ ცალად, 100 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა------------------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
ხოლო, 11 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალების 0.6859 გრამი ,,ჰეროინის’’, 0.0611 გრამი ,,მორფინის’’ (მარილი) და 0.0099 გრამი კოდეინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები ა-------------მა შეინახა თბილისში, ს------–-----------–----------------–-----–-------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ხოლო ნარკოტიკული საშუალება 0.000521 გრამი ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერებები მოთავსებული ორ ცალ ინსულინის შპრიცში და მინის ფლაკონში შეინახა სახლის ეზოში განთავსებულ საპირფარეშოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 10 ნოემბერს, ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ა-------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს და სათავსოების ჩხრეკის შედეგად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: მთავარი პროკურატურის პროკურორმა ვ--------–--–------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან ა-------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები მომატებული საფრთხის შემცველია როგორც სამართლებრივი ასევე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. მის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივლისის განაჩენით დამტკიცებულ იქნა საპროცესო შეთანხმება, ა-------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული შეღავათები, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა არ გაითვალისწინა სახელწიფოს მიერ გამოყენებული კეთილი ნება და კვლავ ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე პროკურორი დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ა-------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის, უკანონოდ გასაღების ჩადენის ფაქტი, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ არაერთგზის შეძენა-შენახვის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - ა-----------ის, ნ-------–-------ს, რ----------ის, თ-------–--ას გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმები, ბინის ჩხრეკის ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, 2017 წლის 22 ივლისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ა-------------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. პალატას მიიჩნია, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მთავარი პროკურატურის პროკურორ ვ--------–--–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ა-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 7 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის - 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის - 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით 2017 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდისათვის განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით სხვა ეპიზოდებისათვის განსაზღვრული სასჯელები და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ - 1 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 10 ნოემბრიდან.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
2017 წლის 7 ოქტომბერს ა-----------ის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების - 0.0637 გრამი ,,ჰეროინის’’ საკითხი გადაწყდეს ა-----------ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სხვა ნარკოტიკული საშუალებები (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
8 ცალი დისკი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
შ. ყაველაშვილი