განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120100118002301276 - 1ბ/394-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
21 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---------–---–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ს----------------–-–---–ი (პ/ნ №4----------), დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ვ--–--------–-------–-------–-------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ადვოკატი - ნ------------------–---–ი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 23 ნოემბერს ა---––---------------------–-----------–-----–---–-------–-------- თავის საცხოვრებელ სახლში ს----------------–-–---–მა მეუღლეს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, სტერეოტიპული დამოკიდებულების „ქალი არ უნდა მუშაობდეს“ და ასევე „ქალს არ უნდა ჰქონდეს პირადი მობილური ტელეფონი“ გამო არასრულწლოვანი მ--------------------------–--------–-–---–ების თანდასწრებით, მათ დედას ლ-------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ წააქცია იატაკზე და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი წელის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ს----------------–-–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: თვით ს----------------–-–---–ის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ლ-------------–--ის ჩვენებით, მოწმეების მ--------------–-–---–ის, ი---------–-–---–ის, მ-----–------------ის, შ--–-------------–--ის, ი---------–-–---–ის ჩვენებებით, ლ-------------–--ესთან ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, ს----------------–-–---–ის დაკავების ოქმით, მ--------------–-–---–ისაგან ნიმუშის აღების ოქმით, ს----------------–-–---–ისაგან ნიმუშის აღების ოქმით, ი----------------–--------–-–---–ები დაბადების მოწმობების ასლებით, ლ-------------–--ის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით, 2017 წლის 30 ნოემბრის N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 2018 წლის 21 თებერვლის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს----------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს----------------–-–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს----------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ს----------------–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“.
სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე შეზღუდულია დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი კანონის ზემოთ აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ სასჯელთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების მომეტებული საფრთხე და ისე განუსაზღვროს სამართლიანი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. ამავე დროს, ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შემთხვევაშიც კი, დანიშნული სასჯელი დამაფიქრებელი იქნება მსჯავრდებულისათვის და თუნდაც იმაზე ფიქრი, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გაუცოცხლდება ძველი სასჯელი და დაემატება ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს, იქნება მისი მიერ ახალი დანაშაულებრივი ქმედების თავიდან აცილების საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ს-------- გ------––---–ს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან და შეცვალა მისი მოხდის რეჟიმი და სასჯელი ჩაუთვალა პირობითად. ამდენად პალატისთვის გაუგებარია ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლოში გაჟღერებული სასჯელის რეალურად განსაზღვრის თაობაზე, მაშინ როდესაც პირველი ინსტაციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე თვითონ აღნიშნავდა, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაშიც კი, დანიშნული სასჯელი მიაღწევდა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ მიზნებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენი, ს----------------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ს----------------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნა ს----------------–-–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე: ა---––--------–- წ-------–---------------------------------- – 10 000 ლარის ფარგლებში;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ორი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
მ--------------–-–---–ის და ს----------------–-–---–ის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ს----------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად მსჯავრდებულ ს----------------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
მსჯავრდებულ ს----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2017 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით;
ს----------------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნა ს----------------–-–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე: ა---––--------–- წ-------–---------------------------------- – 10 000 ლარის ფარგლებში;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ორი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
მ--------------–-–---–ის და ს----------------–-–---–ის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი