განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210017001980414
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6558-17 “01” მარტი, 2018წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე
გელა ქირია
სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - --სს - გ--- გ------–-----ი, ე-----ი გ------–-----ი, მ----ა გ------–-----ი ი----------- სს ,----------------- ბ--------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 28.09.2017წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სიცოცხლის დაზღვევის, მომსახურების ღირებულების, ჯარიმის გადახდის და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის დადგენის ნაწილში.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. სს ,----------------- წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა;
მოპასუხეებს გ--- და ე-----ი გ------–-----ებს მოსარჩელე სს ,----------------- სასარგებლოდ დაეკისრათ 13 253,20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, საიდანაც 8 060,79 აშშ დოლარი წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული 2015 წლის 25 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხას, 4 261,33 აშშ დოლარი სარგებელს, 562,50 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევის ღირებულებას, 157,35 აშშ დოლარი მომსახურების ღირებულების გადასახადს, ხოლო 171,65 აშშ დოლარი და 39,58 აშშ დოლარი ჯარიმას;
გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მ----ა გ------–-----ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: გ-------------------–----------------------–-------------------- ქ. №--, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 3677 კვ.მ. ზედ არსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად, საკადასტრო კოდი 8-----------; თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს გ--- და ე-----ი გ------–-----ების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;
2. მოპასუხეებს გ---, ე-----ი და მ----ა გ------–-----ებს მოსარჩელე სს ,------------------სასარგებლოდ დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 67,27 ლარი; მოპასუხეებს გ--- და ე-----ი გ------–-----ებს მოსარჩელე სს ,----------------- სასარგებლოდ დაეკისროთ სასამართლოს გარეშე ხარჯის 11 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე სს ,---------------- დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 890,19 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადახდის თარიღი 2017 წლის 22 ივნისი; საგადასახადო დავალება №---; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი №---------;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2015 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე გ--- გ------–-----ს შორის გაფორმდა სესხით ხაზის მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც 2015 წლის 26 დეკემბერს №------------- სესხის ხელშეკრულება და მოპასუხე გ--- გ------–-----ზე გაიცა სესხი 9 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, რომლის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელმა შეადგენა 1,8 პროცენტი, ხოლო გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობისას ჯარიმა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5 პროცენტი (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის 0,27 პროცენტი. მოსარჩელესა და გ--- გ------–-----ს შორის გაფორმებულ იქნა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი;
2.2. 2015 წლის 25 დეკემბერის სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელესა და გ--- გ------–-----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე გ--- გ------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე გ-------------------–----------------------–----------- №--, ს.კ. 8-----------.
2.3. 2015 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელეს თავდების განცხადებით მიმართა მოპასუხე ე-----ი გ------–-----მა, რომლის საფუძველზეც იმავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ე-----ი გ------–-----მა იკისრა სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე,2.4. 2017 წლის 12 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე: გ--------------------------------–----------- ქ. №--, ს.კ 8----------- მესაკუთრეს წარმოადგენს მ----ა გ------–-----ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ჩუქების ხელშეკრულება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, ასევე 102-ე მუხლებით.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელემ წარმოადგინა მხარეთა შორის არსებული - 2015 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულება სესხის ხაზის მომსახურებაზე, 2015 წლის 25 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულება და 2015 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება, ხოლო 2017 წლის 28 სექტემბერს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში ცნო, ხოლო ჯარიმის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში სასამართლოს მიანდო გადაწყვეტილების მიღება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2015 წლის 25 დეკემბრის სესხის ხაზის მომსახურებაზე ხელშეკრულება, 2015 წლის 25 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულება, 2015 წლის 24 დეკემბრის თავდებობისა და 2015 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დაიდო სესხის ხაზის მომსახურებაზე ხელშეკრულება, 2015 წლის 25 დეკემბერს იპოთეკის ხელშეკრულება, 2015 წლის 24 დეკემბერს თავდებობისა და 2015 წლის 26 დეკემბერს სესხის ხელშეკრულებები , რა დროსაც მოსარჩელემ გამოხატა ნება სესხის გაცემის, ხოლო მოპასუხეებმა ამ სესხის მიღების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სს ,-----------------და გ--- გ------–-----ს შორის დადებულია 2015 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულება სესხის ხაზის მომსახურებაზე, 2015 წლის 25 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულება, 2015 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელესა და ე----- გ------–-----ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე და საერთოდ, იმაზე, იქონიებს თუ არა ეს ურთიერთობა დასახულ შედეგებს.
დადგენილია, რომ მოპასუხე გ--- და ე----- გ------–-----ებს თავის ვალდებულება, სრულად დაეფარათ დავალიანება არ შეუსრულებიათ. ამასთან, მოპასუხეებმა სარჩელი ძირითადი თანხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში ცნეს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 208-ე და 131-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას. სარჩელის ცნობა მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურსამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, რაც მის მიერ მოსარჩელის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოვლენილ ნებაში გამოიხატება.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი თანხის და საპროცენტო განაკვეთის დაკისრების ნაწილში ცნო, რისი უფლებამოსილებაც მას მოპასუხეთა მიერ გაცემული რწმუნებულებით გააჩნია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
წარმოდგენილი სს ,------------------და გ--- გ------–-----ს შორის 2015 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, სესხი სარგებლიანია, მხარეები შეთანხმდნენ საპროცენტო სარგებლის ოდენობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და ე-----ი გ------–-----ს შორის 2015 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხე ე----- გ------–-----მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტის გადახდის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვიეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
2016 წლის 28 დეკემბრის საქმე №ას-848-814-2016 განჩინებით საკასაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ- გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, შესაბამისად იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,Rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbeitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner- Lieb/Langen BGB Komm. 2.Aufl.,Rn.6; BGH NJW 1963, S.1197). პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158- 1104-2014). საურავი, ისევე როგორც ჯარიმა , წარმოადგენს პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს. იგი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს, შეასრულოს ვალდებულება. ჯარიმისაგან განსხვავებით, საურავის დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი ფუნქცია უფრო ნათლად ჩანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი განაგრძობს დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 26 დეკემბრის №------------- სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ ჯარიმის გადახდის წესსა და პირობებზე, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად არ შეუსრულებიათ რის გამოც მათ წარმოეშვათ პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორი და მესაკუთრე ვერ შეთანხმდებიან აუქციონის ჩატარებაზე ან უძრავი ნივთის რეალიზაციის სხვა ფორმაზე, სასამართლო კრედიტორის განცხადების საფუძველზე წყვეტს უძრავი ნივთის აუქციონზე იძულებით გაყიდვის საკითხს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 25 დეკემბერს გ--- გ------–-----თან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, იპოთეკით დაიტვირთა გ--- გ------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: გ-----------------–-----------------–------------ ქ. №--, ს.კ. 8-----------; 2017 წლის 12 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ დასახელებული უძრავი ქონების მესაკუთრეს მ----ა გ------–-----ი წარმოადგენს.
მითითებულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა და სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე გ-----------------–-----------------–------------ ქ. №--, ს.კ. 8-----------.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა სიცოცხლის დაზღვევის ღირებულების - 562.50 აშშ დოლარის, მომსახურების ღირებულების-157.35 აშშ დოლარისა და ჯარიმის -171.65 და 39.58 აშშ დოლარის, მთლიანობაში 931.08 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში.
3.2. აპელანტი არ ეთანხმება დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციას. აპელანტის განმარტებით, უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში უსახლკაროდ რჩება მთელი ოჯახი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს გასაჩივრებულ ნაწილში. 4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის მიხედვით სს ,----------------- წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს გ--- და ე-----ი გ------–-----ებს მოსარჩელე სს ,----------------- სასარგებლოდ დაეკისროთ 13 253,20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, საიდანაც 8 060,79 აშშ დოლარი წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული 2015 წლის 25 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხას, 4 261,33 აშშ დოლარი სარგებელს, 562,50 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევის ღირებულებას, 157,35 აშშ დოლარი მომსახურების ღირებულების გადასახადს, ხოლო 171,65 აშშ დოლარი და 39,58 აშშ დოლარი ჯარიმას და გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მ----ა გ------–-----ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: გ-------------------–----------------------–-------------------- ქ. №--, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 3677 კვ.მ. ზედ არსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად, საკადასტრო კოდი 8-----------; თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს გ--- და ე-----ი გ------–-----ების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება აპელანტების მიერ გასაჩივრებულია ნაწილობრივ სიცოცხლის დაზღვევის ღირებულების, მომსახურების ღირებულების, ჯარიმის და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში, შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და სიცოცხლის დაზღვევის, მომსახურების ღირებულებისა და ჯარიმის გადახდის ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ზემოხსენებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 8 060,79 აშშ დოლარის და სარგებლის 4 261,33 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მ----ა გ------–-----ის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, ხოლო, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, სააღსრულებო წარმოება უნდა მიექცეს გ--- და ე-----ი გ------–-----ების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე. ზემოთქმულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებულ სხვა ნაწილებში მისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ მიაღწევს თავის მიზანს, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია მოყვანილია რა მხოლოდ ის არგუმენტი, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გასხვისების შეთხვევაში მთელი ოჯახი დარჩება გარეთ. 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სიცოცხლის დაზღვევის, მომსახურების ღირებულებისა და ჯარიმის გადახდის ნაწილში დაუსაბუთებელია, ვინაიდან არც სააპელაციო საჩივარში და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოში 08.02.2018. წელს გამართულ სხდომაზე არ იქნა მოყვანილი არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების დასასაბუთებლად - აპელანტის პოზიცია შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის განცხადებით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, კერძოდ, სიცოცხლის დაზღვევის, მომსახურების ღირებულების, ჯარიმის გადახდისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში. სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. გ--- გ------–-----ის, ე-----ი გ------–-----ის, მ----ა გ------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. 2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება. 3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. 4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით. 5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე გელა ქირია