განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.03.2018
საქმის ნომერი
330310015001206447
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310015001206447

საქმე N3ბ/1862-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

09 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;

წარმომადგენელი - ნ---------------ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ----- ს-----–---–-;

წარმომადგენელი - ბ-------- შ--------ნი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობების (ასისტენტ- პროფესორის) დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის N1 სხდომის ოქმში ასახული, მ----- ს-----–---–-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

1.2. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის N- სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილების ცნობა მ----- ს-----–---–-ს ნაწილში;

1.3. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობების (ასისტენტ-პროფესორის) დასაკავებლად 2015 წელს გამოცხადებული კონკურსის მე-2 ეტაპზე მ----- ს-----–---–-ს დაშვებისა და ახალი შემადგენლობით შექმნილი კომისიის მიერ საქმის განხილვის დავალება;

1.4. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობების (ასისტენტ-პროფესორის) დასაკავებლად 2015 წელს გამოცხადებულ კონკურსში მ----- ს-----–---–-ს ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის გამო კონსერვატორიისათვის მ----- ს-----–---–-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 4000 ლარის ოდენობით. (დაზუსტებული სარჩელი - ტომი I, ს.ფ. 110-121):

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილი:

 

3.1.1. მ----- ს-----–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობის დაკავების საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის N1 სხდომის ოქმი მ----- ს-----–---–-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში, შესაბამის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის N- სდომის ოქმი და მოპასუხეს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მ----- ს-----–---–-ს მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დამტკიცდა კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე გამოსაცხადებელი კონკურსის პირობები, ვადები და კონკურსის ჩატარების წესი. (ტომი I, ს.ფ 27-34).

 

4.2. სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ პროფესორის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების წესით განისაზღვრა, რომ: მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე საეკლესიო მუსიკის მიმართულებით ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა ყოფილიყო დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარიხის მქონე პირი, რეფერირებულ/რეცენზირებად ჟურნალებში/კრებულებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორი, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე, პროფილის შესაბამისი შემსრულებელი. კონკურსის ეტაპებად განისაზღვრა: წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასება და ლექციის ჩატარება. კონსერვატორიის რექტორის წარდგინებით აკადემიური საბჭო განსაზღვრავს კონკურსის ჩასატარებლად საკონკურსო კომისიის შემადგენლობას. კომისია თავის შესასრულებელ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით, ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. საკონკურსო კომისიის მუშაობის ის პროცედურები, რომლებიც არ მოწესრიგებულა კონკურსის ჩატარების წესით, განისაზღვრებოდა უშუალოდ კომისიის მიერ. საკონკურსო კომისიას კონკურსანტი უნდა შეეფასებინა მის მიერ წარდგენილი, ანკეტაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე კონკურსანტის შეფასების ფორმის მიხედვით. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება პრეტედენტ/ებ/ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ ფორმდება კომისიის შემაჯამაბელი ოქმით, რომელიც დასამტკიცებლად გადაეცემა აკადემიურ საბჭოს. აღნიშნულ წესში განმარტებული იქნა, რომ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გასაჩივრებას ექვემდებარება სასმართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (ტომი I, ს.ფ 35-40).

 

4.3. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე დამტკიცდა საკონკურსო პირობები ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე. მითითებული იქნა, რომ კონკურსანტმა ლექცია ჩაატაროს სურვილისამებრ, ბაკალავრიატის საფეხურის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ერთ-ერთ თემაზე. (ტომი I, ს.ფ 100-103).

 

4.4. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით გამოცხადებულ კონკურსში, მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე საეკლესიო მუსიკის მიმართულებით ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მონაწილეობის მისაღებად მ----- ს-----–---–მა განაცხადი და ანკეტა წარადგინა 2015 წლის 14 იანვარს. (ტომი I, ს.ფ 120-128).

 

4.5. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობების (ასისტენტ - პროფესორის) დასაკავებლად საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს მუსიკოლოგიის მიმართულებით კონკურსანტის შეფასების ფორმაში ძირითადი და დამატებითი კრიტერიუმების შიგნით არსებულ კომპონენტთა შორის ქულათა განაწილების საკითხი და კომისიამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ საეკლესიო მუსიკის მიმართულებაზე კანდიდატთა მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასება ქულების განაწილების შემდეგი პრინციპით მოხდებოდა: პუბლიკაციები - 4 ქულით, კონფერენციებში მონაწილეობა - 2 ქულით, ხოლო შემსრულებლობა - 4 ქულით. ამასთან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, კონკურსის შემდეგ ეტაპზე ლექციის წასაკითხად კანდიდატი დაიშვებოდა 7 ქულის დაგროვების შემთხვევაში. (ტომი I, ს.ფ 83-95).

 

4.6. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობების (ასისტენტ - პროფესორის) დასაკავებლად საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის სხდომაზე კომისიამ მ----- ს-----–---–-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტები შეაფასა და მიენიჭა - 6,4 ქულა. კომისიამ გამოარკვია, რომ მ----- ს-----–---–-ს მიერ გამოქვეყნებული იყო 12 პუბლიკაცია (2012 წლამდე 3 და 2012 წლის შემდეგ 9 პუბლიკაცია), კონფერენციებში/სიმპოზიუმებში მონაწილეობის რიცხვი 12-ს შეადგენდა (2012 წლამდე 4 და 2012 წლის შემდეგ - 8), ხოლო პროფილის შესაბამისი საშემსრულებლო საქმიანობა მ----- ს-----–---–ს მხოლოდ 2012 წლამდე ჩაეთვალა. შესაბამისად, პუბლიკაციების გამოქვეყნების მიხედვით მ----- ს-----–---–ს - 3,4 ქულა, კონფერენციებში მონაწილეობის მიხედვით - 2 ქულა, ხოლო საშემსრულებლო საქმიანობის მიხედვით - 0,5 ქულა მიენიჭა. მიღებული შემაჯამებელი ქულის გამო მ----- ს-----–---–- კონკურსის შემდგომ ეტაპზე არ იქნა დაშვებული. გადაწყვეტილება მიიღო კომისიის შემდეგმა შემადგენლობამ: ნ. ლ------ (თავმჯდომარე), თ. გ--------ა, ხ. ხ---–--ე. ლ. მ------–---–ი, მ. ნ--------–---–ი, ს. შ-------ე, მ. ტ---–--–---–ი (კომისიის მდივანი). (ტომი I, ს.ფ 95-97).

 

4.7. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის სხდომაზე დამტკიცდა კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. (ტომი I, ს.ფ 98-99).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდებითა" და კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 28 ნოემბრის N2 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცებული „კონსერვატორიის ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების წესი“ და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობების (ასისტენტ - პროფესორის) დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, 2015 წლის 22 იანვრის სხდომაზე მ----- ს-----–---–-ს მიმართ მიღებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არ მიიჩნია საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევისა და სათანადო შეფასების საფუძველზე მიღებულად.

 

სასამართლომ დაადგინა: პუბლიკაციების გამოქვეყნების მიხედვით მ----- ს-----–---–ს მიენიჭა 3,4 ქულა, კონფერენციებში მონაწილეობის მიხედვით - 2 ქულა, ხოლო საშემსრულებლო საქმიანობის მიხედვით - 0,5 ქულა იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის შემდეგ მითითებული საშემსრულებლო საქმიანობა ასეთად არ ჩაეთვალა.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მ----- ს-----–---–-ს მიერ წარდგენილ ანკეტაზე, სადაც მისი საშემსრულებლო საქმიანობის შემდეგი შემთხვევები იყო მითითებული: 2012 წელი - შესრულებელი - სპეციალისტი 14 სხვადასხვა ეკლესიის მგალობელთა გუნდებისათვის მასტერკლასების ჩატარებისას რეგენტთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; 2013 წელის - შემსრულებელი-სპეციალისტი მგალობელთა 16 სხვადასხვა გუნდისთვის მასტერკლასების ჩატარებისას რეგენტთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; 1990-2005 წლები - შემსრულებელი-სპეციალისტი სხვადასხვა ეკლესიებში მგალობლებისა და რეგენტების მომზადებისას; 2001-2003 - გუნდის ხელმძღვანელობა, მგალობლობა; 2004-2005 წლები - შემსრულებელი-სპეციალისტი სხვადასხვა ეკლესიების მგალობელთა გუნდებისათვის მასტერკლასების ჩატარებისას; 1998-1999 წლები - მგალობლობა; 1989-1993 წლები - მგალობლობა.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მ----- ს-----–---–-ს საშემსრულებლო საქმიანობის დასადასტურებლად კომისიაში წარდგენილ ა(ა)იპ ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორის 2014 წლის 19 დეკემბრის წერილზე (ტომი 1, ს.ფ. 248) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მ-----– ბ----------–ის 2014 წლის 29 დეკემბრის წერილზე (ს.ფ. 256-257).

 

ასევე ყურადღება გაამახვილა მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილ საკონკურსო კომისიის წევრის - თ. გ--------ას 2016 წლის 12 ოქტომბრის მოხსენებით ბარათზე, რომლის მიხედვით, საპატრიარქოში 2012-2014 წლებში სამგალობლო გუნდებთან განხორციელებულ შეხვედრებს ეწოდა მასტერკლასები, თუმცა შეხვედრები სრული გაგებით მასტერკლასებს არ წარმოადგენდა (ტომი 2, ს.ფ. 232-233). პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა გ------------–------ლის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მესამე შემოქმედებითი სახელოსნოს ხელძღვანელის - ზ---– წ-------–ის განმარტება, რომლის მიხედვით, 2012-2014 წლებში სამგალობლო გუნდებთან განხორციელებული შეხვედრები მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში მოიცავდა მასტერკლასებს (ტომი 2, ს.ფ. 238-239). გ------------–------ლის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის - დ----- შ-----–--–---–ის განმარტებით კი, 2012-2014 წლებში სამგალობლო გუნდებთან განხორციელებულ შეხვედრებს მასტერკლასები არ ეწოდებოდა (ტომი 2, ს.ფ. 235-236).

 

აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, კომისიამ დადასტურებულად მიიჩნია მ----- ს-----–---–-ს შემსრულებლად მონაწილეობა მის მიერ მითითებულ მასტერკლასებში, თუმცა აღნიშნული მასტერკლასები არ მიიჩნია მასტერკლასებად.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2012-2013 წლებში საქართველოს საპატრიარქოს ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის ერთობლივი პროექტის - „თბილისისა და თბილისთან ახლომდებარე ტაძრებში ქართული საეკლესიო სამგალობლო გუნდების მოსმენისა და მათთვის მასტერკლასების ჩატარების“ აღწერაზე, რომლის მიხედვით, პროექტი მოიცავდა საეკლესიო გუნდებისათვის მასტერკლასების ჩატარებას, რასაც, პროექტის სპეციალისტი - მ----- ს-----–---–- სხვა აქტივობებთან ერთად ასრულებდა (ტომი 2, ს.ფ. 261, 262-264).

 

საქმის განხილვის ეტაპზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა გ--- მ--------–---–ის (საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის საპატიო ხემძღვანელი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ემირიტუსი), მ--–---- ე--------ის (გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედების ლაბორატორიის სპეციალისტი, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის წევრი, მ---დ-----ის გუნდის რეგენტი), ქ------- მ-----–---–-ს (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედების ლაბორატორიის ხელმძღვანელი), ნ---- ნ----–---–ის (გ------------–------ლის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი) და ტ------ა მ------–--ის (გ------------–------ლის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასისტენტ-პროფესორი, ჯვრის მამის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი) წერილები და მათი განმარტებებითა და მოსაზრებებით: - მასტერკლასების ჩასატარებლად საჭიროა საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელის კომპეტენცია და მისი უნარების ფლობა მთელი სისრულით. მასტერკლასების ჩატარება ბევრად უფრო ღრმა და მრავალმხრივ ცოდნას მოითხოვს სპეციალისტისაგან, ვიდრე მგალობლობა. შეუძლებელია, სპეციალისტმა თავი გაართვას მასტერკლასის ჩატარებას საშემსრულებლო უნარების გარეშე, გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილების გარეშე (გ--- მ--------–---–ის განმარტება - ტომი 2, ს.ფ. 169-170).

 

- 2012-2013 წლებში განხორციელებული პროექტი - „თბილისისა და თბილისთან ახლომდებარე ტაძრებში ქართული საეკლესიო სამგალობლო გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერკლასების ჩატარება“ მოიცავდა საეკლესიო გუნდებისათვის მასტერკლასების ჩატარებას (მ--–---- ე--------ის განმარტება - ტომი 2, ს.ფ. 267-268, ნ---- ნ----–---–ისა და ტ------ა მ------–--ის განმარტებები - ტომი 2, ს.ფ. 330-333), პროექტის სახელწოდება სრულად შეესაბამებოდა მის შინაარსს, მასტერკლასების ფარგლებში ხდებოდა რეპერტუარის მოსმენა, პრობლემების გამოკვეთა და მათზე პრაქტიკული მუშაობა (გალობის დანიშნულების გააზრება, ტრადიციული საეკლესიო რეპერტუარი, სწორი საშემსრულებლო მანერა, ბგერის წარმოება, საშემსრულებლო ტექნიკის სხვადასხვა საკითხი, სიტყვისა და მუსიკის ურთიერთობა და ა.შ), რაც შეუძლებელია პრაქტიკული ჩვენების გარეშე (ქ------- მ-----–---–-ს განმარტება - ტომი 2, ს.ფ. 269-271). სასამართლომ მოისმინა 2012-2013 წლებში განხორციელებბული პროექტის - „თბილისისა და თბილისთან ახლომდებარე ტაძრებში ქართული საეკლესიო სამგალობლო გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერკლასების ჩატარება“ მონაწილის ლ----- გ------–-–---–ის განმარტება, რომლის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებდა საეკლესიო გუნდების შემოწმებასა და მათთვის მასტერკლასების ჩატარებას - გუნდებისათვის შესრულებით ჩვენებას (2017 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი, 19:14:32-19:20:59).

 

მითითებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად არსებული დასკვნა გამოტანილია საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევის გარეშე, იმგვარად, რომ მ----- ს-----–---–-ს მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე უარყოფილია შესაბამისი მტკიცებულებების - პროქტის აღწერისა და მისი განხორციელების ამსახველი მტკიცებულებების მოპოვებისა და შესწავლის გარეშე.

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი: მართალია, მოპასუხის წარმომადგენელი უთითებს იგივე პროექტის რამდენიმე მონაწილის განმარტებებსა და მოსაზრებებზე, რომელიც სადავო გადაწყვეტილებას შეესაბამება, თუმცა, როგორც ირკვევა, პროექტში მონაწილეები სხვადასხვა სახით იყვნენ ჩართულები და მხოლოდ რამდენიმე მათგანის მოსაზრება, რომელიც არ შეესაბამება პროექტის შინაარსს და, შესაძლოა, მხოლოდ პროექტში მისი მონაწილეობის კუთხით აფასებს პროექტის მოცულობას, რაც არ უნდა იქნეს მიჩნეული სადავო გარემოების უტყუარად დადგენის საფუძვლად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებით მ----- ს-----–---–-ს კანდიდატურა კონკურსიდან ასაკის გამო იყო ჩამოშორებული. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ ძირითად მტკიცებულებად მოსარჩელე კონსერვატორიის რექტორის - რ----- კ-----ის წერილს ასახელებს (ტომი 1, ს.ფ. 361- 364). აღნიშნული წერილით მისი ავტორი უთითებს: ...“მთავარი ინტენცია კონსერვატორიის მიერ ამ კონკურსის ასეთი პირობებით გამოცხადებისა სწორედ ის იყო, რომ ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე ვსაჭიროებთ ახალგაზრდა, აქტიურ და ა.შ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, პრაქტიკოს მუსიკოსსა და მკვლევარს“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა შემდეგი: აღნიშნული წერილით, მართალია, ხაზგასმულია კონსერვატორიის ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე ახალგაზრდა და ენერგიული კანდიდატის დანიშვნის მიზანშეწონილობაზე, თუმცა აღნიშნული მოსაზრება გამოთქმულია კონკურსის დასრულების შემდეგ იმ პირის მიერ, რომელსაც კონკურსის შედეგად სადავო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია (სხდომის ოქმი, ტომი 1, ს.ფ. 83-91, მ----- ს-----–---–-ს მიმართვა - ტომი 1, ს.ფ. 358-360).

 

სასამართლომ განმარტა: სადავო გადაწყვეტილებისა და მის საფუძვლად წარმოებული მასალების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება კონკურსში მ----- ს-----–---–-ს ასაკის გამო გამორჩევაზე მეტყველი გარემოებები. ასეთად ვერ ჩაითვალა კონკურსში მონაწილე კანდიდატების შეფასების კრიტერიუმების დადგენილი სახე, რამეთუ აღნიშნული კრიტერიუმები საერთო იყო კონკურსის ყველა მონაწილისათვის და არ ხასიათდებოდა ასაკთან დაკავშირებული ნიშნისათვის რაიმე უპირატესობის დადგენით. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, იგი კონკურსის კრიტერიუმებს ყოველი ნიშნით აკმაყოფილებდა, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება მის მოსაზრებას შეფასების კრიტერიუმების მის საწინააღმდეგოდ დადგენაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელის მიერ მის კონკურენტად მითითებული ახალგაზრდა კანდიდატი არ იქნა დაშვებული კონკურსის შემდეგ ეტაპზე, რაც მოსარჩელის მტკიცების საწინააღდმეგოდ მეტყველებს. მ----- ს-----–---–-ს მიმართ კონსერვატორიის მხრიდან ასაკის ნიშნით გამორჩევას გამორიცხავს ის ფაქტიც, რომ მ----- ს-----–---–- წარმოადგენს კონსერვატორიის თანაშრომელს - იგი საეკლესიო მუსიკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელია. (მხარეთა განმარტებები - 2017 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი მიღება კომისიის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდა. კონკურსის პირობებში საკონკურსო კომისია ვალდებულია, კონკურსანტთა შორის არჩევანის გაკეთების გზით გამოავლინოს გამარჯვებული კონკურსანტები.

 

სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად წარმოებული მასალების განხილვისა და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ ყოფილა დადასტურებული საკონკურსო კომისიის მიერ მ----- ს-----–---–-ს შეფასებისას საქმის გარემოებების სათანადო წესით, ყოველმხრივ გამოკვლევა, შესაბამისად შეფასება და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება, რის გამოც სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია კონკურსის გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით წარმართვის ფაქტის დადგენა. ამასთან, საქმის განხილვისას წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიის მიერ მითითებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულება შესაძლოა, მოსარჩელის მიმართ სხვაგვარი შედეგის დადგომის საფუძველი გამხდარიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ----- ს-----–---–-ს ნაწილში ბათილად ცნო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის N1 სხდომის ოქმი მ----- ს-----–---–-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში და მოპასუხეს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მ----- ს-----–---–-ს მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ხოლო რაც შეეხება ახალი საკონკურსო კომისიის მიერ საქმის განხილვის თაობაზე მოთხოვნას, იგი არ მიიჩნია მოტივირებულად, საქმის განხილვისადმი კონკრეტული კომისიის არაკომპეტენტურობის მტკიცებით.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გადაწყვეტილებას, საკონკურსო კომისიის წევრთა შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე, ისევე როგორც ეჭვქვეშ არ დგება კომისიის წევრთა კვალიფიკაცია, მათი აკადემიური ხარისხი და სპეციალიზაცია. არამედ, არსებითად მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოებით დაინტერესებული პირის მოთხოვნას საქმის განმხილველი თანამდებობის პირების აცილებაზე, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წყდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე და 93-ე მუხლების მიხედვით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ, დადგენილი გარემოებების მიხედვით, არ მიიჩნია დადასტურებულად, სადავო გადაწყვეტილების გამოტანისას მ----- ს-----–---–-ს ასაკის გამო ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი, არამედ, როგორც სასამართლომ განმარტა, ადგილი ჰქონდა მოპასუხის მიერ საქმის გარემოებების არასრულად გამოკვლევას და წარდგენილი მტკიცებულებების არასწორად შეფასებას, რაც შესაბამისი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საქმის ხელახლა განხილვის დავალების საფუძველი გახდა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციის გამო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიიჩნია უსაფუძვლოდ.

 

6. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სააპელაციო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

6.1. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე წარადგინა საეკლესიო გალობის ფუძემდებლების, გ------------–------ლის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის დეკანის თ----- გ--------ას, გ------------–------ლის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის დ----- შ-----–--–---–ისა და გ------------–------ლის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის მე-3 სახელოსნოს ხელმძღვანელის, ასისტენტ - პროფესორის ზ---– წ-------–ის მოხსენებითი ბარათი. მათგან თ----- გ--------ა გახლდათ საკონკურსო კომისიის ერთ - ერთი წევრი. თ----- გ--------ა, დ----- შ-----–--–---–ი და ზ---– წ--------–ი ცალსახად აცხადებენ, რომ საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის მიერ 2012-2013 წლებში ჩატარებული სამგალობლო გუნდებთან შეხვედრები არ იყო მასტერ - კლასები. მასტერ კლასები ამ შემოწმებისათვის გადამეტებული შეფასებაა. მასტერ - კლასები იმიტომ დაერქვა, რომ ვერ მოიფიქრეს უფრო ზუსტი სახელი აღნიშნული აქტივობისათვის. ზ---– წ-------–ის განმარტებით, შეხვედრები მის შემთხვევაში შეიცავდა მასტერ კლასების ელემენტებს. ასევე პირებს, ვინც ამ შეხვედრებში მონაწილეობდნენ, არ შეიძლება ეწოდოთ რეგენტები/სამგალობლო გუნდის ხელმძღვანელი. თ----- გ--------ას განმარტებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრა შეიძლება ჩაეტარებინა საეკლესიო გალობის დარგში მუსიკისმცოდნესაც. დ----- შ-----–--–---–ის განმარტებით, კომპეტენცია შესრულებული გალობის ტრადიციულობის განსაზღვრისათვის ცენტრის ყველა წევრს გააჩნდა, მაგრამ ეს არ იძლევა საფუძველს ეწოდოს რეგენტი ან გუნდის ხელმძღვანელი. გალობის ცენტრის წევრების კომპეტენცია სრულიად საკმარისი იყო აღნიშნული შემოწმების ჩასატარებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩატარებული ღონისძიება საკმარისია საეკლესიო გალობის სფეროში მათი ყოველმხრივი (პრაქტიკულ - საშემსრულებლო, ან თეორიულ სამეცნიერო, პედაგოგიური თუ სხვა) კომპეტენციის რანგის სრულად განსაზღვრისათვის და ამ ღონისძიებაში მონაწილეობა პრაქტიკულ - საშემსრულებლო მოღვაწეობის დამადასტურებელ აქტივობად არ ითვლება. ასევე, ზ---– წ-------–ის განცხადებით, პროექტში მონაწილე ყველა წევრი, პოტენციურად შესაძლოა გახდეს რეგენტი. საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის მიერ 2012-2013 წლებში ჩატარებული სამგალობლო გუნდებთან შეხვედრებში უშუალოდ მონაწილეობდა სამივე პიროვნება. ისინი ადასტურებენ, რომ იყო სარეკომენდაციო შეხვედრები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორს უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული ის მოსაზრება, რომ საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის მიერ 2012-2013 წლებში ჩატარებული სამგალობლო გუნდებთან შეხვედრებში უშუალოდ მონაწილე სამივე პიროვნება - საეკლესიო გალობის ფუძემდებლები, გ------------–------ლის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის დეკანი თ----- გ--------ა, გ------------–------ლის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დ----- შ-----–--–---–ი და გ------------–------ლის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის მე-3 სახელოსნოს ხელმძღვანელი, ასისტენტ - პროფესორი ზ---– წ--------–ი პროექტში სხვადასხვა სახით იყვნენ ჩართულები და შესაძლოა, მხოლოდ პროექტში მათი მონაწილეობის კუთხით აფასებენ პროექტის მოცულობას, რის საფუძველზეც მათი განმარტებები არ იქნა მიჩნეული სადავო გარემოებების უტყუარად დადგენის საფუძვლად.

 

აპელანტი არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი ა------- ე--------–---–ის, ნ-----რ მ-----–---–ის და გ--- მ-----------–ის განმარტებების სადაო გარემოებების უტყუარად დადგენის საფუძვლად გამოყენებას და მიუთითებს, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის მიერ 2012-2013 წლებში ჩატარებული სამგალობლო გუნდებთან შეხვედრებში და არც ერთი მათგანი არ საუბრობს, რომ საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის მიერ 2012-2013 წლებში ჩატარებული სამგალობლო გუნდებთან შეხვედრები იყო მასტერკლასები.

 

წარმომადგენლის განმარტებით, კათედრას ასისტეტნტ - პროფესორი წარმოუდგენია სამეცნიერო გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი და ლიტურგიკაში მომუშავე კანდიდატი, განსხვავებით ასოცირებული და სრული პროფესორისაგან, რომელთა პროფილი ამ მიმართულებით შეიძლება არც იყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული. საკონკურსო პირობების შემუშავება მიმართულების საჭიროებიდან გამომდინარე ხორციელდება. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში საკონკურსო წესი კონსერვატორიის აკადემიურ, ხოლო შემდგომ წარმომადგენლობით საბჭოს მიერ არ დამტკიცდებოდა.

 

აპელანტის განმარტებით, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის მიერ, 2012-2013 წლებში ჩატარებული ღონისძიება საკმარისი არ არის საეკლესიო გალობის სფეროში ყოველმხრივი (პრაქტიკულ - საშემსრულებლო) ან თეორიულ სამეცნიერო, პედაგოგიური თუ სხვა) კომპეტენციის რანგის სრულად განსაზღვრისათვის და ამ ღონისძიებაში მონაწილეობა პრაქტიკულ - საშემსრულებლო მოღვაწეობის დამადასტურებელ აქტივობად არ ითვლება.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობის დაკავების საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის N1 სხდომის ოქმი მ----- ს-----–---–-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში, შესაბამის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის N- სდომის ოქმი და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მ----- ს-----–---–-ს მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება არ გასაჩვრებულა არცერთი მხრის მიერ და ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო, როგორც იურიდიული შედეგის, ასევე სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, თუმცა, თავის მხრივ უფრო განავრცობს მას.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებს აკადემიური თანამდებობის დაკავების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ხოლო მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო - შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/90 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესსა და ვადებს განსაზღვრავს კონსერვატორიის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიუთითებს მათზე:

 

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 24 ოქტომბრის წერილით, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო - კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ალავერდელი მიტროპოლიტი დ-----ი (მ-------ე) ადასტურებს, რომ 2012-2013 წლებში საქართველოს საპატრიარქოს ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის ერთობლივი პროექტის - "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრებში ქართული საეკლესიო სამგალობლო გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ - კლასების ჩატარება - შედეგად განხორციელებული სამუშაო და მისი შედეგები სრულიად შეესაბამება პროექტის აღწერილობით ნაწილში (პროექტის აღწერა) მითითებულ მიზნებს და პროექტის ამოცანებს.

 

მიტროპოლიტის მიერ დადასტურებული იქნა ასევე ის ფაქტიც, რომ აღნიშნული პროექტი, რომლის კოორდინატორი იყო მ----- ს-----–---–-, სწორედ იმ სახით განხორციელდა ცენტრის სპეციალისტების მიერ, რა სახითაც იგი მოცემულია პროექტის წარმოდგენილ აღწერილობაში. (ტომი II, ს.ფ 261).

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ პროექტის აღწერაზე, სადაც დეტალურად არის მითითებული ზემოაღნიშნული პროექტის მიზანი. კერძოდ, თბილისის და თბილისის მახლობლად არსებულ ეკელსია - მონასტრებში ქართული საეკლესიო გალობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა; საღვთისმეტყველო პრაქტიკაში მრავალხმიანი კანონიკური სამგალობლო რეპერტუარის დანერგვა, მისი გაფართოება, საგალობლების შესრულების სწორი ფორმების აღდგენა და შემსრულებლის დონის ამაღლება - დახვეწა.

 

აქვე მითითებულია პროექტის ამოცანები. კერძოდ, დასახელებული მიზნის მისაღწევად საჭიროა თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ეკლესია - მონასტრების მგალობელთა გუნდების მონიტორინგი. სახელდობრ: გუნდების რეპერტუარის, მათი საშემსრულებლო დონის შესწავლა - შეფასება, აუდიოჩანაწერის შესრულება; მონაცემთა ბაზის შექმნა; გუნდებისთვის მასტერ - კლასების ჩატარება (სულ 105 მოსმენა - მასტერკლასი); პროექტის ხანგრძლივობა 9 თვე (2013 წლის თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლიტ (აგვისტოს გამოკლებით); უქმეები გათვალისწინებულია საეკლესიო კალენდრით).

 

პროექტით გათვალისწინებული იქნა მოსალოდნელი შედეგები: ვინაიდან, პროექტი გულისხმობს გუნდების საშემსრულებლო პრაქტიკის მონიტორინგს და მასში ჩადებულია ლოტბართათვის მოვალეობათა დასკირების და ამ მოვალეობათა შესრულება - შეუსრულებლობის გამოვლენის მექანიზმი, იგი უთუოდ იქნება შედეგის მომტანი - ხელს შეუწყობს ტრადიციული ქართული სამგალობლო კულტურის აღდგენა - განვითარებას.

 

პროექტის კოორდინატორად დადგენილი იქნა მ----- ს-----–---–-, რომლის მოვალეობაა პროექტის განხორციელების უზრუნველყოფა. მოსამზადებელი სამუშაოს შესრულება (თბილისის ტაძრების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება; ტექნიკურ აღჭურვილობაზე ზრუნვა, მუშაოების გრაფიკის შედგენა). სპეციალისტთა და რეგენტთათვის კითხვების მომზადება; გუნდების მოსმენასა და მასტერკლასების ორგანიზება და მონიტორინგი; ანგარიშგება გალობის ცენტრის ხელმძღვანელის წინაშე. აქვე მითითებულია, რომ სპეციალისტების და მათ შორის მ----- ს-----–---–-ს მოვალეობაა: გუნდების მოსმენა ტაძრებში ღვთისმსახურებისას და ოფისში აუდიოჩანაწერის შესრულება; მასტერ - კლასის ჩატარება. საჭირო შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციის გაწევა უსასყიდლოდ. წინასწარვე მომზადებული კითხვარის მიხედვით გუნდის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება. გუნდის საშემსრულებლო დონისა და მისთვის გაწეული რეკომენდაციების შესახებ ტაძრის წინამძღვრის ინფორმირება (წერილობითი სახით). (ტომი II, ს.ფ 262-264).

 

საქმეში წარმოდგენილი, გ------------–------ლის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედების ლაბორატორიის სპეციალისტის, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის წევრი, მ---დ-----ის გუნდის რეგენტის, მ--–---- ე--------ის წერილით ირკვევა, რომ 2012-2013 წლებში განხორციელებული პროექტი - „თბილისისა და თბილისთან ახლომდებარე ტაძრებში ქართული საეკლესიო სამგალობლო გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერკლასების ჩატარება“ გარდა მონიტორინგისა, ითვალისწინებდა საეკლესიო გუნდებისათვის მასტერკლასების ჩატარებას. მისივე განმარტებით, პროექტში ჩართული სპეციალისტებიდან ყველას გააჩნდა სამგალობლო გამოცდილება, სარეგენტო კი რამოდენიმეს გარდა ყველას; ზოგს - მრავალწლიანი, ზოგს - შედარებით ნაკლები. (ტომი II, ს.ფ 267-268).

 

საქმეში წარმოდგენილი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული - ხალხური სამუსიკო შემოქმედების ლაბორატორიის ხელმძღვანელის ქ------- მ-----–---–-ს განმარტებით, პროექტი მოიცავდა როგორც გუნდის რეპერტუარის მოსმენას, ასევე სავალდებულო მეცადინეობებს ყველა იმ კომპონენტით, რასაც ითვალისწინებს მასტერკლასი. მისივე განმარტებით, პროექტში ჩართული სპეციალისტებიდან უკლებლივ ყველას ჰქონდა რეგენტობის ან მგალობლის ან ორივე საშემსრულებლო აქტივობის გამოცდილება, გარდა ამისა, მათ უმრავლესობას პედაგოგიური გამოცდილებაც, რაც მნიშვნელოვნად აღრმავებს ცოდნას და ავითარებს რეგენტის უნარ - ჩვევებს. კონკრეტულად მ----- ს-----–---–თან მიმართებით განმარტა, რომ იგი არის მგალობელი, რეგენტი (სხვადასხვა დროს ჯვრის მამის ტაძრის მგალობელი, სიონის ერთ-ერთი სამრევლო გუნდის რეგენტი, ასურეთის დედათა მონასტრის გუნდის გალობის მასწავლებელი). (ტომი II, ს.ფ 269-271).

 

საქმეში წარმოდგენილი გ------------–------ლის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგის ნ---- ნ----–---–ის წერილში პროექტთან დაკავშირებით მითითებულია, რომ გუნდებთან შეხვედრისას მონიტორინგისა და რეპერტუარის გაფართოებასთან თუ შეცვლასთან დაკავშირებული მითითებების გარდა ატარებდა მასტერკლასებს. მასტერკლასების ფარგლებში უსმენდა გუნდის მიერ შესრულებულ რამდენიმე საგალობელს და შემდეგ, რამდენიმე მათგანზე მუშაობდნენ, უმეტესად - საშემსრულებლო მანერის, ბგერის, ინტონაციის სისუფთავის სისწორეზე. მუშაობისას მიმართავდა ყველა იმ მეთოდს, რასაც მასტერკლასი ითვალისწინებს. გუნდის სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში გეგმავდნენ განმეორებით შეხვედერებსაც. პროექტის დაწყებამდეც და შემდეგაც ინტენსიურად ამოწმებდა ჩატარებული მუშაობების სისწორეს და მიზანთან შესაბამისობას - პროექტის ხელმძღვანელთან მ----- ს-----–---–თან. მითითებულია, რომ ჩამოთვლილ სპეციალისთაგან თოთოეული შეირჩა ამ პროექტისათვის შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით. (ტომი II, ს.ფ 330).

 

გ------------–------ლის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასისტენტ - პროფესორი, ჯვრის მამის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი ტ------ა მ------–--ე თავის წერილში განმარტავს, რომ პროექტი ითვალისწინებდა პირველ რიგში მასტერკლასების ჩატარებას და არა გუნდების შემოწმებას (თუმცა პროექტი შემოწმებასაც გულისხმობდა). მათი მოვალეობა იყო გუნდთან მუშაობა, მუსიკალური ტექსტის შესწორება, საშემსრულებლო ხერხების ჩვენება და სხვა. მიუთითებს, რომ პროექტის შესრულებამდე ინფორმირებული იყო მასტერკლასების ჩატარების თაობაზე და პროექტის აღმსრულებლებიდან ყველანი იყვნენ პრაქტიკოსი შემსრულებლები და რეგენტები. (ტომი II, ს.ფ 331).

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის, გ------------–------ლის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორის ა------- ე--------–---–ის წერილზე, სადაც მითითებულია, რომ გუნდებისა და რეგენტებისათვის მასტერკლასების ჩატარება უთუოდ საჭიროებს რეგენტის კომპეტენციას და უნარების ფლობას და მოიცავს მათ სრულად. რეგენტისთვის საჭირო უნარების გარეშე სპეციალისტი ვერ გაართმევს თავს მასტერკლასის ჩატარებას, რადგან იგი გუნდის წევრებთან და რეგენტებთან ერთად, მთელ აუდიტორიას არა მხოლოდ სიტყვიერად გაუმარტავს კონკრეტულ საგუნდო ნაწარმოებთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ საჭიროებისამებრ პრაქტიკულად უჩვენებს ქართული მრავალხმიანი საგალობლის ნებისმიერი ხმის ამა თუ იმ მონაკვეთს. იგი პრაქტიკულად აწვდის სწორ საშემსრულებლო ინტერპრეტაციას და თავად გვევლინება შემსრულებლად.

 

მისივე განმარტებით, სპეციალისტი, რომელიც მასტერკლასს ატარებს, უდაოდ საჭიროებს გაცილებით ღრმა ცოდნას და მაღალ კომპეტენციას, ვიდრე ეს რიგით მგალობელს გააჩნია. მგალობელს შესაძლოა მხოლოდ საკუთარი ხმის ცოდნა ჰქონდეს, ხოლო სპეციალისტმა, რომელიც მასტერკლასს ატარებს, ნებისმიერი ხმის შესრულება უნდა შეეძლოს, რაც სათანადო ცოდნასა და პროფესიონალიზმს საჭიროებს. რეგენტის კომპეტენცია და კვალიფიკაცია გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მგალობლის. მიიჩნევს, რომ სათანადო საშემსრულებლო უნარების გარეშე მასტერკლასის ჩატარება შეუძლებელია. მასტერკლასი უთუოდ წარმოადგენს აქტივობას საშემსრულებლო სფეროში. (ტომი II, ს.ფ 125-126).

 

პალატა ყურადრებას ამახვილებს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების ემირიტუსის, კომპოზიტორ ნ------- მ-----–---–ის წერილზე, სადაც განმარტავს, რომ სპეციალისტი, რომელიც გუნდებისა და რეგენტებისთვის ატარებს მასტერკლასებს, უნდა ფლობდეს რეგენტის (საეკლესიო გუნდის ხელმძრვანელის) საშემსრულებლო უნარებს და კომპეტენციას, ვინაიდან მასტერკლასი ამ უნარებს მოიცავს სრულად. მასტერკლასის ჩატარება უთუოდ გულისხმობს და საჭიროებს საშემსრულებლო სფეროში გაცილებით ღრმა ცოდნას და კომპეტენციას, ვიდრე მგალობლობა. იგი უფრო მაღალ საფეხურს წარმოადგენს. მგალობელთან შედარებით რეგენტს მოეთხოვება უფრო მრავალმხრივი ცოდნა იმისთვის, რომ თავი გაართვას გუნდის ხელმძღვანელობის რთულ საქმეს. შესაბამისად, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის თვალსაზრისით რეგენტი მგალობელთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზეა. ის უნარები და კომპეტენცია, რაც მგალობლისთვისაა სავალდებულო, ვერ გაუტოლდება იმ უნარების ერთობლიობას და ცოდნას, რაც საჭიროა მასტერკლასების ჩასატარებლად. შესაბამისად, მუსიკოსის მიერ მასტერკლასის ჩატარება, როგორც აქტივობა, უფრო მაღალი ქულით უნდა შეფასდეს.

 

წერილში ასევე მითებულია, რომ სათანადო საშემსრულებლო უნარების გარეშე სპეციალისტი ვერ შეძლებს მასტერკლასის ჩატარებას გუნდებისა და რეგენტებისათვის. 30 გუნდისათვის მასტერკლასის ჩატარება სამი წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი აქტივობაა და ეს აქტივობა იმსახურებს 3 ქულას.

 

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში დასაქმებული მუსიკოლოგისთვის სამეცნიერო მუშაობა პრიორიტეტული აქტივობაა საშემსრულებლოსთან შედარებით. ამიტომ კონკურსანტის შეფასების 10 ქულიანი სისტემის პირობებში კომპონენტებზე (სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა, კონფერენციებში მონაწილეობა, შემსრულებლობა) სასურველია ქულები განაწილდეს შემდეგი პროპორციით: 4-4-2. (ტომი II, ს.ფ 127-128).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მუსიკის ისტორიის მიმართულების ემირიტუსის გ---–---- ტ------ის მიმართვაზე, სადაც წერილის ავტორი, კოსერვატორიის რექტორს რ----- კ-----ეს სთხოვს გათვალიწინებული იქნეს მ----- ს-----–---–-ს მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია და გამოცდილება, ხელი შეეწყოს მის მოღვაწეობას სტუდენტების აღზრდის საქმეში კიდევ უფრო ფართო მასშტაბით და მოცულობით.

 

მისივე განმარტებით, მ----- ს-----–---–- ნაყოფიერად მუშაობდა ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის კათედრაზე. არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. გარდა ამისა, მას დამთავრებული აქვს სასულიერო აკადემია. არის ერთ-ერთი ძალზე მომზადებული სპეციალისტი - პროფესიონალი, რომელსაც აქვს მგალობლობისა და რეგენტობის გამოცდილება. წლების მანძილზე ატარებდა მასტერ - კლასებს მგალობლისა და რეგენტებისთვის, იჩენდა აქტივობას შემსრულებლობის სფეროშიც. მისთვის მით უფრო საკვირველია ის პრობლემები, რომელიც მას შეექმნა საკონკურსო ბარიერის გადალახვისას, როდესაც მისი საშემსრულებლო აქტივობა - მასტერკლასების ჩატარება, შეფასდა ნული ქულით. (ტომი II, ს.ფ 129-130).

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია გ------------–------ლის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის დეკანის, თ----- გ--------ას მოხსენებითი ბარათი, სადაც 2012 -2013 წლებში ჩატარებულ თბილისის სამგალობლო გუნდებთან შეხვედრის შესახებ მიუთითებს, რომ ამ შეხვედრებს ერქვა მასტერ - კლასები, თუმცა ისინი რამდენიმე სხვადასხვა ფუნქციით იყო დატვირთული, სადაც პრაქტიკულ სამაგალობლო მეცადინეობას გადამწყვეტი დრო არ ეთმობოდა. ამიტომ ამ შეხვედრებს სრული გაგებით მასტერ - კალსებს ვერ უწოდებს. იყო შემთხვევბი, როდესაც გუნდები საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრში კი არ იყვნენ დაბარებულნი, არამედ მას უსმენდნენ თავიანთ ტაძრებში - მსახურებაზე, შემდეგ მიდიოდნენ მათთან და ეუბნებოდნენ შენიშვნებს. აქ მასტერ - კლასების ფუნქცია კიდევ უფრო შემცირებული იყო. მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრებს მასტერ - კლასები იმიტომ დაერქვა, რომ ვერ მოიფიქრეს სხვა უფრო ზუსტი სახელი ამ აქტივობისთვის. მიუთითებს, რომ აქ ერთ - ერთი მთავარი იყო გუნდების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მოწმდებოდა რეპერტუარის შესაბამისობა ტრადიციულობასთან, მიდიოდა ახსნა - განმარტებითი მუშაობა ტრადიციული რეპერტუარის აუცილებლობის და სულიერი და მხატვრული ღირსებების შესახებ. ხდებოდა მგალობლების მოსმენა და მათ შესრულების შესახებ შენიშვნების მიცემა. ასევე გუნდებს ეძლეოდათ შემდგომი რეკომენდაციები. ყოველივე ამისთვის გათვალსიწინებული იყო 2 საათი დღეში. (ტომი II, ს.ფ 232-233).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მ----- ს-----–---–-ს პოზიციის მართებულობის დამადასტურებელი საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულების საპირისპიროდ, აპელანტი მიუთითებს შემდეგ მტკიცებულებებზე:

 

გ------------–------ლის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დ----- შ-----–--–---–ი თავის წერილში 2012-2013 წლებში ჩატარებულ სამგალობლო გუნდებთან შეხვედრებზე მიუთითებს, რომ ამ შემოწმებებისათვის "მასტერ - კლასები" გადამეტებული შეფასებაა. ეს უფრო კონსულტაციებს წარმოადგენდა. სამგალობლო გუნდებთან შეხვედრები თავისი არსით თბილისის ტაძრებში მოქმედი გუნდების სამგალობლო რეპერტუარის შემოწმებას წარმოადგენდა, რათა განსაზღვრულიყო გალობდა თუ არა ესა თუ ის გუნდი ტრადიციულ ქართულ საგალობლებს, ამავე დროს პირველადი კონსულტაცია ეწეოდა ქართული გალობის საშემსრულებლო თავისებურებათა თვალსაზრისით. მისივე განმარტებით, გუნდების შემოწმებას აწარმოებდნენ საპატრიარქოს გალობის ცენტრის წევრები, რომელთა შორის იყვნენ როგორც რეგენტები, ისე მგალობლები, მკვლევარები. ის კომპეტენცია, რომელიც საჭიროა შესრულებული გალობის ტრადიციულობის განსაზღვრისათვის ცენტრის ყველა წევრს გააჩნდა, მაგრამ ეს არ იძლევა საფუძველს ეწოდოს რეგენტი ან გუნდის ხელმძღვანელი, მითუმეტეს, ვისაც ასეთი პრაქტიკული გამოცდილება არასოდეს ჰქონია. მისივე განმარტებით, გალობის ცენტრის წევრების კომპეტენცია სრულიად საკმარისი იყო აღნიშნული შემოწმებების ჩასატარებლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩატარებული ღონისძიება საკმარისია საეკლესიო გალობის სფეროში მათი ყოველმხრივი პრაქტიკულ - საშემსრულებლო, ან თეორიულ - სამეცნიერო, პედაგოგიური თუ სხვა) კომპეტენციის რანგის სრულად განსაზღვრისათვის. (ტომი II, ს.ფ 235-236).

 

გ------------–------ლის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მესამე შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი ზ---– წ--------–ი თავის მოხსენებით ბარათში მიუთითებს, რომ შეხვედრები შეიცავდა მასტერკლასის ელემენტებს. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო გუნდის შემოწმება საშემსრულებლო და რეპერტუარის თვალსაზრისით. აღნიშნულ შეკრებებს მასტერ - კლასები ეწოდა სავარაუდოდ იმ მოტივით, რომ ზოგიერთი ექსპერტის მიერ აღნიშნული შეხვედრების მსვლელობის გარკვეულ ეტაპზე, ხდებოდა გუნდისთვის პედაგოგიური რჩევების მიცემა. მისივე განმარტებით, ყველა ექსპერტი, რომელიც მონაწილეობდა პროექტში, პოტენციურად შესაძლოა გამხდარიყო რეგენტი, თუმცა ტერმინი "რეგენტი" გულისხმობს გუნდის ხელმძღვანელობის პრაქტიკულ გამოცდილებას. (ტომი II, ს.ფ 238-239).

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების ხასიათიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება კომისიის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდა. კონკურსის პირობებში საკონკურსო კომისია ვალდებულია, კონკურსანტთა შორის არჩევანის გაკეთების გზით გამოავლინოს გამარჯვებული კონკურსანტები.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და ამ თვალსაზრისით იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების შემოწმებისას ვრცელდება გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობაზე და არა მიზანშეწონილობის ასპექტზე. სასამართლო კონტროლი შეეხება ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, ობიექტურობის საყოველთაო მასშტაბის დარღვევას, როდესაც აღნიშნული ეყრდნობა ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გამცდარ არასწორ გააზრებას.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები; შეაგროვოს ცნობები; მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; დანიშნოს ექსპერტიზა; გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამდენად, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, რა დროსაც უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რათა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად არ დარჩეს კითხვის ნიშნები და არ მოხდეს დაინტერესებული მხარის ინტერესის ან უფლების უკანონო ან დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახითაა წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია და კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები, რომ აღნიშნულით იგი შესაძლებელია შეიჭრას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში კი სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად წარმოებული მასალების განხილვისა და როგორც საქმის პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, საკონკურსო კომისიის მიერ არ მოხდა მ----- ს-----–---–-ს შეფასებისას საქმის გარემოებების სათანადო წესით, ყოველმხრივ გამოკვლევა, შესაბამისად შეფასება და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება, რის გამოც შეუძლებელია კონკურსის გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით წარმართვის ფაქტის დადგენა. ამასთან, საქმის განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ საკონკურსო კომისიის მიერ მითითებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულება შესაძლოა, მოსარჩელის მიმართ სხვაგვარი შედეგის დადგომის საფუძველი გამხდარიყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მ----- ს-----–---–-ს პოზიციის გამამყარებელი მტკიცებულებები გაცილებით მრავლად არსებობს, ვიდრე საპირისპირო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების მ----- ს-----–---–-ს ნაწილში ბათილად ცნობის, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის N1 სხდომის ოქმის მ----- ს-----–---–-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში ბათილად ცნობის ნაწილში.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს რა აქტის გაუქმებას სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ვერ მოხდება საკითხის არსებითად გადაწყვეტა, რადგან მოხელეთა პროფესიული უნარ - ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ. შემოწმება სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ ოფლებამოსილებას წარმოადგენს და დისკრეციას მიკუთვნებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტლების მიღება, დისკრეციაში შეჭრა, სცილდება სასამრთლო კომპეტენციას.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა საკითხი და მართებულად ცნო ბათილად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობის დაკავების საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის N1 სხდომის ოქმის მ----- ს-----–---–-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში, შესაბამის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის N- სდომის ოქმი და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მ----- ს-----–---–-ს მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

პალატა აქვე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობების (ასისტენტ-პროფესორის) დასაკავებლად 2015 წელს გამოცხადებული კონკურსის მე-2 ეტაპზე მ----- ს-----–---–-ს დაშვებისა და ახალი შემადგენლობით შექმნილი კომისიის მიერ საქმის განხილვის დავალების, ასევე კონკურსში მ----- ს-----–---–-ს ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის გამო კონსერვატორიისათვის მ----- ს-----–---–-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მ----- ს-----–---–-ს მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოეგიის 2017 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილშიც და განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სარჩელის მთლიანად ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აქვს მხარეს წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გადახდის საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით, კერძოდ, გაფორმებული ხელშეკრულებით და თანხის გადახდის ქვითრით დადგენილია, რომ მ----- ს-----–---–მა საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ გადაიხადა 1000 ლარი. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ამდენად, სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას უკან უნდა დაუბრუნდეს წარმომადგენლის ნ---------------ას (პ/ნ 0----------) მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სს ,,თიბისი ბანკში’’ 2017 წლის 18 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და 2017 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას უკან დაუბრუნდეს წარმომადგენლის ნ---------------ას (პ/ნ 0----------) მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სს ,,თიბისი ბანკში’’ 2017 წლის 18 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -