განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2018
საქმის ნომერი
330100117002193159
ინსტანცია
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002193159

საქმე №1/ბ 455-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ა-----------------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ა-----------------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–--------–---–---–------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------–--------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის განაჩენით, ა-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლისა და 3(სამი)თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ჯარიმა - 1000(ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2017 წლის 1 ნოემბრიდან.

ა-----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ”ა”, ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ა-----------------მა 2017 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ------–--–-------–--–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---------–----ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-----------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს------------------ემ, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ა--------ს მ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული დაზარალებულისა და მოწმეების - ნ---------–----ის, ბ---------–-----ის, ს--------------ს, მ------------ის, არასრულწლოვანი ლ----------–----ის, არასრულწლოვანი ე--------–----ის დაკითხვის ოქმებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 მაისის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით, ასევე, და საქმეში არსებული სხვა წერილობით მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ა-----------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მაგრამ პალატა მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მძიმე სოციალურ ხასიათს, ჩადენის ხერხს და დამდგარ შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას და იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია ოჯახში ჩადენილი დანაშაულისათვის იმავე პირის მიმართ, რაც აშკარად მიუთითებს მსჯავრდებულის მიდრეკილებას ძალადობრივი ხასიათის ქმედებებისაკენ. ასეთ პირობებში კი სასჯელის ზომად, სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ვადის განსაზღვრა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი. დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის განაჩენი ა-----------------ის მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა-----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ა-------- მ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლისა და 3(სამი)თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ჯარიმა - 1000(ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით და 3(სამი)თვითს თავისუფლების აღკვეთა;

4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ა-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

5.მსჯავრდებულ ა-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ნოემბრიდან;

6. პალატის განაჩენი დადგენისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი დადგენიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი