განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2018
საქმის ნომერი
330210016001278191
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001278191

საქმე №2ბ/5718-16

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 მაისი 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ეკატერინე ცისკარიძე, ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი – ნატო მახარაშვილი, ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ბ-------------------- ა---------ა „ვ-------- ხ-----“

წარმომადგენელი რ-----------ე, დ---------------ია

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- მ-----–---–ი

წარმომადგენელი მ--–--------------ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისაგან თანხმობის მიღება;

 

აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. გ------- მ-----–---–მა 2012 წელს შეიძინა უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისში, ჭ-------ის 2/კ----–--ის #2-ში, სხვენი (საკადასტრო კოდი: 0----------------------). ამ დროისათვის წინა მესაკუთრის სასარგებლოდ არქიტექურული სამსახურის მიერ გაცემული იყო ნებართვა სამერცხულების მოწყობის შესახებ, ა---------ის წევრთა თანხმობით. ფართით სარგებლობის ერთადერთ გზას წარმოადგენს სახანძრო კიბე, რის გამოც შეუძლებელია მისით რაიმე სახით სარგებლობა. ა---------ის წევრები უარს ეუბნებიან მსუბუქი კონსტრუქციის კიბის მოწყობაზე, რათა მიმართოს არქიტექტურის სამსახურს შესაბამისი ნებართვის გასაცემად

 

2. გ------- მ-----–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა ნება დაერთოს ბ-------------------- ა---------ა „ვ-------- ხ-----“ -ის ა---------ის წევრთა თანხმობის გარეშე განახორციელოს ქ.თბილისში, ჭ-------ის 2/კ----–--ის #2-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ სხვენზე (საკადასტრო კოდი: 0----------------------) მსუბუქი კონსტრუქციის ერთმარშიანი კიბის მოწყობა.

 

3. მოპასუხე ბ-------------------- ა---------ა „ვ-------- ხ-----“-მა სარჩელს არ ცნო და მიუთითა, რომ უძრავი ქონების შეძენისას მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ სხვენთან დაკავშირება შესაძლებელი იყო სახანძრო კიბის საშუალებით. ა---------ა წინააღმდეგია სხვენი საცხოვრებლად გადაკეთების, მიუხედავად იმისა რომ გვერდით სადარბაზოში არსებობს ანალოგიური კიბე. სხვენის საცხოვრებელ სადგომად გადაკეთება წარმოშობს გარკვეული სამუშაოების განხორციელებას, რაც ზიანის მომტანი იქნება შენობის მდგარადობისთვის.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ------- მ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ------- მ-----–---–ს ნება დაერთო ბ-------------------- ა---------ა „ვ-------- ხ-----“ -ის ა---------ის წევრთა თანხმობის გარეშე განახორციელოს ქ.თბილისში, ჭ-------ის 2/კ----–--ის #2-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ სხვენზე (საკადასტრო კოდი: 0----------------------) მსუბუქი კონსტრუქციის ერთმარშიანი კიბის მოწყობა. ბ-------------------- ა---------ა „ვ-------- ხ-----“ მოსარჩელე გ------- მ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი.

 

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. „ბ-------------------- ა---------ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ბ-------------------- ა---------ის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბ-------------------- ა---------ის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბ-------------------- ა---------ის წევრთა კრებაზე ბ-------------------- ა---------ის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში გვაქვს ისეთი შემთხვევა როცა ერთ მხარეს დგას ბ-------------------- ა---------ის წევრის უფლება არ მისცეს მოსარჩელეს თანხმობა ქ.თბილისი, ჭ-------ის 2/კ----–--ის #2-ში მდებარე სხვენზე, 96.57კვ.მ ფართზე (საკადასტრო კოდი: 0----------------------) ასასვლელად მსუბუქი კონსტრუქციის კიბის მოწყობაზე, ხოლო მეორე მხრივ მესაკუთრის უფლება თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის რომ ადგილი ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას, უნდა დადგეს შემდეგი კუმულატიური პირობები: ა. ბ-------------------- ა---------ის წევრები არ უნდა მიუთითებდნენ თავიანთი უფლების გამოყენების შედეგზე და სრულიად უმოტივაციოდ უნდა ამბობდნენ უარს მის გაცემაზე; ბ. მეორე მხარეს, (მოსარჩელეს) უნდა გააჩნდეს ბ-------------------- ა---------ის წევრების ამ უფლების შელახვის რაიმე კანონისმიერი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ ბ-------------------- ა---------ას მოსარჩელის მიერ მსუბუქი კონსტრუქციის კიბის მოწყობის შემთხვევაში რაიმე ზიანი მიადგება ვერ იქნა დადასტურებული. უფრო მეტიც ბ-------------------- ა---------ა ვერ მიუთითებს რაიმე არგუმენტზე თავიანთი ინტერესების უპირატესობის დასადასტურებლად. ასეთი მოცემულობის პირობებში, მოპასუხეები მარტოოდენ იმ მიზნით იყენებენ თავიანთ უფლებას, უარი თქვან თანხმობის გაცემაზე, რომ ზიანი მიაყენონ მოსარჩელეს, მათი ამგვარი მოქმედება მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას, რაც თავისთავად უთანაბრდებოდა უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ა---------ა წინა მესაკუთრეს დაეთანხმა სხვენის დაშენებასა და სამერცხლულის მოწყობაზე. რის საფუძველზეც თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2012 წლის 21 მაისს მიღებული იქნა შესაბამისი #1----- გადაწყვეტილება. აღნიშნულს თან ახლდა ა---------ის წევრთა თანხმობები და ნახაზი, საიდანაც დგინდება, რომ სხვენი საცხოვრებელ სადგომად გარდაიქმნებოდა, შესაბამისად ა---------ისთვის ცნობილი იყო ის გარემობა, რომ სხვენის საცხოვრებელ სადგომად გადაკეთების შემდეგ სახანძრო კიბით მისი გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა. აღნიშნული გარემოება კი სადავოდ გახადეს მას შემდეგ მხოლოდ როცა სხვენი გასხვისდა მოსარჩელის სასარგებლოდ. 6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები: ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა ბ-------------------- ა---------ა „ვ-------- ხ-----“-ის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. 6.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ-------------------- ა---------ას მოსარჩელის მიერ მსუბუქი კონტრუქციის კიბის მოწყობის შემთხვევაში, რაიმე ზიანი მიადგება ვერ იქნა დადასტურებული. მათ მიერ არგუმენტირებულად იქნა დასაბუთებული ის გარემოება, რომ ადგილი არ აქვს მხოლოდ მსუბუქი კონსტუქციის კიბის მოწყობასთან - პრაქტიკულად ხორციელდება საერთო საკუთრებაში არსებული ქონების დაზიანება (მონგრევა), რაც მიზნად ისახავს სხვენის საცხოვრებელ ფართად გამოყენებას. ამავე დროს, აღნიშნული მოდელით კიბის მოწყობა უშუალო და პირდაპირ ზიანს განსაკუთრებულად იმ ა---------ის წევრებს მიაყენებს, რომელთა ინდივიდუალური საკუთრება მომიჯნავედ მდებარეობს. 6.3. აპელანტის განმარტებით, ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს იმ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, მაგრამ გაურკვეველია რომელი ფაქტობრივი გარემოებებით არის დადასტურებული მოსარჩელის სამართლებრივი მოთხოვნა და რა საშუალებით მოახდინა მან უტყუარად დაემტკიცებინა სასამართლოსთვის მისი პოზიციის სისწორე. აპელანტის მოსაზრებით, უდავოდ არის დადგენილი, რომ კიბის კონტრუქციის მოწყობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს ა---------ას (მის წევრებს), რადგან ის უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შესაძლოა მოხდეს მზიდი და საყრდენი კედლების დაზიანება - რაც საერთო საკუთრებას წარმოადგენს და დაუშვებელია საკუთარი უფლებების რეალიზაცია სხივისი კანონიერი უფლების შელახვის ფაქტზე, სწორედ ამ მოტივით არ აძლევს ა---------ა მოსარჩელეს მსგავსი ტიპის რეკონსტუქციის გამოყენების უფლებას. 6.4. სასამართლო არასწორად მსჯელობს უფლების ბოროტად გამოყენებაზე და თვითონვე მიუთითებს შემდეგი კუმულატიური პირობების არსებობაზე - არ უნდა მიუთითებდნენ თავიანთი უფლების გამოყენების შედეგზე და სრულიად უმოტივაციოდ უნდა ამბობდნენ უარს მის გაცემაზე და მეორე მხარეს (ამ შემთხვევაში მოსარჩელეს) უნდა გააჩნდეს ბ-------------------- ა---------ის წევრების ამ უფლების შელახვის რაიმე კანონისმიერი საფუძველი. არც ერთი სასამართლოს მიერ მითითებული პირობა არ არსებობს - უმოტივაციო უარი ა---------ას არ გაუცია, რადგან მოსარჩელემ მოინდომა უკვე გაცემული მსუბუქი კონსტრუქციის კიბის ნებართვის საფარქვეშ საერთო საკუთრებაში არსებული ქონების დაზიანების ხარჯზე, მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სხვენის საცხოვრებლად გადაკეთება, რაც ასევე ეწინააღმდეგება სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმებს. უფლების ბოროტად გამოყენება აბსოლუტურად სხვა სამართლებრივი კატეგორიია, ვიდრე ეს განმარტებულია სასამართლოს მიერ - ა---------ას დასაბუთებული უარი ჰქონდა იმ ფაქტზე, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ე.წ. მსუბუქი კონსტრუქციის კიბის მოწყობა იმგვარად, როგორც ეს მოსარჩელეს სურს - სხვისი უფლების შელახვის ხარჯზე, რაც საკუთარი უფლებების რეალიზაციაა და ვერ ჩაითვლება უფლების ბოროტად გამოყენებად. სამოტივაციო ნაწილი: 7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). 8. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს: 9. 8.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2012 წლის 26 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ------- მ-----–---–ის საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, ჭ-------ის 2/კ----–--ის #2-ში მდებარე სხვენი, ფართით 96.57 (საკადასტრო კოდი: 0----------------------) (ს.ფ.15) 8.2. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 მაისის #1----- გადაწყვეტილებით ქ.თბილისი, ჭ-------ის 2/კ----–--ის #2-ში თ. ხ----–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვენზე დადგენილი იქნა სამერცხლულის მოწყობის შესაძლებლობა. სხვენის დაშენებაზე თანხმობა გამოთქვეს „ვ-------- ხ-----“-ის ბინის მესაკუთრეთა ა---------ის წევრებმა. (ს.ფ. 17-21) აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ა---------ის თავმჯდომარის მიერ, მაგრამ ქ.თბილისის მერიის 2----–-–------------ის #4- განკარგულებით ბ-------------------- ა---------ა „ვ-------- ხ-----“-ის თავჯდომარის საჩივარი არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 მაისის #1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 36) 8.3. თბილისის არქიტექტურის სამსახურის #4----- გადაწყვეტილების თანახმად, გ------- მ-----–---–ს განემარტა, რომ ქ.თბილისში, ჭ-------ის 2/კ----–--ის #2-ში არსებულ სხვენში ასასვლელი კიბის მოწყობა არქიტექტურული თვალსაზრისით მისაღები იყო მის მიერ წარდგენილი ფოტომონტაჟის შესაბამისად, თუმცა დაევალა კიბის მოწყობასთან დაკავშირებით, დამოწმებული, ა---------ის კრების ოქმის წარდგენა. (ს.ფ.25-26) 8.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ჭ-------ის 2/კ----–--ის #2-ში მდებარე საცხოვრებელის სახლის მე-4 სადარბაზოს მე-5 სართულის კიბის ბაქანზე ლითონის მსუბუქ კონსტრუქციაში გადაწყვეტილ სხვენზე ასასვლელი ერთმარშინიანი კიბის მოწყობა უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს კიბის უჯრედის ტექნიკურ მდგომარეობაზე (ს.ფ. 50) 8.5. უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თბილისი, ჭ-------ის 2/კ----–--ის #2-ში სხვენის დაშენებასა და სამერცხლულის მოწყობაზე „ვ-------- ხ-----“-ის ბინის მესაკუთრეთა ა---------ის წევრებს თანხმობა ჰქონდათ გაცემული უძრავი ქონების წინა მესასკუთრის თ. ხ----–---–ის სასარგებლოდ. 9. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის უარი თანხმობის გაცემაზე განპირობებულია იმით, რომ კიბის კონსტრუქციის მოწყობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს ა---------ას (მის წევრებს), რაც ასევე ეწინააღმდეგება სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმებს. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „ბ-------------------- ა---------ის შესახებ“ კანონის პირველი (რეგულირების სფერო) და მე-2 მუხლებით (კანონის მიზანი) დადგენილია, რომ ეს კანონი არეგულირებს ბმა წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბ-------------------- ა---------ის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბ-------------------- ა---------ის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობის და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს და ამ კანონის მიზანია ბ-------------------- ა---------ის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციის და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ბ-------------------- ა---------ის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს: მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.); ამრიგად, მოსარჩელის მიერ ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ კიბის მოწყობა ითვალისწინებს გარკევული სახის ზემოქმედებას ა---------ის წევრთა საერთო საკუთრებაში არსებულ მზიდ და საყრდენ კედლებზე - რაც საერთო საკუთრებას წარმოადგენს და ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საჭიროებს ა---------ის ყველა წევრის თანხმობას. 10. პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,affirmanti, non negate, incumbit probatio’’- ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს’’. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისიწნებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. 11. საქმეში წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისში, ჭ-------ის 2/კ----–--ის #2-ში მდებარე სხვენის სარგებლობისათვის აუცილებელია სხვენზე ასასვლელი კიბის მოწყობა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- დასკვნის თანახმად, კიბის ბაქანზე ლითონის მსუბუქ კონსტრუქციაში გადაწყვეტილ სხვენზე ასასვლელი ერთმარშინიანი კიბის მოწყობა უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს კიბის უჯრედის ტექნიკურ მდგომარეობაზე, რადგან თბილისის არქიტექტურის სამსახურის #4----- გადაწყვეტილების თანახმად, გ------- მ-----–---–ს განემარტა, რომ ქ.თბილისში, ჭ-------ის 2/კ----–--ის #2-ში არსებულ სხვენში ასასვლელი კიბის მოწყობა არქიტექტურული თვალსაზრისით მისაღები იყო მის მიერ წარდგენილი ფოტომონტაჟის შესაბამისად, თუმცა დაევალა კიბის მოწყობასთან დაკავშირებით, დამოწმებული, ა---------ის კრების ოქმის წარდგენა, ხოლო მოპასუხის თანხმობის გარეშე მოსარჩელე ვერ მოიპოვებს საჭირო ნებართვას, რაც აუცილებელია სამუშაოების წარმოებისათვის შეთანხმებული პროექტის შესაბამისად და სხვენში ასასვლელი კიბის მოსაწყობად. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სადაო ქონებაზე სხვენის დაშენებასა და სამერცხლულის მოწყობაზე „ვ-------- ხ-----“-ის ბინის მესაკუთრეთა ა---------ის წევრებს თანხმობა ჰქონდათ გაცემული უძრავი ქონების წინა მესასკუთრის თ. ხ----–---–ის სასარგებლოდ, თუმცა აღნიშნული სხვენის სარგებლობისათვის კიბის მოწყობაზე ამჟამად უარს აცხადებენ. 12. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ სხვენის საცხოვრებლად გადაკეთება ზიანს აყენებს ა---------ას, ლახავს სხვა მესაკუთრეთა კანონით გათვალისწინებულ უფლებებს და ეწინააღმდეგება სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. როგორც უკვე აღინიშნა სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით განსახილველ შემთხვევაში,მოპასუხემ ვერ მიუთითა რაიმე მნიშვნელოვან გარემოებებზე თუ შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. (სუსგ№ ას-360-345-2016) ამდენად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ა---------ის წევრების საკუთრებისადმი ზიანის მიყენების, მესაკუთრეთა კანონით გათვალისწინებული უფლებების ან თუნდაც სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. თავიანთი ინტერესების უპირატესობის დასადასტურებლად აპელანტებს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტი მარტოოდენ იმ მიზნით იყენებს თავის უფლებას, უარი თქვას თანხმობის გაცემაზე, რომ ზიანი მიადგეს მოსარჩელეს, მათი ამგვარი მოქმედება მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას, რაც თავისთავად უთანაბრდება უფლების ბოროტად გამოყენებას. 13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების ბოროტად გამოყენების 115-ე მუხლით მოწესრიგებული შემადგენლობა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებაა, რომელიც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი ვლინდება ურთიერთობის მონაწილე „სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაში იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას.“ ნაკლებად სავარაუდოა არსებობდეს შემთხვევა, როდესაც სახეზეა უფლების ბოროტად გამოყენება და ის იმავდროულად არ არის კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა. თუმცა უფლების ბოროტად გამოყენების შემადგენლობით დამატებითი წინაპირობებია დადგენილი, რომელიც მოწესრიგების სფეროს ავიწროვებს და მის ცალკე მოწესრიგებას ამართლებს. პალატა განმარტავს რომ, მართალია უფლების ბოროტად გამოყენების ზუსტი ფარგლები არ არის დადგენილი სამოქალაქო კოდექსით, მაგრამ უფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბარი შესაძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგად ნორმებზე და პრინციპებზე დაყრდნობით. უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ სამოქალაქო სამართლის ერთი სუბიექტის მიერ უფლების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს მეორე სუბექტის უფლებები და კანონიერი ინტერესები. სამოქალაქო უფლებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად, აღნიშნული უფლებების დანიშნულების შესაბამისად. უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილე არამხოლოდენ ეყრდნობა თავის უფლებებს, არამედ სცილდება კიდეც მის ფარგლებს და ამ დროს იგი განიხილება როგორც განსაკუთრებული სამოქალაქო სამართალდარღვევად, რომლის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ სამართალდამრღვევის ქმედება ფორმალურად ეყრდნობა მის უფლებებს, მხოლოდ აღნიშნული უფლებების რეალიზაციის შემდეგ სცილდება იგი დადგენილ ფარგლებს, რის შედეგადაც ირღვევა მესამე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები და საბოლოოდ გამოდის რომ საკუთარი უფლებების გამოყენება იქცევა სამართალდარღვევად. უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია სამოქალაქო სამართალდარღვევად ეფუძნება იმ გარეოებას, რომ სუბიექტის ქმედების შეფასება, კანონმდებლობაში კონკრეტული ამკრძალავი ნორმების არ არსებობის შემთხვევაში, ხდება სამოქალაქო სამართლის ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით. უფლების ბოროტად გამოყენება ისევე როგორც სხვა სამართალდარღვევა თავსითავად გულისხმობს სანქციის არსებობას. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს უფლების ბოროტად გამოყენების ზოგად სანქციას. სსკ მე-10 მუხლის მიხედვით ნებისმიერი ქმედება, რომელიც უფლების ბოროტად გამოყენების გზით ზიანს აყენებს სხვას ბათილია. ეს არის სამოქალაქო კოდექით დადგენილი ზოგადი ნორმა, რომელიც იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა კანონი არ ითვალიწინებს უფლების ბოროტად გამოყენების კონკრეტული შემთხვევის პენალტიზაციას. რადგან უფლების ბოროტად გამოყენება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის ზოგად პრინციპს იგი ყველა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს მიუხედავად იმისა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კანონი ახდენს თუ არა აღნიშნული ქმედების სანქცირებას, რადგან, უფლების ბოროტად გამოყენებას, როგორც სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების არსებობისათვის. ქმედების როგორც უფლების ბოროტად გამოყენების დასაკვალიფიცირებლად არ არის საჭირო ზიანის უშუალო დადგომა. საკმარისია ზიანის მიყენების განზრახვის არსებობა. უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვა თავისთავად არ გულისხმობს ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. იგი უბრალოდ ახდენს უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის კონსტანტაციას. (იხ. სუსგ საქმე ას-463-811-07) განსახილეველ შემთხევვაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იქმნება ისეთი ვითარება, როდესაც ერთ მხარესაა ა---------ის უფლება არ მისცეს მესაკუთრეს თანხმობა აწარმოოოს სამშენებლო სამუშაოები თანასაკუთრებაში არსებულ ნივთზე, ხოლო მეორე მხარეს მოსარჩელის ინტერესი, აწარმოოს იმგვარი სამშენებლო სამუშაოები, რაც მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს კუთვნილი უძრავი ქონებით. იმისათვის რომ ადგილი ჰქონდეს საკუთრების ბოროტად გამოყენებას, უნდა დადგეს შემდეგი პირობები: თანამესაკუთრე არ უნდა მიუთითებდეს თავისი უფლების გამოყენების შედეგზე და სრულიად უმოტივაციოდ უნდა ამბობდეს უარს მის გაცემაზე, ხოლო მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს თანამესაკუთრის ამ უფლების (არ მისაცეს თანხმობა) შელახვის რაიმე კანონისმიერი საფუძველი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ზემოთ დასახელებული ორივე პირობა, კერძოდ, მოსარჩელეს არ გააჩნია თანამესაკუთრის თანხმობა (რაც აუცილებელია სხვენში ასასვლელი კიბის მოწყობისთვის ნებართვის მისაღებად), ხოლო თანამესაკუთრე ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ უთითებს რაიმე არგუმენტზე თავისი ინტერესების უპირატესობის დასადასტურებლად. ასეთ პირობებში, როგორც ზემოთ აღინიშნა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის ამგვარი მოქმედება მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას, რაც თავისთავად უთანაბრდებოდა უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების გამოყენების მართლზომიერების ფარგლები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეული უფლებისა და გარემოებების შეფასების საფუძველზე დგინდება. მოწესრიგების თავისებურების გათვალისწინებით ამ ფარგლების წინასწარ განსაზღვრა და იმპერატიული ნორმებით შეზღუდვა შეუძლებელია. 14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკურის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. პალატა განმარტავს რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კიბის გარეშ საერთოდ ვერ ისარგებელბს საკუთარია ქონებით, მაშასადამე საკითხი ეხება ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლების - საკუთრების უფლების დაცვასა და რეალიზაციას. საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელ უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმოების, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. (saqarTvelos sakonstitucio sasamarTlos 2007 wlis 2 uvlisis #1/2/384 gadawyvetileba saqmeze saqarTvelos moqalaqeebi daviT jimSeleiSvili, tariel gvetaZe da neli dalaliSvili saqarTvelos parlamentis winaaRmdeg samotivacio nawilis me-5 punqti.) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012); ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: “იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები “საკუთრება” და “საკუთრების გამოყენება”. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. № 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი); სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი N 1 ოქმის 1-ლი მუხლის მიხედით დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N 48939/99 , § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N 42527/98 , § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII). მითითებული მუხლების შინაარსისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისიწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოპასუხე ბ-------------------- ა---------ა „ვ-------- ხ-----“-ის ქმედება, ყოველგვარი ობიექტურად დასაბუთებული მიზეზების არსებობის გარეშე თანხმობის გაცემაზე უარი, მართებულად მიიჩნია უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. 15. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ბ-------------------- ა---------ა „ვ-------- ხ-----“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. 2. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება. 3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. 4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი / მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე/ /ვანო წიკლაური/