განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2018
საქმის ნომერი
330310016001649669
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/104-18

საქმე № 330310016001649669

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე

 

აპელანტი – ლ---–- ლ---–----ე

წარმომადგენელი: გ---–--–-----

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი: გ--------------–-–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება

 

1.1. ლ---–- ლ---–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ლ---–- ლ---–----ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. ლ---–- ლ---–----ე და ვ--------------–--- დაქორწინდნენ 1978 წლის 3 ოქტომბერს.

 

2.2. ლ---–- ლ---–----ის მეუღლე ვ--------------–--- იყო თერჯოლის შს რაი განყოფილების თანამშრომელი და ეკავა პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

 

2.3. ვ--------------–--- გარდაიცვალა 1993 წლის 10 ოქტომბერს ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად.

 

2.4. თერჯოლის შს რაიგანყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის, პოლიციის მაიორის ვ----------------------------–--ის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სამსახურებრივი მოკვლევა, რაზეც გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მიერ დამტკიცებული 1998 წლის 22 ივლისის დასკვნა. ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევით დადგინდა, რომ 1993 წლის 9 ოქტომბერს თერჯოლის პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, კერძოდ სოფელ ძ----–- მდებარე ხიდთან შეიარაღებული ბოროტმოქმედები თავს ესხმოდნენ გამვლელ ავტომანქანებს. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც სხვა თანამშრომლებთან ერთად შედიოდა ვ--------------–---ც. მან შემთხვევის ადგილზე გასვლამდე მასზე განპიროვნებული ,,მაკაროვის“ სისტემის ტაბელური პისტოლეტი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილზე მისულ ოპერატიული ჯგუფის წევრებს მოქალაქეებმა მიუთითეს, რომ დამნაშავეები სოფელ ბ----------- გზით წავიდნენ ქ. ქუთაისის მიმართლებით. მომხდარის შესახებ ოპერატიულმა ჯგუფმა აღნიშნულის შესახებ გააფრთხილა ქუთაისი-თერჯოლის გზაზე არსებული პოლიციის საგუშაგოები და ქუთაისის შს სამმართველოს ხელმძღვანელები.

 

ქუთაისში ჩასვლის შემდეგ ვ--------–---მ გადაწყვიტა ცოტა ხნით ოჯახში მისვლა, რადგან რამოდენიმე დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოჯახში და სურდა ტანსაცმლის გამოცვლა. სახლში მისვლის შემდგომ, ტანსაცმლის გამოცვლისას ვ--------------–--ის პისტოლეტიდან მოხდა შემთხვევითი გასროლა, რა დროსაც ვ--------–---მ მიიღო სასიკვდილო ჭრილობა, რის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თერჯოლის შს რაიგანყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის, პოლიციის მაიორის ვ--------–--ის გარდაცვალება ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალებად.

 

2.5. 2015 წლის 7 აგვისტოს ლ---–- ლ---–----ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ,,სახელმწიფო კოპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დასანიშნად შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემა.

 

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის N1--- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოქალაქე ლ---–- ლ---–----ეს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ვ----------------------------–--ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანოის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ- სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოისილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის N1--- გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ---–- ლ---–----ისთვის, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, კომპენსაციის დანიშვნის შესახებ. სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეამოწმოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და აღნიშნულზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

2.8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე ვ--------------–--- გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. კერძოდ, 1993 წლის 9 ოქტომბერს თერჯოლის პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ძ----–- მდებარე ხიდთან შეიარაღებული ბოროტმოქმედები თავს ესხმოდნენ გამვლელ ავტომანქანებს. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც სხვა თანამშრომლებთან ერთად შედიოდა ვ--------------–---ც. მან შემთხვევის ადგილზე გასვლამდე მასზე განპიროვნებული ,,მაკაროვის“ სისტემის ტაბელური პისტოლეტი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილზე მისულ ოპერატიული ჯგუფის წევრებს მოქალაქეებმა მიუთითეს, რომ დამნაშავეები სოფელ ბ----------- გზით წავიდნენ ქ. ქუთაისის მიმართლებით. მომხდარის შესახებ ოპერატიულმა ჯგუფმა აღნიშნულის შესახებ გააფრთხილა ქუთაისი-თერჯოლის გზაზე არსებული პოლიციის საგუშაგოები და ქუთაისის შს სამმართველოს ხელმძღვანელები. ქუთაისში ჩასვლის შემდეგ ვ--------–---მ გადაწყვიტა ცოტა ხნით ოჯახში მისვლა, რადგან რამოდენიმე დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოჯახში და სურდა ტანსაცმლის გამოცვლა. სახლში მისვლის შემდგომ, ტანსაცმლის გამოცვლისას ვ--------------–--ის პისტოლეტიდან მოხდა შემთხვევითი გასროლა, რა დროსაც ვ--------–---მ მიიღო სასიკვდილო ჭრილობა, რის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამსახურებრივი მოკვლევის საფუძვლეზე, თერჯოლის შს რაიგანყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის, პოლიციის მაიორის ვ--------------–--ის გარდაცვალება მიიჩნია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალებად. ამდენად, მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ვ--------------–--- გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე კომპენსაციის გაცემას ითხოვს, სწორედ ვ--------------–--ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, კანონმდებლობა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის წინაპირობად ადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას. განსახილველ დავაში უნდა შემოწმდეს ადგილი აქვს თუ არა მითითებული ნორმით გათავლისწინებულ გარემოებებს, რაც შეიძლება გახდეს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის საფუძველი.

 

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს. მითითებული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამავე მუხლის 11 პუნქტი კი ითვალისწინებს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. მოცემული მუხლის მითითებული ორი პუნქტით განსაზღვრულია სოციალური გასაცემელის განსხვავებული ოდენობა, რაც დამოკიდებულია განსხვევებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, პირველი პუნქტი ითვალისწინებს ერთჯერად ფულად დახმარებას არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით, თუკი პოლიციელი გარდაიცვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ხოლო თუკი აღნიშნული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დაკავშირებული იქნება სიცოცხლისათვის განსაკუთრებული რისკის მქონე გარემოებებთან, რაც დაკონკრეტებულია 11 პუნქტში, ერთჯერადი გასაცემელი განისაზღვრება 100 000 ლარის ოდენობით.

 

განხილულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ--------------–--- გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სახლში, მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევითი გასროლის შედეგად. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. ამდენად, პოლიციელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს დამნაშავეობასთან ბრძოლა, თუმცა მოცემული კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტში მითითებულ ,,დამნაშავეობასთან ბრძოლაში“ მოიაზრება არა პოლიციელისთვის კონკრეტული ფუნქცია-ვალდებულების დაკისრება, არამედ ამ ვალდებულების უშუალოდ განხორციელების მომენტი, დამნაშავეობასთან ბრძოლის, დანაშაულის აღკვეთის კონკრეტული ფაქტი. სასამართლომ განმარტა, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლა თითოეული პოლიციელის ვალდებულებას და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, თუმცა უბედური შემთხვევის პირობებში, თუნდაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელის გარდაცვალება არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სახლში ვ--------------–--ის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი მოვალეობა, იმ მომენტში, დაკავშირებული იყო სიცოცხლისათვის მომეტებულ საფრთხესთან, რაც გამორიცხავს ვ--------------–--ის ოჯახის წევრთა მიმართ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის გამოყენებას. აღნიშნული გარემოება კი თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელისთვის ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ--------------–--ის ოჯახის წევრის მიმართ ვერ გავრცელდება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტების, ასევე, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი და იმავე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის მოქმედება, შესაბამისად, მათ საფუძველზე ვერ მოხდება მოსარჩელის სოციალური გასაცემელით უზრუნველყოფა.

 

2.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებული სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3.1. ლ---–- ლ---–----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

ფაქტობრივი უსწორობები

 

აპელანტის მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული მე-2 მუხლის 1 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. 2015 წლის 8 სექტემბრის N1--- გადაწყვეტილება წარმოადგენს კანონის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ აქტს, რომელიც სასამართლომ არ შეაფასა კანონსაწინააღმდეგოდ და არ ცნო ბათილად.

 

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტის მეუღლე ვ--------------–--- იყო იმ ოპერატიული ჯგუფის უფროსი რომელიც შეიქმნა ბოროტმოქმედთა ყაჩაღური ორგანიზებული ჯგუფის მოქმედებების აღსაკვეთად, რომლებიც თავს ესხმოდნენ და აყაჩაღებდნენ ავტომანქანებს და საცხოვრებელ სახლებს. სწორედ გ-----–--ე თანამებრძოლებთან ერთად დაედევნა მათ, სატაბელო იარაღით, რომელიც მუდმივად გადატენილ მდგომარეობაში იყო არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად. ასევე სასამართლომ იგნორირება გაუკეთა 1993 წლის სამსახურებრივი მოკვლევის ფაქტს გ-----–--ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელსაც ცალსახად ადასტურებს 28 ივლისის 1993 წლის დასკვნა დამტკიცებული შსს მინისტრის მიერ, სადაც დადასტურებულია რომ ვ--------------–--- გარდაიცვალა ტაბელური იარაღის გასროლით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. გ-----–--ე იძულებული იყო, რომ ნებისმიერი მოქმედება უნდა განეხორციელებინა გადატენილი სატაბელო იარაღით, რომ მას არ დაეკარგა დრო იარაღის მუშა მდგომარეობაში მოსაყვანად და ამით არ დაზარალებულიყო ის მიზანი, რისთვისაც ოპერატიული ჯგუფი შეიქმნა.

 

აპელანტის განმარტებით ასევე უსწოროა ის გარემოება, რომ თითქოსდა გ-----–--ეს შემთხვევით გაუვარდა იარაღი მოვალეობის შესრულებისას ვინაიდან პოლიცის შესახებ კანონის 31 მუხლის 6 პუნქტის თანახმად, ემანსიპაციის დასანიშნად საჭიროა ორი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის არსებობა : პოლიციელის დაღუპვა და მისი გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაც გ-----–--ის შემთხვევაში უდავოა დადასტურებულია იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირით, რაც შსს დასკვნაშია მითითებული, რასაც სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა.

 

სამართლებრივი უსწორობები

 

აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში სამართლებრივად უსწოროა ის საფუძვლები, რომელიც სასამართლომ არასწორად განმარტა და ასევე არ მიუთითა იმ გარემოებაზე რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე და კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და 50-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის საფუძვლით რეგულირდება და იგნორირება გაუკეთა იმ სამართლებრივ შედეგს და ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც აპელანტს მიეცემოდა შესაძლებლობა ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით გასაცემლის დანიშვნის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ოჯახის წევრს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.4. ლ---–- ლ---–----ე და ვ--------------–--- დაქორწინდნენ 1978 წლის 3 ოქტომბერს.

 

4.5. ლ---–- ლ---–----ის მეუღლე ვ--------------–--- იყო თერჯოლის შს რაი განყოფილების თანამშრომელი და ეკავა პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

 

4.6. ვ--------------–--- გარდაიცვალა 1993 წლის 10 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად.

 

4.7. თერჯოლის შს რაიგანყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის, პოლიციის მაიორის ვ----------------------------–--ის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სამსახურებრივი მოკვლევა, რაზეც გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მიერ დამტკიცებული 1998 წლის 22 ივლისის დასკვნა. ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევით დადგინდა, რომ 1993 წლის 9 ოქტომბერს თერჯოლის პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, კერძოდ სოფელ ძ----–- მდებარე ხიდთან შეიარაღებული ბოროტმოქმედები თავს ესხმოდნენ გამვლელ ავტომანქანებს. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც სხვა თანამშრომლებთან ერთად შედიოდა ვ--------------–---ც. მან შემთხვევის ადგილზე გასვლამდე მასზე განპიროვნებული ,,მაკაროვის“ სისტემის ტაბელური პისტოლეტი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილზე მისულ ოპერატიული ჯგუფის წევრებს მოქალაქეებმა მიუთითეს, რომ დამნაშავეები სოფელ ბ----------- გზით წავიდნენ ქ. ქუთაისის მიმართლებით. მომხდარის შესახებ ოპერატიულმა ჯგუფმა აღნიშნულის შესახებ გააფრთხილა ქუთაისი-თერჯოლის გზაზე არსებული პოლიციის საგუშაგოები და ქუთაისის შს სამმართველოს ხელმძღვანელები.

 

ქუთაისში ჩასვლის შემდეგ ვ--------–---მ გადაწყვიტა ცოტა ხნით ოჯახში მისვლა, რადგან რამოდენიმე დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოჯახში და სურდა ტანსაცმლის გამოცვლა. სახლში მისვლის შემდგომ, ტანსაცმლის გამოცვლისას ვ--------------–--ის პისტოლეტიდან მოხდა შემთხვევითი გასროლა, რა დროსაც ვ--------–---მ მიიღო სასიკვდილო ჭრილობა, რის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თერჯოლის შს რაიგანყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის, პოლიციის მაიორის ვ--------–--ის გარდაცვალება ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალებად.

 

4.8. 2015 წლის 7 აგვისტოს ლ---–- ლ---–----ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ,,სახელმწიფო კოპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დასანიშნად შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემა.

 

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის N1--- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოქალაქე ლ---–- ლ---–----ეს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ვ----------------------------–--ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანოის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.9. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებული სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის N1--- გადაწყვეტილების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან. მოსარჩელე ასევე, მოითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს კომპენსაციის გაცემის მიზნით, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, ვ----------------------------–--ის სამსახურებრვი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის ფაქტის დადასტურება და მოსარჩელესთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნა.

 

4.11. დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე ვ--------------–--- გარდაიცვალა თავის საცხოვრებელ სახლში. კერძოდ, 1993 წლის 9 ოქტომბერს თერჯოლის პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ძ----–- მდებარე ხიდთან შეიარაღებული ბოროტმოქმედები თავს ესხმოდნენ გამვლელ ავტომანქანებს. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც სხვა თანამშრომლებთან ერთად შედიოდა ვ--------------–---ც. მან შემთხვევის ადგილზე გასვლამდე მასზე განპიროვნებული ,,მაკაროვის“ სისტემის ტაბელური პისტოლეტი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილზე მისულ ოპერატიული ჯგუფის წევრებს მოქალაქეებმა მიუთითეს, რომ დამნაშავეები სოფელ ბ----------- გზით წავიდნენ ქ. ქუთაისის მიმართლებით. მომხდარის შესახებ ოპერატიულმა ჯგუფმა აღნიშნულის შესახებ გააფრთხილა ქუთაისი-თერჯოლის გზაზე არსებული პოლიციის საგუშაგოები და ქუთაისის შს სამმართველოს ხელმძღვანელები. ქუთაისში ჩასვლის შემდეგ ვ--------–---მ გადაწყვიტა ცოტა ხნით ოჯახში მისვლა, რადგან რამოდენიმე დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოჯახში და სურდა ტანსაცმლის გამოცვლა. სახლში მისვლის შემდგომ, ტანსაცმლის გამოცვლისას ვ--------------–--ის პისტოლეტიდან მოხდა შემთხვევითი გასროლა, რა დროსაც ვ--------–---მ მიიღო სასიკვდილო ჭრილობა, რის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამსახურებრივი მოკვლევის საფუძვლეზე, თერჯოლის შს რაიგანყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის, პოლიციის მაიორის ვ--------------–--ის გარდაცვალება მიიჩნია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალებად.

 

4.12. მოსარჩელე კომპენსაციის გაცემას ითხოვს, სწორედ ვ--------------–--ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, კანონმდებლობა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის წინაპირობად ადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას. განსახილველ დავაში უნდა შემოწმდეს ადგილი აქვს თუ არა მითითებული ნორმით გათავლისწინებულ გარემოებებს, რაც შეიძლება გახდეს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის საფუძველი.

 

4.13 პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამავე მუხლის 11 პუნქტი კი ითვალისწინებს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. მოცემული მუხლის მითითებული ორი პუნქტით განსაზღვრულია სოციალური გასაცემელის განსხვავებული ოდენობა, რაც დამოკიდებულია განსხვევებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, პირველი პუნქტი ითვალისწინებს ერთჯერად ფულად დახმარებას არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით, თუკი პოლიციელი გარდაიცვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ხოლო თუკი აღნიშნული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დაკავშირებული იქნება სიცოცხლისათვის განსაკუთრებული რისკის მქონე გარემოებებთან, რაც დაკონკრეტებულია 11 პუნქტში, ერთჯერადი გასაცემელი განისაზღვრება 100 000 ლარის ოდენობით.

 

განხილულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ--------------–--- გარდაიცვალა თავის საცხოვრებელ სახლში, მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევითი გასროლის შედეგად.

 

4.14. პირველმა ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად აღნიშნა, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. ამდენად, პოლიციელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს დამნაშავეობასთან ბრძოლა, თუმცა მოცემული კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტში მითითებულ ,,დამნაშავეობასთან ბრძოლაში“ მოიაზრება არა პოლიციელისთვის კონკრეტული ფუნქცია-ვალდებულების დაკისრება, არამედ ამ ვალდებულების უშუალოდ განხორციელების მომენტი, დამნაშავეობასთან ბრძოლის, დანაშაულის აღკვეთის კონკრეტული ფაქტი. დამნაშავეობასთან ბრძოლა თითოეული პოლიციელის ვალდებულებას და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, თუმცა უბედური შემთხვევის პირობებში, თუნდაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელის გარდაცვალება არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ თავის საცხოვრებელ სახლში ვ--------------–--ის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი მოვალეობა, იმ მომენტში, დაკავშირებული იყო სიცოცხლისათვის მომეტებულ საფრთხესთან, რაც გამორიცხავს ვ--------------–--ის ოჯახის წევრთა მიმართ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის გამოყენებას. აღნიშნული გარემოება კი თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელისთვის ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემას.

 

4.15. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ--------------–--ის ოჯახის წევრის მიმართ ვერ გავრცელდება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტების, ასევე, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი და იმავე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის მოქმედება, შესაბამისად, მათ საფუძველზე ვერ მოხდება მოსარჩელის სოციალური გასაცემელით უზრუნველყოფა. ამდენად სარჩელი უსაფუძვლოა.

 

ამასთან სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 1998 წლის 28 ოქტომბრის ქვითარზე, რომლის თანახმად ლ---–- ლ---–----ეზე გაიცა ვ--------------–--ის დაღუპვის გამო დახმარება და დაკრძალვის ხარჯი 6302.60 ლარი. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს შესაბამისი დახმარება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის ამოქმედებამდე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ამდენად, აპელანტი - ლ---–- ლ---–----ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---–- ლ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი ტყავაძე