განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001308147
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-1301-17 18 აპრილი 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი(მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - ბ------ ა--–--ე სს ,,თ----- ბ----” ლ--–- ბ-----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეს მითითებით, 2008 წლის 5 ივლისს, სს „თ----- ბ-----“ და ბ------ ა--–--ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #8------------. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულება და 2014 წლის 11 დეკემბრის შემდგომ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ მოახდინა კრედიტის დაფარვა, რის გამოც 2016 წლის 16 მარტის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება- 8314.92 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-1830 ლარი, პროცენტი- 620 ლარი, ჯარიმა- 5864,50 ლარი.
გარდა ამისა, სს “თ----- ბ-----“ და ბ------ ა--–--ეს შორის, 2008 წლის 14 ივლისს, ასევე, დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა საკრედიტო ბარათი „თ----- ქარდი“, 700 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით.
ბ------ ა--–--ემ ასევე დაარღვია საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4877.33 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-697.50 ლარი, პროცენტი- 816.20 ლარი და ჯარიმა- 3363.55 ლარი.
ვინაიდან, მოპასუხე ნებაყოფილობით არ ასრულებს ვალდებულებას, სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდა.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მხარემ მარტივი წერილობით შესაგებელი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულობაზე მითითებით.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. სს ,,თ----- ბ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხე ბ------ ა--–--ეს, მოსარჩელე სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის შესახებ #8------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს 2567.29 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა 1830 ლარი, სარგებელი - 620 ლარი, ჯარიმა - 117.29 ლარი; 3. მოპასუხე ბ------ ა--–--ეს, მოსარჩელე სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1580.97 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა 697.50 ლარი, პროცენტი - 816.20 ლარი და ჯარიმა - 67.27 ლარი; 4. მოპასუხე ბ------ ა--–--ეს, სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, 124.45 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, მასვე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება -82.96 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2008 წლის 5 ივლისს, სს ,,თ----- ბ-----“ და ბ------ ა--–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ #8------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1830 ლარის ოდენობით, 2010 წლის 1 მაისამდე, ყოველთვიურად 130.95 ლარის დაფარვის პირობით. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა, ფიქსირებული 20 ლარისა და ძირითადი დავალიანების 0.5% -ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 2.2. 2008 წლის 14 ივლისს, სს “თ----- ბ-----“ და ბ------ ა--–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - „თ----- ქარდი“, 700 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ბარათით სარგებლობისათვის განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი -39%. ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა დაფარული უნდა ყოფილიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ამასთან, ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა მოიცავდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს, ასევე წინა პერიოდში დარიცხულ პროცენტს. 2.3. საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ბ------ ა--–--ე გაეცნო ინფორმაციას საკრედიტო ბარათის ინდივიდუალური პირობების შესახებ. მასვე ეცნობა, რომ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობები წესრიგდება „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით“, რაც განთავსებულია ბ----ს ინტერნეტ გვერდზე - www.t------.ge. ბ------ ა--–--ემ, საკრედიტო ბარათის ინდივიდუალურ პირობების შესახებ ინფორმაციაზე და საკრედიტო ბარათის განაცხადზე ხელმოწერებით დაადასტურა მითითებული ხელშეკრულების პირობების გაცნობის, ხელშეკრულების პირობებზე თანხმობისა და ამ პირობების მოწონების შესახებ. 2.4. „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციებით მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შედის, ბ----ს მიერ განაცხადის მიღების ბ----ს მიერ დადასტურების მომენტიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. (8.1. პუნქტი). საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ ყოფილა და ის მოქმედებდა ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე. 2.5. ბ.ა--–--ის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება, მოპასუხემ განახორციელა 2008 წლის 19 ნოემბერს, რის შემდეგაც გადახდა, მათ შორის მინიმალური დაფარვით არ უწარმოებია, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო ყოველთვიურად ეხადა სარგებელი. 2.6. საქმეზე წარმოდგენილი, ბ------ ა--–--ის საბანკო ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, 2014 წლის 11 დეკემბერს #8------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი იქნა 100 ლარი, რაც აისახა ბ------ ა--–--ის ანგარიშზე. სს „თ----- ბ----ს“ ბათუმის ფილიალის 2017 წლის 20 მარტის წერილით დასტურდება, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს ბ------ ა--–--ის ანგარიშზე 100 ლარის ოდენობით თანხის გადახდა განხორციელდა სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით. 2.7. ბ------ ა--–--ემ დაარღვია, როგორც საბანკო კრედიტის, ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. საბანკო კრედიტის შესახებ #8------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხე ბ------ ა--–--ეს, 2016 წლის 16 მარტის მდგომარეობით ბ----ს მიერ დაერიცხა დავალიანება 8314.92 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1830 ლარი, სარგებელი - 620 ლარი, ჯარიმა - 5864. 50 ლარი. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბ.ა--–--ეს დაერიცხა დავალიანება 4877.33 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 697.50 ლარი, პროცენტი 816.20 ლარი და ჯარიმა 3363.55 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361.2-ე, 417-418-ე, 420-ე, 411-ე, 365-ე, 867-873-ე, 128.1, 129-130-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე, 105.1 მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან. მსესხებელი სადავოდ მიიჩნევს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დარიცხული თანხის ოდენობას, ასევე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. 2.9. სადავო საკითხებზე მსჯელობისას სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----- ბ----ს“ მოთხოვნები მოპასუხე ბ------ ა--–--ის მიმართ, საბანკო კრედიტის შესახებ #8------------- ხელშეკრულებიდან და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, ხანდაზმული არ არის. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას მნიშნველოვანია შეფასდეს, მხარეთა შორის სადავო გარემოება ბ------ ა--–--ის მხრიდან 11.12.2014 წელს დავალიანების თანხის ნაწილობრივ დაფარვის თაობაზე. 2.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 105.1-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს, ბ------ ა--–--ის ანგარიშზე 100 ლარის ოდენობით თანხის გადახდა განხორციელდა სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით. სასამართლო, ითვალისწინებს რა სწრაფი გადახდის ტერმინალის მეშვეობით თანხის გადახდის სპეციფიკას, კერძოდ იმ გარემოებას, რომ თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მიეთითოს გადამხდელის პირადი მონაცემები, ასევე მონაცემები სესხის/კრედიტის შესახებ, სარწმუნოდ და დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მტკიცებას კრედიტის თანხის სწორედ ბ------ ა--–--ის მიერ გადახდის თაობაზე. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო გაექარწყლებინა 11.12.2014 წელს თანხის გადახდითა და საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების ნაწილობრივ დაფარვით მოთხოვნის აღიარების ფაქტობრივი გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას გამორიცხავს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ხელშეკრულებით დარიცხული ძირითადი თანხის-1830 ლარისა და სარგებელის - 620 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2.11. მოსარჩელის მოთხოვნა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულად არ ჩაითვალა, ვინაიდან საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით კონკრეტული ვადა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისა განსაზღვრული არ ყოფილა, იგი უვადო ხელშეკრულებას წარმოადგენდა, რაც თავისი არსით, განსხვავდება ვადიანი საკრედიტო ხელშეკრულებისაგან, სადაც ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელია და იგი მოიცავს, როგორც ძირი თანხის ნაწილის დაფარვას, ასევე, პროცენტისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდას. 2.12. განსახილველ შემთხვევაში, საკრედიტო ბარათის სპეციფიკის გათვალისწინებით, მსესხებელი საბანკო დაწესებულებისაგან განუსაზღვრელი ვადით, თუმცა, დროებით სარგებლობაში იღებს თანხას, რისთვისაც იხდის წლიურ საპროცენტო სარგებელს. 2008 წლის 14 ივლისის გარიგების თანახმად, ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა შეადგენდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს, წინა პერიოდში დარიცხულ პროცენტს და პირგასამტეხლოს. ამდენად, მსესხებელი საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ძირითად თანხას გამსესხებელ საკრედიტო დაწესებულებას კი არ უბრუნებს და ამით პერიოდულ ვალდებულებებს კი არ ასრულებს, არამედ აღნიშნულ თანხას კვლავ საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დებს. შესაბამისად, საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებით, მსესხებელი სესხის ძირ თანხას განკარგავს იქამდე, სანამ ხელშეკრულება არ შეწყდება. 2.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება მსესხებელს გამსესხებლის მოთხოვნისთანავე წარმოეშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც კრედიტორის მოთხოვნიდან აითვლება. ვინაიდან, მოსარჩელემ საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა წარადგინა სარჩელით, სესხის ძირითად თანხასთან (697.50 ლარი) მიმართებით მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ შეფასდება, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2.14. რაც შეეხება საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ ხანდაზმულია, ვინაიდან მოვალე ვალდებული იყო ყოველთვიურად ეხადა სარგებელი, რაც პერიოდულ ვალდებულებას წარმოადგენდა. შესაბამისად, მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე სამი წლის წინა პერიოდისათვის, ანუ 2013 წლის 6 აპრილამდე პერიოდისათვის ხანდაზმულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საფუძვლიანად ჩაითვალა, საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბოლო სამი წლის საპროცენტო სარგებლის სახით, 816.20 ლარის გადახდის დაკისრება. 2.15. მოსარჩელეს მოთხოვნაზე საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %. უნდა აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. გარდა ამისა, პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო, ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. 2.16. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო, აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით (ძირითადი თანხის 0,5%) პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მისი მოცულობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით, უნდა დაეკისროს - 76.27 ლარის გადახდა. 2.17. ასევე უნდა შემცირდეს, საბანკო კრედიტის #8------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს ოდენობა და მოპასუხე ბ------ ა--–--ეს უნდა დაეკისროს 117.29 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს საბანკო კრედიტის სარგებლობის ხელშელკრულებით გათვალისწინებული ვალებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამის ანგარიშზე ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით შეტანილი იქნა მის მიერ. საქმეში არსეული სს ,,თ----- ბ----ს“ 20.03.2017 წლისN524/103-01 მომართვის წერილით, ირკვევა რომ 2014 წლის 11 დეკემბერს ბ.ა--–--ის ანგარიშზე შეტანილი 100 ლარი ჩარიცხული იქნა სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით, რის გამოც შეუძლებელია თანხის შემტანი პირის იდენტიფიკაცია. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და არც მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს, რომ სწრაფი გადახდის აპარატით ნებისმიერ პირს შეუძლია ნებისმიერი პირის ანგარიშზე თანხის შეტანა, თუ მისთვის ცნობილია ანგარიშის მფლობელის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. განსახილველ შემთხვევაში, მისი მონაცემები ცნობილი იყო უშუალოდ მოწინააღმდეგე მხარისათვის, ასევე წარმომადგენელი კომპანიისათვის, შესაბამისად ის, რომ მის ანგარიშზე შეტანილი თანხა ავტომატურად ნიშნავს რომ შეტანილია ბ------ ა--–--ის მიერ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. 3.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი და დადასტურებულია რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 1830 ლართან დაკავშირებით მხარეთა შორის დადებული იქნა 2008 წლის 05 ივლისს, რომლის მიხედვითაც, ყოველი თვის 5 რიცხვში გადასახდელად განესაზღვრა 130,95 ლარი, ხოლო კრედიტის დაფარვის თარითად 2010 წლის 05 იანვარი. მისი მხრიდან კრედიტი სრულად იქნა ათვისებული 2008 წლის 07 ივლისს და მის დასაფარად 2008 წლის 20 აგვისტოს შემდგომ, რაიმე სახის თანხა აღარ განუთავსებია. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს მოთხოვნა წარმოეშვა და ხანდაზმულობის ვადის დინება დაწყებული და დამთავრებული იქნა 2011 წლის 20 აგვისტოს, ხოლო სარჩელი შეტანილია 2016 წლის 06 აპრილს. 3.3. მხარეთა შორის, 2008 წლის 14 ივლისს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრაა 700 ლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი-39 %, ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა, ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი. აუცილებელი მინიმალური თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო დამდეგი დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ამ ხელშეკრულებით თანხა სრულად იქნა ათვისებული 2010 წლის 03 აგვისტოს და მას შემდეგ, რაიმე ოდენობის თანხა აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად ანგარიშზე არ განთავსებულა. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება ამოეწურა 2014 წელს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3.მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.2.-2.7 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გადაწყვეტილების 2.11-2.16 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა 2008 წლის 14 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობიდან გამომდინარე დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ამ ნაწილში დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში აპელანტის მოთხოვნის გაზიარებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. 4.4. აპელანტის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხება 2008 წლის 5 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული თანხის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას პალატა ადგენს: 2008 წლის 5 ივლისს, სს ,,თ----- ბ-----“ და ბ------ ა--–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ #8------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1830 ლარის ოდენობით, 2010 წლის 05 იანვრამდე, ყოველთვიურად 130.95 ლარის დაფარვის პირობით. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა, ფიქსირებული 20 ლარისა და ძირითადი დავალიანების 0.5% -ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 4.5. 2008 წლის 5 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სადავოა, სესხად მიღებული თანხის ნაწილის-100 ლარის 11.12.2014 წელს ბ------ ა--–--ის მიერ გადახდის ფაქტი და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა. მოპასუხეს, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა სრულად გადახდილი აქვს და დავალიანება არ გააჩნია- შედავება არ განუხორციელებია. სადავო გახადა, მხოლოდ მოთხოვნის ხანდაზმულობა. 4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და 105-ე მუხლის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, ის ფაქტი, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს, სწრაფო გადახდის აპარატის მეშვეობით 100 ლარის გადახდა ბ------ ა--–--ემ განახორციელა, სს „თ----- ბ----ს“ მტკიცების ტვირთია. ვინაიდან, წარმოდგენილი დოკუმენტით შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, რომ გადახდა ბ------ ა--–--ის მიერ განხორციელდა, ამ დოკუმენტში ბ------ ა--–--ის პირადი მონაცემების მხოლოდ დაფიქსირება, მის მიერ ამ მოქმედების შესრულების დადასტურებად ვერ ჩაითვლება. 4.7. პალატა იზიარებს აპელანტის მითითებას 2008 წლის 05 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სკ-ის 130-ე მუხლი). 4.8. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა. 4.9. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2008 წლის 5 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების ვადა ამოიწურა 2010 წლის 5 იანვარს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალის მიერ მოგვიანებით, 14.11.2014წ. განხორციელებული 100 ლარის გადახდით მოთხოვნა აღიარებული იქნა, რამაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა გამოიწვია და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხა. 4.10. პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებებიდან ერთ-ერთის განხორციელებას, მხოლოდ მაშინ მოჰყვება ამავე ნორმაში მითითებული სამართლებრივი შედეგი, ვიდრე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასული ვადის დენის შეწყვეტაზე საუბარი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. იმის გათალისწინებით, რომ 100 ლარის გადახდა, რომელსაც მოსარჩელე მხარე ვალდებულების შესრულების წინაპირობად მიიჩნევს, განხორციელებულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის (2013 წლის 05 იანვრის) შემდეგ, გამორიცხავს 137-ე მუხლის კონტექსტში, ვალის ნაწილის გადახდის გზით, მოთხოვნის აღიარებად მიჩნევას. 4.11. ვინაიდან, 2008 წლის 05 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 05 იანვრამდე, სს „თ----- ბ----ს“ პოზიცია დასაბუთებული იქნებოდა, თუ ის წარმოადგენდა იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის ფარგლებში, ე.ი 2013 წლის 05 იანვრამდე, მოპასუხე მხარემ გადაიხადა ან უპირობოდ აიღო ვალდებულება, გადაეხადა მისთვის დავალიანება. მსგავსი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და არც მასზე მიუთითებია. შესაბამისად, ბ------ ა--–--ის ანგარიშიდან ამონაწერი, სადაც დაფიქსირებულია 11.12.2014 წ. თანხის-100 ლარის გადახდა, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობის აღიარებას არ ადასტურებს და სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, აპელანტი (მოპასუხე) უფლებამოსილი იყო, ხანდაზმული ვალდებულების შესრულებაზე ეთქვა უარი. 4.12. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე მხარეს, 2008 წლის 05 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „თ----- ბ----ს „ სასარგებლოდ დაეკისრა 2567.29 ლარის გადახდა, დაუსაბუთებელია, რაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც 2008 წლის 05 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილში დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს, ბათუმის სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სს ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ ბ------ ა--–--ისათვის, საბანკო კრედიტის შესახებ N8------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2567.29 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს თ----- ბ----ს სასარჩელო მოთხოვნა ბ------ ა--–--ისათვის, საბანკო კრედიტის შესახებ N8------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს; სხვა ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლ--–-დ.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სს „თ----- ბანკს“, ბ------ ა--–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-102,69 ლარის ანაზღაურება (2567,29-ის 4%=102,69).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ------ ა--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ბათუმის სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სს ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ, ბ------ ა--–--ისათვის, საბანკო კრედიტის შესახებ N8------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2567.29 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს თ----- ბ----ს სასარჩელო მოთხოვნა ბ------ ა--–--ისათვის, 2008 წლის 05 ივლისის საბანკო კრედიტის შესახებ N8------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლ--–-დ;
5. სს „თ----- ბანკს“, ბ------ ა--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-102,69 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე