განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N10141318700058911
საქმე №1/ა.გ 343-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი , 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა---------–---------------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, ა---------–------- (დაბადებული 1----–-–---------------------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე, ა---------–-------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განაჩენით, ა---------–------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა---------–-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1(ერთი)წელი და საბოლოოდ, ა---------–-------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა---------–-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 4 ოქტომბრიდან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განაჩენით, ა---------–------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პენიტენციურ დეპარტამენტში მოსახდელად განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 4(ოთხი)წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 4 (ოთხი) წელი.
მსჯავრდებულ ა---------–-------ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 3 თებერვლიდან.
2018 წლის 2 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ა---------–-------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა ა---------–-------ს მიმართ გამოტანილი 2015 წლის 26 იანვრის განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განაჩენით, ა---------–-------ს მსჯავრი დაედო სსკ-ის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ა---------–-------ს საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა---------–-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
3. მსჯავრდებული ა---------–------- გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება აღსრულებას.
6. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ვ. ლომიძე
გ. კახეთელიძე