განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100118002281094
(1/ბ-226-18წ)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ----------------------------ის მიმართ დაბადებული: 1--- წლის 03 მარტს, პირადი ნომერი: 0----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, მცხოვრები ა--–-ს რაიონი სოფელი მ-----ი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,,ბ” ქვეპუნქტით, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ჯ---------------ეს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნების თანდასწრებით. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე ა--–-ს რაიონის სოფელ მ-----ჭალაში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯ---------------ემ მეუღლეს, თ---------------–---–ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც თ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის განაჩენით ჯ----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გამართლებულ ჯ---------------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ სართანია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ჯ---------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მასში არ არის მითითებული თუ რა გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება. ბრალდების მხარისათვის სრულიად გაუგებარია თუ რატომ არ დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ჯ---------------ის ბრალეულობა. ასვე გაუგებარია სასამართლო მიერ მითითება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების, რომლითაც მიანიშნებს, რომ ,,მხოლოდ სხვა პირთა გადმოცემით.. ჯ---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურება შეუძლებელია ”. მაშინ როდესაც საქმეში მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც იძლეოდა საფუძველს ჯ---------------ის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლომ საქმის მასალები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ექსპერტთა ჩვენებები, რომლებიც მთლიანობაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ჯ---------------ის ბრალეულობას, არ შეფასა მთლიან კონტექსტში, დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა თ---------------–---–მა, ამ უკანასკნელის შვილებმა ლ---------------ემ და ბ------------------–მა, დებმა ფ--–--------------ემ და თ----------------ემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოზე არ მისცეს ახლობლის ჯ---------------ის საწინააღმდეგო ჩვენება, მაშინ როდესაც მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მითითებულმა პირებმა მართალია სასამართლოს ჩვენება არ მისცეს, მაგრამ მათ არ უთქვამთ, რომ ჯ------------ეს არ უძალადია თ---------------–---–ის მიმართ. სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები და სხვა დამაჯერებელი და ურთიერთ შეთანხმებული მტკიცებულებებთან მიმართებაში, რის საფუძველზეც გამოტანა გამამართლებელი განაჩენი. საქმეში არსებობს როგორც პირდაპირი ისე ირიბი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული მ----------------–-ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 27 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, ღამის 12:00 საათი იქნებოდა, რომ შემოესმა ხმაური, შემდეგ ჯ----ს ბავშვებმა დაუძახეს დედა არის ცუდად და სასწრაფოს დაურეკეო, რომ მივიდა ჯ---- იქ არ უნახავს, მარტო თ-----ი დახვდა წაქცეულ მდგომარეობაში აივანზე, აიყვანა და სახლში შეიყვანა. თ-----მა უთხრა, ცუდად ვარ და სასწრაფოს დაურეკეო. მოწმის განმარტებით თ-----მა უთხრა მე და ჯ----ს მცირე შელაპარაკება მოგვივიდაო. ჯ---- მეზობელთან ყოფილა გადასული, მეტი არაფერი იცის. თ-----ს არაფერი არ ეტყობოდა. ბავშვები სალაპარაკოდ არ უნახავს. წინა მეზობელთან რომ გადავიდა გაიგო, რომ ჯ---- იყო დაჭრილი, თვითონ დაიჭრა თავიო.
მოწმის სახით დაკითხული თ---------–--ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 27 დეკემბერს საღამოს ის და მისი მეუღლე იყვნენ ჯ---------------ესთან გადასული, სადაც ჯ----მ და მისმა მეუღლემ თითო ჭიქა დალიეს, ნახევარ საათში დაბრუნდნენ სახლში. რამოდენიმე ხნის შემდეგ ჯ----------------ის ეზოში ატყდა ჩოჩქოლი, გადავიდა, ჩხუბობდნენ ჯ---------------ე და მისი მეუღლე, რატომ კამათობდნენ არ იცის. მოწმის განმარტებით ჯ----ს დაუძახა და წაიყვანა მასთან სახლში. ჯ---- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს თ---------------–---–ს, ერთმანეთზე იყვნენ ჩაჭიდებული და ჩხუბობდნენ, თ-----ს დაზიანება არ ეტყობოდა, თ-----ის არ უთქვამს ჯ----მ რომ სცემა. ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქნია. თ-----თან რომ იყო გადასული გაიგონა დედამთილის ყვირილი, გადავიდა სახლში სადაც ჯ---------------ემ მიიყენა თვით დაზიანება - თავი დაიჭრა.
მოწმის სახით დაკითხული ა---------–-----–-ას ჩვენების თანახმად, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს ჯ---------------ესთან იყო გადასული, დაილოცეს და წამოვიდა, ღამის 12:00 საათი იქნებოდა დაიშალნენ, სახლში მივიდა და დაიძინა, არაფერი გაუგია, რომ გაეღვიძა ნახა პოლიცია და სასწრაფო დახმარება იყო, ჯ---- გაჰყავდათ მისი სახლიდან, მეუღლისგან გაიგო ჯ----მ იჩხუბაო სახლში, სცემენ ერთმანეთსო.
მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის გ-------------------ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 27 დეკემბერს იყო მორიგე, რა დროსაც შევიდა შეტყობინება, ა--–-ს რაიონის სოფელ მ-----ჭალაში მცხოვრები თ---------------–---–ი ითხოვდა პოლიციის დახმარებას ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. გამოცხადდნენ ადგილზე, სადაც ნახეს თ---------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისმა მეუღლემ ჯ---------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ჯ---------------ე მეზობელთან იყო გადასული, როდესაც გამოვიდნენ და უნდა ენახათ, სასწრაფო დახმარების მანქანა გაჩერდა, იყო ხმაური შიგნით შევიდნენ, ნახეს პიროვნება იატაკზე იწვა დაჭრილ მდგომარეობაში, ოჯახური პრობლემების გამო თავი დაიჭრა დანითო. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, თ---------------–---–მა მიუთითა და აჩვენა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე სამზარეულო ოთახი სადაც არასრულწლოვან შვილებთან ერთად მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ასევე მისმა მეუღლემ მიაყენა არასრულწლოვან შვილებთან ერთად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გარეგნულად სახეზე აღენიშნებოდა წითელი ფერის დაზიანებები.
მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის გ-------–-–-----–-ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 27 დეკემბერს იმყოფებოდა შემოვლით ჯგუფში, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ჯ---------------ის სახლში, სადაც თ-----მა განმარტა რომ მეუღლემ ჯ---------------ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასთან იმყოფებოდა არასრულწლოვანი შვილები. მან მიუთითა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე სამზარეულო ოთახზე და ეზოში სახლის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეუღლე ჯ---------------ე კი იმყოფებოდა წინა მეზობელთან, გადავიდნენ სადაც ნახა ჯ---------------ე იყო იატაკზე დაჭრილ მდგომარეობაში, ჭრილობა მიყენებული ჰქონდა თავისი ხელით, სასწრაფო დახმარებით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა, თ-----ს აღენიშნებოდა სახეზე სიწითლეები.
მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ა---------------ას ჩვენების თანახმად, 2018 წლის დასაწყისში აღძრული იყო საქმე ჯ---- მ--------ის მიმართ, მისი მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, აღნიშნულ საქმეზე სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული იქნა განჩინება ჯ---------------ის დაკავების შესახებ, მის მიერ 2018 წლის 6 იანვარს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია რომ ჯ---------------ე იმყოფებოდა სამტრედიაში მისი დის საცხოვრებელ ბინაში, რაც მოახსენა ხელმძღვანელობას.
მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ბ-----------------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 14 ნოემბერს ა--–-ს რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ა--–-ს რაიონის სოფელ მ-----ჭალაში მცხოვრებ თ---------------–---–ის სახლში, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, მის მიერ გამოკითხული იქნა თ---------------–---–ი და ჯ---------------ე, გაირკვა რომ თ---------------–---–ი იყო მსხვერპლი, ხოლო ჯ---------------ე მოძალადე, დაფიქსირდა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი ჯ---------------ის მიმართ 30 დღის ვადით. გამოკითხვებში დაფიქსირდა, რომ თ---------------–---–ს ფსიქოლოგიური ზეწოლა ჰქონდა ჯ---------------ის მხრიდან. რაც შეეხება აღნიშნულ საქმეს, საქმიდან გამომდინარე იცის ჯ---------------ემ იძალადა მის მეუღლეზე და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სამსახურიდან გამომდინარე გაიგო, სამმართველოს თანამშრომელია, კონკრეტულად ინფორმაცია პირადად არავისგან არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელის დ------------–-–---–ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 27 დეკემბერს ა--–-ს რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება, თ---------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც თ---------------–---–მა განმარტა, რომ მისმა მეუღლემ ჯ---------------ემ საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში და ეზოში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემა. დაკითხული იქნა მოწმეები, მათ შორის შვილები, რომლებმაც დაადასტურეს აღნიშნული ფაქტი, შვილები ესწრებოდნენ დანაშაულის ფაქტს, განჩინების საფუძველზე ჯ---------------ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. თ---------------–---–მა განმარტა, რომ მეზობლის თ---------–--ის სახლში ჯ---------------ემ დანით მიიყენა თვითდაზიანება, საიდანაც ამოღებული იქნა დანა, მაისური და ქსოვილი სისხლის მაგვარი ლაქებით.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ შ--------------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, შპს ჯეო ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად, ჯ----------------ემ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 27.12.2017 წლის 02:18 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 10:00 საათზე დიაგნოზით: მუცლის წინა კედლის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა. ექსკორაციები ტორსის არეში. მწვავე ფსიქიური აშლილობის შემდეგ განვითარებული სუიციდის მცდელობა. დაზიანებები ექსკორიაციების განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, იზოლირებულად აღებულნი ექსკორიაციები მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მუცლის წინა კედელზე არსებული ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა განვითარებული იყო რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული აღნიშნული ჭრილობა მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ფიზიკურად არ შეუმოწმებიათ.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ მ-------------–--ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2017 წლის 27 დეკემბერს მის მიერ შემოწმებული იქნა თ---------------–---–ი, რომლის განმარტებით 2017 წლის 27 დეკემბერს დაახლოებით 00:15 საათზე ა--–-ს რაიონის სოფელ მ-----ში თავის სახლში მეუღლემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელებით და ფეხებით მიაყენა სხეულის დაზიანებები. დაზიანების მიღების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. უჩიოდა ღებინების შეგრძნებას და ძლიერ ტკივილებს თავის არეში. ზედა ტუჩის მიდამოში შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი-კიდეებისა და კონტურების მქონე, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები. მარჯვენა ლოყის მიდამოში შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის და ფორმის სისხლჩაქცევა. შუბლის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი-კიდეების და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი. მარცხენა საფეთქლის მიდამოში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის და ფორმის სისხლნაჟღენთი. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის არამკვეთრი-კიდეების და კონტურების მქონე, მომწვანო ფერის, პერიფერიაზე მოყვითალო ელფერით სისხლნაჟღენთი ზომით 2.2X1.3 სმ. მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა გასწვრივად მდებარე, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ჩატარებული პირადი შემოწმებისას თ---------------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და სისხლჩაქცევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის, საგნების, ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები მარცხენა მხარის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში და მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მკვრივ ბლაგვ საგნებს მიეკუთვნება საგნები რომლებსაც გააჩნია მკვრივი ბლაგვი ზედაპირი. საგნები რომელსაც გააჩნია მკვრივი ბლაგვი ზედაპირი მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგნებს, ასევე ადამიანის ნატურალური იარაღი, თავი, ფეხი, ხელი, კბილი და ა.შ მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგნებს.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ი-----–-------ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 27 დეკემბერს იყო მორიგე, რა დროსაც შემოვიდა გამოძახება, ა--–-ს რაიონის სოფელ მ-----ჭალაში გამომძიებელი დ------------–-–---–ი ითხოვდა მათ დახმარებას, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდა დაზარალებული თ---------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისმა მეუღლემ სცემა, მის მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი, მეორე სართულზე მისაღებზე, სადაც სცემა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და შემდეგ ეზოში, სადაც მისი განმარტებით სცემა მეუღლემ. შემდეგ გადავიდა წინა მხარეს მეზობლის სახლში სადაც ოჯახის დიასახლისმა განუმარტა, რომ თ---------------–---–ის მეუღლემ პირველი სართულის მისაღებ ოთახში მიიყენა თვით დაზიანება, საიდანაც ამოღებული იქნა დასაკეცი დანა, მაისური მოწითალო ლაქებით და ნაჭერი მოწითალო ლაქებით, რაც დაილუქა ადგილზე.
დაზარალებულმა თ---------------–---–მა, ლ---------------ემ, ბ------------------–მა თ----------------ემ და ფ--–--------------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მათვის მინიჭებული უფლებებით და უარი განაცხადეს ჯ---------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ჯ---------------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, დაზარალებულ თ---------------–---–ს სასამართლოსათვის არ მიუციათ ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება თ---------------–---–ის დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება თ---------------–---–ს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ჯ---------------ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ჯ---------------ის მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სართანიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ჯ---------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ჯ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განემარტოს გამართლებულ ჯ---------------ეს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მ. გორგოძე