განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115791630
(1/ბ-184-18წ)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაკა გორგოძე (სხდომის თავმჯდომარე),მარინე იმერლიშვილი, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის _ გიორგი რამიშვილის,ადვოკატის - ნუგზარ გრძელიძის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----------------------------–--ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 01 იანვარი, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ------–----- ა----–-----–ის ქუჩა №278,აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 თებერვლის განაჩენით ი--------------------------------–--ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ი----------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმებულია.
საბრალდებო დასკვნის თანახმად:
ი----------------–--მა ჩაიდინა გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირის დაჭერა ფიზიკური ძალის გამოყენებითა და მუქარით და ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1992 წლის 5 აგვისტოს, ღამის საათებში, ი----------------–--მა უკანონოდ შეაღწია ქ------–----- მაშინდელი სამხედრო-საჰაერო ძალების დასასვენებელი სახლის მეხუთე სართულზე ვ----------------ას დროებით საცხოვრებელ ბინაში და ფიზიკური ძალის გამოყენებითა და მუქარით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. ამასთან, დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა ვ----------------ას კუთვნილ დიდი ოდენობით ქონებას - 20 აშშ დოლარს და 90 000 რუსულ რუბლს.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ადილარ წირღვავა სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ი----------------–--ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით(1960 წლის რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას. შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება არ ქონია წარდგენილი, ხოლო ბრალდების მხარეს სასამართლოზე წარდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები კერძოდ: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულ ვ----------------ას ჩვენება და მოწმეთა ჩვენებები. ასევე სხვა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო დამაგრებული სისხლის სამართლის საქმეზე და იძლეოდა იმის საფუძველს, რომ სასამართლოს გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი ი----------------–--ის მიმართ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს გიორგი რამიშვილს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ ი----------------–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ნუგზარ გრძელიძეს, რომელმაც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ გამოკვლეული დაზარალებულის ვ----------------ას ჩვენების თანახმად, 1992 წლის 3 აგვისტოს რუსეთის ფედერაციიდან ქობულეთში ჩავიდა ტურისტული ჯგუფი, რომლის წევრები დაბინავდნენ სამხედრო-საჰაერო ძალების სასტუმროში. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო ვ------------------ა, რომელიც სასტუმროს მეხუთე სართულზე მდებარე ნომერში მოთავსდა მ---------------სთან ერთად. 1992 წლის 5 აგვისტოს ღამით, მათ ნომერში გაურკვეველი გზით შეაღწია ვიღაც მამაკაცმა, რომელსაც ხელში დიდი დანა ეჭირა. დანის მუქარით ქალებს უბრძანა ხმა არ ამოეღოთ და მიეცათ ფული. პირსახოცი დაჭრა და ნაჭრებით გაკოჭა ორივე ქალი, შემდეგ კი ს----------ასთან იძულებით, დანით მოკვლის მუქარით დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე დანის მუქარით დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას და წავიდა. თავდამსხმელი იყო 1,78 მ. სიმაღლის, ღია ფერის თმით, სახის სწორი ნაკვთებით, ღრმად ჩაჯენილი თვალებით და სწორი წარბებით. ჰგავდა რუსს, ამოცნობა შეუძლია.
მოწმის დამატებითი დაკითხვის ოქმის თანახმად, ვ-----------------ამ მისთვის წარდგენილი ორი ფოტოდან, ამოიცნო ერთი ფოტო, ახალგაზრდა მამაკაცის გამოსახულებით და მიუთითა, რომ სწორედ ამ პირმა გააუპატიურა და წაართვა 89000 რუსული რუბლი და 20 აშშ დოლარი.
მოწმე მ-------------ას ჩვენების თანახმად, მან დაადასტურა სასტუმროს ნომერში, სადაც ცხოვრობდა ვ----------------ასთან ერთად 1992 წლის 5 აგვისტოს ღამეს უცნობი მამაკაცის შეჭრის და მის მიერ ვ----------------ას გაუპატიურების, ასევე ფულად თანხის წართმევის ფაქტი.
მოწმის დამატებითი დაკითხვის ოქმის თანახმად, მ-------------ამ მისთვის წარდგენილი ორი ფოტოდან, ამოიცნო ერთი ფოტო, ახალგაზრდა მამაკაცის გამოსახულებით და მიუთითა, რომ სწორედ ამ პირმა გააუპატიურა ს----------ა და წაართვა თანხა.
მოწმეების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებების თანახმად, მოწმეებმა: ი-----------------მა, ნ-----–------------ამ, ს-----–----------------ამ, ე-–------------ამ, ა-–--------------–--–---მა, მ----------------–--მა, ს-----------–-------მა, ი-----------–---------------------------------–--------------------------–------------–-----------–------–--------–-------------------------------------------–----–------ომ - არაფერი იციან ვ----------------ას გაუპატიურების და მასზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, არ არიან ფაქტის შემწრე პირდაპირი მოწმეები. მომხდარი შეიტყვეს მხოლოდ მეორე დღეს.
1992 წლის 6 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ზეწარი სისხლისმაგვარი ლაქებით, პერანგი სისხლისმაგვარი ლაქებით და თმებით.
აჭარის არ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ქ------–----- ქვეგანყოფილების 1992 წლის 6 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნის თანახმად, ვ----------------ას ორივე სხივ-მაჯის საპროექციო არეებში და ორივე კოჭ-წვივის სახრის საპროექციო არეებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღებთები, რომლებიც მიყენებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რომელსაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან შრომისუნარიანობის უმნიშვნელო, მყარი დაკარგვა არ მოჰყოლია.
აჭარის არ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ქ------–----- ქვეგანყოფილების 1992 წლის 6 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნის თანახმად, მ-------------ას მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის საპროექციო არეში აღენიშნება სისხლნაჟღენთი, რომელიც მიყენებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რომელსაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან შრომისუნარიანობის უმნიშვნელო, მყარი დაკარგვა არ მოჰყოლია.
აჭარის არ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს 1992 წლის 14 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ბიოლოგი----- გამოკვლევის N12/მ დასკვნის მიხედვით, ვ----------------ას საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან აღებულ ნაცხში აღმოჩენილია სპერმატოზოიდები. უკანალიდან აღებულ ნაცხში სპერმატოზოიდები არ აღმოჩნდა.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ი---------------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლის ოქტომბრამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე.
სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. დადგენილია, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას გამოქვეყნებულ იქნა ყველა ჩვენება. დაზარალებული გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში ნათლად აღწერს მის დასასვენებელ ოთახში უცხო მამაკაცის შეჭრის ფაქტს და გაუპატიურებასაც, იგივე ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს მოწმე მ---------აც, თუმცა სასამართლო განხილვისას მხარეებს არ მიეცათ შესაძლებლობა კითხვები დაესვათ მათთვის და ყველა სადავო საკითხზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები. საქმის მასალებიდან დასტურდება ასევე, რომ დაზარალებულის ვ----------------ას საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან აღებულ ნაცხში აღმოჩენილია სპერმატოზოიდები, მაგრამ ეკითვნის თუ არა ეს სპერმატოზოიდები ი-----------–--ს, ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოს წინაშე არ გამოვლენილა. დადგენილია ის ფაქტიც, რომ ვ, ს------------ა და მ---------ას სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, მათ მართლაც აღენიშნებათ მონათხრობის დამადასტურებელი დაზიანებები, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა, თუმცა მიაყენა თუ არა ეს ზიანი მათ ჯანმრთელობას კ---------–---ა, მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დგინდება. კონკრეტულ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები არ შეიძლება გახდეს ჩადენილი ქმედების უტყუარი მტკიცებულება, იმდენად, რამდენადაც დადგენილია, რომ დაზარალებული ს----------ა და რ-----------------–-ვს არ იცნობდნენ, შესაბამისად საეჭვოა ის ფაქტი, რომ თავდასხმისას, მიღებული ფიზიკური თუ ფსიქიკური ზემოქმედებისას ისე დაემახსოვრებინათ კ---------–--ი, რომ შემდეგ მისი ფოტოსურათით ამოცნობა შეძლებოდათ.
სასამართლო განმარტავს, რომ თუკი ამოცნობას საეჭვო მტკიცებულებად არ მივიჩნევთ და სრულად გავიზიარებთ, ეს მაინც არ შეიძლება გახდეს კ---------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. სხვა არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს შემთხვევის ადგილზე ი----------------–--ის ყოფნას. იგივე შეიძლება ითქვას თავდასხმისას გატაცებულ თანხაზეც. რაიმე სახის თანხა ი----------------–--იდან ამოღებული არ არის.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (2010 წლის 1 ოქტომბრამდე რედაქცია) მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. სსსკ-ის მე-10 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამრიგად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ი----------------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მის ბრალეულობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი ი----------------–--ის მიმართ დასაბუთებულია, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 550-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ ადილარ წირღვავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი ი----------------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ი-----------------------------–--ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ი----------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმდეს.
გამართლებულ ი----- კ---------–--ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე მაკა გორგოძე
მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი
თეიმურაზ სვანიძე