განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N30100117002199890
საქმე №1/ბ 534-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მსჯავრდებულ რ-------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-------------–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე,, პირადი №0----------, რეგისტრირებული: გ--------------–----------–ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-–----------------–---–--------------ში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით, რ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 და 16 ოქტომბრის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით ჯარიმა 4000(ოთხი ათასი)ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, რ-------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ რ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან 2018 წლის 27 მარტიდან.
რ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
-2017 წლის 06 ოქტომბერს, დაახლოებით 16:45 საათზე, ქ-------–--–-----–----------------------------ში რ-------------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა გ----------------ის კუთვნილ 160 ლარად ღირებულ ,,HTC“-ის ფირმის ,,DESIRE 626“ მოდელის მობილურ ტელეფონს.
-2017 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 19:20 საათზე, ქ-------–--–-----–----------------------------ში რ-------------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ს-------–-–---–ის კუთვნილ 1200 ლარად ღირებულ ,,SAMSUNG GALAXY S8”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს.
-2017 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ-------–--–-----–----------------------------ში რ-------------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დ-----------–------ის კუთვნილ 140 ლარად ღირებულ ,,HUAWEI HONOR”-ის ფირმის ,,CHM-U01” მოდელის მობილურ ტელეფონს.
- რ-------------–---–მა უკანონოდ შეიძინა და 2017 წლის 25 ოქტომბრამდე უკანონოდ შეინახა 799,75 გრამის ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა 2017 წლის 25 ოქტომბერს ქ. თ---–--–-----–-–----------------–---–-------------ის მიმდებარედ, ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცვეკმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რ-------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: გ----------------ის, ნ------------------–-ს, ი-------------–---–ის, ზ-------–-–-----ს, ნ------------–--ის, დ---------------ის, ი-–--------ის, გ-----------------ის, დ-----------–------ის, ს-------–-–---–ის, ვ-----------–---ის და ვ-–----–---–---ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, ამოღებული მობილური ტელეფონით, მობილური ტელეფონის ყუთით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, ქიმიური და საქონელმცოდნეობის ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაცვის მხარის მტკიცებით, მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართსაჯულების განხორციელებას და აქედან გამომდინარე, მის მიმართ გამოტანილი სასჯელი ზედმეტად მკაცრია.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამ არგუმენტაციას. მართალია მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაჩაული, მაგრამ პალატა მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის ხერხს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დანაშაულის სიმრავლეს და მსჯავრდებულის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებეის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება მიზანშეუწონელია და შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
გარდა ამისა, საქმეში არსებული თბილისის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 8 ივნისის წერილით დგინდება, რომ რ-------------–---–მა გორის რაიონული სასამართლოს 20 თებერვლის განაჩენით, სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის - 80 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - მოხდა დაასრულა 2017 წლის 6 ივნისს. არასრულწლოვანთა მართსაჯულების კოდექსის 12-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე. შესაბამისად, ახალი დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებული ნასამართლობის არ მქონედ ითვლებოდა და მას, საბოლოოდ სასაჯელი უნა განესაზღვროს არა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით, არამედ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
ამასთან, კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს საქმეზე დართული ნივთმტკიცებების საკითხი და ამ კუთხით ცვლილება უნდა შევიდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ-------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი რ-------------–---–ის მიმართ კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. რ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 და 16 ოქტომბრის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით ჯარიმა 4000(ოთხი ათასი)ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოსა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, რ-------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლთ თავისუფლების აღკვეთა.
4. რ-------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი)წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული, საქმიანობის უფლება აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
5. მსჯავრდებულ რ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 27 მარტიდან.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია;
7.ნივთმტკიცებები:
- „სამსუნგის“-ის, „ჰუავეის“ -ის და „HTC“-ის ფირმის მობილური ტელეფონები და მობილური ტელეფონების ყუთები (ინახება შსს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპერტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
- რ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანა“ (ინახება შსს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპერტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი