განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.05.2018
საქმის ნომერი
820210017001867400
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210017001867400

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-59-18 11 მაისი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - ია–- ბე-----, შა----- ბე----- - და---- კ-----ე - ირ---–- დი-------, მა-- დი-------, ნა----- დი-------, ნა----–- კა--ბე-----, ნი--- დი-------, შო--- დი------- - რა---- ჯო-------ე

დავის საგანი - საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- ირ---–- დ-------ის, მა-- დ-------ის, ნ----- დ-------ის, ნა----–- კა--ბ-----ის, ნი--- დ-------ის და შო--- დ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხე ია–- ბე-----ს (პ/ნ 6----------) და შა----- ბე-----ს (პ/ნ 6----------) აეკრძალათ მოსარჩელეების ირ---–- დ-------ის (პ/ნ 6----------), მა-- დ-------ის (პ/ნ 6----------), ნ----- დ-------ის (პ/ნ 6----------), ნა----–- კა--ბ-----ის(პ/ნ 6----------), ნი--- დ-------ის (პ/ნ 6----------) და შო--- დ-------ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №--.3-.0-.3--). სარგებლობის ხელშეშლა და დაევალათ მოახდი---ნ მოსარჩელეების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მათ მიერ აგებული ეკალმავთულიანი ღობის დემონტაჟი;

- განემარტათ მოპასუხეებს ია–- ბე-----ს (პ/ნ 6----------) და შა----- ბე-----ს (პ/ნ 6----------), რომ თუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ არ შეასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსარჩელების კუთვნილ, სოფ. მ---------–- მდებარე 2863.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №--.3-.0-.3--) ეკალმავთულიანი ღობის დემონტაჟის შესახებ, მოსარჩელეებს უფლება აქვთ ეს მოქმედება თვითონ შეასრულონ მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით;

- მოპასუხეებს - ია–- ბე-----ს (პ/ნ.: 6----------) და შა----- ბე-----ს (პ/ნ 6----------), მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 160 ლარის ანაზრაურება.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. ხ--–---------- მუნიციპლიტეტის სოფელ მ---------–- მდებარე უძრავი ქონება: სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2863.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით №--.3-.0-.3--. რეგისტრირებულია ირ---–- დ-------ის, მა-- დ-------ის, ნ----- დ-------ის, ნა----–- კა--ბ-----ის, ნი--- დ-------ისა და შო--- დ-------ის თანასაკუთრებად.

 

2.2. ს.ს.ი.პ. ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2015 წლის 25 დ--------- №---------- დასკვნის თანახმად, ეკალმავთულოვანი ღობე მთლიანად განთავსებულია N--.3-.0-.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში, რომელიც რეგისტრირებულია ირ---–- დ-------ის, მა-- დ-------ის, ნა----- დ-------ის, ნა----–- კა--ბ-----ის, ნი--- დ-------ისა და შო--- დ-------ის სახელზე.

 

2.3. მოპასუხე მხარე სადავოდ მიიჩნევს მოსარჩელეების საკუთრების კანონიერებას უძრავ ქონებაზე, რომელზეც მოთხოვნილია არსებული ღობის მოშლა. მოპასუხეთა მოსაზრებით, მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს სასაფლაოების ტერიტორიას, უკანონოდ იქნა გადაცემული მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში. ღობე გავლებულია მხარეთა შეთანხმებით, მიწა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რის გათვალისწინებასაც ითხოვენ მოპასუხეები და სარჩელზე უარის თქმას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასა--დო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

2.8. სასამართლომ განმარტა, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ხ--–---------- რაინის სოფ. მ---------–- მდებარე 2863.00 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი და მასზე არსებული 183.30 კვ.მ, შენობა ნაგებობა საკადასტრო კოდით N--.3-.0-.3--, ირ---–- დ-------ის, მა-- დ-------ის, ნ----- დ-------ის, ნა----–- კა--ბ-----ის, ნი--- დ-------ის და შო--- დ-------ის საკუთრებადაა რეგისტრირებული. მოპასუხეების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ ქონების მოსარჩელეებზე რეგისტრაცია მოხდა უკანონოდ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შეცდომაში შეყვანით. ღობე გავლებულია სახელმწიფოს მიერ, პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომელთა მონაწილეობით, ადგილი წარმოადგენს ია–- ბ-----ისა და შა----- ბ-----ის წინაპრების სასაფლაოს ტერიტორიას და მისი საკუთრებად აღიარება ეწინააღმდეგება კანონს.

 

2.9. დასახელებული მტკიცების მიუხედავად, მოპასუხეებს საკუთრების უფლების წინააღმდეგ დავა არ წამოუწყვიათ და არ მოუმართავთ სასამართლოსათვის იმ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე, რომლიც გახდა დასახელებული ნაკვეთის მოსარჩელეების საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველი. ამიტომაც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს ირ---–- დ-------ის, მა-- დ-------ის, ნ----- დ-------ის, ნა----–- კა--ბ-----ის, ნი--- დ-------ის და შო--- დ-------ის საკუთრების უფლება არის თუ არა ზუსტი. საქმის განხილვის მომენტისათვის ისინი ქონების მესაკუთრენი არიან და ამ საკუთრების უფლების რეგისტრაციას აქვს სისრულისა და უტყუარობის დანიშნულება.

 

2.10. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათი კუთვნილი ქონების სარგებლობაში ხელს უშლიან მოპასუხეები ია–- და შა----- ბე-----ები, რომლებსაც მათ კუთვნილ ნაკვეთში აქვთ ღობე. ის ფაქტი, რომ ღობე ნამდვილად გადის მოსარჩელეების ნაკვეთში, დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით.

 

2.11. სასამართლომ განმარტა, რომ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. ირ---–- დი-------, მა-- დი-------, ნ----- დი-------, ნა----–- კა--ბე-----, ნი--- დი------- და შო--- დი------- არიან მესაკუთრეები და მათ აქვთ ასეთი მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ მოპასუხებს ია–- ბე-----სა და შა----- ბე-----ს ღობე გავლებული აქვთ მოსარჩელეების კუთვნილ მიწის ნაკვეთში, რითაც მესაკუთრეს ხელი ეშლება კუთვნილი ქონებით თავისუფლად სარგებლობაში. მოპასუხეებზე ხელშეშლის აღკვეთისა და ღობის მოშლის დავალდებულებით აღდგება მოსარჩელეთა საკუთრების უფლება.

 

2.12. სასამართლომ სსკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დადასტურების მიზნით წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ხ--–---------- რაიონის სოფელ მ---------–-, 2863.00 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №--.3-.0-.3-- რეგისტრირებულია მოსარჩელეთა თანასაკუთრებად. მოსარჩელემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ეკალმავთულოვანი ღობე მთლიანად განთავსებულია N--.3-.0-.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში, რომელიც რეგისტრირებულია მოსარჩელეთა სახელზე. ხოლო მოპასუხეების წარმომადგენლებმა თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულებისათვის, გარდა თავიანთი განმარტებისა, წარმოადგინეს წერილობითი მტკიცებულები მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნა--ზი და საარქივო ცნობა, რითაც დგინდება რომ ნა----- დ-------ის კომლს მიწა აწერია პირად სარგებლობაში 1996-2000 წწ. – 0,25 ჰა და 2001 -2006 წწ 0.35 ჰა. აღნიშნული მტკიცებულებები ვერ უარყოფენ მოსარჩელის მტკიცებას კუთვნილი ქონების სარგებლობაში სხვა პირების ხელშეშლაზე და არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ექსპერტიზის დასკვნა მყარი და დამაჯერებელია, რის საფუძველზეც სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ია–- ბე-----მ და შა----- ბე-----მ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით, თვით სარჩელით და საქმეზე დართული მასალებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უტყუარადაა დადგენილი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი განეკუთვნება სასაფლაოს ტერიტორიას და ის წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ღობე წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. აქედან გამომდინარე, მათ არანაირი შეხება არ გააჩნიათ დავის საგანთან მიმართებაში. აღნიშნულ გარემოებათა გამო ისინი მიიჩნევენ, რომ არიან არასათანადო მოპასუხეები, რის შესახებაც სსკ-ის 84-85-ე მუხლების თანახმად, შუამდგომლობა დააყენეს კიდევაც სასამართლოს წინაშე, რომ ისინი სასამართლოს შეეცვალა სათანადო მოპასუხით - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხ--–---------- მუნიციპალიტეტის გამგეობით, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.

 

3.2. თავისი შინაარსით სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს აღიარებით სარჩელს. აღიარებითი მოთხოვნა კი დასაშვებია თუ მასში გამოკვეთილია იურიდიული ინტერესი, რაც უფლებასა თუ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებულ დავასანაა დაკავშირებული. მოპასუხე მოსარჩელეს უნდა ეცილებოდეს უფლებაში და ასეთი დავა მომავალში უნდა ქმნიდეს დარღვეული უფლების აღდგენის ან უფლების დარღვევის თავიდან აცილების წინაპირობას. ამასთან, სარჩელი დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვს გარკვეული სარგებელის მოტანა უნდა შეეძლოს. განსახილველ შემთხვევაში, ისინი მოსარჩელეებს არ ეცილებიან არაფერში, ხოლო თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ასეთ შემთხვევაში მათ დაევალებათ ისეთი ქმედების განხორციელება, რასთანაც მათ რაიმე კავშირი არ გააჩნიათ. იმ შემთხვევში თუ ისინი მოშლიან სადავო სამიჯნე ღობეს, ეს ქმედება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღევა, რაც დასჯადია. ამასთან, მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაეკისრათ სახ. ბაჟისა და იურიდიული მომსახურების ხარჯები 280 ლარის ოდენობით გადახდა იმ პირობებში, როდესაც მათ რაიმე სახის ურთიერთობა არ გააჩნიათ სადავო საგანთან.

 

3.3. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და არ გამოიყენა სსკ-ის 84-ე მუხლი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ირ---–- დ-------ის, მა-- დ-------ის, ნ----- დ-------ის, ნა----–- კა--ბ-----ის, ნი--- დ-------ის, შო--- დ-------ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დ--------- გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები; ხოლო სააპელაციო საჩივართან მიმართებით პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

4.5. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ იქნა გავლებული სადავო ეკლიანი მავთულის ღობე (იხ. შესაგებელი, ს/ფ. 58);

 

4.6. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანს წარმოადგენს, ხელშეშლის აღკვეთა, რაც გამოიხატება ღობის დემონტაჟში. შესაბამისად, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს მესაკუთრის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებში;

 

4.7. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ა--ლ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ 12.02.2016 საქმე №ას-1041-998-2016 გადაწყვეტილება, 26.10.2016წ. №ას-843-809-2016 განჩინება);

 

4.8. სსკ-ის 172-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და რაიმე ხელშემშლელს საფუძველი არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით. სსსკ-ის 102-ე მუხლი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს;

 

4.9. ნეგატორულ მოთხოვნაზე სასარჩელო წარმოებისას, მოპასუხისგან მომდინარე ხელშეშლის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხის მხრიდან საკუთარი ქონებით უკანონო ხელშეშლაზე, მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ხელშეშლის შესახებ ფაქტს დაადასტურებდა (სუსგ 22.12.2017 საქმე №ას-865-807-2017გადაწყვეტილება);

 

4.10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხ--–---------- მუნიციპლიტეტის სოფელ მ---------–- მდებარე უძრავი ქონება: სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2863.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით №--.3-.0-.3-- რეგისტრირებულია მოსარჩელეთა თანასაკუთრებად. ხოლო მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი იქნა ს.ს.ი.პ. ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2015 წლის 25 დ--------- №---------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, ეკალმავთულოვანი ღობე მთლიანად განთავსებულია N--.3-.0-.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში, რომელიც რეგისტრირებულია ირ---–- დ-------ის, მა-- დ-------ის, ნა----- დ-------ის, ნა----–- კა--ბ-----ის, ნი--- დ-------ისა და შო--- დ-------ის სახელზე. ამდენად, გაზიარებული ვერ იქნება აპელანტების მიერ მითითებული ის გარემოება, რომ ის ტერიტორია, სადაც გავლებულია მავთულის ღობე, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რადგან სსკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ საკუთრებაში გავლებული ღობით ხელი ეშლებათ საკუთრებით სარგებლობაში. ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ იქნა გავლებული სადავო ეკლიანი მავთულის ღობე. ამდენად, მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია;

 

4.11. მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ იქნა გავლებული სადავო ეკლიანი მავთულის ღობე. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ ამ სარჩელის ფარგლებში ისინი არ არიან სათანადო მოპასუხეები. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, რაც გამოიხატება სწორედ მათ მიერ გავლებული ღობის დემონტაჟში. ვინაიდან, დადგენილია სადავო ღობის უშუალოდ მოპასუხეთა მიერ გავლების ფაქტი, სწორედ ისინი წარმოადგენენ ამ ქმედებაზე პასუხისმგებელ სუბიექტებს და შესაბამისად, სათანადო მოპასუხეებს, რაც გამორიცხავს მათ შეცვლას სხვა მოპასუხით;

 

4.12. ასევე ვერ იქნება გაზიარებული აპელანტების მოსაზრებები, რომ სარჩელი თავისი შინაარსით აღიარებითია. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა და არა უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენა, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარება ან დოკუმენტების სიყალბის დადგენა (სსკ-ის 180-ე მუხლი), რაც გამორიცხავს მოცემული სარჩელის აღიარებითად მიჩნევის შესაძლებლობას;

 

4.13. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მოთხოვნა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.14. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ირ---–- დ-------ის, მა-- დ-------ის, ნ----- დ-------ის, ნა----–- კა--ბ-----ის, ნი--- დ-------ის, შო--- დ-------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ია–- ბ-----ის და შა----- ბ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ია–- ბ-----ის და შა----- ბ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა