განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002264694
(1/ბ-243-18წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2018 წელი ქ.ქ-------ი
ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----------–---------------------ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 09 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ-------ი, მშვიდობის ქ. №2/20, ფაქტობრივად მცხოვრები: წ---–-------, სოფ. ბ------ა,აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ-----------------იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, წ---–-------ს რაიონის სოფელ ბ------აში მდებარე საცხოვრებელი სახლში, ზ-----------------იმ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ფ--------------–ს, კერძოდ რამდენჯერმე ფეხი დაარტყა ტანის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით ზ-------------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელ ვადით.
მსჯავრდებულ ზ------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქ-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორი ირინე მჟავია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ-----------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული მის მიერ ჩადენილი ქმედებისა. პრევენციის მიზნით აუცილებელია აღნიშნულ ძალადობრივ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება და შესაბამისად პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესარულებას.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ-----------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის ფ--------------–ის დაკითხვის ოქმით, მოწმეების თ--------------ის და ბ----------------------ის დაკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ-----------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის ირინე მჟავიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ-------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ზ-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.
განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ზ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 29 დეკემბრიდან - 2018 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე