განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002299886
(1/ბ-246-18წ)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2018 წელი ქ.ქ--------
ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------------------------–-----–--ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 23 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ--------, ირ. ბ------- ქ.№28,აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------------–-----–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------ში, ირაკლი ბ------- ქუჩა №28- ში, საცხოვრებელ სახლში გ------------–-----–---მ იძალადა თავის მეუღლეზე - ნ-----------ეზე, კერძოდ სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, მოქაჩა თმა. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნ-----------ემ განიცადა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენით გ------------–-----–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
გ------------–-----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 21 დეკემბრის თვლით.
გ------------–-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქ--------ს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი გვანცა ტაბატაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ------------–-----–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. სასამართლოს მიერ გ. ს---–-----–--ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზანს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------------–-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------------–-----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, დაზარალებულ ნ-----------ის დაკითხვის ოქმით, მოწმეების: ლ--–- ს---–-----–--ის და ლ------------ის დაკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ------------–-----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ------------–-----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ--------ს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გვანცა ტაბატაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------------–-----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
გ------------–-----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ------------–-----–---ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ------------–-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ნ-----------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქ--------, ირ. ბ------- ქ. N28, (საკადასტრო კოდი 03.03.27.081).
ნივთმტკიცებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე