განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/3050-17
საქმე № 330310016001564051
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი – ლ---–--–------ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი: გ--------------–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, კომპენსაციის დანიშვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
1.1. ლ---–--–------ის სააპელაციო მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ლ---–--–------ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ ჯ---- ც--–------ე და ლ---–---–-–---–ი დაქორწინდნენ 1986 წლის 23 აგვისტოს. ქორწინების შედეგად ცოლს მიენიჭა გვარი ც--–------ე.
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიერ 2005 წლის 9 ივნისს გაცემულ იქნა ცნობა მასზედ, რომ ჯ---- ც--–------ე შს ორგანოებში მუშაობდა 1990-1993 წლებში და ნამდვილად ღებულობდა მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში სამაჩაბლოს ტერიტორიაზე 1991 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში. ჯ---- ც--–------ე 1----–-–------------- დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
2.3. 1993 წლის 10 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიციის პოლკოვნიკის თ------–---–ის მიერ დამტკიცებულ იქნა დასკვნა საქართველოს შსს საგზაო პოლიციის სამმართველოს იმერეთის განყოფილების პოლიციელის პოლიციის ზემდეგის ჯ---- ც--–------ის დაღუპვის ფაქტზე ჩატარებულ სამსახურებრივ მოკვლევაზე. დასკვნაში აღინიშნა, რომ 1----–-–------------- საგზაო პოლიციის იმერეთის განყოფილების ,,კ------------“ საგუშაგოზე განაწესში სხვა თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა პოლიციელი ჯ---- ც--–------ე. 13 მარტს მორიგეობისას დაახლოებით 17 საათზე საგუშაგოზე გამოირთო განათება. დაახლოებით საღამოს 20 საათისთვის საგუშაგოში მყოფმა თანამშრომლებმა გაიგონეს დაჯახების ხმა და შეამჩნიეს სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით დიდი სიჩქარით მიმავალი ,,იკარუსის“ მარკის ავტობუსი, რომელიც ვიღაცას დაეჯახა და გაუჩერებლად გააგრძელა გზა. ადგილზე მისულმა თანამშრომლებმა ნახეს, რომ დაზარალებული აღმოჩნდა მათი საგუშაგოს პოლიციელი პოლიციის ზემდეგი ჯ---- ც--–------ე. იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფოდ გადაიყვანეს ქ. ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში სადაც ჯ---- ც--–------ე გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე ჯ---- ც--–------ე ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულად და ამოირიცხა შს ორგანოების სიებიდან.
2.4. 2015 წლის 29 დეკემბერს ლ---–--–------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, კომპენსაციის დანიშვნა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 15 მარტის N1---- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოქალაქე ლ---–--–------ეს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ჯ---- ც--–------ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანოის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ 1----–-–------------- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ,,კ------------“ საგუშაგოზე ჯ---- ც--–------ეს დაეჯახა ავტობუსი და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 24 მარტის N MIA 2------------ წერილით ლ---–--–------ეს ეცნობა, რომ ვინაიდან ჯ---- ც--–------ის გარდაცვალების ფაქტი არ ექცევა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მოქმედების ფარგლებში, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გასცენ ცნობა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
2.6. 2016 წლის 7 ივლისს ლ---–--–------ემ საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და კვლავ მოითხოვა კომპენსაციის დანიშვნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 12 ივლისის N MIA 4------------ წერილით ლ---–--–------ის საჩივარი განსახილველად გაგზავნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორისთვის. წერილის ასლი, ასევე, გაეგზავნა ლ---–--–------ეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 21 სექტემბრის N2------ წერილით ლ---–--–------ეს ეცნობა, კომისიის მიერ მიღებული 2016 წლის 15 მარტის N1---- გადაწყვეტილების შესახებ. ასევე, განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას ჩაბარდა 2016 წლის 30 მარტს, ხოლო საჩივრით სამინისტროსთვის მიმართულია 7 ივლისს, შესაბამისად გასულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ - სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოისილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონიერების თაობაზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ და შეაფასოს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან, ასევე, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქმედებარე აქტებით დადგენილ რეგულაციებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კომპენსაციის გაცემის მიზნით, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, ჯ------------------–--–------ის სამსახურებრვი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის ფაქტის დადასტურება და მოსარჩელეს დაენიშნოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია. სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეამოწმოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და აღნიშნულზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.
2.8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე ჯ---- ც--–------ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. კერძოდ, კი საგუშაგოზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მას დაეჯახა ავტობუსი, რის შედეგად იგი გარდაიცვალა. ამდენად, მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ჯ---- ც--–------ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე კომპენსაციის გაცემას ითხოვს, სწორედ ჯ---- ც--–------ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, კანონმდებლობა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის წინაპირობად ადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას. განსახილველ დავაში უნდა შემოწმდეს ადგილი აქვს თუ არა მითითებული ნორმით გათავლისწინებულ გარემოებებს, რაც შეიძლება გახდეს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის საფუძველი.
2.9. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს. მითითებული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამავე მუხლის 11 პუნქტი კი ითვალისწინებს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. მოცემული მუხლის მითითებული ორი პუნქტით განსაზღვრულია სოციალური გასაცემელის განსხვავებული ოდენობა, რაც დამოკიდებულია განსხვევებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, პირველი პუნქტი ითვალისწინებს ერთჯერად ფულად დახმარებას არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით, თუკი პოლიციელი გარდაიცვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ხოლო თუკი აღნიშნული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დაკავშირებული იქნება სიცოცხლისათვის განსაკუთრებული რისკის მქონე გარემოებებთან, რაც დაკონკრეტებულია 11 პუნქტში, ერთჯერადი გასაცემელი განისაზღვრება 100 000 ლარის ოდენობით.
2.10. შესრულების დროს, ავტობუსის შეახების შედეგად. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. ამდენად პოლიციელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს დამნაშავეობასთან ბრძოლა, თუმცა მოცემული კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტში მითითებულ ,,დამნაშავეობასთან ბრძოლაში“ მოიაზრება არა პოლიციელისთვის კონკრეტული ფუნქცია-ვალდებულების დაკისრება, არამედ ამ ვალდებულების უშუალოდ განხორციელების მომენტი, დამნაშავეობასთან ბრძოლის, დანაშაულის აღკვეთის კონკრეტული ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლა თითოეული პოლიციელის ვალდებულებას და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, თუმცა უბედური შემთხვევის პირობებში, თუნდაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელის გარდაცვალება არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას.
2.11. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ჯ---- ც--–------ის მიერ განცხორციელებული სამსახურებრივი მოვალეობა დაკავშირებული იყო სიცოცხლისათვის მომეტებულ საფრთხესთან, რომ აღნიშნულ მომენტში იგი ჩაბმული იყო კონკრეტულ დანაშაულთან ბრძოლასა თუ მის პრევენციაში, რაც გამორიცხავს ჯ---- ც--–------ის ოჯახის წევრთა მიმართ ,,პოლიციის შესახებ“ საქართელოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის გამოყენებას. აღნიშნული გარემოება კი თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელისთვის ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემას.
ამასთან, სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად ჯ---- ც--–------ე გარდაიცვალა 1----–-–-------------, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ და 11 პუნქტებში ცვლილება კი შევიდა და მოქმედი სახის რეგულაციით ჩამოყალიბდა 2015 წლის 3 ივლისის N3895 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონით. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. 2015 წლის 3 ივლისის N3895 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონით არ იქნა დადგენილი, მიღებული ცვლილების უკუძალით მოქმედების შესახებ, შესაბამისად 2015 წლის 3 ივლისს მიღებული მოცემული ნორმატიული აქტი არეგულირებს აქტის მიღების შემდგომ დამდგარ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ---- ც--–------ის ოჯახის წევრის მიმართ ვერ გავრცელდება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტების, ასევე, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი და იმავე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის მოქმედება, შესაბამისად, მათ საფუძველზე ვერ მოხდება მოსარჩელის სოციალური გასაცემელით უზრუნველყოფა.
2.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებული სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3.1. ლ---–--–------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელზე თანდართული დოკუმენტაციით ნათლად და გარკვევით დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ მისი მეუღლე ჯ-----------------–--–------ე გარდაიცვალა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად, სასამართლოს მიერ არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა აღნიშნულ ფაქტს. მიუხედავად იმ განმარტებისა, რომ დანაშაულთან ბრძოლა თითოეული პოლიციელის ვალდებულებას და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, თუმცა სასამართლოს მიერ ავტოავარია მიჩნეულ იქნა უბედურ შემთხვევად, სადაც პოლიციელის მიერ დანაშაულთან ბრძოლა, როგორც პრევენცია გამორიცხულ იქნა, რაც არასწორია. საქმის მასალებით დადასტურებულ იქნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა ზუსტად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ანუ საგუშაგოზე, სადაც მისი მეუღლე ასრულებდა მის სამსახურეობრივ მოვალეობას.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 16-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება, ამდენად პოლიციელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა, თუმცა მოცემული კანონის 50-ე მუხლის პრიმა პუნქტში მითითებულ დანაშაულთან ბრძოლაში მოიაზრება არა პოლიციელისათვის კონკრეტული ფუნქცია მოვალეობების დაკისრება არამედ ამ ვალდებულების უშუალოდ განხორციელების მომენტი, ანუ სასამათლომ კანონი არასწორედ განმარტა. იმის გამო, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა მხოლოდ აღნიშნულის გათვალისწინებით არ იქნა მიჩნეული ჯ---- ც--–------ის დაღუპვა კანონის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ გარემობად, რაც არასწორია. ამრიგად, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი.
2016 წლის 15 მარტის N1---- გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებასთან დაკავშირებით აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი გარემოება და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება იქნა გაკეთებული, რადგანაც გადაწყვეტილება გასაჩივრებული კანონით დადგენილ ვადაში და ასეთ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით გამოიყენება არა ერთ თვიანი ვადა, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ ჯ---- ც--–------ე და ლ---–---–-–---–ი დაქორწინდნენ 1986 წლის 23 აგვისტოს. ქორწინების შედეგად ცოლს მიენიჭა გვარი ც--–------ე.
4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიერ 2005 წლის 9 ივნისს გაცემულ იქნა ცნობა მასზედ, რომ ჯ---- ც--–------ე შს ორგანოებში მუშაობდა 1990-1993 წლებში და ნამდვილად ღებულობდა მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში სამაჩაბლოს ტერიტორიაზე 1991 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში. ჯ---- ც--–------ე 1----–-–------------- დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
4.6. 1993 წლის 10 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიციის პოლკოვნიკის თ------–---–ის მიერ დამტკიცებულ იქნა დასკვნა საქართველოს შსს საგზაო პოლიციის სამმართველოს იმერეთის განყოფილების პოლიციელის, პოლიციის ზემდეგის ჯ---- ც--–------ის დაღუპვის ფაქტზე ჩატარებულ სამსახურებრივ მოკვლევაზე. დასკვნაში აღინიშნა, რომ 1----–-–------------- საგზაო პოლიციის იმერეთის განყოფილების ,,კ------------“ საგუშაგოზე განაწესში სხვა თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა პოლიციელი ჯ---- ც--–------ე. 13 მარტს მორიგეობისას დაახლოებით 17 საათზე საგუშაგოზე გამოირთო განათება. დაახლოებით საღამოს 20 საათისთვის საგუშაგოში მყოფმა თანამშრომლებმა გაიგონეს დაჯახების ხმა და შეამჩნიეს სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით დიდი სიჩქარით მიმავალი ,,იკარუსის“ მარკის ავტობუსი, რომელიც ვიღაცას დაეჯახა და გაუჩერებლად გააგრძელა გზა. ადგილზე მისულმა თანამშრომლებმა ნახეს, რომ დაზარალებული აღმოჩნდა მათი საგუშაგოს პოლიციელი პოლიციის ზემდეგი ჯ---- ც--–------ე. იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფოდ გადაიყვანეს ქ. ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში სადაც ჯ---- ც--–------ე გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე ჯ---- ც--–------ე ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულად და ამოირიცხა შს ორგანოების სიებიდან.
4.7. 2015 წლის 29 დეკემბერს ლ---–--–------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, კომპენსაციის დანიშვნა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 15 მარტის N1---- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოქალაქე ლ---–--–------ეს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ჯ---- ც--–------ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანოის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ 1----–-–------------- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ,,კ------------“ საგუშაგოზე ჯ---- ც--–------ეს დაეჯახა ავტობუსი და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 24 მარტის N MIA 2------------ წერილით ლ---–--–------ეს ეცნობა, რომ ვინაიდან ჯ---- ც--–------ის გარდაცვალების ფაქტი არ ექცევა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მოქმედების ფარგლებში, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გასცენ ცნობა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
4.9. 2016 წლის 7 ივლისს ლ---–--–------ემ საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და კვლავ მოითხოვა კომპენსაციის დანიშვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 12 ივლისის N MIA 4------------ წერილით ლ---–--–------ის საჩივარი განსახილველად გაგზავნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორისთვის. წერილის ასლი, ასევე, გაეგზავნა ლ---–--–------ეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 21 სექტემბრის N2------ წერილით ლ---–--–------ეს ეცნობა, კომისიის მიერ მიღებული 2016 წლის 15 მარტის N1---- გადაწყვეტილების შესახებ. ასევე, განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას ჩაბარდა 2016 წლის 30 მარტს, ხოლო საჩივრით სამინისტროსთვის მიმართულია 7 ივლისს, შესაბამისად გასულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.10. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებული სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 15 მარტის N1---- გადაწყვეტილების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 24 მარტის N MIA 2------------ წერილისა და 2016 წლის 21 სექტემბრის N2------ წერილის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან, მოსარჩელე ასევე მოითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს კომპენსაციის გაცემის მიზნით, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, ჯ------------------–--–------ის სამსახურებრვი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის ფაქტის დადასტურება და მოსარჩელესთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნა.
4.12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე ჯ---- ც--–------ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. კერძოდ, კი საგუშაგოზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მას დაეჯახა ავტობუსი, რის შედეგად იგი გარდაიცვალა.
მოსარჩელე კომპენსაციის გაცემას ითხოვს სწორედ ჯ---- ც--–------ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, კანონმდებლობა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის წინაპირობად ადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას. განსახილველ დავაში უნდა შემოწმდეს ადგილი აქვს თუ არა მითითებული ნორმით გათავლისწინებულ გარემოებებს, რაც შეიძლება გახდეს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის საფუძველი.
4.13. სააპელაციო პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტი თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
4.14. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. ამდენად, პოლიციელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს დამნაშავეობასთან ბრძოლა, თუმცა მოცემული კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტში მითითებულ ,,დამნაშავეობასთან ბრძოლაში“ მოიაზრება არა პოლიციელისთვის კონკრეტული ფუნქცია-ვალდებულების დაკისრება, არამედ ამ ვალდებულების უშუალოდ განხორციელების მომენტი, დამნაშავეობასთან ბრძოლის, დანაშაულის აღკვეთის კონკრეტული ფაქტი. სასამართლომ განმარტა, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლა თითოეული პოლიციელის ვალდებულებას და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, თუმცა უბედური შემთხვევის პირობებში, თუნდაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელის გარდაცვალება არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სახლში ვ--------------–--ის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი მოვალეობა, იმ მომენტში, დაკავშირებული იყო სიცოცხლისათვის მომეტებულ საფრთხესთან, რაც გამორიცხავს ვ--------------–--ის ოჯახის წევრთა მიმართ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის გამოყენებას. აღნიშნული გარემოება კი თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელისთვის ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემას. ამდენად სარჩელი უსაფუძვლოა.
4.15.ამდენად სააპელაციო პალატა კანონიერად მიიჩნევს 2016 წლის 15 მარტის N1---- გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 24 მარტის N MIA 2------------ წერილისა და 2016 წლის 21 სექტემბრის N2------ წერილების ბათილად ცნობის საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ამდენად, აპელანტი - ლ---–--–------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---–--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე