განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002316723 - 1ბ/567-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
29 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: გ----------------- (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ-–-----------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორმა ა----------–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულ გ-----------------სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით განზრახ მძიმე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი გ----------------- 2016 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ-–----–----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას შარვლის მარცხენა ჯიბით ატარებდა ცივ იარაღებს - ორ ცალ დანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით განზრახ მძიმე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი გ----------------- 2016 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.თბილისის მეტროპოლიტენის „დიდუბის“ ვესტიბიულში გადაადგილებისას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბით ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ-----------------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: პატაკით და შეტყობინებით N288880, პატაკით და შეტყობინებით N2428689, ბრალდებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, ცივი იარაღის ექსპერტიზის N296/ცი და N2193/ცი დასკვნით, ამოღებული დანით, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-----------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-----------------მ ჩაიდინა განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილი (ორი ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
გ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ-----------------სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“.
სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე შეზღუდულია დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი კანონის ზემოთ აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვის ვადით და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან პალატას მიაჩნია, რომ დამამძიმებელი გარემოებების არარსებობისას სასჯელის უმკაცრესი ან მასთან მიახლოებული სასჯელის ზომის გამოყენება, ვერ იქნება სამართლიანი და ადეკვატური.
პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით, გ----------------- დამნაშავედ იქნა ცნობილი 2016 წლის 5 თებერვალს და 2016 წლის 27 სექტემბერს ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე. ამასთან საქმეში არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განაჩენით გ----------------- ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გავალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით რაც ჩაეთვალა პირობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით გ----------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ განესაზღვრა 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2017 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ-----------------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი და ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ დანიშნა სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად იმ დანაშაულებისთვის, რომელიც ჩადენილია ორივე ზემოთ აღნიშნულ (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის და 2018 წლის 16 თებერვლის) განაჩენების გამოტანამდე, ამასთან პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას და პალატის აზრით მოცემული დანაშაულის და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით ადეკვატურ და სამართლიან სასჯელს წარმოადგენს. შესაბამისად არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი, გ-----------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - 3 (სამი) ცალი დანა (ინახება ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამსიად, გაუქმდეს თბილის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით გ-----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 1500 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორის ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ----------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით (2016 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
_ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით (2016 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და გ-----------------ს, დანაშულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ახლადდანიშნული სასჯელი მთლიანად შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე კვლავ ჩაეთვალოს პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი.
გ-----------------ს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პირველი განაჩენის გამოტანის დღიდან 2017 წლის 28 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 12 მაისიდან 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით.
გაუქმდეს თბილის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით გ-----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 1500 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - 3 (სამი) ცალი დანა (ინახება ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი