განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2018
საქმის ნომერი
330100115788831
ინსტანცია
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100115788831 - 1ბ/285-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

17 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯერირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------–---–-------

 

გამართლებული: ნი----–--ზ ნ-----ე (პ/ნომერი №-----------), დაბადებული 19---–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, თ. ჭ-----–----------- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ბ----------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

გამართლებული: ს---ო მ-------–---–ი (პ/ნომერი №------------- დაბადებული 1----–ლის 9------რს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

გამართლებული: გ------ი კ--–-----–---–ი (პ/ნომერი №-----------), დაბადებული 1998 წლის 27 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ--–----------ი, სოფელი წ----ე, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ბ------------ ქ.-------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ადვოკატი - კ-----რ ხვ------ი, თ-----ა ხ------–---–ი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ს---ო ს--–-----–-–---–-ს და ითხოვა გამართლებულების ს---ო მ-------–---–ის, გ------ი კ--–-----–---–ის და ნი----–--ზ ნ-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულები ს---ო მ-------–---–ი, გ------ი კ--–-----–---–ი და ნი----–--ზ ნ-----ე და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები კ-----რ ხვ------ი და თ-----ა ხ------–---–ი არ დაეთანხმნენ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

ბრალდების არსი:

 

2015 წლის 9 მარტს, საღამოს საათებში, თბილისში, ი--------ს ქუჩა N----- მიმდებარე ტერიტორიაზე, ნი----–--ზ ნ-----ე, ს---ო მ-------–---–ი და გ------ი კ--–-----–---–ი, გამოძიებით დაუდგენელ კიდევ ერთ პირთან ერთად, ჯგუფურად, მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, დაეუფლა გ-----მ თ---–---–-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ს---ო მ-------–---–ი, გ------ი კ--–-----–---–ი და ნი----–--ზ ნ-----ე უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად:

 

დაზარალებულ გ-----მ თ---–---–-ს ჩვენების მიხედვით, იგი ს---ო მ-------–---–ს, ნი----–--ზ ნ-----ეს და გ------ი კ--–-----–---–ს შემთხვევის დღემდე არ იცნობდა. 2015 წლის 9 მარტს, დაახლოებით საღამოს 17:30 საათზე, ი--------ს ქუჩით მიდიოდა სახლისკენ, რა დროსაც მას შეხვდა ნი----–--ზ ნ-----ე და სთხოვა ტელეფონი, დასარეკად. მან ყურსასმენი მოიხსნა და ტელეფონი გადასცა ნი----–--ზ ნ-----ეს, რომელმაც სადღაც დარეკა და თან ქუჩის მეორე მხარეს გად---და. იგი უკან გაყვა ნ-----ეს. ამ დროს მასთან მივიდა გ------ი კ--–-----–---–ი და გვერდით გაიხმო. მან გ------ი კ--–-----–---–ს უთხრა, დალოდებოდა, ნი----–--ზ ნ-----ე დაასრულებდა საუბარს და გაყვებოდა. ამასობაში ნი----–--ზ ნ-----ე და გ------ი კ--–-----–---–ი ი--------ს 59-ის ეზოს მიმართულებით გადაადგილდნენ. სადარბაზოში, სადაც კიდევ ერთი პირი დახვდათ. გ------ი კ--–-----–---–მა უთხრა, რომ იგი იყო „შავი“ გაგების ადამიანი, დადიოდა რკინით და მისი ტელეფონი სჭირდებოდა ე.წ. „შავი სამყაროსთვის“. მან უპასუხა, რომ არ შეეძლო, რადგან ოჯახში პრობლემა შეექმნებოდა. ამ დროს გ------ი კ--–-----–---–მა შეიხსნა შავი ფერის პალტო, რა დროსაც მან დაინახა, რომ ამ უკანასკნელს ჯიბეზე ჰქონდა რაღაც დაკიდული, სავარაუდოდ დანა ან დანის მსგავსი საგანი. მან მხოლოდ ამ საგნის ტარი დაინახა, რომლის ფერი აღარ ახსოვს და შესაძლებელია არც დანა ყოფილიყო. იგი ცდილობდა მისი ტელეფონი დაებრუნებინა, მაგრამ ამაოდ, უარი მიიღო. სადარბაზოდან გამოსულებს ქუჩაში დახვდათ მწვანე ფერის „ნისან მიკრას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით O-----0, რომლის საჭესთან იჯდა ს---ო მ-------–---–ი. გ------ი კ--–-----–---–მა მიუთითა, მანქანაში ჩამჯდარიყო. იგი იყო შეშინებული და უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანის უკანა მხარეს. მას გვერდით, მარჯვენა მხარეს მიუჯდა გ------ი კ--–-----–---–ი. ნი----–--ზ ნ-----ე და მეოთხე პირი გარეთ ტრიალებდნენ, მანქანასთან. მანქანაში მას დაემუქრნენ, თუ ვინმეს რამეს ეტყოდა ტელეფონზე, ისინი სხვანაირად იმოქმედებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ იგი კარგი ბიჭი იყო და ასე რომ არ ყოფილიყო, ტყეში დამარხავდნენ. ტელეფონის დაბრუნებაზე მანქანაში საუბარი აღარ ჰქონია. მანქანაში მან გაიგო გ------ი კ--–-----–---–ის მხრიდან სავარაუდოდ იარაღის გადატენვის ხმა, რა დროსაც ყვითელი ფერის საგანი, სავარაუდოდ ვაზნა ჩავარდა მანქანაში. მას იარაღის დამუხტვის ხმა და ტყვია, მხოლოდ ტელევიზიით უნახავს და მოუსმენია. მან გ------ი კ--–-----–---–ის ხელში დაინახა რაღაც მუქი ფერის (შავი) საგანი, თუმცა არც იარაღი და არც ვაზნა, მას არ დაუნახავს. მანქანაში ს---ო მ-------–---–მა და გ------ი კ--–-----–---–მა უკვე იცოდნენ, რომ მას ტელეფონი ნი----–--ზ ნ-----ისთვის უკვე გადაცემული ჰქონდა. დაახლოებით 5-10 წუთში, მანქანიდან გადასვლის შემდეგ, ს---ო მღ---–---–-ა სავარაუდოდ გადაულაპარაკა მეოთხე პირს, რომ ყურსასმენებიც გამოერთმია მისთვის, თუმცა ეს საუბარი მას არ გაუგონია და ვერც დაზუსტებით განაცხადა, რომ ასეთ გადალაპარაკებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მან ყურსასმენები გადასცა მეოთხე პირს, რის შემდეგ ბრალდებულებმა მანქანით დატოვეს იქაურობა. სახლში მისვლის შემდეგ, იგი დაელოდა მამის დაბრუნებას, რომელიც შინ გვიან დაბრუნდა და სწორედ ამიტომ გვიან ღამით მიმართეს პოლიციას. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ტელეფონი იყო „აიფონ 4“, რომელსაც ჰქონდა დამცავი და რომლის ღირებულება იყო დაახლოებით 500 ლარი. მისთვის არც ტელეფონი და არც ყურსასმენები არავის დაუბრუნებია. გამოძიებისას მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო სამივე ბრალდებული, ასევე გამომძიებელს წარუდგინა მისი ქურთუკი, რომელიც შემთხვევის დღეს ეცვა, ასევე მონაწილეობა მიიღო დამცავის და ყურსასმენების დათვალიერებაში, რომლებიც ამოიცნო. მისგან აღებული იქნა სუნის ნიმუში. მისი ყურსასმენები იყო თეთრი ფერის, სტანდარტული „აიფონის“, ნაკაწრით, რითაც ამოიცნო.

 

დაზარალებულის მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე მოხდა ვიდეოჩანაწერის დათვალიერება, სადაც დაზარალებულის მითითებით, ჩანდა, შემთხვევის ის მონაკვეთი, როდესაც ნი----–--ზ ნ-----ემ, დასარეკად სთხოვა ტელეფონი. საუბრისას ნ-----ე გად---და გზის მოპირდაპირე მხარეს. იგი უკან გაყვა. მას შეხვდა გ------ი კ--–-----–---–ი, რომელმაც გვერდით გაიხმო იგი. ჩანაწერში დაზარალებულმა ასევე მიუთითა ნი----–--ზ ნ-----ეზე, რომელიც სავარაუდოდ იმ დროს გამოიქცა სადარბაზოდან, სადაც იგი დარჩა გ------ი კ--–-----–---–თან და კიდევ ერთ პირთან (ირ---–---–ი) ერთად. ეს ვიდეოჩანაწერი მან ასევე დაათვალიერა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამომძიებლებს მიუთითა, რომ ვიდეოზე თვითონ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი რაიმე ინდივიდუალური ნიშანი, ჩანაწერში არ ჩანდა.

 

დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ამოცნობებს შორის იგი გაყავდათ ცალკე ოთახში, სადაც საგამოძიებო მოქმედებებს შორის დაახლოებით 10-15 წუთს ატარებდა, რისი გათვალისწინებითაც ამოცნობებს შორის ოქმში მითითებული ერთ წუთიანი შუალედი, არის შეცდომა.

 

მოწმე თ-------ე ჯ-----–---–-ს ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს, როდესაც მუშაობდა შსს თბილისის ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში გამომძიებლად, მან შეავსო გამოძიების დაწყების აღიცხვის ბარათი და დაიწყო გამოძიება, რასაც საფუძვლად დაედო გ-----მ თ---–---–-ს განცხადება, რომელიც მამასთან ერთად გვიან ღამით, დაახლოებით ორ საათზე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. გ-----მ თ---–---–-ა გამოძიებას აცნობა, რომ წინა დღეს, 2015 წლის 9 მარტს, იგი ბრუნდებოდა სკოლიდან, რა დროსაც თბილისში, თ.ი--------ს ქუჩაზე რამდენიმე პირმა მას წაართვა მობილური ტელეფონი. კერძოდ, მასთან მივიდა ჯერ ორი პირი, რომლებმაც სთხოვეს ტელეფონზე დარეკვა, მერე მოშორებით გაიყვანეს, სადაც კიდევ ორი პირი დახვდა, ჩასვეს მანქანაში და ტელეფონი აღარ დაუბრუნებიათ. გარდა ამისა, მან დაადასტურა ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც გამოძიების მსვლელობისას მიიღო მონაწილეობა. ამასთან აღნიშნა, რომ გამოძიების მსვლელობისას მას არ ჰქონდა გავლილი არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიაში სპეციალური კურსი. მისისვე ჩვენებით დადგენილია, რომ პოლიციის განყოფილებაში ამოსაცნობი ოთახი განთავსებულია ნულოვან სართულზე, სადაც ჩასვლა შესაძლებელია ერთი კიბის უჯრედით. მას ბრალდებულები არ დაუკავებია და არ გადაუყვანია პოლიციის განყოფილებაში და არც ნარკოტიკების ჩადებით დამუქრებია.

 

მოწმე თ---ზ სო----------ს ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს, როდესაც იგი მუშაობდა შსს თბილსის ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, მან ამოიღო და შემდგომ, თ---რ ბო---–--–-–---–ის მონაწილეობით, პოლიციის განყოფილებაში, მის პერსონალურ კომპიუტერში დაათვალიერა თბილისში, თ.ი--------ს ქ.59-ში მდებარე „მ–---------------“ ვიდეოკამერების ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებული იყო სულ 15 წუთიანი ეპიზოდი, დაახლოებით 17-18 საათზე. ჩანაწერში ჩანდა ახალგაზრდა, რომელსაც ეკეთა ზურგჩანთა და მოძრაობდა თ.ი--------ს ქ.N----- მოპირდაპირე მხარეს. ვიდეოჩანაწერში ასევე ჩანდა სამი პირი, რომელთაგან ერთი მიუახლოვდა ზურგჩანთიანს, ისაუბრეს, გადაიყვანა გზის მეორე მხარეს და გამოართვა მობილური ტელეფონი, რომლის გადაცემის დროს რაიმე წინააღმდეგობის გაწევას, ან ტელეფონის წართმევას, ადგილი არ ჰქონია. ამის შემდგომ ახალგაზრდები შევიდნენ თ.ი--------ს ქ.79-ის მარჯვენა მხარეს, ჩიხში.

 

მოწმე თ---რ ბო---–--–-–---–ის ჩვენების მიხედვით, 2015 წლის მარტში იგი მუშაობდა თბილისში, თ.ი--------ს ქ.59-ში მდებარე აფთიაქში. 9 ან 10 მარტს იყო სამსახურში, რა დროსაც მიმართა გამომძიებელმა აფთიაქის გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერის ამოღების მოთხოვნით. მან ვიდეოჩანაწერი გადაიტანა დისკზე, რაც ნებაყოფლობით გადასცა მოგვიანებით გამომძიებლებს, თუმცა გადაცემამდე მისი მონაწილეობით მოხდა მისსავე სამსახურში ამ ვიდეოჩანაწერის დათვალიერება. ჩანაწერი იყო დაახლოებით 15-20 წუთიანი, 3 ან 4 ფაილად, თუმცა მისი შინაარსი ვერ გაიხსენა.

 

მოწმე ხ---ა ქ--------ს ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს, როდესაც იგი მუშაობდა შსს თბილისის ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში გამომძიებლად, მან ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა გ-----მ თ---–---–-ა სამ ამოსაცნობ პირს შორის ამოიცნო გ------ი კ--–-----–---–ი, რის შემდეგ განმარტა, თუ სად და რა ვითარებაში ჰყავდა იგი ნ--ახი. ამოცნობა ჩატარდა სპეციალურ ამოსაცნობ ოთახში, რომელიც განთავსებულია ნულოვან სართულზე. უზრუნველყოფილი იყო ამომცნობისა და ამოსაცნობი პირების განცალკევება. გ-----მ თ---–---–- იყო პირველ სართულზე, როდესაც ამოსაცნობ ოთახში, რომელიც არის ნულოვან სართულზე, მოხდა ამოსაცნობ პირთა განლაგება. პირველი სართულიდან ნულ სართულამდე არის კიბის რამდენიმე საფეხური, ამიტომ ერთწუთიანი სხვაობაც კი დასაშვებია ამოცნობებს შორის, რადგან ამოცნობამდე ოპერატიული ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ საგამოძიებო მოქმედება არ შეფერხდეს. გ------ი კ--–-----–---–ი ამოცნობისას ორ სრულწლოვანთან ერთად წარუდგინეს დაზარალებულს, თუმცა აღნაგობით ისინი დიდად არ განსხვავდებოდნენ. ამოცნობის ოქმის შევსება მან დაიწყო მაშინვე, როცა მოხდა ამოსაცნობ პირთა განლაგება და დაასრულა, საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე. პოლიციის განყოფილებაში არის მხოლოდ ერთი სპეციალური ამოსაცნობი ოთახი და შესაბამისად ერთ ოთახში ორი ამოცნობა ერთდროულად ვერ ჩატარდებოდა. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წელს მას გავლილი აქვს სპეციალური კურსი პედაგ---იკასა და ფსიქოლოგიაში. სწორედ მან გააცნო ბრალის დადგენილება სამივე ბრალდებულს, რასაც, როგორც ახსოვს ადვოკატებიც ესწრებოდნენ. მოწმემ ვერ გაიხსენა, თუ რატომ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებების არასრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ, მათი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე. მოწმემ ასევე ვერ გაიხსენა, რატომ გადაწყვიტა, რომ გ------ი კ--–-----–---–ის მონაწილეობით უნდა ჩაეტარებინა ამოცნობა.

 

მოწმე ე-----–ე ქ---------–---ს ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს იგი მუშაობდა შსს თბილისის შს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში გამომძიებლად, რა დროსაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, თ.ი--------ს ქ. 59-ის მიმდებარედ. მან ვერ გაიხსენა, შემთხვევის ადგილი კერძო საკუთრება იყო თუ არა და რატომ მიუთითა საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა მესაკუთრის ნებართვის საფუძველზე. მან ასევე დაადასტურა, რომ 2015 წლის 11 მარტს დაათვალიერა ავტომანქანა „ნისან მიკრა“, სახელმწიფო ნომრით O-----0, რომელიც იდგა თბილისში, თ.ი--------ს ქ.66-თან, რა დროსაც ამოიღეს ხელის, სუნის კვლების და მიკრონაწილაკების ნიმუშები, ერთი ტელეფონი და ტელეფონის დამცავი. ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა მისი მესაკუთრის - ლ---ნ მ-------–---–ის თანხმობით და მონაწილეობით, თუმცა იყო თუ არა ლ---ნ მ-------–---–ი ავტომანქანის რეალური მესაკუთრე - მას არ გადაუმოწმებია. მას გამოძიების მსვლელობისას სპეციალური მომზადება ფსიქოლოგიაში და პედაგ---იკაში, რაც აუცილებელია არასრულწლოვანთა საქმეებში მონაწილეობისთვის, არ ჰქონდა გავლილი.

 

მოწმე გ---ა ბ-–---–---–-ს ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს იგი მუშაობა შსს თბილსის შს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში გამომძიებლად, რა დროსაც მოახდინა ს---ო მ-------–---–ის დაკავება და პირადი ჩხრეკა. ს---ო მ-------–---–ი დაკავებამდე ამოიცნო დაზარალებულმა გ-----მ თ---–---–-ა. ს---ო მ-------–---–ის დაკავების ზუსტი დრო არის 20:07, ხოლო ოქმის შედგენის დრო 20:21-20:30. ამ დროის შუალედში დაკავებულ ს---ო მ-------–---–ს განემარტა მისი უფლებები და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგნები, რაზეც უარი განაცხადა. ს---ო მ-------–---–ის ჩხრეკის შედეგად ამოუღეს სხვადასხვა პირადი ნივთები. მან დაადასტურა, რომ 2015 წლის 10 მარტს მან ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც გ-----მ თ---–---–-ა სამ ამოსაცნობ პირს შორის ამოიცნო ნი----–--ზ ნ-----ე, რომელიც ვიზუალურად დიდად არ განსხვავდებოდა სხვა ამოსაცნობი პირებისგან. ამოცნობას ესწრებოდა როგორც ნი----–--ზ ნ-----ის, ასევე გ-----მ თ---–---–-ს კანონიერი წარმომადგენელი. მან ასევე დაადასტურა, რომ 2015 წლის 10 მარტს მან ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც გ-----მ თ---–---–-ა სამ ამოსაცნობ პირს შორის ამოიცნო ს---ო მ-------–---–ი, რომლის აღნაგობა და ჩაცმულობა იყო მსგავსი სხვა ამოსაცნობი პირების. ამოცნობის შემდეგ ს---ო მ-------–---–მა, მისთვის გაუგებარი მიზეზით, უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, რაც შენიშვნის სახით აღნიშნა მან ოქმში. ორივე ამოცნობა მიმდინარეობდა პოლიციის მე-7 განყოფილებაში, სპეციალურ ამოსაცნობ ოთახში. ამომცნობს და ამოსაცნობ პირებს საგამოძიებო მოქმედებამდე ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ნი----–--ზ ნ-----ეს მან განუმარტა, რომ შეეძლო უარი ეთქვა ამოცნობაში მონაწილეობაზე. ამოცნობის შემდეგ, მან შეატყობინა გ---ა ბე–---–--ლს, რომ ნი----–--ზ ნ-----ე ამოიცნო დაზარალებულმა, რის შემდეგ დააკავა იგი გ---ა ბე–---–--ლმა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ნივთიერი მტკიცებულებების გახსნასა და დათვალიერებაში, როდესაც გ-----მ თ---–---–-ა წარადგინა ყურსასმენი და მობილური ტელეფონის დამცავი, რაც დაზარალებულის მონაწილეობით დაათვალიერა, რა დროსაც დაზარალებულმა განმარტა, რომ ყურსასმენი მას ეკეთა მანქანაში, ხოლო დამცავი ეკეთა მის მობილურს.

 

მოწმე ლ---ნ გ------–---–-ს ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს იგი მუშაობდა შსს თბილისის შს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში გამომძიებლად, რა დროსაც მან დააკავა ნი----–--ზ ნ-----ე და ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი ამოუღია. ნი----–--ზ ნ-----ე მას შემდეგ დააკავა, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს უკანასკნელი დაზარალებულმა ამოიცნო, თუმცა კონკრეტულად ვისგან შეიტყო არ ახსოვს.

 

მოწმე დ---თ ნ-------ს ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს იგი მუშაობდა შსს თბილისის შს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში გამომძიებლად, რა დროსაც, საიდუმლო წყაროსგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2015 წლის 9 მარტს, თ.ი--------ს ქ.59-ის მიმდებარედ მომხდარი ძარცვა ჩადენილი უნდა ჰქონოდათ ნი----–--ზ ნ-----ეს, გ------ი კ--–-----–---–ს, ს---ო მ-------–---–ს და მეოთხე პირს, გვარად ირ---–---–ს, რომლებიც იმჟამად გადაადგილდებოდნენ თბილისში, ბ------------ ქუჩაზე. მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები იყვნენ არასრულწლოვანები. მან ყოველივე პატაკით მოახსენა მის ხელძღვანელს - კ---ა ხო-----–---ს. პატაკის შედგენიდან მალევე იგი დაკითხა გამომძიებელმა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (10.03.2015) მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს 04:10-04:35 საათზე დაზარალებულ გ-----მ თ---–---–-ს მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ი--------ს ქუჩა 59-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გ-----მ თ---–---–-ა მიუთითა კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მოასფალტებულ ზედაპირზე და განმარტა, რომ ამ ადგილას წამოეწია მას მისთვის უცნობი პირი, გადაიყვანეს გზის მოპირდაპირე მხარეს, სადაც ასევე მივიდა მეორე მამაკაცი, რომლებმაც წაართვეს „აიფონის“ ფირმის ტელეფონი. ი--------ს ქ. 59-ში განთავსებულია სადღეღამისო აფთიაქი, რომელსაც აქვს გარე პერიმეტრის ორი სათვალთვალო კამერა. შემთხვევის ადგილზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე კვალი ნ--ახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს წერილის (11.03.2015) მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება „ნისან მიკრა“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით O-----0 2012 წლის 22 მაისიდან რეგისტრირებული იყო მარიამ მაისურაძის სახელზე.

 

ვიდეოინფორმაციის დათვალიერების ოქმით (10.03.2015) დადგენილია, რომ 2015 წლის 10 მარტს 12:40-13:20 საათზე, თ---რ ბო---–--–-–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა თ.ი--------ს ქ.59-ში განთავსებული მ–--------------- გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ვიდეოჩანაწერი 09.03.2015-ის 17:00 საათიდან 17:10 საათამდე, სადაც ასახულია ქუჩის გზის ავტომანქანათა სავალი ნაწილი და ასევე ქვეითად მოსიარულეთა ტერიტორია. ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ გადაადგილდება გზის მეორე მხარეს თ.ი--------ს ქ. 72-ის მიმართულებით ახალგაზრდა მამაკაცი (სრული აღნაგონის), რომელსაც აცვია სერი ფერის პალტო, მხარზე გადაკიდებული აქვს ზურგჩანთა და უკეთია ყურსასმენი. ასევე ჩანს, როგორ მიემართება თ.ი--------ს ქ. 59-ის მხარეს სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან შუას აცვია მუქი ფერის ქურთუკი, ჯინსის შარვალი, მისგან ხელმარცხნივ მოძრავ ახალგაზრდას აცვია სერი ფერის ქურთუკი, კაპიშონით და ჯინსის შარვალი, თავზე აფარია შავი ფერის კეპი, მათგან ხელმარჯვნივ მოძრავ ახალგაზრდას აცვია შავი მანტო და მუქი ჯინსის შარვალი. ახალგაზრდებმა გადაულაპარაკეს ერთმანეთს, რის შემდეგ შავმანტოიანი ახალგაზრდა შედის თ.ი--------ს 59-ში მდებარე მაღაზიაში, მუქი ფერის ქურთუკიანი (სრული აღნაგობის) ახალგაზრდა შევიდა იმავე მისამართზე მდებარე აფთიაქში, ხოლო მესამე ახალგაზრდა გადარბის ი--------ს ქუჩაზე და სირბილით უახლოვდება თ.ი--------ს ქ. 72-ის მიმართულებით მიმავალ ახალგაზრდას, რომელსაც მხარზე გადაკიდებული ჰქოდა ზურგჩანთა და უკეთია ყურსასმენი, რაღაცას ეკითხება და ორივენი გადადიან გზის მეორე მხარეს, ჩერდებიან ი--------ს ქ. 59-ის წინ, ზურჩანთიანი ახალგაზრდა კეპიანს გადასცემს მობილურს. ამ დროს ვიდეოჩანაწერში ჩნდება შავმანტოიანი ახალგაზრდა, რომელიც ესალმება ზურგჩანთიან მამაკაცს, ართმევს ხელს, უკეთებს ხელმკლავს და გაყავს გვერდით. მათ უახლოვდება აფთიაქიდან გამოსული ახალგაზრდა (სრული აღნაგობის) და ერთად შედიან ი--------ს ქ. 59-ის ეზოში. ორიოდ წუთში, თ.ი--------ს ქ. 59-ის კორპუსის კუთხიდან გამორბის კეპიანი ახალგაზრდა, რის შემდეგ ორიოდე წუთში ი--------ს 59-ის ეზოში შედის მწვანე ფერის „ნისან მიკრა“, სახელმწიფო ნომრით O-----0, რომელშიც ჩანს კეპიანი ახალგაზრდა, რომელიც ზის მძღოლის მარჯვნივ.

 

პირის ამოცნობის ოქმის (10.03.2015) მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს 19:00-19:30 საათზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც გ-----მ თ---–---–-ა ამოიცნო ნი----–--ზ ნ-----ე და განმარტა, რომ ამოცნობილი პირი მან ნახა 2015 წლის 9 მარტს თბილისში, ი--------ს ქ. 59-ის მიმდებარედ, იმ დროს, როდესაც ამოსაცნობმა პირმა მას გასტაცა (წაართვა) „აიფონ 4S“-ის ფირმის ტელეფონი.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის (10.03.2015) მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს, 19:32 საათზე, ამოცნობის შემდგომ, დააკავეს ნი----–--ზ ნ-----ე რომელსაც დაკავებისთანავე 19:33-19:40 საათზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, არაფერი კანონსაწინააღმდეგო მისგან არ ამოუღიათ.

 

პირის ამოცნობის ოქმის (10.03.2015) მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს 19:32-19:45 საათზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც გ-----მ თ---–---–-ა ამოიცნო გ------ი კ--–-----–---–ი და განმარტა, რომ ამოცნობილი პირი მან ნახა 2015 წლის 9 მარტს, რა დროსაც დაახლოებით 17:10 საათზე, თბილისში, ი--------ს ქ. 59-ის მიმდებარედ მან იგი სიტყვიერი მუქარით შეიყვანა ამავე კორპუსის სადარბაზოში, სადაც ასევე დაემუქრა და ჯიბიდან ამოუღო და წაართვა „ეფლის“ ფირმის თეთრი ფერის ყურსასმენი, ასევე დაანახა საქამრეზე არსებული დანა და უთხრა - „რკინით დავდივარო და თუ ბევრს ილაპარაკებ, ტვინს გაგიხვრიტავო“. „ნისან მიკრას“ მარკის ავტომანქანაზე ამოცნობილმა პირმა მუქარით უთხრა, „ჩაჯექი მანქანაშიო“. მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ, ამოცნობილმა პირმა დამუხტა იარაღი და ისევ დაემუქრა, რომ ის და მისი თანმხლები პირები იყვნენ „შავი გაგების ადამიანები და თუ ხმას ამოიღებდა, მოძებნიდნენ და მოკლავდნენ მას.“

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის (10.03.2015) მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს 20:02 საათზე, ამოცნობის შემდგომ, დააკავეს გ------ი კ--–-----–---–ი, რომელსაც დაკავებისთანავე 20:05-20:12 საათზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, ამოუღეს თეთრი ფერის ,,ეფლის“ ფირმის ყურსასმენები.

 

პირის ამოცნობის ოქმის (10.03.2015) მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს 19:45-20:05 საათზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც გ-----მ თ---–---–-ა ამოიცნო ს---ო მ-------–---–ი და განმარტა, რომ ამოცნობილი პირი მან ნახა 2015 წლის 9 მარტს თბილისში, ი--------ს ქ. 59-ის ეზოში მწვანე ფერის „ნისან მიკრას“ სახელმწიფო ნომრით O-----0 საჭესთან, რა დროსაც იგი მას დაემუქრა: „გვესმის შენი, თორემ შენი საქმე ცუდად წავიდოდაო, ტყეში დაგმარხავდითო, ხმა არ ამოიღო ტელეფონი ჩვენ გვეკუთვნისო.“

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის (10.03.2015) მიხედვით, 2015 წლის 10 მარტს 20:07 საათზე, ამოცნობის შემდგომ, დააკავეს ს---ო მ-------–---–ი, რომელსაც დაკავებისთანავე 20:10-20:20 საათზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, ამოუღეს ავტომანქანა „ნისან მიკრას“ ტექ.პასპორტი ნომრით O-----0, ს---ო მ-------–---–ის სახელზე სსიპ დაცვის პოლიციის მიერ გაცემული უმცროსი ინსპექტორის მოწმობა, პლასტიკური ბარათი და „htc“-ს ფირმის მობილური ტელეფონი.

 

ავტომანქანის დათვალიერების ოქმით (11.03.2015) დადგენილია, რომ 2015 წლის 11 მარტს, 00:10-02:05 საათზე, თბილისში, ი--------ს ქ.66-ის მიმდებარედ დათვალიერდა მწვანე ფერის ავტომანქანა „ნისან მიკრა“, სახელმწიფო ნომრით O-----0, საიდანაც ამოღებული იქნა „ნოკიას“ ფირმის ტელეფონი და მობილური ტელეფონის შავი ფერის დამცავი. ავტომანქანის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ აღებული იქნა სუნის და მიკრონაწილაკების ნიმუშები.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის 4------9 დასკვნით (12.03.2015), ავტომანქანა „ნიკას მიკრას“ სახელმწიფო ნომერი O-----0, წინა მარცხენა, წინა მარჯვენა, უკანა მარცხენა და უკანა მარჯვენა სავარძლებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ს---ო მ-------–---–ისგან და გ-----მ თ---–---–-სგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------ი ტაბატაძემ.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის 160/ქმ დასკვნით (13.03.2015), ავტომანქანა „ნიკას მიკრას“ სახელმწიფო ნომერი O-----0-ის უკანა მარცხენა და მარჯვენა სავარძლის საზურგე ადგილებიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ შავი ფერის შალის, მონაცრისფრო/მოიისფრო შალის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და გ-----მ თ---–---–-ს მანტოს ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ შავი ფერის შალის, მონაცრისფრო/მოიისფრო შალის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი----ე მ-----–---–-ა.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის (24.04.2015) მიხედვით, 2015 წლის 24 აპრილს 13:00-13:20 საათზე, გ-----მ თ---–---–-ს მონაწილეობით გაიხსნა და დათვალიერდა ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ, ტელეფონის დამცავი, შავი ფერის, რომელსაც ქვედა მხარეს აწერია „moshi“ და „ნოკიას“ ფირმის მობილური, რა დროსაც გ-----მ თ---–---–-ა განაცხადა, რომ ტელეფონის დამცავი იყო მისი საკუთრება, რომელიც მას წაართვეს ძალადობის მუქარით 2015 წლის 9 მარტს თბილისში, ი--------ს ქ. 59-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის (24.04.2015) მიხედვით, 2015 წლის 24 აპრილს 13:35-13:50 საათზე, გ-----მ თ---–---–-ს მონაწილეობით გაიხსნა და დათვალიერდა ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ, მოთეთრო ყურსასმენი, რომელსაც ერთ მხარეს აქვს ერთსადენიანი დაბოლოება, ხოლო საპირისპირო მხარეს ორი დაბოლოება, რომლის ბოლოებში არის მომრგვალო ფორმის ყურში მოსათავსებელი მექანიზმი. რომელთაგან ერთს ქვედა მხარეს აწერია ინიციალი L, ხოლო მეორე მხარეს R, რაზეც გ-----მ თ---–---–-ა განმარტა, რომ ყურსასმენი იყო მისი საკუთრება, რომელიც მას ჰქონდა 2015 წლის 9 მარტს თბილისში, ი--------ს ქ. 59-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის კუთვნილ „აიფონ 4“-ზე მიმაგრებული და უსმენდა მუსიკას, რა დროსაც ყურსასმენი და მობილური ტელეფონი მას წაართვეს უცნობმა პირებმა.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:

 

ბრალდებულ გ------ი კ--–-----–---–ის ჩვენების მიხედვით, გ-----მ (გუკა) თ---–---–ს დიდი ხანია, რაც იცნობს. მან მონაწილეობა მიიღო ლექსების კონკურსში, სადაც გაიმარჯვა და მიიღო ფულადი ჯილდო, ამიტომ ჰქონდა გარკვეული თანხა. გ-----მ თ---–---–-ა ისესხა მისგან თანხა, დაახლოებით 70 ლარი, რაც ათ დღეში უნდა დაებრუნებინა, თუმცა პირობა არ შეასრულა. იგი ცდილობდა მოეძებნა გ-----მი, მათ შორის საერთო მეგობრების მეშვეობით, მაგრამ ვერსად პოულობდა. 2015 წლის 9 მარტს, ის და ნი----–--ზ ნ-----ე მიდიოდნენ გაგარინის მოედანზე რეპეტიციაზე, რა დროსაც ბ------------ ქუჩაზე შეხვდნენ ს---ო მ-------–---–ს რომელიც ავტომანქანით მიდიოდა თ.ი--------ს ქუჩაზე აფთიაქში. ს---ომ წაიყვანა ისინი ავტომანქანით. ი--------ს ქუჩაზე, ს---ო მ-------–---–ი გად---და აფთიაქში, ის კი - მაღაზიაში, საიდანაც გამოსულმა დაინახა გ-----მ თ---–---–-, რომელსაც ესაუბრებოდა ნი----–--ზ ნ-----ე. იგი მიხვდა, რომ ნი----–--ზ ნ-----ემ შეაჩერა გ-----მ თ---–---–-, რადგან იცოდა, რომ ამ უკანასკნელს მისი ვალი ჰქონდა და ემალებოდა. იგი გ-----მ თ---–---–ზე იყო ძალიან გაბრაზებული, ისიც კი იფიქრა, ხელი ხომ არ დაერტყა, ხელკავი გაუყარა და გვერდით გაიყვანა სასაუბროდ. თან ნი----–--ზ ნ-----ეს უთხრა, ს---ო მ-------–---–ისთვის დაეძახებინა, რადგან რეპეტიციაზე აგვიანდებოდათ. იგი მარტო დარჩა გ-----მ თ---–---–თან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ვერც მეგობრებში იშოვნა ფული, სახლშიც ვერ ამხელდა, რომ ვალი ჰქონდა, რადგან ეს ფული წაგებული ჰქონდა. მან იცოდა, რომ გ-----მ (გუკა) თ---–---–- ოჯახში მამის მხრიდან იყო სისტემატიური ცემისა და ძალადობის მსხვერპლი. სწორედ ამიტომ უთხრა გ-----მ (გუკა) თ---–---–ს, რომ თუ ვალს არ დაუბრუნებდა, მის მამას ჩააყენებდა საქმის კურსში, რაზეც ეს უკანასკნელი შეშინდა (გაფითრდა) და დაპირდა, რომ ტელეფონს დაალომბარდებდა და ფულს აუცილებლად დაუბრუნებდა. დაახლოებით 5 წუთში მათთან მანქანით მივიდნენ ნი----–--ზ ნ-----ე და ს---ო მ-------–---–ი. რამდენიმე წამით ის და გ-----მ თ---–---–- ჩასხდნენ მანქანაში, რათა წასულიყვნენ ტელეფონის დასალომბარდებლად, თუმცა ს---ო მ-------–---–მა უთხრა, რომ ლომბარდში წასასვლელად არ ეცალა, რადგან თავისი საქმეები ჰქონდა. ს---ო მ-------–---–ი არ იცნობდა გ-----მ თ---–---–ს და არც არაფერი უთქვამს მისთვის. გ-----მ (გუკა) თ---–---–- გად---და მანქანიდან და დაპირდა, რომ თავად დაალომბარდებდა ტელეფონს და ერთ საათში დაუთქვათ შეხვედრა 123-ე სკოლასთან. იგი, ნი----–--ზ ნ-----ესთან ერთად ს---ო მ-------–---–მა წაიყვანა რეპეტიციაზე. რეპეტიციის შემდეგ, 123-ე სკოლასთან იგი შეხვდა გ-----მ თ---–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ დაალომბარდა ტელეფონი და ვალი დაუბრუნა. მეორე დღეს, დღის მეორე ნახევარში 2-დან 4 საათამდე დროის შუალედში, იგი ნი----–--ზ ნ-----ესთან ერთად იყო ბ------------ ქუჩაზე, რა დროსაც ორმა ახალგაზრდამ, რომლებიც იყვნენ სამოქალაქო ფორმაში, მას მოკიდეს ხელი და ჩასვეს იძულებით მანქანაში, თუმცა არავის აუხსნია დაკავების მიზეზი, ისე წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. დაკავებისას მან განუმარტათ, რომ იყვნენ არასრულწლოვანები, თუმცა ამას არავინ მიაქცია ყურადღება. რამდენიმე საათში პოლიციის განყოფილებაში მან ნახა გ-----მ (გუკა) თ---–---–-, რა დროსაც მიხვდა დაახლოებით რაც ხდებოდა. მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რის შემდეგ ოფიციალურად დააკავეს. განყოფილებაში მასზე განხორციელდა ფიზიკური და ძირითადად სიტყვიერი ძალადობა და შეურაცხყოფა. მან მხოლოდ იზოლატორში ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ გაიგო, თუ რაში ედებოდა ბრალი.

 

ბრალდებულ ს---ო მ-------–---–ის ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 9 მარტს იგი იყო ბ------------ ქუჩაზე და მიდიოდა თ.ი--------ს ქუჩაზე მდებარე აფთიაქში, რა დროსაც მას შეხვდნენ ნი----–--ზ ნ-----ე და გ------ი კ--–-----–---–ი, რომლებმაც სთხოვეს გაგარინის მოედანზე, რეპეტიციაზე წაყვანა. თ.ი--------ს ქუჩაზე, მან გააჩერა ავტომანქანა და გად---და აფთიაქში, გ------ი კ--–-----–---–ი შევიდა მაღაზიაში. როდესაც აფთიაქიდან გამოვიდა, ნი----–--ზ ნ-----ემ უთხრა, რომ აფთიაქის გვერდით შესულიყო მანქანით, სადაც იყო გ------ი კ--–-----–---–ი. იგი მანქანით შევიდა კორპუსებს შორის და მალევე გაჩერდა. სადარბაზოსთან მან დაინახა გ------ი კ--–-----–---–ი, რომელიც ესაუბრებოდა გ-----მ თ---–---–ს. მისი მანქანა იყო ორკარიანი და ნი----–--ზ ნ-----ე გად---და ავტომანქანიდან, რათა ჩამსხდარიყვნენ გ------ი კ--–-----–---–ი და გ-----მ თ---–---–-. გ------ი კ--–-----–---–მა გამოაღო მანქანის კარი და გ-----მ თ---–---–თან ერთად ჩაჯდა, რა დროსაც მან ყური მოკრა, რომ გ-----მ თ---–---–- აპირებდა ტელეფონის დალომბარდებას. მან უთხრა, რომ ამისთვის არ ეცალა და გ-----მ თ---–---–- მანქანიდან გად---და. მანქანაში გ-----მ თ---–---–-სთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, არც მუქარა გაუგია და არც იარაღის ხმა. მან ნი----–--ზ ნ-----ე და გ------ი კ--–-----–---–ი წაიყვანა მანქანით გაგარინის მოედანზე. მეორე დღეს ბ------------ ქუჩაზე, იგი შეაჩერეს პოლიციელებმა, მოსთხოვეს საბუთები, უთხრეს, რომ ნარკოლოგიურში უნდა გადაეყვანათ შესამოწმებლად, რაზეც იგი დაეთანხა. მან პოლიციელებს წარუდგინა მისი საბუთი, რომ იგი იყო დაცვის პოლიციის თანამშრომელი. პოლიციელებმა იგი გაჩხრიკეს, წაართვეს ყველაფერი, რაც თან ჰქონდა, მათ შორის ავტომანქანის გასაღებიც. იგი იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას ანახეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანდა მისი მანქანა და უთხრეს, რომ უნდა ეღიარებინა, რომ გ-----მ თ---–---–- დააყაჩაღეს. მან ხელი არ მოაწერა არაფერს, რის გამოც დაახლოებით ათმა კაცმა ცემა და მიაყენა შეურაცხყოფა. იგი ითხოვდა დაზარალებულის მიყვანას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ იგი სიმართლეს იტყოდა, თუმცა ჩატარდა ამოცნობა და გ-----მ თ---–---–-ა ხელი დაადო მას. მან ხელი არ მოაწერა ამოცნობის ოქმს, რადგან არ ეთანხმებოდა მას. პოლიციელები მას სთხოვდნენ ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული, თითქოს დანით და იარაღით თავს დაესხნენ გ-----მ თ---–---–ს. იგი ჯარში მსახურობდა დაცვის პოლიციაში და დაკავებისას თან ჰქონდა დამადასტურებელი საბუთი. ასევე მისი სუნის ნიმუში მანქანიდან მისი ნებართვის გარეშე იქნა აღებული. „ნისან მიკრას“ ფირმის ავტომანქანა, რომელსაც იგი მართავდა არის მისი ბებიის საკუთრება. პოლიციის განყოფილებაში მისი მიყვანის შემდეგ მიიყვანეს ნი----–--ზ ნ-----ე და გ------ი კ--–-----–---–ი.

 

ბრალდებულ ნი----–--ზ ნ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 9 მარტს, ბ------------ ქუჩაზე შეხვდა გ------ი კ--–-----–---–ს, რომელსაც უნდა გაჰყოლოდა გააგრინის მოედანზე რეპეტიციაზე. მათ შეხვდა ს---ო მ-------–---–ი, რომელმაც მანქანით წაიყვანა ისინი გაგარინის მიმართულებით. თ.ი--------ს ქუჩაზე ს---ო მ-------–---–მა გააჩერა მანქანა და გად---და აფთიაქში, გ------ი კ--–-----–---–ი - მაღაზიაში. მან ქუჩაში დაინახა გ-----მ თ---–---–-. გ------ი კ--–-----–---–ისგან იცოდა, რომ გ-----მ თ---–---–ს მისი ვალი ჰქონდა და ემალებოდა. იგი მიესალმა გ-----მ თ---–---–ს და სთხოვა ტელეფონზე დარეკვა. გ-----მ თ---–---–-ა ტელეფონი მიაწოდა. მან ყურთან მიიდო ტელეფონი და საუბრობდა. იგი იმედოვნებდა, რომ ამით შეაყოვნებდა გ-----მ თ---–---–ს, გ------ი კ--–-----–---–ის გამოჩენამდე. ამასობაში გ------ი კ--–-----–---–იც მიუახლოვდათ. გ-----მ თ---–---–-ა უთხრა მას, ტელეფონი დაებრუნებინა, მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია, რადგან უნდოდა მისი შეყოვნება. გ------ი კ--–-----–---–ი მიუახლოვდა, მიესალმა გ-----მ თ---–---–ს, ხელკავი გაუყარა და ყველანი ეზოსკენ წავიდნენ. მოძრაობისას მან ტელეფონი გადააწოდა გ-----მ თ---–---–ს, რომელმაც იგი ჩაიდო ჯიბეში. გ------ი კ--–-----–---–მა უთხრა მას ს---ო მ-------–---–ისთვის დაეძახებინა. იგი წავიდა ს---ო მ-------–---–ის დასაძახებლად, რომელიც დაინახა, რომ აფთიაქიდან გამოდიოდა. ის და ს---ო მ-------–---–ი მანქანით შევიდნენ ეზოში, სადაც იგი მანქანიდან გადმოვიდა. მანქანაში ჩასხდნენ გ-----მ თ---–---–- და გ------ი კ--–-----–---–ი, რომლებმაც რამდენიმე წამში დატოვეს მანქანა. მანქანიდან ხმაური გაიგო, თუმცა იქ ზუსტად რა ითქვა, არ გაუგია. გ------ი კ--–-----–---–მა მას უთხრა, რომ ცოტა ხანში 123-ე სკოლასთან შეხვდებოდა გ-----მ თ---–---–- და ვალს დაუბრუნებდა. ისინი ს---ო მ-------–---–მა წაიყვანა გაგარინის მოედანზე რეპეტიციაზე. დაახლოებით ერთ საათში ისინი მივიდნენ 123-ე სკოლასთან, სადაც შეხვდნენ გ-----მ თ---–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ ტელეფონი დაალომბარდა და დაუბრუნა ვალი გ------ი კ--–-----–---–ს. მეორე დღეს იგი დააკავეს.

 

მოწმე ნ--ა ხ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროგრამების კოორდინატორი. მან დაადასტურა, რომ მის მიერ გაიცა ცნობა (დახასიათება), რომლის თანახმად ს---ო მ-------–---–ი ნამდვილად იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი 2014-2015 სასწავლო წელს.

 

მოწმე დ-------ნ ქ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ს---ო მ-------–---–ი არის მისი მეზობელი და დაახასიათა იგი, როგორც წყნარი ახალგაზრდა, რომელიც სამეზობლოში სარგებლობს კარგი ავტორიტეტით, არის მისაბაძი, განათლებული მშობლების და ბრწყინვალე ოჯახის შვილი. ს---ო მ-------–---–ი თანატოლებშიც და უფროს თაობაშიც ხასიათდება დადებითად.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ---ნტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ნი----–--ზ ნ-----ის, ს---ო მ-------–---–ის და გ------ი კ--–-----–---–ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2015 წლის 9 მარტს, აღნიშნული პირების მიერ გ-----მ თ---–---–-ს მობილური ტელეფონის ყაჩაღური გზით დაუფლების ფაქტი.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ---ნტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.“

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ მოცემულ სისხლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს წარუდგინა 1) ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ გ-----მ თ---–---–-ს ჩვენება და ამ მტკიცებულებისგან ნაწარმები სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმები, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, რომლებიც პალატას მიაჩნია, რომ არის დაზარალებულის ჩვენების გაგრძელება, რომლის პირველწყარო არის დაზარალებული და მისი დამოუკიდებელ მტკიცებულებად განხილვა მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს; 2) სხვა ირიბი მტკიცებულებები. კერძოდ: ქიმიური და ოდოროლოგიური ექსპერტის დასკვნები, რომლებიც ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას (თუმცა არა კატეგორიულად), რომ დაზარალებული გ-----მ თ---–---–- ნამდვილად იმყოფებოდა ს---ო მ-------–---–ის ავტომანქანაში, მაშინ, როდესაც ამ ფაქტს არც თავად ბრალდებულები უარყოფენ. ამდენად, ამ ექსპერტის დასკვნების სიღრმისეული შეფასების გარეშეც, ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მტკიცებულებები გ-----მ თ---–---–ზე თავდასხმას და მისთვის მობილური ტელეფონის გატაცებას, ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს; პოლიციელი მოწმეების - თ-------ე ჯ-----–---–-ს, თ---ზ სო----------ს, თ---რ ბო---–--–-–---–ის, ხ---ა ქ--------ს, ე-----–ე ქ---------–---ს, გ---ა ბ-–---–---–-ს, ლ---ნ გ------–---–-ს და დ---თ ნ-------ს ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ მხოლოდ მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებებს და არა უშუალოდ დანაშაულის ფაქტს ან მოვლენას, არც ერთი ზემოაღნიშნული მოწმე უშუალოდ არ შესწრებია გ-----მ თ---–---–-ს მობილურის გატაცების ფაქტს და ამდენად დიდი წილი ამ ჩვენებებისა არის დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების აღწერა ან მისი მონათხრობის პერიფრაზი. ამდენად კონკრეტულ პირთა ბრალეულობის საკითხის გარკვევისას, მათი ბუნებით ისინი არიან ირიბი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, ამ ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა, რომელიც უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ამასთან დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მუქარა რეალიზებული იქნება. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს საკუთრების უფლებას და ადამიანის ჯანმრთელობას, შესაბამისად ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია, როგორც საკუთრების უფლება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს ერთადერთი პირდაპირი მოწმის, დაზარალებულ გ-----მ თ---–---–-ს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველ ჩვენებაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება როგორც სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში მისსავე საკუთარ მტკიცებას. კერძოდ: დაზარალებულ გ-----მ თ---–---–-ს ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება მისივე მონაწილეობით ჩატარებულ ამოცნობის ოქმებში გაცხადებულ ინფორმაციას. მაგალითად სასამართლოში ჩვენების მიცემისას გ-----მ თ---–---–-ა განმარტა, რომ ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ს---ო მ-------–---–მა გადაულაპარაკა მეოთხე პირს, რომ ყურსასმენებიც გამოერთმია მისთვის და მან ამ მეოთხე პირს გადასცა ყურსასმენები, მაშინ როდესაც გ------ი კ--–-----–---–ის ამოცნობისას განმარტა, რომ გ------ი კ--–-----–---–მა სიტყვიერი მუქარით შეიყვანა იგი კორპუსის სადარბაზოში, სადაც ასევე დაემუქრა და ჯიბიდან ამოუღო და წაართვა ,,ეფლის“ ფირმის თეთრი ფერის ყურსასმენი. ამავე ამოცნობის ოქმში გ-----მ თაკავილმა განმარტა, რომ გ------ი კ--–-----–---–მა უთხრა, ,,...თუ ბევრს ილაპარაკებ, ტვინს გაგიხვრიტავო“ ასევე მუქარით უთხრა, „ჩაჯექი მანქანაშიო“, ხოლო მანქანაში უთხრა, „თუ ხმას ამოიღებდა, მოძებნიდნენ და მოკლავდნენ მას“, რაც სასამართლოში დაკითხვისას აღარ გაუმეორებია. გ-----მ თ---–---–-ა ნი----–--ზ ნ-----ის ამოცნობის დროს განაცხადა, რომ ნი----–--ზ ნ-----ემ მას გასტაცა (წაართვა) „აიფონ 4S“-ის ფირმის ტელეფონი, მაშინ როდესაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მობილური ტელეფონი თავად გადასცა ნი----–--ზ ნ-----ეს დასარეკად. გ-----მ თ---–---–-ა ს---ო მ-------–---–ის ამოცნობისას განაცხადა, რომ ს---ო მ-------–---–ი დაემუქრა: „...ხმა არ ამოიღო ტელეფონი ჩვენ გვეკუთვნისო“, რაც ასევე არ დაუდასტურებია სასამართლოში ჩვენების მიცემისას.

 

დაზარალებულ გ-----მ თ---–---–-ს ჩვენება რადიკალურად განსხვავდება სამივე ბრალდებულის ჩვენებისაგან და ასევე არსებითად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ვიდეო ჩანაწერზე ასახული ინფორმაციას. კერძოდ, მან სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაბეჯითებით განაცხადა, რომ შემთხვევამდე იგი არ იცნობდა ბრალდებულებს, მაშინ როდესაც გ------ი კ--–-----–---–ის, ს---ო მ-------–---–ის და ნი----–--ზ ნ-----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი დიდი ხანია იცნობენ გ-----მ თ---–---–ს. პალატას მიაჩნია, რომ მათი ჩვენება შესაბამისობაშია, სასამართლოში ვიდეოჩანაწერის გამოკვლევით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებასთან, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ესალმება შეხვედრისას გ-----მ თ---–---–- ნი----–--ზ ნ-----ეს და გ------ი კ--–-----–---–ს. ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას დაზარალებულისა და ბრალდებულების შეხვედრით, როგორც მინიმუმ იმის დასკვნა არის შესაძლებელი, რომ შემთხვევამდე ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.

 

რაც შეეხება ამოცნობის ოქმებს, პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობები არის დაზარალებულის ჩვენების გაგრძელება, რომლის პირველწყარო არის დაზარალებული და მისი დამოკიდებელ მტკიცებულებად განხილვა მტკიცებულებათა ერთობლიბის ჭრილში, შესაძლებელია მხოლოდ მტკიცებულებების ხელოვნურად გაბევრების მიზანს ემსახურებოდეს, ასევე ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისთვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს. კერძოდ, ამოცნობის ოქმების დაწყებისა და დამთავრების დროები, როდესაც ამოცნობებს შორის არის ერთ შემთხვევაში ორწუთიანი სხვაობა, ხოლო მეორე შემთხვევაში ერთი საგამოძიებო მოქმედების დასრულების დრო ემთხვევა მეორე საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროს, იწვევს გონივრულ ეჭვებს, რომლის გაქარწყლება ვერ მოხერხდა იმ პოლიციელების დაკითხვით, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს ამოცნობები. მეტიც, პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ ამოსაცნობი ოთახი და ის ოთახი, სადაც დაზარალებული იყო საგამოძიებო მოქმედებებს შორის არის განთავსებული პოლიციის შენობაში სხვადასხვა სართულზე, ხოლო თავად დაზარალებულმა გ-----მ თ---–---–-ა ცალსახად დაადასტურა, რომ ამოცნობებს შორის შუალედი შეადგენდა 10-15 წუთს და ოქმებში მითითებული დროის სხვაობა - იყო შეცდომა.

 

პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ დაზარალებულ გ-----მ თ---–---–-ს ჩვენება არ არის კატეგორიული ისეთ გარემოებებთან მიმართებით, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დანაშაულის კვალიფიკაციისთვის. მაგალითად, გ-----მ თ---–---–-ა განაცხადა, რომ გ------ი კ--–-----–---–მა შეიხსნა შავი ფერის პალტო, რა დროსაც მან დაინახა, რომ ამ უკანასკნელს ჯიბეზე ჰქონდა რაღაც დაკიდული, სავარაუდოდ დანა ან დანის მსგავსი საგანი, რომლის მხოლოდ ტარი დაინახა. ასევე, მანქანაში მან სავარაუდოდ გაიგონა გ------ი კ--–-----–---–ის მხრიდან სავარაუდოდ იარაღის დამუხტვის ხმა, რა დროსაც ყვითელი ფერის საგანი, სავარაუდოდ ვაზნა ჩავარდა მანქანაში. ამდენად, დაზარალებულის ყველა მტკიცება, რომ მას დანის და იარაღის დემონსტრირებით ემუქრებოდნენ არ არის კატეგორიული. დაზარალებულს სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაბეჯითებით არ უთქვამს, რომ ნამდვილად დაინახა (დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნა) ან გაიგონა (იარაღის დამუხტვის ხმა), რაც არის სწორედ საკვანძო გარემოებები დანაშაულის სწორი კვალიფიკაციისთვის, რისი ვალდებულებაც სასამართლოს აკისრია.

 

პალატა ასევე ყურადღებას მიაქცს გ-----მ თ---–---–-ს ჩვენებას ყურსასმენის ამოცნობის ნაწილში, რომელიც წინააღმდეგობაშია ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმთან, კერძოდ: გ-----მ თ---–---–-ს ჩვენებით დადგენილია, მისი ყურასმენი იყო თეთრი ფერის, სტანდარტული, „აიფონის“, ნაკაწრით, რითაც ამოიცნო კიდეც. ხოლო ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გ-----მ თ---–---–-ს მონაწილეობით გაიხსნა და დათვალიერდა ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ, მოთეთრო ყურსასმენი, რომელსაც ერთ მხარეს აქვს ერთსადენიანი დაბოლოება, ხოლო საპირისპირო მხარეს ორი დაბოლოება, რომლის ბოლოებში არის მომრგვალო ფორმის ყურში მოსათავსებელი მექანიზმი. რომელთაგან ერთს ქვედა მხარეს აწერია ინიციალი L, ხოლო მეორე მხარეს R, რაზეც გ-----მ თ---–---–-ა განმარტა, რომ ყურსასმენი იყო მისი საკუთრება. პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულების დათვალიერების დროს, გ-----მ თ---–---–ს არ დაუფიქსირებია, რომ ყურსასმენს ჰქონდა ნაკაწრი და სწორედ მისი მეშვეობით ამოიცნო. პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესზე ყურსასმენების გამოკვლევით კი დადგინდა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ყურასმენი არაფრით არ განსხვავდება იმავე სერიის ყურსასმენებისგან. გ------ი კ--–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ჩხრეკისას ამოღებული ყურსასმენები იყო მისი ძმის. ამდენად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი არ დაუჯეროს გ------ი კ--–-----–---–ს და გაიზიაროს ბრალდების მხარისა და დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც არაერთი მცდარი და ურთერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (რომელიც, როგორც წესი არ მსჯელობს მტკიცებულებათა საკმაროსობაზე), სამართლიანობის პრობლემა, სავალდებულოდ, არ წარმოიშობა ისეთ მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელიც გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით - როცა მტკიცებულება მყარია, რისკი მის სანდოობასთან დაკავშირებით, მისი სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება, შედარებით ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 89-90). მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს არა მყარი და სანდო მტკიცებულება, არამედ დაზარალებულ გ-----მ თ---–---–-ს არასანდო, არათანმიმდევრული და არადამაჯერებელი ჩვენება, რომელიც არ არის თანხვედრაში სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულის ჩვენება დამაჯერებელი რომც ყოფილიყო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ძალზედ მაღალი სამართლებრივი სტანდარტით, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, იგი უპირობოდ ვერ გახდებოდა მსჯავრდების საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლო მის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს გამამტყუნებელი განაჩენისთვის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობას. (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16).

 

საქართველოს კონსტიტუციის მ----------–----------–--–-- იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

 

ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ ნი----–--ზ ნ-----ე, გ------ი კ--–-----–---–ი და ს---ო მ-------–---–ი თავს დაესხნენ გ-----მ თ---–---–ს და გასტაცეს მობილური ტელეფონი, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რითაც დაადასტურებდა ნი----–--ზ ნ-----ის, გ------ი კ--–-----–---–ის და ს---ო მ-------–---–ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. რისი გათვალისწინებით, in dubio pro reo-ს პრინციპის საფუძველზე დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელ---ნტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ დაზარალებულის ჩვენების და ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შინაარსის შედავების პროცესში აშკარა გახდა, რომ ბრალდების მხარემ არა თუ ვერ წარმოადგინა შინაარსობრივად უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არამედ პასუხგაუცემელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კანონიერების შესახებ წარმოშობილი კითხვები, რაც მითითებული აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს თავის განაჩენში.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ს---ო მ-------–---–ის, ნი----–--ზ ნ-----ის და გ------ი კ--–-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ CD-R დისკზე, თ---რ ბო---–--–-–---–ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი გადატანილი ერთ ცალ CD-R დისკზე (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს---ო მ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ავტომანქანა „ნისან მიკრას“ ტექნიკური პასპორტი ნომრით O-----0, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა, „მინიკრედიტის“ პლასტიკური ბარათი, „HTC“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით (ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), დაუბრუნდეს ს---ო მ-------–---–ს;

 

მიკრონაწილაკური ექსპერტიზის შედეგად დაბრუნებული ნი----–--ზ ნ-----ის ტანსაცმელი (ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), დაუბრუნდეს ნი----–--ზ ნ-----ეს;

 

გ------ი კ--–-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ეფლის“ ფირმის ყურსასმენი (ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), დაუბრუნდეს გ------ი კ--–-----–---–ს;

 

ავტომანქანა „ნისან მიკრას“ დათვალიერებისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი (ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), დაუბრუნდეს ს---ო მ-------–---–ს;

 

ავტომანქანა „ნისან მიკრას“ დათვალიერებისას ამოღებული მობილური ტელეფონის შალითა და გ-----მ თ---–---–-ს მიერ წარმოდგენილი და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის შემდეგ დაბრუნებული ტანსაცმელი (ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), დაუბრუნდეს გ-----მ თ---–---–ს;

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის შემდეგ დაბრუნებული ს---ო მ-------–---–ის სუნის ნიმუში, ავტომანქანა „ნისან მიკრას“ დათვალიერებისას ამოღებული და ოდოროლოგიური ექსპერტიზის შემდეგ დაბრუნებული სუნის ნიმუშები, სავარძლებიდან აღებული მიკრონაწილაკები და დაქტილობარათები (ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), განადგურდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ-----–ზ ნ-----ეს, გ------ი კ--–-----–---–ს და ს---ო მ-------–---–ს უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი ს---ო მღებრიშილის, ნი----–--ზ ნ-----ის და გ------ი კ--–-----–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურორის მოადგილის ს---ო ს--–-----–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნი----–--ზ ნ-----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გ------ი კ--–-----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ს---ო მ-------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ-----–ზ ნ-----ეს, გ------ი კ--–-----–---–ს და ს---ო მ-------–---–ს უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ CD-R დისკზე, თ---რ ბო---–--–-–---–ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი გადატანილი ერთ ცალ CD-R დისკზე (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს---ო მ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ავტომანქანა „ნისან მიკრას“ ტექნიკური პასპორტი ნომრით O-----0, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა, „მინიკრედიტის“ პლასტიკური ბარათი, „HTC“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით (ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), დაუბრუნდეს ს---ო მ-------–---–ს;

 

მიკრონაწილაკური ექსპერტიზის შედეგად დაბრუნებული ნი----–--ზ ნ-----ის ტანსაცმელი (ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), დაუბრუნდეს ნი----–--ზ ნ-----ეს;

 

გ------ი კ--–-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ეფლის“ ფირმის ყურსასმენი (ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), დაუბრუნდეს გ------ი კ--–-----–---–ს;

 

ავტომანქანა „ნისან მიკრას“ დათვალიერებისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი (ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), დაუბრუნდეს ს---ო მ-------–---–ს;

 

ავტომანქანა „ნისან მიკრას“ დათვალიერებისას ამოღებული მობილური ტელეფონის შალითა და გ-----მ თ---–---–-ს მიერ წარმოდგენილი და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის შემდეგ დაბრუნებული ტანსაცმელი (ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), დაუბრუნდეს გ-----მ თ---–---–ს;

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის შემდეგ დაბრუნებული ს---ო მ-------–---–ის სუნის ნიმუში, ავტომანქანა „ნისან მიკრას“ დათვალიერებისას ამოღებული და ოდოროლოგიური ექსპერტიზის შემდეგ დაბრუნებული სუნის ნიმუშები, სავარძლებიდან აღებული მიკრონაწილაკები და დაქტილობარათები (ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი