განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2018
საქმის ნომერი
190100118002343463
ინსტანცია
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002343463

საქმე №1/ბ-493-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 მაისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ა-----------–---–ის, გ-------–-–---–ის,მსჯავრდებულ: დ-----------–---–ის,მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #3----------, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ.------------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------------------–---–----------–---------–--–--------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენით დ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

დ-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 05 მაისს ქ.რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე, დ-----------–---–მა შპს “სითი“-სგან აიღო სესხი 886 ამერიკული დოლარის ოდენობით, რომლის გარანტადაც შპს “სითი“-ს სახელზე გადააფორმა კუთვნილი “OPEL SINTRA”-ს მარკის ავტომობილი, რომელიც დარჩა მის მფლობელობაში მართვის უფლებით. დ-----------–---–მა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ არ ჰქონდა ავტომობილის განკარგვის უფლება, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა იგი და 2017 წლის ზაფხულში შპს “სითი“-ს სახელზე რეგისტრირებული “OPEL SINTRA”-ს მარკის ავტომობილი თანხის სანაცვლოდ ჩააბარა ჯართში, რითაც მითითებულ კომპანიას მიადგა 1955,22 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ დ-----------–---–სათვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

ბრალდების მხარე სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ დ-----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის სახე ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს, რომ დ-----------–---–ი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის ჭინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დ-----------–---–ს დღემდე არ აუნაზღაურებია დაზარალებული კომპანიისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე ავტომობილის ღირებულება. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ სსკ-ის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები“, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დ-----------–---–ს, რომლის მიმართაც ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, განუსაზღვრა კანონით დაწესებული მინიმალური სასჯელზე უფრო ნაკლები სასჯელი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ-----------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. დ-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: სააღსრულებო ბიუროდან შემოსული მასალებით, ლიზინგის ხელშეკრულებით, ვ--–--------------ის გამოკითხვის ოქმებით, თ-------------ის გამოკითხვის ოქმით, დ-----------ის გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ სსკ-ის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები“. მოცემულ შემთხვევაში დ-----------–---–ს, რომლის მიმართაც ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, განსაზღვრული აქვს კანონით დაწესებული მინიმალური სასჯელზე უფრო ნაკლები სასჯელი. ამდენად, პალატა თვლის, რომ დ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას უფრო მკაცრი სასჯელი. აღნიშნულთან ერთად, პალატა აგრეთვე ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ დ-----------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი სანქციის სახით, ჯარიმასა და თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამოთმევას სამ წლამდე ვადით, თუმცა აღნიშნულს პალატა ვერ გადაწყვეტს მსჯავრდებულის საუარესოდ, ვინაიდან ბრალდების მხარეს განაჩენი ამ საფუძვლით არ გაუსაჩივრებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენში, დ-----------–---–ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება, სასჯელის ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა;

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენში;

 

დ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

დ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია, ხოლო განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი