განაჩენი

სისხლის სამართლის 25.05.2018
საქმის ნომერი
200100116001378926
ინსტანცია
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2-----------------

საქმე №1ბ/317-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის, ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - დ----------–-----ის,მსჯავრდებულ - ზ--------------ის,ადვოკატ - გ------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ--------------ის ადვოკატ გ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ზ--------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი---დი №5----------, ნასამართლევი, მცხოვრები: ქ-------–------------–------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ზ--------------–--------–----------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ივნისის თვეში, ქ. ა-----აში ზ--------------ე ნ-----–---------–---–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ეტაპობრივად, 2015 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში, ქ. ა-----აში დაეუფლა ნ-----–---------–---–ის კუთვნილ ფულად თანხას ჯამში 1200 ლარის ოდენობით, რითიც ნ-----–---------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ზ--------------–--------–----------- 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ზაფხულში, ქ. ა-----აში ზ--------------ე თ---------------–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის დეკემბრის თვეში, ქ. ა-----აში დაეუფლა თ---------------–ის კუთვნილ ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით, რითიც თ---------------–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ზ--------------–--------–----------- 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ივნისის თვეში ქ. ა-----აში ზ--------------ე ე-–------------–---–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის 19 დეკემბერს, ქ. ა-----აში დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, რითიც ე-–------------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ზ--------------–--------–----------- 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის პერიოდში ქ. ა-----აში ზ--------------ე მ----------–-–---–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ეტაპობრივად 2015 წლის სექტემბრის და ნოემბრის თვეში, ქ. ა-----აში დაეუფლა მ----------–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას ჯამში 1968.16 ლარის ოდენობით, რითიც მ----------–-–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ზ--------------–--------–----------- 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ქ. ა-----აში ზ--------------ე ნ-------------–---–ს, რომელიც ვაჭრობდა ჭურჭლით, გაეცნო როგორც ი---, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის 06 ნოემბერს, ქ. ა-----აში დაეუფლა ნ-------------–---–ის კუთვნილ 145 ლარად ღირებულ ქვაბებს და 24 ლარად ღირებულ ჩაიდანს, ზ--------------ემ გამორთმეული ქვაბების და ჩაიდნის ღირებულებიდან 50 ლარი დაუბრუნა ნ-------------–---–ს, ხოლო დარჩენილი ფულადი თანხა აღარ გადაუხდია და ქ. ა-----იდან წავიდა გაურკვეველ მისამართზე, აღნიშნულით ნ-------------–---–ს მიადგა 119 ლარის ოდენობით ზიანი.

 

ზ--------------–--------–----------- 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ქ. ა-----აში ზ--------------ე ი----------–--ეს, რომელიც ვაჭრობდა ტანსაცმლით, გაეცნო როგორც ი---, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის 18 დეკემბერს, ქ. ა-----აში დაეუფლა ი----------–--ის კუთვნილ 55 ლარად ღირებულ სვიტრს და რამოდენიმე დღეში ქ. ა-----იდან წავიდა გაურკვეველ მისამართზე, აღნიშნულით ი----------–--ეს მიადგა 55 ლარის ოდენობით ზიანი.

 

ზ--------------–--------–----------- 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2014 წლის დეკემბრის თვეში, ქ. ა-----აში ზ--------------ე თ-------------–---–ს, რომელიც ვაჭრობდა სურსათით, გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის სექტემბრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით, ქ. ა-----აში დაეუფლა თ-------------–---–ის კუთვნილ 210 ლარად ღირებულ პროდუქტს და ქ. ა-----იდან წავიდა გაურკვეველ მისამართზე, აღნიშნულით თ-------------–---–ს მიადგა 210 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

 

ზ--------------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (თ---------------–ის ეპიზოდი) და გამართლდა.

 

ზ--------------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (თ-------------–---–ის ეპიზოდი) და გამართლდა.

 

ზ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ-------------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი----------–--ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ-----–---------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ----------–-–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ე-–------------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ზ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ზ--------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნითის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ზ--------------–--------–----------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ზ--------------ემ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ივნისის თვეში, ქ. ა-----აში ზ--------------ე ნ-----–---------–---–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ეტაპობრივად, 2015 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში, ქ. ა-----აში დაეუფლა ნ-----–---------–---–ის კუთვნილ ფულად თანხას ჯამში 1200 ლარის ოდენობით, რითიც ნ-----–---------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ზ--------------ემ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ივნისის თვეში ქ. ა-----აში ზ--------------ე ე-–------------–---–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის 19 დეკემბერს, ქ. ა-----აში დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, რითიც ე-–------------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ზ--------------ემ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის პერიოდში ქ. ა-----აში ზ--------------ე მ----------–-–---–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ეტაპობრივად 2015 წლის სექტემბრის და ნოემბრის თვეში, ქ. ა-----აში დაეუფლა მ----------–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას ჯამში 1968.16 ლარის ოდენობით, რითიც მ----------–-–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ზ--------------ემ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ქ. ა-----აში ზ--------------ე ნ-------------–---–ს, რომელიც ვაჭრობდა ჭურჭლით, გაეცნო როგორც ი---, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის 06 ნოემბერს, ქ. ა-----აში დაეუფლა ნ-------------–---–ის კუთვნილ 145 ლარად ღირებულ ქვაბებს და 24 ლარად ღირებულ ჩაიდანს, ზ--------------ემ გამორთმეული ქვაბების და ჩაიდნის ღირებულებიდან 50 ლარი დაუბრუნა ნ-------------–---–ს, ხოლო დარჩენილი ფულადი თანხა აღარ გადაუხდია და ქ. ა-----იდან წავიდა გაურკვეველ მისამართზე, აღნიშნულით ნ-------------–---–ს მიადგა 119 ლარის ოდენობით ზიანი.

 

ზ--------------ემ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ქ. ა-----აში ზ--------------ე ი----------–--ეს, რომელიც ვაჭრობდა ტანსაცმლით, გაეცნო როგორც ი---, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის 18 დეკემბერს, ქ. ა-----აში დაეუფლა ი----------–--ის კუთვნილ 55 ლარად ღირებულ სვიტრს და რამოდენიმე დღეში ქ. ა-----იდან წავიდა გაურკვეველ მისამართზე, აღნიშნულით ი----------–--ეს მიადგა 55 ლარის ოდენობით ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ--------------ის ადვოკატმა გ------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება და ზ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაცვის მხარის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს ზ--------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ზ--------------ეს ხუთივე დაზარალებულთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და მათ მიმართ გააჩნდა გარკვეული სახის ფულადი ვალდებულებები. თუმცა, მან ამ ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება დათქმულ დროსა და ვადებში ვერ შეძლო, რის გამოც მისი ქმედება არ უნდა იქნას შეფასებული როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა. ადვოკატი აპელირებს, რომ ზ--------------ის ქმედება წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის წესით დარეგულირებული ვალდებულებების დარღვევას, ვინაიდან მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაზარალებულთა ქონების დაუფლების მიზანი მათთან გარიგებაში შესვლის დროს მსჯავრდებულს არ ჰქონია. იგი თავიდან იმედოვნებდა, რომ აღებულ ვალებს ეტაპობრივად დაფარავდა, რადგან ქონდა სათანადო შემოსავალი, თუმცა მოგვიანებით მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ზ--------------ე დაზარალებულებს გაეცნო როგორც ი------------ი, აპელანტის განმარტებით, არც აქ იკვეთება მოტყუების და თაღლითობის ნიშნები, რადგან ზ----- სარგებლობს ორი სახელით, მას ახლობელთა გარკვეული წრე იცნობს, როგორც ი---ს, ხოლო ა-------ი არის მისი მეუღლის გვარი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად დაზარალებულები დადებითად ახასიათებენ ზ--------------ეს, ამ უკანასკნელს ბევრჯერ გაუწევია მათთვის დახმარება, ისე რომ სანაცვლოდ არანირი გასამრჯელო არ მოუთხოვია. დაზარალებულმა ე-–------------–---–მა განმარტა, რომ ზ-----ს მისგან რამდენჯერმე ჰქონდა თანხა ნასესხები, რომელსაც ბოლო პერიოდის გარდა, ყოველთვის სრულად უბრუნებდა. ხოლო თ---------------–ის განმარტები, იგი საერთოდ არ თვლის ზ--------------ეს დამნაშავედ და მისგან არაფერს არ ითხოვს, არ თვლის რომ ზ--------------ე დამნაშავეა. მსჯავრდებული დადებითად დაახასიათეს ასევე რესტორან ბ----------ის მესაკუთრემ და მენეჯერმაც. მათი განმარტებით, ზ--------------ე ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეოებს და მისით კმაყოფილები იყვნენ. ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულის ქ.ა-----იდან გადასვლაზეც და აღნიშნა, რომ ზ--------------ე ძალიან განიცდიდა შექმნილ ვითარებას, სცხვენოდა მოვალეების, რის გამოც ვეღარ შეძლო ა-----აში გაჩერება, თუმცა იგი კვალვ აგრძლებდა მუშაობას და პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაიხიდა ვალებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, ვინაიდან ზ--------------ის ქმედებებში არ იკვეთება წინასწარი განზრახვა მოტყუებით, სხვათა ქონების მართლსაწინაარმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, დაცვის მხარე ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ--------------ემ და ადვოკატმა გ------------–---–მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს. ასევე, დაცვის მხარემ ალტერნატივის სახით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (წარმოდგენილია ფორმა N IV-100/ა), მოითხოვა ზ--------------ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება.

 

პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, სასამართლო სხდომაზე სრული მოცულობით გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ზ--------------ის მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ზ--------------ის მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწემ ე-–------------–---–მა განმარტა, რომ ზ--------------ე გაიცნო 2015 წლის ზაფხულში, როგორც ი------------ი. ეს უკანასკნელი მასთან საუბარში ამბობდა, რომ იყო კარგი ადამიანი, ქონდა მოწესრიგებული ოჯახური მდგომარეობა და ყავდა შვილი, სახელად ა-----, რომელიც იყო ექიმი. მოწმის განმარტებით, ი------------მა ზაფხულის პერიოდში მისგან ორჯერ ისესხა თანხა, რაც დათქმულ დროს დააბრუნა. აღნიშნულის შემდეგ, 2015 წლის 19 დეკემბერს ი------------ი მივიდა მასთან სახლში და კვლავ სთხოვა ესესხებინა 300 ლარი. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ ე-–------------–---–ის მეუღლე - ა-–-------------------–---–ი და მისი შვილი - ნ-------------–---–ი. ვინაიდან იგი ენდობოდა ი---ს, სამი დღით ასესხა თანხა. ვადის გასვლის შემდეგ დაურეკა ი------------ს, რომელმაც განუმარტა, რომ თანხას მომდევნო დღეს დააბრუნებდა. მეორე დღეს კვლავ შეეცადა მასთან დაკავშირებას, მაგრამ აღმოაჩინა, რომ იგი გაპარული იყო ნაქი---ვები ბინიდან. როგორც ე-–------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, ი------------ს არასდროს უთქვამს, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი იყო ზ--------------ე.

 

ანალოგიური შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ა-–-------------------–---–მა და ნ-------------–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------–---–მა განმარტა, რომ ქ. ა-----აში მუშაობდა საჩუქრების მაღაზიაში. ი------------ის, როგორც შემდგომ აღმოჩნდა -ზ--------------ეს, მისი მაღაზიიდან ხში---დ მიქონდა საჩუქრები და საფასურსაც დროულად იხდიდა. 2015 წლის 06 ნოემბერსაც ზ--------------ემ მისგან წაიღო 145 ლარად ღირებული ქვაბების ნაკრები და 24 ლარად ღირებული ჩაიდანი. იგი დაპირდა, რომ ფულს გადაუხდიდა ორ თვეში, კერძოდ, ნახევარს ნოემბრის ბოლოს, ხოლო ნახევარს - დეკემბრის ბოლოს. ვინაიდან თვენახევრის გასვლის შემდეგ, კერძოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში ზ--------------ეს ვალი კვლავ არ ჰქონდა გადახდილი, მასთან თანხის დაბუნების შესახებ მოთხოვნა დააბარა მის მეგობარს - ხ------ას, რომელიც ზ--------------ესთან ერთად მუშაობდა რესტორანში. ამის შემდეგ მას ზ--------------ემ მიუტანა თანხის ნაწილი - 50 ლარი, ხოლო დარჩენილ თანხას - 119 ლარს შეჰპირდა, რომ მიუტანდა რამდენიმე დღეში. მოწმემ ორ-სამ დღეში გაიგო, რომ ი------------ი (იგივე ზ--------------ე) იყო წასული და მასთან არანაირი კონტაქტი აღარ ქონია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----------–--ემ განმარტა, რომ ქ. ა-----აში მუშაობს მაღაზიაში. ზ--------------ე გაიცნო, როგორც ი------------ი. ეს უკანასკნელი მუშაობდა ქ. ა-----აში ერთ-ერთ რესტორანში. 2015 წლის 18 დეკემბერს ი------------ი მივიდა მასთან მაღაზიაში და წაიღო 55 ლარად ღირებული ქალის „სვიტრი“, უთხრა, რომ თანხას გადაიხდიდა ორ დღეში, მაგრამ აღარ გადაუხდია. მოგვიანებით შეიტყო, რომ ი------------ი ა-----იდან იყო წასული. მოწმის განმარტებით, ზ--------------ემ მოატყუა, ვინაიდან დაპირდა, რომ ორ დრეში მიუტანდა ნივთის ღირებულებას და არ მიუტანა, ასევე მოატყუა ვინაობა, ვინაიდან გაეცნო სხვა სახელით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–---------–---–მა განმარტა, რომ 2015 წლის ივნისის თვეში, ქ.ა-----აში მისი შვილის მაღაზიაში გაიცნო ი------------ი, რომელიც მუშაობდა რესტორან ბ----------ში. იგი ასევე აცხობდა ხაჭაპურებს, რომელსაც რეალიზაციას უკეთებდა მისი შვილის მაღაზიაში. 2015 წლის ოქტომბრის თვეში დაუკავშირდა ი------------ი და ესესხა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ, 2015 წლის ნოემბერში ი------------მა კვლავ მოსთხოვა ფულადი თანხა 600 ლარის ოდენობით და უთხრა, რომ ხსენებული თანხით თბილისიდან ჩამოიტანდა ხინხკლის დანადგარს და საცხობს, რათა მაღაზიის გვერდით გაეხსნათ საცხობი. ი------------ი ეუბნებოდა, რომ თბილისში მის მეგობარს დაკეტილი ჰქონდა სახინკლე და იქიდან ჩამოიტანდა ქვაბებს. საერთო ჯამში ი------------მა მას ხინკლის დანადგარისა და საცხობისათვის გამოართვა 1000 ლარი, დანადგარები 2015 წლის 5 დეკემბრამდე უნდა ჩამოეტანა. მოწმის განმარტებით, ი------------ი ასევე ეუბნებოდა, რომ საბუთები ქონდა შეტანილი მეწარმეთ დარეგისტრირების თაობაზე. 2015 წლის 5 დეკემბრის შემდეგ იგი დაუკავშირდა ი------------ს და ჰკითხა თუ რატომ არ ჩაიტანა დანადგარები, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ დანადგარებს ჭირდებოდა გადაკეთება. საბოლოოდ ი------------ს დანადგარები არ ჩამუტანია და საერთოდ წავიდა ა-----იდან. მოწმემ დაადასტურა, რომ როგორც ი------------ი ეუბნებოდა, მას წ---–-----ოში ქონდა ბინა; ასევე ჰყავდა შვილი ა-----, რომელიც იყო ექიმი და მანქანით დადიოდა გამოკვლევების ჩასატარებლად; თავად ი------------იც ა-----აში ჩავიდა იმის გამო, რომ მისი შვილი გეგმავდა იქ ჩასვლას და მისთვის უნდა მიექცია ყურადღება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----------–-–---–მა განმარტა, რომ 2015 წელს მუშაობდა რესტორან ბ----------ში მიმტანად, სადაც გაიცნო იმავე რესტორნის მზარეული ი------------ი, როგორც შემდგომ აღმოჩნდა ზ--------------ე. მან (ზ--------------ემ) სთხოვა, რომ ბანკიდან გამოეტანა თანხა, რომელსაც თავად გადაიხდიდა. ამასთან განუმარტა, რომ მის პი---დობის მოწმობას ვადა ქონდა გასული, ხოლო ა-----აში ახალს ვერ აიღებდა, ვინაიდან თბილისში იყო ჩაწერილი. იგი დათანხმდა ი------------ის შეთავაზებას და სექტემბრის თვეში საქართველოს ბანკიდან აიღო კრედიტი 400 ლარის ოდენობით, სადაც ი------------ის მოთხოვნით საკონტაქტო ნომრად მიუთითა ამ უკანასკნელის ნომერი, რადგან კრედიტი უნდა დაეფარა პი---დად მას. ხსენებული თანხა ი------------ს აღარ გადაუხდია. გარდა ამისა, ი------------ს გადასცა მისი პი---დი ნომერი და პლასტიკური ბარათი, რომლითაც იგი (ი------------ი) იღებდა სწრაფ სესხებს, მაგრამ მის შეკითხვაზე - იყო თუ არა სესხი დამტკიცებული, პასუხობდა, რომ სესხი არ დაუმტკიცდა. მოგვიანებით ი------------ი მიიმალა და წავიდა ა-----იდან. მოწმემ განმარტა, რომ ჯამში ი------------ი მისგან მოტყუებით დაეუფლა ფულად თანხას 1968.16 ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------------–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქალაქ ა-----აში, სადაც მეზობლად გაიცნო ი------------ი და მასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ი------------ისათვის ხში---დ უსესხებია ფულადი თანხა, რაც ამ უკანასკნელს დაუბრუნებია. მოწმის განმარტებით, წელი ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ მიუთითა, რომ 20 დეკემბერს, ი------------ის გაქცევის წინა დღეს, მას ასესხა ორასი ლარი, რომელიც აღარ დაუბრუნებია. ამასთან უთხრა, რომ მეორე დღეს აპირებდა წასვლას და თანხა ამისთვის ესაჭიროებოდა. მას ი------------ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს და თვლის, რომ ი---ს იგი არ მოუტყუებია, ვინაიდან უთხრა, თუ რისთვისაც სჭირდებოდა თანხა. მოწმის განმარტებით, ზ-----ს რომ ეთხოვა, აჩუქებდა კიდეც ხსენებულ თანხას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქ. ა-----აში მაღაზიაში გამყიდველად. მან ბრალდებული გაეცნო, როგორც ი------------ი და მასთან ჩამოუყალიბდა კარგი ურთიერთობა. ი------------ი ქ. ა-----აში ცხოვრობდა ე-–---------ის ბინაში ქირით. მას მაღაზიიდან ნისიად მიჰქონდა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, რომლის ღირებულებასაც იხდიდა ხელფასის აღების დროს. ბოლოს ი------------ს წაღებული ჰქონდა 210 ლარის პროდუქტი, რომლის საფასურიც აღარ გადაუხდია, ისე წავიდა ა-----იდან. მოწმის განმარტებით, მაღაზიაში არის მხოლოდ გამყიდველი და პასუხისმგებელი პირი, ხოლო იქ განთავსებული პროდუქცია მის საკუთრებას არ წარმოადგენს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----------------მ განმარტა, რომ არის ზ--------------ის შვილი; მუშაობს კომპანია „ფირეფისი ჯორჯიაში“ აიტის თანამდებობაზე, ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფში და პროფესიით არის ტექნიკოსი (აიტი). მოწმემ აღნიშნა, რომ მას არასოდეს უმუშავია სამედიცინო სფეროში, იგი არ არის და არც ყოფილა ექიმი, არც მოძრავი ჰოსპიტალი ჰქონია არასდროს. ა---------------ის განმარტებით, იგი არ იცნობს ი------------ს და არ იცის, ზ--------------ე სარგებლობდა თუ არა როდესმე ამ სახელით და გვარით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–----------ემ განმარტა, რომ ზ--------------ე მას გაეცნო, როგორც ი------------ი. იგი მუშაობდა ქ. ა-----აში მდებარე რესტორან ,,ბ----------ში“ მზარეულად. ი------------ს მიაქი---ვა თავის კუთვნილი ბინა. როგორც მან უთხრა, იყო თბილისიდან და ყავდა ერთი შვილი, სახელად ა-----, რომელიც იყო ექიმი. მოწმის განმარტებით, ი------------ს არასდროს უხსენებია ზ--------------ე; 2015 წლის 21-22 დეკემბერს მან (ი------------მა) ისე დატოვა დაქი---ვებული ბინა, რომ მისთვის არაფერი დაუბარებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ო------------–---–მა განმარტა, რომ ქ. ა-----აში საკუთრებაში აქვს რესტორანი ,,ბ----------ი“, რომლის მენეჯერიც არის ბ---------------–---–ი, თავად კი რესტორანში იშვიათად მიდისხოლმე. ერთერთი მისვლისას სამზარეულოში ნახა უცნობი ქალბატონი, რაზეც მენეჯერს კითხა - თუ ვინ იყო იგი. ამ უკანასკნელმა კი უპასუხა, რომ იყო ახალი მზარეული ი------------ი. მოწმის განმარტებით, ი------------ი მუშაობდა გამომუშავებაზე და მისი ხელფასი თვეში მერყეობდა ხუთასიდან, შვიდას ლარამდე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ---------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქ. ა-----აში მდებარე რესტორან ,,ბ----------ში“ მენეჯერად. ზუსტი დრო არ ახსოვს, მასთან მივიდა ქალბატონი, გაეცნო, როგორც ი------------ი, უთხრა, რომ იყო მზარეული და ეძებდა სამსახურს. მან ი------------ი თავდაპირველად აიყვანა გამოსაცდელი ვადით. მოწმის განმარტებით, ი------------ი ხელფასს იღებდა გამომუშავებით, რაც არ აღემატებოდა ათას ლარს. ი------------ი სამსახურში ამბობდა, რომ ყავდა შვილი ა-----, რომელიც იყო ექიმი. მას ქონდა მოძრავი კლინიკა და ა-----აში გეგმავდა სამუშაოდ ჩასვლას. ი------------ს მოწმისათვის არასოდეს უთქვამს, რომ იყო ზ--------------ე.

 

2016 წლის 14 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ნ-------------–---–ის მიერ წარდგენილი ფურცლის ასლი, რითაც დგინდება, რომ „ი--- რესტორანს“ დარჩენილი აქვს დავალიანება 119 ლარი.

 

2016 წლის 14 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერებული იქნა ი----------–--ის მიერ წარდგენილი ფურცლის ასლი, რითაც დგინდება, რომ „ი--- რესტორანს“ აქვს დავალიანება 55 ლარი.

 

2016 წლის 28 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად მ----------–-–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი.

 

2016 წლის 29 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად თ-------------–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი.

 

2016 წლის 29 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად თ---------------–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი.

 

2016 წლის 29 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ე-–------------–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი.

 

2016 წლის 29 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ნ-----–- ა------–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი.

 

2016 წლის 29 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ნ-------------–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი.

 

2016 წლის 29 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ი----------–--ემ ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი.

 

2016 წლის 30 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ო-----------–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი.

 

2016 წლის 30 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ე-–----------ემ ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი.

 

2016 წლის 30 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ბ---------------–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 მაისის განაჩენით ზ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით, ზ--------------ეს 2012 წლს 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2013 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ზ--------------ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე 3 (რვა) თვითა და 1 (ერთი) დღით ადრე.

 

გათავისუფლების ცნობის თანახმად, ზ--------------ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 30 მაისს.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს, ქონდა თუ არა ზ--------------ის ქმედებაში ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან თაღლითობა, ე.ი მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის (2 ეპიზოდი) და იგივე ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (3ეპიზოდი).

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ზ--------------ეს დაზარალებულების: ნ-----–- ა------–---–ის, ე-–------------–---–ის, მ----------–-–---–ის, ნ-------------–---–ის და ი----------–--ის მიმართ ქონდა ფინანსური ვალდებულებები. აღნიშნული გარემოება არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს -აღნიშნული ფინანსური ვალდებულებების აღებისას ზ--------------ეს ქონდა თუ არა წინასწარ განზრახული, მოქალაქეთა კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, მოქედებდა თუ არა ის დაზარალებულებთან სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით, კერძოდ, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწიებით, შეიყვანა თუ არა დაზარალებულები შეცდომაში.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ არცერთმა მათგანმა არ იცოდა ზ--------------ის ნამდვილი სახელი და გვარი. ეს უკანასკნელი მათ გაეცნო როგორც ი------------ი და თითოეული მათგანი ურთიერთობაში შევიდა ი------------თან. ამ სახელით და გვარით იცნობდნენ მას დამსაქმებლებიც - რესტორან ,,ბ----------ის“ მესაკუთრე - ო------------–---–ი და მენეჯერი - ბ---------------–---–ი; ასევე, მის მიერ ნაქი---ვები ბინის მეპატრონე ე-–----------ეც. იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული სარგებლობდა ორი სახელით და გვარით, ასევე იგი გარკვეული სახის ურთიერთობაში იყო მოწმეებთან, უყვებოდა მათ მისი ცხოვრების, შვილის და ოჯახის შესახებ, საეჭვო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ასეთ ახლო ურთერთობაში მყოფ პირებთან არცერთხელ არ ახსენა ზ--------------ემ მისი ნამდვილი სახელი და გვარი. ამასთან, არა მხოლოდ ქ. ა-----აში მცხოვრები პირები, არამედ თავად მსჯავრდებულის შვილიც - მოწმე ა---------------- განმარტავს, რომ ვინ არის ი------------ი, არ იცის და მისთვის უცნობია დედამისი, ზ--------------ე თუ სარგებლობდა ამ სახელით და გვარით. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, თითქოს ზ--------------ეს ახლობლების გარკვეული წრე იცნობდა როგორც ი---ს, მაშინ როდესაც მისმა შვილმაც კი არ იცის, დედამისი თუ სარგებლობდა აღნიშნული სახელით. ასევე, მოწმე ა---------------- არ მიუთითებს, რომ ა-------ი ზ--------------ის მეუღლის გვარია. მოცემულ შემთხვევაში საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა მსჯავრდებულის პოზიციის გასამყარებლად და იმის დასადასტრებლად, რომ ა-------ი ნამდვილად არის ზ--------------ის მეუღლის გვარი და იგი საზოგადოების გარკვეულ წრესთან მაინც სარგებლობდა ი------------ის სახელით და გვარით.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

ზ--------------ის მიერ მოტყუებით, სხვისი ქონების მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზანს ადასტურებს ასევე ის გარემოება, რომ მან ქ. ა-----აში გაცნობილ პირებს მოატყუა მისი შვილი პროფესია, უთხრა, რომ იგი იყო ექიმი, ჰქონდა მოძრავი ჰოსპიტალი და ა-----აში აპირებდა ჩასვლას თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით. როგორც მოწმე ა----------------მ განმარტა, მას ნამდვილად ეძახიან ა-----ს, თუმცა ექიმი არასოდეს ყოფილა და არც მოძრავი ჰოსპიტალი ჰქონია არასდროს; იგი არის ტექნიკოსი (აიტი) და მუშაობს ამ პროფესიით.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ დაზარალებულები ე-–------------–---–ი და თ---------------–ი დადებითად ახასიათებენ ზ--------------ეს, პალატა განმარტავს, რომ ე-–------------–---–ის შემთხვევაში მსჯავრდებულმა გამოიყენა სწორედ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულისათვის დამახასიათებელი ხერხი და პირველ რიგში, ნდობაში შევიდა დაზარალებულთან - დაუბრუნა სესხის სახით აღებული თანხა, რის გამოც შემდგომში ადვილი გახდა ამ უკანასკნელის მოტყუება და მისი მხრიდან ზ--------------ისათვის ქონების ნებაყოფლობით გადაცემა. ხოლო თ---------------–ის ეპიზოდში ზ--------------ე გამართლებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორედ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, ვინაიდან თ---------------–ის განმარტებით, იგი არ თვლის რომ ზ--------------ემ მოატყუა და თაღლითურად დაეუფლა მის ქონებას.

 

ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ--------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის მიერ ზ--------------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი. არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ზ--------------ე არ მოქმედებადა წინასწარ განზრახული მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ქონებას. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ ალტერნატივის სახით დაცვის მხარის მოთხოვნა - მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს; ითვალისწინებს ასევე, მსჯავრდებულის ასაკს, მის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ ზ--------------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იქნება მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზ--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ცვლილება შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენში.

 

ზ--------------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (თ---------------–ის ეპიზოდი) და გამართლდეს.

 

ზ--------------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (თ-------------–---–ის ეპიზოდი) და გამართლდეს.

 

ზ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ნ-------------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი----------–--ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ნ-----–---------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მ----------–-–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ე-–------------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ზ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ზ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ივნისიდან.

 

ზ--------------იე მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე