განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1592-15
საქმე № 010332115700006076
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი – კ------------- ჯ----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი: ს---–-----------–---, გ-------------------
მესამე პირები - ნ------- ფ---–----–---–ი, ი-------–---–ი, ე-–---- ხ--–-–---–ი; სს „ს----------–---------“
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება
1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით კ------------- ჯ----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე კ------------- ჯ----–--ე თავისი სარჩელით ითხოვდა მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის N8---- გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარებას, ასევე მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 14.02.2011 წლის N1------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ს----------–---------ს“ განცხადება და მესაკუთრე ი-------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მდებარე ქალაქი წნორი, დ-----------–-----–------------, სართული 3, ფართი 28.00 კვმ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N5------------------ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდა უფლება/შეზღუდვა, ვინაიდან არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოპასუხე ი-------–---–ს აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე, სიღნაღის რაიონი, ქალაქი წნორი ქუჩა დ-----------–------–----- ფართი 28 კვმ საკადასტრო კოდი N5------------------ გასხვისება.
2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 05.05.2011 წლის გადაწყვეტილება N8-------------- სიღნაღის რაიონის, ქალაქი წნორის დ-----------–-----–----------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდი 5------------------ დარეგისტრირდა კ------------- ჯ----–--ის სახელზე, უფლების დამდგენ საბუთად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 25.03.2010 წელი ნოტარიუს თ------–---–ის მიერ. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ი-------–---–სა და კ------------- ჯ----–--ეს შორის, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგანი იყო საცხოვრებელი ბინა 28.00 კვმ მდებარე სიღნარის რაიონი, ქ.წნორი დ-----------–-----–------ საკადასტრო კოდი N5------------------.
2.3. სს ,,ს----------–---------ა“ 27.02.2012 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 14.02.2011 წლის გადაწყვეტილებით მესაკუთრე ი-------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მდებარე - ქალაქი წნორი, დ-----------–-----–------------, სართული 3, ფართი 28.00 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N5------------------, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდა უფლება/შეზღუდვა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და მოითხოვა იმის განმარტება, თუ რის საფუძველზე მოხდა განკარგვისუფლება შეზღუდულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია კ------------- ჯ----–--ის სახელზე.
2.4. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2012 წლის 27 თებერვალს შესულ სს ,,ს----------–---------ს“ განცხადებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 მარტის N4---- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოებაში დაინტერესებულ პირებად ჩართულნი იქნენ - სს ,,ს----------–---------“, სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური, კ------------- ჯ----–--ე, ი-------–---–ი. კ------------- ჯ----–--ეს წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინება ჩაბარდა 02.05.2012 წელს.
2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 26 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის საჯაროდ გამოცხადების შესახებ და აღნიშნული აქტი გაეგზავნათ დაინტერსებულ მხარეებს.
2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 05 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება და მისი მოქმედება შეწყვიტა ძალაში შესვლის დღიდან.
2.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 04.02.2013 წლის განკარგულებით დგინდება, რომ მოვალე ი-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: სიღნარის რაიონი, ქ. წნორი დ-------–-----–---------, საკადასტრო კოდი N5------------------ 2013 წლის 24 იანვარს შემძენი გახდა ნ------- ფ---–----–---–ი უძრავი ნივთი შეიძინა 3640 ლარად.
2.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 11.02.2013 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით ნ------- ფ---–----–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა სიღნარის რაიონი, ქ. წნორის დ-------–-----–----------ში მდებარე უძრავი ქონება საერთო ფართით 28 კვმ - საკადასტრო კოდი N5------------------. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია - კახეთის სააღსრულებო ბიუროს 04.02.2013 წლის განკარგულება.
2.9. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 14.02.2011 წლის N1------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ს----------–---------ს“ განცხადება და მესაკუთრე ი-------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე საკადასტრო კოდი N5------------------ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდა უფლება/შეზღუდვა, ვინაიდან არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნულის შემდგომ, როდესაც ქონებაზე უკვე იყო უფლების შეზღუდვა რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 05.05.2011 წლის გადაწყვეტილებით N8-------------- სიღნაღის რაიონის, ქალაქი წნორის დ-----------–-----–----------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდი 5------------------ დარეგისტრირდა კ------------- ჯ----–--ის სახელზე. სს ,,ს----------–---------ს“ 27.02.2012 წლის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და საბოლოოდ 2012 წლის 25 მაისის მიიღო გადაწყვეტილება სადაც სააგენტომ დაადგინა, რომ როდესაც სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურმა 05.05.2011 წელს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება და კ------------- ჯ----–--ეზე დაარეგისტრირა უძრავი ქონება მას არ ჰქონდა ამის უფლება კანონით დადგენილი წესით ვინაიდან უძრავ ქონებაზე უკვე სარეგისტრაციო სამსახურის 14.02.2011 წლის N1------------- გადაწყვეტილებით რეგისტრირებული იყო უფლების განკარგვის აკრძალვა რაც თავის მხრივ ავალდებულებდა სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილისა და 23-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-601 მუხლის საფუძველზე კანონით დადგენილი წესით ბათილად ცნო სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 05 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება. აღნიშნულის შემდგომ, თავის მხივ, აღდგა ი-------–---–ზე თავდაპირველი რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე რომელზედაც დარეგისტრირებულ იქნა სარეგისტრაციო სამსახურის 14.02.2011 წლის N1------------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული უფლება/შეზღუდვა საკადასტრო კოდი N5------------------.
2.10. ასევე დადგენილია, რომ თავად მესამე პირმა ნ------- ფ---–----–---–მა სიღნაღის რაიონი, ქ. წნორი დ-------–-----–---------, საკადასტრო კოდი N5------------------ მდებარე ქონება შეიძინა 2013 წლის 24 იანვარს აუქიონზე, რომლის შედეგებიც მოსარჩელე მხარეს სადაოდ არ გაუხდია. შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 11.02.2013 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით ნ------- ფ---–----–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა სიღნარის რაიონი, ქ. წნორის დ-------–-----–----------ში მდებარე უძრავი ქონება საერთო ფართით 28 კვმ - საკადასტრო კოდი N5------------------. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია - კახეთის სააღსრულებო ბიუროს 04.02.2013 წლის განკარგულება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.11. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი, ხოლო მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ„ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.12. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად ინსტრუქციის მიზანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის ფორმალური და პროცედურული საკითხების განსაზღვრა, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, საჯარო ინფორმაციისა და საკადასტრო მონაცემების შემცველი დოკუმენტების შინაარსის, ფორმებისა და ტექნიკური პირობების დადგენა, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ადმინისტრაციული წარმოებებისა და ინფორმაციის გაცემის რეგულირება. ამავე ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით.
2.13. ამავე საკანონმდებლო აქტის 26-ე მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
2.14. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
2.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ მუხლებში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სრული უფლება აქვს დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მისი სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის, ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებზე და გადაამოწმოს აქტის კანონიერება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებულ ნორმათა სხვაგვარი განმარტება გამოიწვევდა მცდარ შეხედულებას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებების შეზღუდვას, როგორც ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოსთვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მას როგორც ადმინისტრაციული ორგანოს სრული უფლება აქვს განახორციელოს სისტემის თვითკონტროლის საშუალება, რაც საშუალებას აძლევს ადმინისტრაციულმა ორგანოს თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რომელსაც იგი აღმოაჩენს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დროს.
მოცემულ ნორმათა განმარტებიდან გამომდინარე სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეულ იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას და ამიტომაც სააგენტო იყო არაუფლებამოსილი ორგანო რაც თავის მხრივ იწვევდა სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების არარა აქტად ცნობას.
2.16. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს და მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას.
2.17. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არ არის მითითებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ან/და ეს უფლება არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ობიექტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) ყადაღადადებული და განკარგვააკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების ან ყადაღადადებული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციაზე. ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით დაუშვებელია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, თუ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია, ან/და სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე.
2.18. სასამართლომ განმარტა, რომ 2009 წლის 3 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებებით დაკონკრეტდა მართლზომიერი მფლობელის ცნების დეფინიცია, კერძოდ სარეგისტრაციო დოკუმენტების გამოცემის, მიღების ან შედგენის თარიღი გარკვეულ პირობას დაუკავშირდა, კერძოდ, სარეგისტრაციო დოკუმენტი არა მარტო სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე უნდა ყოფილიყო შედგენილი, არამედ სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი უნდა ყოფილიყო ,,ამ კანონის ამოქმედებამდე”. ამდენად, 2009 წლის 3 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით მართლზომიერი მფლობელის ცნების განსაზღვრებაში გაკეთდა კუმულაციური დათქმა, რის საფუძველზეც პირი იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა მართლზომიერ მფლობელად, თუ ერთდროულად სახეზე იქნებოდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლზომიერი მფლობელის ცნებით გათვალისწინებული ორი სავალდებულო პირობა, კერძოდ, სარეგისტრაციო დოკუმენტი შედგენილი უნდა ყოფილიყო სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის რეგისტრაციამდე და „ამ კანონის ამოქმედებამდე“. „ამ კანონის ამოქმედებამდე“ იგულისხმებოდა არა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი (რომელიც ამოქმედდა 2009 წლის 14 იანვარს), არამედ 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი, რადგან ახალი წესრიგი კანონში შემოღებულ იქნა სწორედ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით და ამ ახალი წესრიგის ამოქმედებით განსხვავებული რეგულირება შემოიღო კანონმა, კერძოდ, მართლზომიერი მფლობელის ცნების დეფინიციაში განხორციელებული ცვლილებით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის შედგენის თარიღი ახალი რეგულირების შემოღების თარიღს დაუკავშირდა, ვინაიდან, თუ პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევისათვის შეზღუდვა 2009 წლის 3 ნოემბრის №1962 კანონით დაწესდა, მაშინ განხორციელებული ცვლილების მოქმედების სფერო ვერ დაუკავშირდებოდა იმ კანონის ამოქმედების თარიღს („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა 2009 წლის 14 იანვარს), რომელიც საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილ ახლებურ რეგულირებას არ ითვალისწინებდა.
2.19. სასამართლოს მსჯელობით, თავის მხრივ, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებით ადგილი აქვს აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობას, რომელიც, ამავე აქტში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე მიზნად ისახავს კანონიერების აღდგენას. მათ შორის კი უმნიშვნელოვანესია დაინტერესებული პირის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
2.20. სასამართლოს მსჯელობით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 14.02.2011 წლის N1------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ს----------–---------ს“ განცხადება და მესაკუთრე ი-------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე საკადასტრო კოდი N5------------------ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდა უფლება/შეზღუდვა, ვინაიდან არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნულის შემდგომ, კი როდესაც ქონებაზე უკვე იყო უფლების შეზღუდვა რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 05.05.2011 წლის გადაწყვეტილება N8-------------- სიღნაღის რაიონის, ქალაქი წნორის დ-----------–-----–----------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდი 5------------------ დარეგისტრირდა კ------------- ჯ----–--ის სახელზე რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტიც იყო ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 25.03.2010 წელს ნოტარიუს თ------–---–ის მიერ. სს ,,ს----------–---------ს“ 27.02.2012 წლის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 26 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის საჯაროდ გამოცხადების შესახებ და აღნიშნული აქტი გაეგზავნათ დაინტერსებულ მხარეებს. მათ შორის კ------------- ჯ----–--ეს წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინება ჩაბარდა 02.05.2012 წელს.
აღნიშნული ნორმებისა და დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ დარღვეულა ადმინისტრაციული წარმოების წესი. ამასთან სასამართლომ დაადგინა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი (25.03.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულება) შედგენილ იყო უფლების შეზღუდვის აკრძალვის რეგისტრაციამდე (14.02.2011 წლის N1------------- გადაწყვეტილება) თუმცა, იგი არ იყო შედგენილი „ამ კანონის ამოქმედებამდე“ ანუ 2009 წლის 3 ნოემბრამდე, რაც თავის მხრივ უფლებას არ აძლევდა საჯარო რეესტრს უძრავი ქონების რეგისტრაცია განეხორციელებინა კ------------- ჯ----–--ეზე.
თავის მხრივ, დადგენილია, რომ მესამე პირმა ნ------- ფ---–----–---–მა სიღნაღის რაიონი, ქ. წნორი დ-------–-----–---------, საკადასტრო კოდი N5------------------ მდებარე ქონება შეიძინა 2013 წლის 24 იანვარს აუქციონზე, რომელის შედეგების მოსარჩელე მხარეს სადაოდ არ გაუხდია. შესაბამისად კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 11.02.2013 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით ნ------- ფ---–----–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა სიღნარის რაიონი, ქ. წნორის დ-------–-----–----------ში მდებარე უძრავი ქონება საერთო ფართით 28 კვმ - საკადასტრო კოდი N5------------------ და შესაბამისად იგი არის უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი რომელსაც იცავს კანონი.
2.21. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დაეყრდნო რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნია, რომ მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის, მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
2.22. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
2.23. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 და მე-601 მუხლებით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის სრული დაცვით და სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და რა არსებობს 2012 წლის 25 მაისის საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის N8---- გადაწყვეტილების არარად ცნობისა და ბათილად ცნობის საფუძვლები და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 11 თებერვალს მიღებული N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები.
2.24. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთ-შეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კ------------- ჯ----–--ის სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. კ------------- ჯ----–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები
აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნები უკანონოა. მოპასუხე ორგანზიაციამ კანონიერად ბათილად სცნო განხორციელებული უძრავი ქონების რეგისტრაცია 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2013 წლის თებერვალში, პოლიციისგან გამოსახლების გაფრთხილების შეტყობინებით. მოპასუხის მიერ ჩადენილია მხოლოდ თვითნებობა, დარღვეულია ყველა, როგორც მატერიალური, ისე -ფორმალურ სამართლებრივი ნორმები (კანონი ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ და სსსკ, საზაკ და ასკ), რეგისტრაციაზე უარის თქმა და რეგისტრაციის ბათილად ცნობა გაიგივებულია ერთმანთთან, თუმცა, გარდა მათი სხვადასხვა გასაჩივრების რეჟიმებისა, არც რეგისტრაციაზე უარის თქმის და არც უკვე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა წლისა და 20 დღის შემდეგ, თანაც არაუფლებამოსილი პირის მიერ, არის ზღვარგადასული უკანონობა. სასამართლოს არ დაუყადაღებია ი-------–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული სახლი. მას (ი-------–---–ს), როგორც მოპასუხეს, აუკრძალა მისი გასხვისება. ამ განსხვავების იურიდიულიო შინაარსი ვერ გააცნობიერა სასამართლომ. კ------------- ჯ----–--ე მოპასუხე არ ყოფილა, ის არსად არავის დაუბარებია. ბინის რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდეგ, 2012 წლის გადაწყვეტილებით 02 მაისს მიიღო გზავნილი. გადაწყვეტილება კ--------–--ეს არ ჩაჰბარებია. გაფორმებული სანოტარო აქტი ბინის შეძენის შესახებ არის დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. არც 2010 წელს და არც 2011 წლის მაისში არავითარი შეზღუდვა უშუალოდ ბინაზე არ ყოფილა და ვერც იქნებოდა; კანონმდებელმა სწორედ ამიტომ რეგისტრაციაზე დავის გადაწყვეტა მკაცრად და უალტერნატივოდ სასამართლოს კომპეტენციას მიაკუთვნა. გადაწყვეტილებაში მოხმობილი დასაბუთებები არანაირ კავშირში არ არის მოცემულ დავასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, კ------------- ჯ----–--ის სააპელაციო საჩივრი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრებით გასაჩივრებულ კ------------- ჯ----–--ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით, კ------------- ჯ----–--ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 14.02.2011 წლის N1------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ს----------–---------ს“ განცხადება და მესაკუთრე ი-------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მდებარე ქალაქი წნორი, დ-----------–-----–------------, სართული 3, ფართი 28.00 კვმ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N5------------------ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდა უფლება/შეზღუდვა, ვინაიდან არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოპასუხე ი-------–---–ს აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე, სიღნაღის რაიონი, ქალაქი წნორი ქუჩა დ-----------–------–----- ფართი 28 კვმ საკადასტრო კოდი N5------------------ გასხვისება.
4.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 05.05.2011 წლის გადაწყვეტილება N8-------------- სიღნაღის რაიონის, ქალაქი წნორის დ-----------–-----–----------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდი 5------------------ დარეგისტრირდა კ------------- ჯ----–--ის სახელზე, უფლების დამდგენ საბუთად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 25.03.2010 წელი ნოტარიუს თ------–---–ის მიერ. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ი-------–---–სა და კ------------- ჯ----–--ეს შორის, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგანი იყო საცხოვრებელი ბინა 28.00 კვმ მდებარე სიღნარის რაიონი, ქ.წნორი დ-----------–-----–------ საკადასტრო კოდი N5------------------.
4.6. სს ,,ს----------–---------ა“ 27.02.2012 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 14.02.2011 წლის გადაწყვეტილებით მესაკუთრე ი-------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მდებარე - ქალაქი წნორი, დ-----------–-----–------------, სართული 3, ფართი 28.00 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N5------------------, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდა უფლება/შეზღუდვა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და მოითხოვა იმის განმარტება, თუ რის საფუძველზე მოხდა განკარგვისუფლება შეზღუდულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია კ------------- ჯ----–--ის სახელზე.
4.7. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2012 წლის 27 თებერვალს შესულ სს ,,ს----------–---------ს“ განცხადებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 მარტის N4---- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოებაში დაინტერესებულ პირებად ჩართულნი იქნენ - სს ,,ს----------–---------“, სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური, კ------------- ჯ----–--ე, ი-------–---–ი. კ------------- ჯ----–--ეს წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინება ჩაბარდა 02.05.2012 წელს.
4.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 26 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის საჯაროდ გამოცხადების შესახებ და აღნიშნული აქტი გაეგზავნათ დაინტერსებულ მხარეებს.
4.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 05 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება და მისი მოქმედება შეწყვიტა ძალაში შესვლის დღიდან.
4.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 04.02.2013 წლის განკარგულებით დგინდება, რომ მოვალე ი-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: სიღნარის რაიონი, ქ. წნორი დ-------–-----–---------, საკადასტრო კოდი N5------------------ 2013 წლის 24 იანვარს შემძენი გახდა ნ------- ფ---–----–---–ი უძრავი ნივთი შეიძინა 3640 ლარად.
4.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 11.02.2013 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით ნ------- ფ---–----–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა სიღნარის რაიონი, ქ. წნორის დ-------–-----–----------ში მდებარე უძრავი ქონება საერთო ფართით 28 კვმ - საკადასტრო კოდი N5------------------. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია - კახეთის სააღსრულებო ბიუროს 04.02.2013 წლის განკარგულება.
4.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 14.02.2011 წლის N1------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ს----------–---------ს“ განცხადება და მესაკუთრე ი-------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე საკადასტრო კოდი N5------------------ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდა უფლება/შეზღუდვა, ვინაიდან არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნულის შემდგომ, როდესაც ქონებაზე უკვე იყო უფლების შეზღუდვა რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 05.05.2011 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით სიღნაღის რაიონის, ქალაქი წნორის დ-----------–-----–----------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდი 5------------------ დარეგისტრირდა კ------------- ჯ----–--ის სახელზე. სს ,,ს----------–---------ს“ 27.02.2012 წლის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და საბოლოოდ 2012 წლის 25 მაისის მიიღო გადაწყვეტილება სადაც სააგენტომ დაადგინა, რომ როდესაც სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურმა 05.05.2011 წელს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება და კ------------- ჯ----–--ეზე დაარეგისტრირა უძრავი ქონება მას არ ჰქონდა ამის უფლება კანონით დადგენილი წესით ვინაიდან უძრავ ქონებაზე უკვე სარეგისტრაციო სამსახურის 14.02.2011 წლის N1------------- გადაწყვეტილებით რეგისტრირებული იყო უფლების განკარგვის აკრძალვა რაც თავის მხრივ ავალდებულებდა სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილისა და 23-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-601 მუხლის საფუძველზე კანონით დადგენილი წესით ბათილად ცნო სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 05 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება. აღნიშნულის შემდგომ, თავის მხივ, აღდგა ი-------–---–ზე თავდაპირველი რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე რომელზედაც დარეგისტრირებულ იქნა სარეგისტრაციო სამსახურის 14.02.2011 წლის N1------------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული უფლება/შეზღუდვა საკადასტრო კოდი N5------------------.
4.13. მესამე პირმა ნ------- ფ---–----–---–მა სიღნაღის რაიონი, ქ. წნორი დ-------–-----–---------, საკადასტრო კოდი N5------------------ მდებარე ქონება შეიძინა 2013 წლის 24 იანვარს აუქიონზე, რომელის შედეგების მოსარჩელე მხარეს სადაოდ არ გაუხდია. შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 11.02.2013 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით ნ------- ფ---–----–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა სიღნარის რაიონი, ქ. წნორის დ-------–-----–----------ში მდებარე უძრავი ქონება საერთო ფართით 28 კვმ - საკადასტრო კოდი N5------------------. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია - კახეთის სააღსრულებო ბიუროს 04.02.2013 წლის განკარგულება.
სამართლებრივი დასაბუთება
4.14. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებით ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამავე კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებული სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის №8---- გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარება და და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
4.16. მოცემულ შემთხვევაში დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს, იმ გარემოების შეფასება წარმოადგენს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის არსებობის პირობებში, რამდენად გააჩნდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს - მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლებამოსილება და თუ გააჩნდა, რა შემთხვევაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა)დაინტერესებული პირის განცხადება; ბ)ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
4.17. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით.
4.18. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს ბათილად ცნოს მის მიერ გამოცემული აქტი საჩივრის ან განცხადების არარსებობის პირობებშიც, ხოლო ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს ბათილად ცნოს აქტი ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაშიც კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმა არ აჩერებს მის განხილვას, თუ ამას შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების შელახვა ან მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჰქონდა უფლებას კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველეყო ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი.
4.19. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 04 ივლისის Nბს-5-4 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, შემდეგი: ,,საკასაციო პალატა შესაძლებლად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საჩივრის არსებობის გარეშეც, საკუთარი ინიციატივით, მოახდინოს მის სისტემაში შემავალი სარეგისტრაციო სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საკუთარების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინიციატივით აქტის კანონიერების გადამოწმებისას დაცული უნდა იყოს გონივრული ვადა, რათა არ მოხდეს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წლების შემდეგ, ყოველგვარი გონივრული ვადის დაცვის გარეშე ბათილად ცნობა და დაინტერესებული მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გონივრული ვადის განსაზღვრა არ შეიძლება ეფუძნებოდეს სუბიექტურ შეხედულებებს. გონივრული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს კონკრეტული სამართალურთიერთობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექისით არ არის განსაზღვრული ამავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების განხორციელების ხანდაზმულობის ვადა და არც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი და ინსტრუქცია ითვალისწინებს დათქმას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკუთარი ინიციატივით გადამოწმების ვადის თაობაზე.“
ამავე გადაწყვეტილებით საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ,,ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია. შესაბამისად, სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში არის შესაძლებელიადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამართლის კანონმდებლობა არ ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების (გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შესრულების ვადას საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების კანონიერების შემოწმების თაობაზე უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილ ათ წლიან ვადაში.“.
4.20. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო უფლებამოსილი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად ეცნო სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 05 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება. გასათვალისწინებელია, რომ ბათილად ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან გასული იყო მხოლოდ 1 წელი და 20 დღე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის №8---- გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარების საფუძველი.
4.21. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს სარჩელს 2012 წლის 25 მაისის №8---- გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარების თაობაზე. სარჩელი ასევე უსაფუძვლოა ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში. ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინებაში მითითებულ მოსაზრებებს.
4.22. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება შეუძლებელია მის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტის - კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 4 თებერვლის განკარგულების კანონიერების შემოწმების გარეშე, აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტი კი მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა და დღემდე იურიდიული ძალის მქონეა, რის გამოც, სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სარჩელის ფარგლებს და შეაფასოს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული აუქციონის და განკარგულების კანონიერება, შესაბამისად, კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 4 თებერვლის განკარგულების წარდგენის მომენტში უძრავი ქონების - ქ. წნორში, დ-------–-----–----------ში მდებარე ფართის საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის შინაარსი და მდგომარეობა, მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებდა უფლებამოსილებას, საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებინა უძრავი ნივთის ახალი შემძენი ისე, როგორც ეს დადგენილი იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება, კ------------- ჯ----–--ის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან კ------------- ჯ----–--ეს უნდა დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ------------- ჯ---–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ კ------------- ჯ----–--ეს დაეკისროს 300 (სამასი) ლარის გადახდა;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე