განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002318541
საქმე №1ბ/429-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა
ქ-------–---- პროკურატურის შს ს-------------------------–---------------------–--------–---------–----- განყოფილების პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---------------–---–ის მიმართ (დაბადებული 1----–-–----------------------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--–---------------–---–-----------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: დ--–-----------------------–-----------------–-), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---------------–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზ---------------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1--- წლის ნიმუშის, 5.45 მმ. კალიბრის ავტომატი ,,A-------------1 და საბრძოლო მასალა - 238 ცალი, 1--- წლის ნიმუშის 5.45 მმ. კალიბრის, სამხედრო ვაზნა, განკუთვნილი 5.45 მმ. კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის, რასაც 2018 წლის 15 იანვრამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე დ--–-----------------------–----------------–-.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით:
ზ------ ქ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ზ---------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------------- განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20---–-–------------------- განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------ გადაწყვეტილებით ზ---------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, 1 (ერთი) თვით და 29 (ოცდაცხრა) დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზ---------------–---–ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2018 წლის 15 იანვრიდან.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20---–-–------------------- განაჩენით ზ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. ზ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2016 წლის 6 აგვისტოდან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------ გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ზ---------------–---–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე ადრე 1 (ერთი) თვით და 29 (ოცდაცხრა) დღით ადრე - 2017 წლის 8 ივნისს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ-------–---- პროკურატურის შს ს-------------------------–---------------------–--------–---------–----- განყოფილების პროკურორმა გ---------------------მა და მოითხოვა ზ---------------–---–ისთვის სასჯელის დამძიმება.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შს ს-------------------------–---------------------–--------–---------–----- განყოფილების პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ---------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ: ივ------------ს პატაკის, ზ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის და ამოღებული ნივთმტკიცებების, ზ---------------–---–ის დაკავების ოქმის, მოწმეების გამოკითხვის ოქმების, ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნის, ქიმიური ექსპერტიზის N2-----ნ დასკვნის და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ---------------–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
რაც შეეხება თბილისის პროკურატურის შს ს-------------------------–---------------------–--------–---------–----- განყოფილების პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ზ---------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემობას, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელ გარემოებას, რომ ზ---------------–---–ი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის და დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში და მიაჩნია, რომ ზ---------------–---–ს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება.
ამასთან პალატის წინაშე აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენი ზ---------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის შს ს-------------------------–---------------------–--------–---------–----- განყოფილების პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენი ზ---------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ზ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ზ---------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------------- განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20---–-–------------------- განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------ გადაწყვეტილებით ზ---------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, 1 (ერთი) თვით და 29 (ოცდაცხრა) დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზ---------------–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 15 იანვრიდან.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე, პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცებები:
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი - კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1--- წლის ნიმუშის, 5.45 მმ. კალიბრის ავტომატი ,,A-------------1, საბჭოთა წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 1--- წლის ნიმუშის, 5.45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის განკუთვნილი ერთი მჭიდი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული - საბრძოლო მასალა - 238 ცალი 1--- წლის ნიმუშის 5.45 მმ. კალიბრის სამხედრო ვაზნა განკუთვნილი 5.45 კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული - საბჭოთა წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 1--- წლის ნიმუშის, 5.45 კალიბრის 26 ცალი სასწავლო ვაზნა, განკუთვნილი 5.45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეცეს საქართველოს შსს-ს შესაბამისს სამსახურს.
ზ---------------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ერთი ცალი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და სამი ცალი პოლიეთილენის პარკი, რაშიც მოთავსებული იყო სამხედრო და სასწავლო ვაზნები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /შ.ყაველაშვილი/