განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2018
საქმის ნომერი
330100118002248834
ინსტანცია
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002248834

საქმე №1ბ/257-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 მაისი,2018წ. ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მურმან ისაევმა

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: თ--- ბ-------–---–ის და ლ---- ჟ----–---–--ის

მსჯავრდებულის: თ----- ო---–---–--

ადვოკატის: მ------ ბ----–-–---–ის

მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ თ----- ო---–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) თ-------------------------–---–--, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი 0----------, დაბადებულის 1----–-–------------–-, ნასამართლობის მქონეს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების ქ------–--------------–-------------ში; ამჟამად პატიმრობაში მყოფის, მიმართ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- ო---–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 4 დეკემბერს, ქ------–--–---------–-------------–-, თ----- ო---–---–-- სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ლ---------–---–-. როცა მეუღლის აგრესიისგან თავის არიდების მიზნით ლ---------–---–-ა დააპირა სახლიდან გასვლა, თ----- ო---–---–- უფრო მეტად აგრესიული გახდა, მეუღლეს ხელებზე ძლიერად მოუჭირა ხელები და არ მისცა გარეთ გასვლის საშუალება, შემდეგ კი ხელზე დაარტყა ხელი არასრულწლოვანი შვილის - ცამეტი წლის მ------ ო---–---–-- თანდასწრებით. თ----- ო---–---–-- ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით თ----- ო---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ მთლიანად შთანთქა 2010 წლის 10 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ----- ო---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თ----- ო---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 05 დეკემბრიდან - 2017 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი და მსჯავრდებულ თ----- ო---–---–-- სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 29 იანვრიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ----- ო---–---–--, აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო. საქმეზე არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით აპელანტმა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ითხოვა შეფარდებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილის პირობით მსჯავრდა ჩათვლა და მისი გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს, რადგან განაჩენი მიიჩნია კანონიერად, დასაბუთებულად, შეფარდებული სასჯელი კი სამართლიანად და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები, კვალიფიკაციის თვალსაზრისით, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ----- ო---–---–-- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ----- ო---–---–-- ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითვის ოქმები, 2017 წლის 04 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, 2017 წლის 14 დეკემბრის შემაკავებელ N------ ორდერი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის განჩინები, ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 09 იანვრის N--------- დასკვნა, საქართველოს შსს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბიოლოგიური ექსპერტიზის N2---ბ დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებები.

 

რაც შეეხება, სააპელაციო საჩივრის მოტივაციას, აპელანტის განმარტებით მოსამართლეს საქმის მასალების მიხედვით, ჰქონდა შესაძლებლობა, მისთვის განესაზღვრა უფრო მსუბუქი სასჯელი, რადგან მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს შეურიგდა, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ აქვს, გარდა ამისა მისი მცირეწლოვანს შვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ხოლო იგი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და მის ოჯახს ძალიან სჭირდება მისი დახმარება, რის გამოც ითხოვა მის მიმართ შეფარდებული სასჯელის დარჩენილი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

პალატა ვერ დაეთანხმება, მსჯავრდებულ თ----- ო---–---–-- მოთხოვნას ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან, იმისთვის, რომ პირს მის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, აუცილებელია მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლში კანონმდებლის მიერ მოცემული ყველა პირობის/მოთხოვის კუმულაციურად არსებობის დადასტურება. მითითებული ნორმის შინაარსობრივი მხარის გაანალიზება ნათლად მიუთითებს, რომ დამნაშავე პირის მიერ მხოლოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტის აღიარება ან/და გამოძიებასთან თანამშრომლობა საკმარისი არ არის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლისათვის, რადგან ზემოაღნიშნულ გარემოებების (თუნდაც ერთ-ერთი არსებობის შემთხვევაში) არსებობასთან ერთად აუცილებელია გამოირიცხოს მსჯავრდებულის წარსულში განსაკუთრებით მძიმე ან განზრახ მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლეობის ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით ნათლად დგინდება, რომ 2010 წლის 10 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N1--------- განაჩენით, თ----- ო---–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელთან ერთად (თავისუფლების აღკვეთა), დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. თ----- ო---–---–-- სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა 2016 წლის 18 ნოემბერს. გადა ამისა, 2017 წლის 6 დეკემბრის თბილისის სააღსრულებო ბიუროს N----- წერილით დგინდება, რომ აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სახე - ჯარიმა 3500 ლარი სახელმწიფოს ბიუჯეტის ანგარიშზე არ არის შეტანილი, რაც მიუთითებს მასზედ, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - თ----- ო---–---–- ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და მას ნასამართლობა ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროისთვის მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ამასთან, დაკავშირებით იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილება და უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება), შესაბამისად, აღნიშნული გარემოების არსებობა გამორიცხავს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობას, რის გამოც მას პალატა თ----- ო---–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ვერ გამოიყენებს.

 

ამასთანავე, მსჯავრდებულ თ----- ო---–---–-- სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დანაშაულის ჩადენისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით შესაბამისი სასჯელის განსაზღვრამდე თ----- ო---–---–-- როგორც ზემოაღინიშნა დამნაშავედ იყო ცნობილი განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო, რისთვისაც მას ძირითად სასჯელად განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი მას შეეცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, თუმცა მოცემული სასჯელის მოხდისგან თავის ჯიუტად არიდების გამო მსჯავრდებულს კვლავ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილის სასჯელაღსრულების დაწედსებულებაში მოხდა. დადგენილი ისიც, რომ წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა მსჯავრდებულის მიერ გადახდილი არ ყოფილა, რაც ნათალად მიუთითებს მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შემთხვევაში მსჯავრდებულის მხდრიდან სასჯელის აღსრულებისათვის თავის არიდების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ძალიან მაღალია, რაც ბუნებრივია კონკრეტული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის მიზნების განხორციელების ხელისშემშელ გარემოებას წარმოადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები განხორციელება.

 

პალატა აღნიშნულის შემდეგ მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ითვალისწინებს სასჯელის ისეთ სახეს, როგორიც არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამ დროს, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილებულ იქნეს მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება, რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების სრულფასოვან აღსრულებას/მიღწევას; კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ----- ო---–---–ს ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2013 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეეცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით საზოგადოების სასარგებლო შრომის შესრულებისათვის ჯიუტად თავის არიდების მოტივით გაუქმებული იქნა მითითებული გადაწყვეტილება და აღსულდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი. მოცემულ გარემოებათა გაანალიზება ცხადყოფს, რომ არათუ სასჯელის მიზნების განხორციელება ვერ უზრუნველყო მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებამ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში დროს, არამედ რისკის ქვეშ დააყენა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების საკითხიც. რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების უზრუნველყოფას, რადგან მოცემულ შემთხვევაში იგი არ წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშულის თანაზომერ და პროპორციულ სასჯელის სახეს.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და ისე განუსაზღვრა სასჯელი. შესაბამისად პალატას თვლის, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თ----- ო---–---–-- მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი, დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირადი და ეკონომიკური პირობებს, ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თ----- ო---–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენი თ----- ო---–---–-- მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ----- ო---–---–ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენი თ----- ო---–---–-- მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

თ----- ო---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ მთლიანად შთანთქას 2010 წლის 10 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N1--------- განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ----- ო---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თ----- ო---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 05 დეკემბრიდან - 2017 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი და მსჯავრდებულ თ----- ო---–---–-- სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 29 იანვრიდან.

 

თ----- ო---–---–-- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული - გირაო გაუქმდეს და საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა ელექტრონულ დისკზე ერთ ცალად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები და საწოლის ზეწრის ამონაჭერი, თ----- ო---–---–-- სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–---–ი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

 

განაჩენი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი