განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
130210017001810240
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210017001810240

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/4279-17 “ 27” მარტი, 2018წ.

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები თამარ ალანია ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი _ ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - შპს „ ქ--------------“ (მოპასუხე) გ----------------–---–- ქ-----–--------–----–------- (მოსარჩელე) ი--------–---

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 23.05.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება/ სამუშაოს შესრულებულად აღიარება და თანხის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა 1.1. აპელანტ შპს „ქ--------------ს“ მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება 1.2. აპელანტ ქ-----–--------–----–-------ს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. შპს "ქ-------------ს" ქ-----–--------–----–-------ს სასარგებლოდ დაეკისრა 7686 ლარი - პირგასამტეხლო - ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევისათვის.

3. შპს "ქ--------------ს" შეგებებული სარჩელი ქ-----–--------–----–-------ს გ---------თან 3234,58 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

4. შპს "ქ-------------ს" დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 230,58 ლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. ქ-----–--------–----–-------ს გ---------ა და შპს ”ქ-------------ს” შორის 2----–-–---------–--- გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულება, რომლის დავის საგანი იყო ქ-----–-ს ქუჩების ასფალტირების სამუშაოების განხორციელება, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 427 000 ლარს. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 3 სექტემბერი, რომელიც შემდგომ მხარეთა შეთანხმებით გადავადდა 10 სექტემბრამდე (იხ. ხელშეკრულება). 2.2. ხელშეკრულების მიხედვით უნდა შესრულებულიყო 427 000 ლარის ღირებულების სამუშაოები, თუმცა ფაქტობრივად შესრულდა 414 152,45 ლარის სამუშაოები. 2.3. მუნიციპალიტეტი დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნას (გარდა კ-–------–-სა და ვ------–-–---–-ს ქუჩების შემაერთებელი გზის) რომლის მიხედვითაც ქუჩებზე და ჩიხებში შეუსრულებელია შემდეგი: ნ----–---–ის ჩიხი ნაკლებია 251,39 ლარით, ბ-------–---–-ს ჩიხი 3 ნაკლებობა 7457,76 ლარით, ლ----–--ის ჩიხი 1 ნაკლებობა 1406,15 ლარით, ლ----–--ის ჩიხი 2 ნაკლებობა 1274,82 ლარით, ლ----–--ის ჩიხი 4 ნაკლებობა 1040,66 ლარით, კ-–------–-სა და ვ------–-–---–-ს ქუჩების შემაერთებელი ჩიხი, ნაკლებობა 208,13 ლარი. სულ დანაკლისმა შეადგინა 12847,55 ლარი. 2.4. ხელშეკრულების 7,6 ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოების შემსრულებელ ფირმას ეკისრება პირგასამტეხლო შეუსრუებელი სამუშაოების ნაწილის 120 %-ის ოდენობით. 2.5. ხელშეკრულების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2016 წლის 10 სექტემბერი, დასრულების დოკუმენტაცია წარდგენილი იქნა 9 დღის ვადაგადაცილებით, 20 სექტემბერს. ხელშეკრულების 7.5 ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,2% (854 ლარის) ოდენობით (რამაც მთლიანობაში შეადგინა 7686 ლარი). 2.6. 2016 წლის 24 აგვისტოს შპს ”ქ--------------ს” განცხადების საფუძველზე განხორციელდა საპროექტო ცვლილებები, რაც შესაბამისად აისახა კიდეც 2016 წლის 24 აგვისტოს სამუშაოების მიმღები კომისიის დასკვნაში და შემდეგ 2016 წლის 25 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება. 2016 წლის 31 აგვისტოს შპს ”ქ-------------მა” მიმართა გ--------- და აცნობა, რომ ლ----–--ის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პროექტით გათვალისწინებული კიუვეტის მოწყობაზე, აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად შპს ”ქ-------------მა” განახორციელა პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოები საპროექტო ხარჯთაღრიცხვიდან გაუსვლელად და შეასრულა 4227,72 ლარის სამუშაოები, რის გამოც სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწია კიდევ 7 დღით - 10 სექტემბრამდე. 2.7. სასამართლო არ იზიარებს შპს ”ქ--------------”-წარმომადგენლის განმარტებას, რომ სამუშაოების დასრულების ეტაპზე გამოიკვეთა სხვა მცდარი მონაცემები საპროექტო მოცულობებში, რამაც გამოიწვია განსხვავება თავდაპირველ და ფაქტობრივ ხარჯთაღრიცხვას შორის. შპს ”ქ--------------ს” მიერ დამატებით შესრულდა 3234,58 ლარის სამუშაოები, ხოლო ქ-----–--------–----–-------ს წარმომადგენლებმა აღნიშნულზე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე უარი განაცხადეს, რადგან მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე მოპასუხე მხარის ვალდებულებაა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო იმავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარედე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2.10. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 2.12. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2 %-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 2.13. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლო, რადგან დადგენილია, რომ სამუშაოთა დამთავრების შესახებ ინფორმაცია, დოკუმენტები და ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხის მიერ ნაცვლად 2016 წლის 10 სექტემბრისა -წარდგენილია 2016 წლის 20 სექტემბერს, ე.ი 9 დღის დაგვიანებით რამაც მთლიანობაში შეადგინა 7686 ლარი.( 854 ლარი დღეში). რაც შეეხება შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულების 120 %-ის მოპასუხეზე დაკისრებას - აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შპს "ო-------– გ-----ის+“-ის ( ინსპექტირების ორგანოს) ინსპექტორის გ------- ქ---------–-ძის განმარტებით, (რომელმაც შეასრულა აზომვითი სამუშაოები და მოამზადა ანგარიში) დადგენილია, რომ მართალია ადგილზე ჩატარებული აზომვითი სამუშაოებით გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობასა და ხარჯაღრიცხვაში და შესრულებულ სამუშაოთა აქტებში (ფორმა-2) მითითებულ მოცულობებს შორის, რამაც თანხობრივად შეადგინა 12847,55 ლარი მაგრამ მისი განმარტებით 12847,55 ლარის სამუშაოების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ რეალურად დამატებით ამ მოცულობის და ღირებულების სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა და საშუალება შესაბამის ქუჩებზე და ობიექტებზე ფაქტობრივად არ იყო, ამის საშუალებას არ იძლეოდა შესასრულებელ სამუშაოთა სივრცე. რაც შეეხება საკანალიზაციო ჭების გასწორებას ქუჩის ზედაპირის ნიშნულამდე - ქ---------–-ძემ განმარტა, რომ აზომილ იქნა ფაქტობრივად არსებულ საკანალიზაციო ჭების მდგომარეობა, სხვა რაოდენობის ჭები ადგილზე ნანახი ვერ იქნა და და ვერც პროექტთან მიმართებით იქნა შემოწმებული, რადგან წარმოდგენილი იყო მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა, შესრულებული სამუშაოები იყო დამაკმაყოფილებელი ხარისხის. რაც შეეხება შპს ”ქ--------------ს” მიერ დამატებით შესრულებულ 3234,58 ლარის გზის მოწყობის სამუშაოებს ექსპერტმა დაადასტურა, რომ ეს სამუშაოები შესრულდა ნ----–---–ი ჩიხის. ბ-------–---–-ს პირველ და მეორე ჩიხის წ-------–-ს ჩიხის კ-–------–-ს მეორე ჩიხის ვ------–-–---–-ს პირველი ჩიხის, კ-–------–-ს და ვ------–-–---–-ს ქუჩების შემაერთებელი ჩიხის ტერიტორიაზე, ეს სამუშაოები ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული და მისი ჩათვლის საკითხი დამკვეთის პრეროგატივაა აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენდა თუ არა ხელშეკრულების გარეშე აუცილებლად შესასრულებელ სამუშაოებს- ექსპერტმა ვერ დაადასტურა (იხ. ოქმი). 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად შემსრულებელს შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება მიჩნეული. ხელშეკრულების 2,7 მუხლის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულ იქნა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს აუნაზღაურა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, დადგენილი იქნა, რომ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობები არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობებს, და მოსარჩელეს რაიმე ზიანი არ მიდგომია, სასამართლო თვლის რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებულია სრულად, მოსარჩელეს ნივთობრივ ნაკლზე პრეტენზია არ განუცხადებია (ანუ მოსარჩელის მიზანი ფაქტობრივად მიღწეულია). ყოველივე ზემოაღნიშნულიდა გამომდინარე, შპს "ქ-------------ს" ქ-----–--------–----–-------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7686 ლარი - პირგასამტეხლო - ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევისათვის. სარჩელი შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულების 120% ის 15417,06 ლარის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. მოპასუხის შეგებებული სარჩელი - 3234,58 ლარის ზედმეტად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ვერ იქნა დადასტურებული, რომ აღნიშნული სამუშაოები არ წარმოადგენდა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აუცილებლად შესასრულებელ სამუშაოებს. 3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. შპს „ქ--------------ს“ საპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: 3.1.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემსრულებელმა დასრულების დოკუმენტაცია წარადგინა 9 დღის ვადაგადაცილებით და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის მხარეს დააკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2% ოდენობით, რამაც მთლიანობაში შეადგინა - 7686 ლარი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს "ქ-------------მა" ხელშეკრულება ფაქტობრივად შეასრულა ხუთ სექტემბერს. შპს "ქ-------------მა" ექსპერტიზასთან ხელშეკრულება გააფორმა 05 სექტემბერს, რაც ადასტურებს, რომ ამ დროისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულებული იყო და შესაბამისად, დაგებული გზაც უკვე ექსპლუატაციაში იყო მიღებული - გამოყენებული იყო საზოგადოებრივი მოხმარებისათვის. ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გაწეული სამუშაოების ინსპექტირება მიმდინარეობდა 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა ქ-----–-ს მუნიციპალიტეტს წარედგინა 20 სექტემბერს. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ ვითარებას და საჯარიმო სანქციის დათვლა განახორციელა მხოლოდ რომელიმე დოკუმენტის ფორმალურად წარუდგენლობაზე დაყრდნობით. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ექსპერტიზის ბიურო იღებდა ვალდებულებას ჩაეტარებინა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის განმავლობაში. თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ 2016 წლის 01 სექტემბერს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 10 სექტემბერი, შესაბამისად, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის წარდგენა ჯერ კიდევ დაუსრულებელ სამუშაოებზე შეუძლებელიც იყო. ამგვარად, აღნიშნული გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნა ქ-----–-ს მუნიციპალიტეტს წარედგინა 20 სექტემბერს არ ნიშნავს იმას, რომ შპს "ქ--------------ს" მიერ სამუშაოების მიწოდება განხორციელდა ვადაგადაცილებით. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ექსპერტიზის ჩატარება არ ხორციელდებოდა ცალმხრივად, ანუ მხოლოდ შპს “ქ--------------ს“ ან მხოლოდ შპს “ო-------– გ----- +“-ის მონაწილობით. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მხედვით ინსპექტირებას ანხორციელებს შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, რომლის ორგანიზება და მუშაობა, ამავე ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად შემსყიდველის ვალდებულებაცაა. შპს „ქ--------------ს“ წარმომადგენლის კითხვაზე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა განაცხადა, რომ მათ მიერ ადგილზე ნაწარმოებ აზომვებს ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის აღნიშნული გარმოება სადავოდ არ გაუხდია არც ქ-----–--------–----–-------ს გ---------. ამდენად, 2016 წლის 05 სექტემბრის მდგომარეობით სამუშაოების მიწოდება საექსპლოატაციოდ სახეზე იყო, ხოლო ის გარემოება, თუ რა პერიოდი დაჭირდათ სპეციალისტებს საკუთარი დასკვნების და ანაგარიშის დასამზადებლად, არ უნდა გახდეს შპს “ქ--------------ს“ საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. კომპანიისთვის 120% იანი პირგასამტეხლოს დაკისრება არადაეკვატურია და მისი დაკისრება ეწინააღმდეგება ზოგად სამართლებრივ პრინციპებს. 3.1.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს "ქ--------------ს" მიერ გაწეულ იქნა გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც ეკისრება დამკვეთს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ქ-----–--------–----–-------სათვის ცნობილი იყო ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების (გაზრდის) აუცილებლობის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებული იყო შეეწყვიტა სამუშაოების განხორციელება. ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანის და შესაბამისად მისი შესრულების აუცილებლობა გამოიწვია ხარჯთაღრიცხვაში დაშვებულმა შეცდომებმა, საქმეზე სპეციალისტის მიერ მიცემულ ჩვენებებში ნათლად ჩანს, რომ ხარჯთაღრიცხვა არ იყო ფაქტობრივი გარმოებების ადეკვატური. არც ქ-----–-ს მუნიციპალიტეტს და არც თავად ექსპერტიზას არ ჰქონია პროექტი, მისი არარსებობის გამო. ამიტომაც, გზის საფარის მოწყობა ხარჯთაღრიცხვის მიხედვით სრულდებოდა ნაწილობრივ, ანუ ხარჯთაღრიცხვის თანახმად მოუწყობელი რჩებოდა ქუჩის ბოლო მცირე მონაკვეთი (მაგალითად, ნ----–---–ის ჩიხში - 23 კვ. მეტრი ა/ბეტონი, ბ-------–---–-ს №1 ჩიხში - 24,00 კვ.მეტრი ა/ბეტონი, ბ-------–---–-ს №2 ჩიხში - 31 კვ.მეტრი ა/ბეტონი, წ-------–-ს ჩიხში კანალიზაციის ჭების საპროექტო ნიშნულზე გასწორება - სულ 3 ერთეულის, აქვე 27 კვ. მეტრი ა/ბეტონი, კ-–------–-ს და ვ------–-–---–-ს ქუჩების შემაერთებელ ჩიხში ფოლადის მილის მოწყობა თხრილში, ვ------–-–---–-ს ჩიხში 22 კვ. მეტრი ა/ბეტონი). ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად - მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. 3.2. ქ-----–--------–----–-------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: 3.2.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც ექსპერტიზის მიერ არ იქნა დაფიქსირებული შესრულებულად, წარმოადგენდა სამუშაოებს რომელიც რეალურად არ არსებობდა. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ექსპერტ გ------- ქ---------–-ძის განმარტებებს. ექსპერტიზა შპს ,,ქ--------------ს“ მიერ ჩატარდა 16.09.2017წ. და დასკვნა გ--------- წარედგინა 20.09.2016წ., ექსპერტი დაიკითხა 2017 წლის მაისში და ამდენად, ექსპერტი პასუხს ვერ გაცემდა კითხვას რეალურად იყო თუ არა შესრულებული აღნიშნული სამუშაოები. ექსპერტი პასუხს ვერ გასცემდა კითხვებს ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც არ ქონია დაფიქსირებული და შემოწმებული იმთავითვე. კერძოდ, იყო თუ არა საკმარისი მოცულობები, იყო თუ არა კონკრეტულ ქუჩაზე და ჩიხებში ჭები ამოსაყვანი და ა.შ.. შესაბამისად, სასამართლოს ექსპერტის განმარტებები მტკიცებულებად არ უნდა მიეჩნია. ექსპერტი განმარტების დროს ვერ აკონკრეტებდა პასუხებს. 3.2.2. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო გამგეობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს შემსრულებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. ხელშეკრულების შესაბამისად მხარე იღებდა ვალდებულებას შეესრულებინა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები და თუ ცდომილებას ჰქონდა ადგილი, წერილობითი შეთანხმებით უნდა შესულიყო ცვლილებები ხელშეკრულებაში მე-14 მუხლის შესაბამისად, რაც მხარეს არ განუხორციელებია. სასამართლომ არ გაითვალისწინა გამგეობის N0-------------- მიმართვები, ინსპექტირების აქტი, კომისიის 2016 წლის №106 დასკვნა, სადაც მიეთითა შეუსრულებელ სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. ასევე არ გაითვალისწინა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 427 000 ლარის სამუშაოების ნაცვლად მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 405 731 ლარის შესრულებული სამუშაოები.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის/უცვლელად დატოვების დასაბუთება დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. 15.07.2016წ. ქ-----–-ს მუნიციპალიტეტს (შემსყიდველი) და შპს ”ქ-------------ს” (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება № 1--. ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა ქ-----–-ს ქუჩების ასფალტირების სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 427 000 ლარს (ტ. 1, ს.ფ. 17-23). ხელშეკრულების 15.1 პუნქტის (შეცვლილი რედაქციით) შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით (იხ.: 02.09.2016წ. შეთანხმება, ტ. 1, ს.ფ. 24). 4.2. ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი: - ხელშეკრულების 4.2 პუნქტით, შესრულებული სამუშაოების შემოწმება და მიღება-ჩაბარება უნდა განეხორციელებინა შემსყიდველის მიერ შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს, რომელიც ადგილზე შეამოწმებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს; - ხელშეკრულების 4.3 პუნქტით, საბოლოო მიღება უნდა მომხდარიყო შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერის, შესრულებული სამუშაოს მოცულობის და ხარისხის დადებითი საექსპერტო დასკვნის, ასფალტის და ბეტონის ხარისხის ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის შემდეგ (ტ.1, ს.ფ. 18). 4.3. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე, კერძოდ: - ხელშეკრულების 7.5 ქვეპუნქტით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ მხარეს უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობის გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით (ტ. 1, ს.ფ. 20). - ხელშეკრულების 7.6 ქვეპუნქტით, შესყიდვების განხორცილებისას პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებელი ნაწილის 120 %-ის ოდენობით (ტ. 1, ს.ფ. 20). 4.4. მოპასუხის მიერ ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 427 000 ლარის ღირებულების სამუშაოებისა, ფაქტობრივად შესრულდა 414 152,45 ლარის სამუშაოები. შპს „ო-------– გ----- +“-ის 1---------წ. ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშით შპს „ქ--------------ს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასალების, ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემებისა და მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად ქ-----–-ს ქუჩების ასფალტირების ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 414 152,45 ლარს, რაც 12 847.55 ლარით ნაკლებია წარდგენილ ფორმა N2-ში შესრულებულად ნაჩვენებ 427 000 ლარზე (ტ. 1, ს.ფ. 25-33). ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა, რომელთა ღირებულება შეადგენს 414 152,45 ლარს, ინსპექტირებისთვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტთან შედარებით, ზედმეტად არის შესრულებული 3234.58 ლარის ღირებულების სამუშაოები (ტ. 1, ს.ფ. 27). 4.5. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს: - მოპასუხეს დაეკისროს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის - ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%, რაც 9 დღის ვადაგადაცილებაზე შეადგენს 7 686 ლარს; - ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს -შეუსრულებელი ნაწილის 120 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 15 417,06 ლარს მოპასუხე შეგებებული სარჩელით ითხოვს: - შეგებებული სარჩელის მოპასუხეს/ძირითად სარჩელში მოსარჩელეს დაეკისროს მოპასუხის მიერ ზედმეტად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 3 254,58 ლარის ოდენობით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეგებებულ სარჩელს კი ეთქვა უარი: - შპს "ქ-------------ს" ქ-----–--------–----–-------ს სასარგებლოდ დაეკისრა 7686 ლარი - პირგასამტეხლო - ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევისათვის; - შპს "ქ--------------ს" შეგებებული სარჩელი 3 234,58 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ: - მოპასუხემ სამუშაოს დასრულების დოკუმენტაცია წარადგინა ხელშეკრულებით დადგენილი ვადაზე - 10.09.2016წ. 9 დღის ვადაგადაცილებით - 20.09.2017წ. და მოპასუხეს ხელშეკრულების 7.5 ქვეპუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,2% ოდენობით, რამაც მთლიანობაში შეადგინა 7 686 ლარი. - მართალია, ადგილზე ჩატარებული აზომვითი სამუშაოებით გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობასა და ხარჯთაღრიცხვაში, შესრულებულ სამუშაოთა აქტებში (ფორმა-2) მითითებულ მოცულობებს შორის, რამაც თანხობრივად შეადგინა 12 847,55 ლარი, მაგრამ ამ სამუშაოების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ რეალურად დამატებით ამ მოცულობის, ღირებულების სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა და საშუალება შესაბამის ქუჩებზე და ობიექტებზე ფაქტობრივად არ იყო. - შპს ”ქ--------------ს” მიერ დამატებით შესრულებული 3234,58 ლარის გზის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული და საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა გარემოება მასზედ, რომ აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენდა ხელშეკრულების გარეშე აუცილებლად შესასრულებელ სამუშაოებს. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ. შესაბამისად, მხარეთა სააპელაციო საჩივრების ფარგლებში უნდა დადგინდეს შემდეგი: - შეასრულა თუ არა მოპასუხემ ხელშეკრულება ვადაში; - ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა გამოწვეულია თუ არა მოპასუხის ბრალით; - არსებობს თუ არა მოპასუხის მიერ ზედმეტად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების წინაპირობა. 4.6. პალატა აქვე აღნიშნავს შემდეგს: წინამდებარე დავაში მოსარჩელეა ქ-----–--------–----–-------. საქართველოს ორგანული კანონი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლი ადგენდა ქცევის წესს, რომლითაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი იყო გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი თვითმმართველ ქალაქში. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების დროს მოსარჩელის წარმომადგენლობას ახორციელებდა ქ-----–--------–----–-------ს გამგებლის მიერ მინდობილობით უფლებამოსილებამინიჭებული წარმომადგენელი. 48-ე მუხლის ამჟამინდელი რედაქციის (26.07.2017. N1251 ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას. შესაბამისად, ამ ეტაპზე ქ-----–--------–----–-------ს წარმომადგენლობა ხორციელდება მისი მერის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. 4.7. პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ შეასრულა ვადაში, შემდეგ გარემოებათა გამო: - საქმეში წარმოდგენილი შპს „ო-------– გ----- +“-ის 1---------წ. ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშით დასტურდება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულების ფაქტის დადასტურების მიზნით შპს „ქ-------------მა“ ინსპექტირების ორგანოს მიმართა 2016 წლის 05 სექტემბერს, ანუ ვადის მიმდინარეობისას (ვადის ბოლო დღე იყო 10 სექტემბერი). დასკვნით დადგინდა ვალდებულების შესრულება (ტ.1, ს.ფ. 25-33). - ცხადია, დასკვნა ასახავს ვითარებას ექსპერტის მიერ კვლევის ჩატარების თარიღისათვის, რაც განხორციელდა 14.09.2016- 1---------წ. (ტ.1, ს.ფ.25). - სასამართლომ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ მოსარჩელეს ექსპერტიზის ორგანოსთვის ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების მიზნით მიემართა ვალდებულების შესრულებამდე. პალატა მიუთითებს, რომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე სუბიექტი ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რელურად განახორციელებდა შესაბამის ვალდებულებას. ანუ არ არსებობს მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. - ის გარემოება, ექსპერტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და ვადაში როდის (მალევე, თუ მოგვიანებით) გავიდოდა ადგილზე კვლევის ჩასატარებლად, არ შეიძლება გახდეს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის უპირობოდ დარღვეულად მიჩნევის საფუძველი. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ შეასრულა ვადაში და არ არსებობს მოპასუხისთვის ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისთვის 7686 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 4.8. 12 847,55 ლარის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია არა მოპასუხის ბრალით, არამედ იმ გარემოებით, რომ ამ მოცულობის და ღირებულების სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა და საშუალება შესაბამის ქუჩებზე, ობიექტებზე ფაქტობრივად არ იყო, ანუ, 12 847,55 ლარის ღირებულების სამუშაო ფაქტობრივად არ იყო შესასრულებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: - შპს "ო-------– გ-----ი +-ის (ინსპექტირების ორგანოს) ინსპექტორის გ------- ქ---------–-ძის განმარტებით, (რომელმაც შეასრულა აზომვითი სამუშაოები და მოამზადა ანგარიში) დადგენილია, რომ მართალია, ადგილზე ჩატარებული აზომვითი სამუშაოებით გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობასა და ხარჯაღრიცხვაში და შესრულებულ სამუშაოთა აქტებში მითითებულ მოცულობებს შორის, რამაც თანხობრივად შეადგინა 12847,55 ლარი, მაგრამ ამ სამუშაოების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ რეალურად დამატებით ამ მოცულობის და ღირებულების სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა და საშუალება შესაბამის ქუჩებზე და ობიექტებზე ფაქტობრივად არ იყო, ამის საშუალებას არ იძლეოდა შესასრულებელ სამუშაოთა სივრცე. რაც შეეხება საკანალიზაციო ჭების გასწორებას ქუჩის ზედაპირის ნიშნულამდე - ექსპერტმა განმარტა, რომ აზომილ იქნა ფაქტობრივად არსებულ საკანალიზაციო ჭების მდგომარეობა, სხვა რაოდენობის ჭები ადგილზე ნანახი ვერ იქნა და და ვერც პროექტთან მიმართებით იქნა შემოწმებული, რადგან წარმოდგენილი იყო მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა; შესრულებული სამუშაოები იყო დამაკმაყოფილებელი ხარისხის (იხ.: 11.05.2017წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 17:04:05 – 17:59:54). - რაიმე მტკიცებულება, რაც ექსპერტის განმარტებების საპირისპირო გარემოებების არსებობაზე მიუთითებდა ქ-----–--------–----–-------ს გამგეობის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. - მხარეთა შორის სადავო არ არის და ექსპერტის განმარტებებითაც დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში ერთიანი პროექტი, წინასწარ შედგენილი გეგმა რომლითაც კონკრეტულად იქნებოდა განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ყველა ქუჩაზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი არ ყოფილა. ამდენად, მხოლოდ ის გარემეოება, რომ მოპასუხის მიერ ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 427 000 ლარის ღირებულების სამუშაოებისა, ფაქტობრივად შესრულდა 414 152,45 ლარის სამუშაოები, იმთავითვე არ მიუთითებს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე. ექსპერტის განმარტებებით დადგენილია, რომ დამატებით ამ მოცულობის და ღირებულების სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა და საშუალება შესაბამის ქუჩებზე და ობიექტებზე ფაქტობრივად არ იყო. ამასთან, როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად აღინიშნა, მოსარჩელეს ნივთობრივ ნაკლზე პრეტენზია არ განუცხადებია - ანუ მოსარჩელის მიზანი ფაქტობრივად მიღწეულია. - შესაბამისად, დაუშვებელია მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო იმ სამუშაოს შეუსრულებლობისთვის, რომელიც ფაქტობრივად არ იყო შესასრულებელი. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მართებულად არ დაეკისრა პირგასამტეხლო 15 417,06 ლარის ოდენობით და არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების და მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. 4.9. არ არსებობს მოპასუხის მიერ ზედმეტად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების წინაპირობა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი, შემდეგ გარემოებათა გამო: - ხელშეკრულების 2.5. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის შემსყიდველთან შეთანხმებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (საზედამხედველო კომისიის) მიერ დადასტურებული აქტი; - ხელშეკრულების 2.6. პუნქტი კი ადგენს, რომ გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მოხდება აუცილებლობიდან გამომდინარე შემსყიდველთან შეთანხმებით. - ის გარემოება, რომ მიმწოდებელს არ გაუცია თანხმობა შპს ”ქ--------------ს” მიერ 3234,58 ლარის გზის მოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, მხარეთა შორის სადავო არ არის და არც საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არის საქმეში. - შპს „ო-------– გ----- +“-ის 1---------წ. ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშით დასტურდება, რომ ინსპექტირებისთვის წარდგენილის შესრულებული სამუშაოების აქტთან შედარებით ზედმეტად არის შესრულებული 3234.58 ლარის ღირებულების სამუშაოები. ამასთან, ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამუშაოების ჩათვლა/არჩათვლის და ანაზღაურების საკითხი შემსყიდველის გადასაწყვეტია (ტ.1, ს.ფ. 27). სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ვერ მიუთითა, რამდენად წარმოადგენდა აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების გარეშე აუცილებლად შესასრულებელ სამუშაოებს. - ამდენად, დამატებითი სამუშაოები (ე.წ. გაუთვალისწინებელი სამუშაოები) არ ყოფილა შეთანხმებული შემსყიდველთან, ასევე არ დასტურდება მათი შესრულების აუცილებლობა. შესაბამისად, შპს „ქ--------------ს“ სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ვინაიდან დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხე შპს „ქ-------------მა“ შეასრულა ვადაში, არ არსებობს მოპასუხისთვის ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისთვის 7686 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები 6.1. შპს „ქ--------------ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 437 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე- 3 ნაწილით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უქმდება მოპასუხისთვის 7686 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ კმაყოფილდება, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ასევე მოპასუხისთვის სახელმწიფო ბაჟის 230.58 ლარის დაკისრების ნაწილშიც. ასევე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს - ქ-----–-ს მუნიციპალიტეტს შპს „ქ--------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 307, 44 ლარის ოდენობით (7686 ლარის 4%). 6.2. ქ-----–--------–----–-------ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 616.68 ლარი (ტ. II, ს.ფ. 14). „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე; აპელანტი ქ-----–--------–----–------- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამდენად, ქ-----–-ს მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნდეს მის სააპელაციო საჩივარზე 14.08.2017წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 616.68 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ქ-----–--------–----–-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ქ--------------ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 23.05.2017წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ქ-------------ს“ ქ-----–--------–----–-------ს სასარგებლოდ დაეკისრა 7686 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 230,58 ლარის გადახდა. ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ქ-----–--------–----–-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 23.05.2017წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

5. ქ-----–-ს მუნიციპალიტეტს დაეკისროს შპს „ქ--------------ს“ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 307, 44 ლარის ოდენობით.

6. ქ-----–-ს მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს მის სააპელაციო საჩივარზე ქ-----–--------–----–-------ს გამგეობის მიერ 14.08.2017წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 616.68 ლარის ოდენობით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ოთარ სიჭინავა