განაჩენი

სისხლის სამართლის 01.06.2018
საქმის ნომერი
150100118002338044
ინსტანცია
თარიღი
01.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/ბ-449-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე

 

სხდომის მდივანი: ვახტანგ ლობჟანიძე

 

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გუ-----------ძე;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ტა-----–----–-----–--ლი;

 

მსჯავრდებული - თე---------–------------–-----–-------ნი (მონაწილეობის გარეშე) დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ნ----–-------------------------–----------------------------------------–----------------–-------------------------–---------–----

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის თანდასწრებით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირისა და ჩადენილი წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ, ასევე არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელი:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენით:

 

თე----------–--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით (2015 წლის რედაქცია).

 

თე----------–--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2015 წლის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2018 წლის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თე----------–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

სახელმწიფო ბრალდმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და თე----------–--------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. გასათვალისწინებელია თე----------–--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ქმედების განხორციელების ხერხი, დაზარალებულების ასაკი და მათ შორის არსებული დაძაბული გარემო, ასევე ჩადენილ დანაშაულთა ინტენსივობა. თე----------–--------ს მსჯავრი დაედო ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენაში, მან ფაქტობრივად უმიზეზოდ, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თავის არასრულწლოვან შვილებს, ასევე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულები არ შეურიგდნენ მსჯავრდებულს, არ აპირებენ მასთან შერიგებას და სურთ მამასთან ცხოვრება. მათ შორის არსებული დაძაბული ვითარება, ასევე წარსულში მსჯავრდებულ თე----------–--------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტები მიუთითებს, რომ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ არის გამართლებული.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტა-----–----–-----–--ლმა მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან თე----------–--------მა ითანამშრომლა გამოძიებასთან, მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები ცნო უდავოდ და მთლიანად დაეთანხმა გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი და ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ თე----------–--------ისათვის სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, რომ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათისათვის, ნინოწმინდის რაიონის სოფელ პ-----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში თე----------–--------მა არასრულწლოვანი შვილის სე---------–--------ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს - ნა----------------------–---------ბს. კერძოდ, ზა---------–--------ს ხელი და სახლის ფეხსაცმელი დაარტყა ხელებსა და ფეხებზე, ასევე მათი მიმართულებით გამიზნულად ისროლა მინის დოქი, რომელიც მოხვდა ნა---------–--------ს სახეში, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანება. თე----------–--------ის ქმედების შედეგად ნა----------------------–---------ბმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2015 წელს ახალქალაქში ცხოვრების დროს, საცხოვრებელ სახლში თე----------–--------მა არასრულწლოვან შვილს ზა---------–--------ს რამოდენიმეჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე ღუმელის საჩხრეკი დაარტყა ხელზე, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაზიანება მიიღო ხელზე.

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თე----------–--------ის დამნაშავეობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

განაჩენის შეცვლის და სასჯელის დამძიმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა, შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ-----------ძის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ თე----------–--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილება უნდა შევიდეს.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (2015 წლის რედაქცია) ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.

სააპელაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ თე----------–--------ისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ასევე ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს თე----------–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ქცევას დანაშაულის ჩადენის დროს და მის შემდეგ. თე----------–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეუწონლად მიიჩნია მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, რაც პირობით მოსახდელად უნდა განესაზღვროს.

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ თე----------–--------ის მიმართ არსებობს პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და მსჯავრდებულის გამოსწორება შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის შეფარდების გარეშეც, ვინაიდან მსჯავრდებულმა, რომელიც წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, აღიარა და მოინანია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულებრივი ქმედების ხასიათიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულებს კვლავ კონფლიქტური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან და არ არიან შერიგებულები, თე----------–--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აგრეთვე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მსჯავრდებულ თე----------–--------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ-----------ძის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება შევიდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ-----------ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენში თე----------–--------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

თე----------–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით (2015 წლის რედაქცია).

 

თე----------–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2015 წლის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2018 წლის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თე----------–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

თე----------–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

არასრულწლოვან დაზარალებულებს სე------ ნა----------------------–---------ბს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს განემარტოთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე