განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1776-17
საქმე № 330310016001320408
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტები – თ------ ე-–--–---–ი, ნ---- ე-–--–---–ი
წარმომადგენელი: გ--------------
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
წარმომადგენელი: თ------–-------
მოწინააღმდეგე მხარე - კორინთის თემის ტერიტორიული ორგანო
წარმომადგენელი: ტ------–----–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, დევნილის სტატუსის აღდგენა, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თ------ და ნ---- ე-–--–---–ების სარჩელი, მოპასუხეების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, დევნილის სტატუსის აღდგენის და თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. თ------ ე-–--–---–ი რეგისტრირებული იყო დევნილად 2009 წლიდან. 2014 წლის 9 იანვარს მასზე გაცემულ იქნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მოწმობის თანახმად, იძულებით გადაადგილებამდე, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა მცხეთა-მთიანეთი, ახალგორის. წ-------–-, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად მიეთითა: მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა ს--------------------------------------------------–---.
ნ---- ე-–--–---–ი რეგისტრირებული იყო დევნილად 2009 წლიდან. 2014 წლის 9 იანვარს მასზე გაცემულ იქნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მოწმობის თანახმად, იძულებით გადაადგილებამდე, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა მცხეთა-მთიანეთი, ახალგორი ს. წ-------–-, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად მიეთითა: მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა ს--------------------------------------------------–---.
2.2. თ------ ე-–--–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში ჩაუტარდა გასაუბრება, რაზეც შედგა 2015 წლის 1 ოქტომბრის დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი. კითხვარში დაფიქსირდა, რომ თ------ ე-–--–---–ი დაიბადა ახალგორში 1----–-–-----------; 1990 წელს ახალგორში დაქორწინდა; განქორწინდა 1999 წელს; ყავს ორი შვილი - ნ---- ე-–--–---–ი და გ----------–--–---–ი; ყოფილ მეუღლეს - ხ--------------–---–ს და შვილს გ----------–--–---–ს არ აქვს დევნილის სტატუსი; თ------ ე-–--–---–მა სწავლა დაიწყო და დაამთავრა 1969 წელს ახალგორში; დასაქმებული იყო კერძო გამოძახებებზე; იყო ხელოსანი; ცხოვრობდა სოფელ წ-------–ში დის საკუთრებაში არსებულ ორ სართულიან სახლში 2008 წლის აგვისტომდე; 2008 წლის აგვისტოს მეზობლის ავტომანქანით გადმოვიდა მ-------–- სიდედრის სახლში; დევნილობის შემდეგ ცხოვრობდა მეუღლის დედასთან მ-------–-; ომის პერიოდში შერიგდნენ და ომის შემდეგ ოჯახური პრობლემების გამო კვალავ დაშორდნენ. მეუღლე და უფროსი შვილი ერთად ცხოვრობდნენ მ-------–-, ამიტომ მათ დევნილის სტატუსი არ აქვთ; ორივე შვილი სკოლაში შევიდა ც--------ში და დაამთავრეს ც--------შივე, ამ პერიოდში ბავშვები ცხოვრობდნენ ბებიასთან მ-------–-, თავად ცხოვრობდა დასთან წ-------–ში; საკუთრება არ აქვს.
2.3. ნ---- ე-–--–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში ჩაუტარდა გასაუბრება, რაზეც შედგა 2015 წლის 1 ოქტომბრის დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი. კითხვარში დაფიქსირდა, რომ ნ---- ე-–--–---–ი დაიბადა მცხეთაში 1996 წლის 25 სექტემბერს; სწავლა დაიწყო და დაამთავრა საშ. სკოლა ც--------ში 2013 წელს. ამჟამად არის სტუდენტი თბილისში; იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ახალგორში, ს. წ-------–ში მამიდის 2 სართულიან სახლში; 2008 წლის აგვისტოში მეზობლის ავტომანქანით გადმოვიდა მ-------–- მამასთან ერთად; არ ახსოვს მეზობლების ვინაობა, ხშირად იმყოფებოდა ბებიასთან მ-------–- და იშვიათად ადიოდა წ-------–ში; დევნილობის შემდეგ ცხოვრობდა ბებიასთან მ-------–-; მამა იყო ხელოსანი და მუშაობდა სოფელში.
2.4. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 23 ოქტომბრის N2----- წერილით (რეგ. N4-------) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს აცნობა, რომ ნ---- ე-–--–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ წ-------–ში. წერილი დაეფუძნა კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- ცნობას.
ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- წერილში აღინიშნა, რომ ნ---- ე-–--–---–ი არ იყო სოფელ წ-------–-ს მუდმივი მაცხოვრებელი.
2.5. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 23 ოქტომბრის N2----- წერილით (რეგ.N4-------) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს აცნობა, რომ თ------ ე-–--–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ წ-------–ში. წერილი დაეფუძნა კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- ცნობას.
ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- წერილში აღინიშნა, რომ თ------ ე-–--–---–ი არ იყო სოფელ წ-------–-ს მუდმივი მაცხოვრებელი.
2.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა 2016 წლის 29 იანვრის N0----------- მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სამინისტროს მინისტრს და წარუდგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნები ნ---- ე-–--–---–ისთვის და თ------ ე-–--–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ.
თ------ და ნ---- ე-–--–---–ებისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ დასკვნებში მიეთითა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ N4------- და 4------- წერილებზე და გასაუბრების მასალებზე, რომელზე დაყრდნობით მიიჩნეულ იქნა, რომ თ------ და ნ---- ე-–--–---–ებთან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თ------ და ნ---- ე-–--–---–ებისთვის დევნილის სატატუსის ჩამორთმევა.
2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის N6-- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 იანვრის N0----------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა ნ---- ე-–--–---–ს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის N6-- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 იანვრის N0----------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა თ------ ე-–--–---–ს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლომ, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის N6-- ბრძანება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის N6-- ბრძანება; კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- ცნობა და კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- ცნობა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
ამასთან, სასამართლომ, ასევე, უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე თ------ და ნ---- ე-–--–---–ების მოთხოვნა მოპასუხისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი აქტის გამოცემისა და 2016 წლის თებერვლიდან დევნილის შემწეობის გაცემის თაობაზე.
2.9. სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განიმარტა დევნილის ცნება, კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, კანონმდებელი დევნილ პირად მოიაზრებს ისეთ პირებს, რომელნიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებიათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია, ასევე, მუდმივი საცხოვრებლის ცნება, მასში მოიაზრება დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო (მე-4 მუხლის ,,გ“ პუნქტი). სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საცხოვრებლად არჩეულ ადგილში“ მოიაზრება ისეთი ადგილი, რომელსაც პირი უკავშირებს თავის სამეურნეო თუ ყოველდღიურ ყოფით საქმიანობას.
მითითებულ ნორმათა საფუძველზე სასამართლომ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებად მიიჩნია დადგინდეს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა თუ არა ტერიტორია, საიდანაც იძულებული გახდა წამოსულიყო და დაეტოვებინა თავისი ნების საწინააღმდგეოდ.
სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს, ეწევა ყოფით, საოჯახო-სამეურნეო საქმიანობას.
აქვე სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის N1227-1213 (კ-11) გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ ,,საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს ,,რეგისტრაციის ადგილი” და ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახდის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.“.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი“. მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში დეპარტამენტში უნდა ჩაუტარდეს გასაუბრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებთან დაკავშირებით. დეპარტამენტში დანიშნულ გასაუბრებაში მონაწილეობა ასევე შეიძლება მიიღონ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეებმაც. გასაუბრების დროს ივსება დადგენილი ფორმის კითხვარი, რომლის ფორმას, ასევე გასაუბრებაზე და კითხვარის ფორმის შევსებაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეეებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. მითითებულ ვადებში გასაუბრებაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შეჩერდება დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე პირის განცხადების განხილვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის N6-- და N6-- ბრძანებებით თ------ და ნ---- ე-–--–---–ებს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. მოსარჩელეები არიან მამა-შვილი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ---- ე-–--–---–მა სწავლა დაიწყო და დაამთავრა ც--------ში. ამასთან, კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- წერილით დასტურდება, რომ ნ---- ე-–--–---–ი არ წარმოადგენდა წ--------ის მუდმივ მაცხოვრებელს.
დადგენილია, რომ ნ---- ე-–--–---–ის დედას არ აქვს დევნილის სტატუსი, იგი ცხოვრობს სოფელ მ-------–-.
სასამართლომ, ყურადღება მიაქცია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მ----- ე-–--–---–ის ჩვენებაზე, რომელიც არის ნ---- ე-–--–---–ის მამიდა. მოწმის განმარტებით, თ------ და ნ---- ე-–--–---–ები ცხოვრობდნენ მასთან სოფელ წ-------–ში. როდესაც ნ---- ე-–--–---–მა დაიწყო სწავლა სკოლაში იგი მასთან მიდიოდა მხოლოდ არდადაგებზე და დასვენების დღეებში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სკოლაში სწავლობდა ც--------ში, იგი სოფელ წ--------ში მუდმივად ცხოვრებას ვერ შეძლებდა. როგორც მოსარჩელე და მოწმე - მოსარჩელის მამიდა აღნიშნავს, იგი სოფელ წ--------ში იმყოფებოდა მხოლოდ დასვენების პერიოდში, რაც ვერ მოიაზრება მუდმივ რეჟიმში სოფელ წ--------ში ცხოვრებად. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე მიიჩნია, რომ ნ---- ე-–--–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს საომარ მოქმედებებამდე არ წარმოადგენდა სოფელი წ--------ი, შესაბამისად მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა კანონმდებლობის სრული დაცვით.
თ------ ე-–--–---–თან მიმართებით სასამართლმ აღნიშნა, რომ ერთის მხრივ მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებები და სასამართლოში წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო მეორეს მხრივ მოსარჩელე თავად სასამართლო სხდომაზეც გასცემდა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოში გასაუბრებაზე თ------ ე-–--–---–მა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ცხოვრობდა მეუღლის დედასთან. ამასთან მითითებული ჰქონდა, რომ მეუღლესთან განქორწინებული იყო. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე თავდაპირველად მიუთითებდა, რომ საომარი მოქმედებების შემდეგ ცხოვრობდა ნაცნობ მეგობრებთან, მიუთითებდა ცალეკულ პირთა ვინაობას, თუმცა შემდგომ აღნიშნა, რომ ცხოვრობდა მეუღლის სახლში, მასთან ოფიციალურად განქორწინებული არ არის. სასამართლომ, ასევე, ყურადღება მიაქცია მასზედ, რომ თ------ ე-–--–---–ი მეორე შვილიც, ასევე, სწავლობდა ც--------ში. სასამართლომ თ------ ე-–--–---–ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები არ მიიჩნია სარწმუნოდ, ამგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტების დასახელება მიუთითებს რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამჟღავნებისგან თავის არიდების სურვილზე.
სასამართლომ მიუთითა, ასევე, კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- წერილზე, რომლითაც დასტურდება, რომ თ------ ე-–--–---–ი არ წარმოადგენდა წ--------ის მუდმივ მაცხოვრებელს.
2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ დაადასტურეს ახალგორის რაიონში, სოფელ წ--------ში მუდმივდ ცხოვრების ფაქტი.
2.11. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ახალგორის რაიონი, სოფელი წ--------ი არ წარმოადგენდა მოსარჩელეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული კი წარმოადგენს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სადავო ბრძანებები, ასევე კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობები, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა სტატუსის მინიჭება/აღდგენა მოსარჩელისთვის. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა თავად სტატუსის მაძიებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათ საფუძელზე მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
2.12. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლმ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა კანონიერ აქტად, არ არსებობს ამავე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისა და დევნილის შემწეობი გაცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
3.1. თ------ ე-–--–---–ის და ნ---- ე-–--–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
ფაქტობრივი უსწორობები:
აპელანტების აზრით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ თ------ ე-–--–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ წ-------–ში.
სამართლებრივი უსწორობები:
აპელანტების აზრით სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლების პირველი ნაწილები: თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ და თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული აქტები, რომელთა ბათილობაც მოთხოვნილი იყო, ეწინააღმდეგება კანონს („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლს) და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებენ მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და უკანონოდ ზღუდავენ. გარდა ამისა, საქმეში არ დევს ადმინისტრაციული წარმოების მასალა, რომელიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული აქტების გამოცემას, რაც ადასტურებს, რომ ეს აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
აპელანტების აზრით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებას იმით ასაბუთებს, რომ არ დარღვეულა აქტის გამოცემის და მომზადების პროცედურული ნორმები, ამასთან, სამინისტროს მიერ დევნილის სტატუსის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიაჩნია კანონიერად, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს იძლეოდა ტერიტორიული ორგანოს მიერ გამოცემული ცნობები რასაც აპელანტები არ ეთანხმებიან, რადგან სასამართლოს ამგვარი მსჯელობა გამართლებულია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმალურ-პროცედურულ და პროცესუალური მხარის კანონიერების დასაბუთებისათვის, თუმცა ვერ გამოდგება ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საკმარისობისათვის, რომელსაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მხარეთა მიერ მტკიცებულებების მოპოვებისა და წარმოდგენის შესაძლებლობის გათვალისწინებით და მხოლოდ იმ გარემოებების სრულყოფილად შეფასების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ჩათვლილიყო კანონიერად, რაც მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეცილების საფუძველს იძლევა.
აპელანტების პრეტენზია ეხება მტკიცებულებათა ტვირთის განაწილების ფარგლებს და მასშტაბებს, ისე, რომ სასამართლოს მიერ არ არის გათვალისწინებული მხარეთა შესაძლებლობა და უნარი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მოპასუხეთა მტკიცებულებათა ფარგლები განსაზღვრა თვით ამ ორგანოთა მიერ გამოცემული ცნობებით და შეფასებაც მხოლოდ ამ ცნობების შინაარსიდან მიიღო - საპირისპიროდ „სხვა“ მტკიცებულების წარდგენის ტვირთი დააკისრა მოსარჩელეს - ასეთ მოცემულობაში სამინისტრო ვალდებული იყო გადაწტვეტილების მიღებისას მიეთითებინა ამ მტკიცებულებების არსებობაზე, რომელსაც ითხოვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ „პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიიღო“ - სასამართლომ ასეთი მტკიცებულების ტვირთისგან გაათავისუფლა მოპასუხე და სხვ. ტვირთი კი დააკისრა მოსარჩელეს. შესაბამისად, შეუძლებელია კანონიერად ჩაითვალოს გადაწყვეტილება მოცემული სამართლებრივი ურთიერთობებისთვის, როდესაც არ დგინდება „ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის“ შემცველი დოკუმენტის არსებობა, რომელიც კანონიერი ნდობის საეჭვოობის მატარებელი იქნებოდა და აუცილებელს გახდიდა დევნილის სტატუსის პრეტენდენტი პირისათვის დაეკისრებინა მოპასუხეთა ორგანოს გარდა სხვა ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა. მოსარჩელეებმა დევნილის სტატუსი მიიღევს იმავე ორგანოს მიერ გაცემული ცნობით, რომელმაც შემდგომში გასცა ცნობები მათი ახალგორის რაიონში პერიოდულად ცხოვრების შესახებ. ასევე მოსარჩელებმა 2013 წელს გაიარეს დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია, სადაც წარდგენილი იქნა მოწმეების დასტური, რომლებიც ცალსახად ადასტურებდნენ მოსარჩელეების ახალგორის რაიონში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. ამ მტკიცებულებების მნიშვნელობის სამართლებრივი შეფასება პირდაპირ კავშირშია მუდმივად ცხოვრების ყოფით ხასიათთან, შესაბამისად სასამართლო ვერ ახდენს მსჯელობას და დასაბუთებას ამ მტკიცებულებათა ღირებულებებზე. სასამართლო უნდა დაინტერესებულიყო მოპასუხეებისგან მიეღო ამ გარემოებებზე ახსნა-განმარტება, რის შემდგომაც დადასტურდებოდა მოპასუხის სუბიექტური მიდგომა-შერჩევითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაში და დადგებოდა მოპასუხეების მიერ ამ მტკიცებულებების წარმოდგენის სავალდებულობა რომლითაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი „ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის შემცვლელი დოკუმენტის არსებობა დამტკიცდებოდა, რომელიც კონკრეტულ საქმეზე არ მოიპოვება და შესაბამისად გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები უნდა ჩაითვალოს გამოკვლევისა და დასაბუთების გარეშე ბათილ აქტებად.
სასამართლომ არ გაითვალისწინა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნითა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი, არასწორად განმარტა ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტი და მე-6 მუხლი. ასევე არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და დაკმაყოფილდეს მოთხოვნა ახალი გადაწყვეტილების მიღებით.
ამდენად, უფლებამოსილი ორგანოებიდან ცნობების წარმოდგენის ტვირთი არ უნდა დაკისრებოდა მოსარჩელეს არამედ მოპასუხეს, ასევე მასვე უნდა დაკისრებოდა ცნობების არ არსებობის გამო პერიოდულად ცხოვრების ფაქტის დადგენისგან, ვისგან, რამდენი და რომელი ინფორმაცია მიიღეს, რომლის შესახებაც სასამართლომ არ მიიღო-ახსნა განმარტება.
სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ ჩათვალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე ან 95-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, ან და კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აპელანტების განმარტებით, არც გამგეობის და არც სამინისტროს მიერ არ ეცნობათ თუ სად და როდის გაიმართებოდა სხდომა სარჩელში მითითებული საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ უნდა ეცნობინებინა დაინტერესებული მხარისათვის, თუ აქტით შეიძლებოდა გაუარესებულიყო მისი სამართლებრივი მდგომარეობა და შესაბამისად არ უზრუნველყო წარმოებაში ჩაბმა. მითუმეტეს, რომ არ იყვნენ ინფორმირებულნი გამოკითხვის მიზეზების შესახებ.
ასევე, იგივე ითქმის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის არ დავალდებულებაზე. გაურკვეველია თუ რით იხელმძღვანელა სამინისტრომ, შემდეგ კი სასამართლომ, როდესაც სარწმუნოდ მიიჩნია ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობები N1-- 21.10.2015 წ. და N1-- 21.10.2015 წ. რომელთა მიხედვითაც ჩვენ მუდმივად არ ვცხოვრობდით ახალგორის რაიონის სოფელ წ-------–ში, მასინ, როდესაც არსებობს იგივე ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა დევნილი სტატუსი.
აპელანტის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაასახელა თუ რა მტკიცებულებებს დაეყრდნო, რა გარემოებების გათვალისწინებით, რა ხასიათის კვლევისა და რა კონკრეტული ფაქტების შესწავლის შედეგად მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რაც მიიღო და რატომ არ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა ჩვენი სხვაგან ცხოვრების ფაქტს, გარდა ახალგორის რაიონის სოფელ წ-------–-სა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.5. თ------ ე-–--–---–ი რეგისტრირებული იყო დევნილად 2009 წლიდან. 2014 წლის 9 იანვარს მასზე გაცემულ იქნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მოწმობის თანახმად, იძულებით გადაადგილებამდე, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა მცხეთა-მთიანეთი, ახალგორი ს. წ-------–-, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად მიეთითა: მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა ს--------------------------------------------------–---.
ნ---- ე-–--–---–ი რეგისტრირებული იყო დევნილად 2009 წლიდან. 2014 წლის 9 იანვარს მასზე გაცემულ იქნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მოწმობის თანახმად, იძულებით გადაადგილებამდე, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა მცხეთა-მთიანეთი, ახალგორი ს. წ-------–-, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად მიეთითა: მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა ს--------------------------------------------------–---.
4.6. თ------ ე-–--–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში ჩაუტარდა გასაუბრება, რაზეც შედგა 2015 წლის 1 ოქტომბრის დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი. კითხვარში დაფიქსირდა, რომ თ------ ე-–--–---–ი დაიბადა ახალგორში 1----–-–-----------; 1990 წელს ახალგორში დაქორწინდა; განქორწინდა 1999 წელს; ყავს ორი შვილი - ნ---- ე-–--–---–ი და გ----------–--–---–ი; ყოფილ მეუღლეს - ხ--------------–---–ს და შვილს გ----------–--–---–ს არ აქვს დევნილის სტატუსი; თ------ ე-–--–---–მა სწავლა დაიწყო და დაამთავრა 1969 წელს ახალგორში; დასაქმებული იყო კერძო გამოძახებებზე; იყო ხელოსანი; ცხოვრობდა სოფელ წ-------–ში დის საკუთრებაში არსებულ ორ სართულიან სახლში 2008 წლის აგვისტომდე; 2008 წლის აგვისტოს მეზობლის ავტომანქანით გადმოვიდა მ-------–- სიდედრის სახლში; დევნილობის შემდეგ ცხოვრობდა მეუღლის დედასთან მ-------–-; ომის პერიოდში შერიგდნენ და ომის შემდეგ ოჯახური პრობლემების გამო კვალავ დაშორდნენ. მეუღლე და უფროსი შვილი ერთად ცხოვრობდნენ მ-------–-, ამიტომ მათ დევნილის სტატუსი არ აქვთ; ორივე შვილი სკოლაში შევიდა ც--------ში და დაამთავრეს ც--------შივე, ამ პერიოდში ბავშვები ცხოვრობდნენ ბებიასთან მ-------–-, თავად ცხოვრობდა დასთან წ-------–ში; საკუთრება არ აქვს.
4.7. ნ---- ე-–--–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში ჩაუტარდა გასაუბრება, რაზეც შედგა 2015 წლის 1 ოქტომბრის დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი. კითხვარში დაფიქსირდა, რომ ნ---- ე-–--–---–ი დაიბადა მცხეთაში 1996 წლის 25 სექტემბერს; სწავლა დაიწყო და დაამთავრა საშ. სკოლა ც--------ში 2013 წელს. ამჟამად არის სტუდენტი თბილისში; იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ახალგორში, ს. წ-------–ში მამიდის 2 სართულიან სახლში; 2008 წლის აგვისტოში მეზობლის ავტომანქანით გადმოვიდა მ-------–- მამასთან ერთად; არ ახსოვს მეზობლების ვინაობა, ხშირად იმყოფებოდა ბებიასთან მ-------–- და იშვიათად ადიოდა წ-------–ში; დევნილობის შემდეგ ცხოვრობდა ბებიასთან მ-------–-; მამა იყო ხელოსანი და მუშაობდა სოფელში.
4.8. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 23 ოქტომბრის N2----- წერილით (რეგ. N4-------) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს აცნობა, რომ ნ---- ე-–--–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ წ-------–ში. წერილი დაეფუძნა კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- ცნობას.
ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- წერილში აღინიშნა, რომ ნ---- ე-–--–---–ი არ იყო სოფელ წ-------–-ს მუდმივი მაცხოვრებელი.
4.9. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 23 ოქტომბრის N2----- წერილით (რეგ.N4-------) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს აცნობა, რომ თ------ ე-–--–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ წ-------–ში. წერილი დაეფუძნა კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- ცნობას.
ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- წერილში აღინიშნა, რომ თ------ ე-–--–---–ი არ იყო სოფელ წ-------–-ს მუდმივი მაცხოვრებელი.
4.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა 2016 წლის 29 იანვრის N0----------- მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სამინისტროს მინისტრს და წარუდგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნები ნ---- ე-–--–---–ისთვის და თ------ ე-–--–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ.
თ------ და ნ---- ე-–--–---–ებისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ დასკვნებში მიეთითა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ N4------- და 4------- წერილებზე და გასაუბრების მასალებზე, რომელზე დაყრდნობით მიიჩნეულ იქნა, რომ თ------ და ნ---- ე-–--–---–ებთან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თ------ და ნ---- ე-–--–---–ებისთვის დევნილის სატატუსის ჩამორთმევა.
4.11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის N6-- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 იანვრის N0----------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა ნ---- ე-–--–---–ს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის N6-- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 იანვრის N0----------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა თ------ ე-–--–---–ს.
სამართლებრივი დასაბუთება
4.12. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის N6-- ბრძანების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის N6-- ბრძანების, კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- ცნობის და კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- ცნობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 მაისის №1--- ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ამასთან, სასამართლომ, ასევე, უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე თ------ და ნ---- ე-–--–---–ების მოთხოვნა მოპასუხისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი აქტის გამოცემისა და 2016 წლის თებერვლიდან დევნილის შემწეობის გაცემის თაობაზე.
4.14. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განიმარტება დევნილის ცნება, კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, კანონმდებელი დევნილ პირად მოიაზრებს ისეთ პირებს, რომელნიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია, ასევე, მუდმივი საცხოვრებლის ცნება, მასში მოიაზრება დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო (მე-4 მუხლის ,,გ“ პუნქტი). სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია, რომ ,,საცხოვრებლად არჩეულ ადგილში“ მოიაზრება ისეთი ადგილი, რომელსაც პირი უკავშირებს თავის სამეურნეო თუ ყოველდღიურ ყოფით საქმიანობას.
4.15. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს, ეწევა ყოფით, საოჯახო-სამეურნეო საქმიანობას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის N6-- და N6-- ბრძანებებით თ------ და ნ---- ე-–--–---–ებს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. მოსარჩელეები არიან მამა-შვილი.
4.16. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ---- ე-–--–---–მა სწავლა დაიწყო და დაამთავრა ც--------ში. ამასთან, კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- წერილით დასტურდება, რომ ნ---- ე-–--–---–ი არ წარმოადგენდა წ--------ის მუდმივ მაცხოვრებელს.
დადგენილია, რომ ნ---- ე-–--–---–ის დედას არ აქვს დევნილის სტატუსი, იგი ცხოვრობს სოფელ მ-------–-.
4.17. პირველი ინსტანციის სასამართლომ, ყურადღება სწორად გაამახვილა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ----- ე-–--–---–ის ჩვენებაზე, რომელიც არის ნ---- ე-–--–---–ის მამიდა. მოწმის განმარტებით, თ------ და ნ---- ე-–--–---–ები ცხოვრობდნენ მასთან სოფელ წ-------–ში. როდესაც ნ---- ე-–--–---–მა დაიწყო სწავლა სკოლაში იგი მასთან მიდიოდა მხოლოდ არდადაგებზე და დასვენების დღეებში.
იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სკოლაში სწავლობდა ც--------ში, იგი სოფელ წ--------ში მუდმივად ცხოვრებას ვერ შეძლებდა. როგორც მოსარჩელე და მოწმე - მოსარჩელის მამიდა აღნიშნავს, იგი სოფელ წ--------ში იმყოფებოდა მხოლოდ დასვენების პერიოდში, რაც ვერ მოიაზრება მუდმივ რეჟიმში სოფელ წ--------ში ცხოვრებად. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე მიიჩნია, რომ ნ---- ე-–--–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს საომარ მოქმედებებამდე არ წარმოადგენდა სოფელი წ--------ი, შესაბამისად მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა კანონმდებლობის სრული დაცვით.
4.18. პირველი ინსტანციის სასამართლომ, ყურადღება ასევე სწორად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ერთის მხრივ თ------ ე-–--–---–ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებები და სასამართლოში წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო მეორეს მხრივ მოსარჩელე თავად სასამართლო სხდომაზეც გასცემდა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოში გასაუბრებაზე თ------ ე-–--–---–მა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ცხოვრობდა მეუღლის დედასთან. ამასთან მითითებული ჰქონდა, რომ მეუღლესთან განქორწინებული იყო. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე თავდაპირველად მიუთითებდა, რომ საომარი მოქმედებების შემდეგ ცხოვრობდა ნაცნობ მეგობრებთან, მიუთითებდა ცალეკულ პირთა ვინაობას, თუმცა შემდგომ აღნიშნა, რომ ცხოვრობდა მეუღლის სახლში, მასთან ოფიციალურად განქორწინებული არ არის. სასამართლომ, ასევე, ყურადღება მიაქცია მასზედ, რომ თ------ ე-–--–---–ი მეორე შვილიც, ასევე, სწავლობდა ც--------ში. სასამართლომ თ------ ე-–--–---–ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები არ მიიჩნია სარწმუნოდ, ამგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტების დასახელება მიუთითებს რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამჟღავნებისგან თავის არიდების სურვილზე.
კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 21 ოქტომბრის N1-- წერილით დასტურდება, რომ თ------ ე-–--–---–ი არ წარმოადგენდა წ--------ის მუდმივ მაცხოვრებელს.
ამრიგად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ დასტურდება მოსარჩელეთა ახალგორის რაიონში, სოფელ წ--------ში მუდმივდ ცხოვრების ფაქტი.
4.19. განხილულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ახალგორის რაიონი, სოფელი წ--------ი არ წარმოადგენდა მოსარჩელეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული კი წარმოადგენს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სადავო ბრძანებები, ასევე კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობები, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა სტატუსის მინიჭება/აღდგენა მოსარჩელისთვის. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა თავად სტატუსის მაძიებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათ საფუძელზე მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა კანონიერ აქტად, არ არსებობს ამავე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისა და დევნილის შემწეობის გაცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები და თავშესაფრის მაძიებლები − შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საჩივრებზე;
აპელანტები - თ------ ე-–--–---–ი და ნ---- ე-–--–---–ი განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ ე-–--–---–ის და ნ---- ე-–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე