განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002181095
საქმე N1ბ/93-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნა-------------–ის
მსჯავრდებულის: ზ--------------------
ადვოკატის: ო----------------–---ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გ-–-----------–------------------–--------------------- პროკურორის ალ-----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე: ზა---------–-----------------------ს , დაბადებულის 1-----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ.თბილისში, გლ------------------------------------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ--------------------- წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).
ზ-------------------- მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის შუალედში, ზა------------------მა ქ. თბილისში, გ-–---------------------------–----------–-–---–------------–--------------------------–----------–---------ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის - ე-–----- რ----------ის თანდასწრებით ცემა მისი მეუღლე საქ------–------------. ზა------------------ა საქ------–------------ს სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შემდეგაც სწვდა კისერში და ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი. ზ-------------------- აღნიშნული ქმედებების შედეგად საქ------–------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მეორე დღეს, 2017 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ზა------------------ა ქ.თბილისში, გ-–------------------------–----------–-–---–-------------–ი მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინა #--–-- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის - ე-–----- რ----------ის თანდასწრებით იძალადა მის მეუღლე საქ------–------------ზე. კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმები და ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა ხელზე, რის შედეგადაც საქ------–------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზა-----------------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 28 სექტემბრისა და 29 სექტემბრის ეპიზოდები).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენით:
ზ-------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით ორ ეპიზოდად, გაერთიანდა ერთ ეპიზოდად და ზა------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ზ-------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 11 ოქტომბრიდან - 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გ-–-----------–------------------–--------------------- პროკურორმა ა-–---------- ჩ-----მ და მოითხოვა ზ-------------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ორი ეპიზოდისთვის და თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გ-–-----------–------------------–--------------------- პროკურორის ალ-----------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ: საქ------–------------ს სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგრაფირების შესახებ ოქმის, ბრალდებულის დაკავებისა ოქმის, მოწმეების დაკითხვის ოქმების, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის და და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზა------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ-------------------- ქმედების ორ ეპიზოდად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას ამ საკითხთან მიმართებით, ვინაიდან პირველმა ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ქმედებების განხორციელების დრო და ხასიათი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად იქნა დადგენილი, რომ ზა------------------ა 2017 წლის 28 სექტემბერს წარმოშობილი კონფლიქტის საფუძველზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლეზე მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხოლო მეორე დღეს წავიდა პირად საქმეზე, საიდანაც შუადღით დაბრუნებულმა კვლავ გააგრძელა ძალადობა მეუღლეზე მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. მაშასადამე, მეუღლეებს შორის დაწყებული კონფლიქტი ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული და დასრულებული და ამ კონფლიქტის ფარგლებში ორჯერ განხორციელდა ძალადობა ცოლის მიმართ ქმრის მხრიდან, რის გამოც 2017 წლის 28 და 29 სექტემბერს განხორციელებული ქმედებები არ წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ დანაშაულებს და იგი,როგორც ერთი კონფლიქტის ფარგლებში ჩადენილი ორი ძალადობრივი აქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ერთიან განგრძობად დანაშაულს, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ორი ეპიზოდი უნდა გაერთიანდეს ერთ ეპიზოდად და საბოლოოდ დაკვალიფიცირდეს ერთიან დანაშაულად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სხვაგვარად იქნება კვალიფიკაცია, როცა ძალადობა დროის ისეთ ინტერვალში ხორციელდება, როცა ძალადობას ვერ ექნება განგრძობადი ხასიათი, მაგალითად, თუ ქმარმა ცოლის მიმართ იძალადა ერთხელ მარტის თვეში, მეორედ აგვისტოში, ხოლო მესამედ ნოემბერში, მის მიერ განხორციელებული ქმედებები დამოუკიდებელ დანაშაულად უნდა შეფასდეს (სამ ეპიზოდად) და არა ერთ ძალადობად, რომელსაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რამდენადაც ეს სამი ძალადობრივი აქტი ჩადენილია დროის იმგვარ ინტერვალში, როცა ძალადობას ობიექტურად ვერ ექნება განგრძობადი ხასიათი.
ამდენად, სისტემატური ძალადობა ერთიან დანაშაულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა სახეზეა განგრძობადი ძალადობა ერთი კონფლიქტის ფარგლებში, ჩადენილი რამდენიმე ძალადობრივი აქტით დროის მოკლე ინტერვალში.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია ძალადობა განხორციელდა მეორე დღესაც, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ძალადობას ჰქონდა სწორედაც განგრძობადი ხასიათი ერთი კონფლიქტის ფარგლებში, კერძოდ, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა 28 სექტემბერს ჩადენილი ძალადობის საფუძველი, რომელიც ჯერ კიდევ ამოწურული არ იყო, რის გამოც კონფლიქტი გაგრძელდა მეორე დღესაც, რა დროსაც კვლავ განხორციელდა ძალადობა, ანუ ამ შემთხვევაში ძალადობა იყო განგრძობითი ხასიათის და არა დამოუკიდებელად წარმოქმნილი. ამაზე მიუთითებს ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოთქმული სიტყვებიც: ,,ჯერ კიდევ არ ვიყავი დაწყნარებული და დამშვიდებული, როცა გავედი სახლიდან, დავლიე სასმელი და დავბრუნდი უკან, რა დროსაც ისევ გავაგრძელეთ ჩხუბი წინა დღით დაწყებულ საკითხზე, მე კვლავ ვერ შევიკავე თავი და ხელით შევეხე მას.” ამდენად, 28 და 29 სექტემბერს განხორციელებული ძალადობა წარმოადგენდა ერთი კონფლიქტის ფარგლებში ჩადენილ ორ ძალადობრივ აქტს, რის გამოც იგი ორ დამოუკიდებელ დანაშაულად კი არ უნდა იქნეს მიჩნეული, არამედ იგი განხილულ უნდა იქნეს ერთიან განგრძობად ძალადობად.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთოვნას სასჯელის დამძიმების და მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ზ--------------------თვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია
ამასთან სააპელაციო პალატის წინაშე აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე.
პალატა ასევე განმარტავს, რომ პირობითი მსჯავრის დანიშვნა თავის მხრივ მეტ პასუხისმგებლობას და სიფრთხილის გამოჩენას აკისრებს მსჯავრდებულს, რომ არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, რათა არ მოხდეს მის მიმართ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის აღსრულება და კანონით გათვალისწინებული იმ ღონისძიებების გამოყენება, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, ახალი დანაშაულის ჩადენის შემთვევაში.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენი ზ-------------------- მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გ-–-----------–------------------–--------------------- პროკურორის ალ-----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენი.
ზ-------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ორ ეპიზოდად, გაერთიანდეს ერთ ეპიზოდად და ზა------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრიოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63,64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით
მსჯავრდებულ ზ-------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 11 ოქტომბრიდან - 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
მსჯავრდებულ ზ-------------------- ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზა-----------------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /შ.ყაველაშვილი/