განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
330210017001775554
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001775554

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი 2018 წელი თბილისი

საქმე №2ბ/2028-18

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი – მ----- ლ---------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე -- ლ--–- ბ---------ი

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად პირველ ინსტანციაში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2017 წლის 24 იანვარს მოსარჩელის ლ--–- ბ---------ის წარმომადგენელმა გიორგი სუხიტაშვილმა სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ----- ლ---------–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ლ--–- ბ---------ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე თ---–------------------------------–----------------------ში 112.25 კვ.მ (პირველ სართულზე 55.44 კვ.მ და მეორე სართულზე 57.81 კვ.მ) ს/კ 0---------------. არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოპასუხე მხარე განაგრძობს ლ--–- ბ---------ის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების უკანონოდ ფლობას. მოპასუხე მ----- ლ---------–---–მა წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო.

 

2. მოცემულ საქმეზე, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 22 ნოემბერს, 11:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ--–- ბ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე მ----- ლ---------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: თ---–------------------------------–----------------------ში 112.25 კვ.მ (პირველ სართულზე 55.44 კვ.მ და მეორე სართულზე 57.81 კვ.მ) ს/კ 0--------------- და იგი თავისუფალ მდგომაროებაში გადაეცა მესაკუთრე ლ--–- ბ---------ს.

 

4. სასამართლომ მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს, კერძოდ, რომ ლ--–- ბ---------ი არის ქ------–--–----------------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ში 112.25 კვ.მ. ფართის მესაკუთრე, რომელსაც უკანონოდ ფლობს მოპასუხე მ----- ლ---------–---–ი. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლ--–- ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 311-312-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას, რის გამოც ლ--–- ბ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ქ------–--–-----------------------------ში მდებარე უძრავი ქონებიდან შენობა-ნაგებობა N1-ში მდებარე 112.25 კვ.მ. ფართი (პირველ სართულზე 55.44 კვ.მ და მეორე სართულზე 57.81 კვ.) გამოთხოვილი უნდა იქნას მ----- ლ---------–---–ის უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრე ლ--–- ბ---------ს.

 

5. 2017 წლის 22 თებერვალს მოპასუხე მ----- ლ---------–---–მა საჩივრით მომართა სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივრის ავტორის მითითებით, მხარე პროცესზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო. ნერვიულობის ნიადაგზე დაეწყო თავის ტკივილები, თავბრუსხვევა და გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა (პაციენტის სამედიცინო ბარათი N1--- ერთვის საჩივარს).

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განჩინებით მოპასუხე მ----- ლ---------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ----- ლ---------–---–მა. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობის უფლება მაშინ როდესაც არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება და არ ჩათვალა საპატიო გარემოებად მისი არ გამოცხადება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ და „ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება, რომ სასამართლო მოსამზადებელი სხდომა 2017 წლის 16 ნოემბერს გადაიდო მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და დაინიშნა 2017 წლის 22 ნოემბერს 11:00 საათზე. მ----- ლ---------–---–ს, რომელიც არ გამოცხადდა 16.11.2017 წლის სასამართლო სხდომაზე, სატელეფონო შეტყობინების საშუალებით ეცნობა, რომ სხდომა გადაიდო 2017 წლის 22 ნოემბერს, მას ასევე განემარტა გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგებიც (ს.ფ 49, ტომი 1).

 

2017 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მ----- ლ---------–---–ი და არც სასამართლოსათვის უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით. მან 2017 წლის 22 დეკემბერს საჩივართან ერთად წარმოადგინა სასწრაფო სამედიცინო დახმარებიდან ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ მოპასუხეს ნერვიულობის ნიადაგზე დაეწყო თავის ტკივილები, თავბრუსხვევა და გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა (პაციენტის სამედიცინო ბარათი N1--- ერთვის საჩივარს).

 

საპროცესო კანონმდებლობა ერთი მხრივ არ ზღუდავს მხარეთა შესაძლებლობას ამტკიცონ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო საფუძვლები, თუმცა მეორე მხრივ მითითებულ ნორმაში აკუმულირებული იმპერატიული დათქმების გათვალისწინებით, პროცესში მონაწილე მხარის აპელირება ავადმყოფობაზე, მხოლოდ იმ პირობებში შეიძლება იყოს სასამართლოს მიერ გაზიარებული, თუ დაცულია ორი კუმულაციური შინაარსის პირობა: ა) ავადმყოფობა დადატურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით და ბ) აღნიშნული დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს სასამართლოს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლს და განმარტავს ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების

წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოპასუხე, (აპელანტის) მიერ წარდგენილი იქნა საჩივართან ერთად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესახებ ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ სასამართლო სხდომის ჩატარების დღეს მხარე შეუძლოდ იყო, თუმცა ცნობაში მითითებული ავადმყოფის მდგომარეობას, სასამართლო ვერ მიიჩნევს სხდომაზე გამოუცხადებლობის ობიექტურ და შეუძლებელ მიზეზად, შესაბამისად, ვერც საპატიო მიზეზად. გარდა ამისა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც რომ პირველი სასამართლო სხდომა გადაიდო ასევე მოპასუხის შუამდგომლობით, იმავე მიზეზებითა და საფუძვლებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში.

 

10. სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება მოსარჩელე მხარე, მაგრამ არ გამოცხადდება მისი მოწინააღმდეგე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: ა.მოსარჩელე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე; ბ. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით; და გ. სარჩელში მითითებული და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლ--–- გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას და საქმის არსებითად განხილვისა უცილებლობას იმ განსხვავებით, რომ ასეთ დროს მოპასუხისაგან (მოწინააღმდეგე მხარისაგან) მტკიცებულებების მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს.

 

პალატა მიაჩნია რომ მოცემულ დავაზე სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი:

 

1. უძრავი ქონება, მდებარე თ---–------------------------------–----------------------ში 112.25 კვ.მ (პირველ სართულზე 55.44 კვ.მ და მეორე სართულზე 57.81 კვ.მ) ს/კ 0--------------- მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე ლ--–- ბ---------ი. საკუთრების უფლება დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან;

 

2. ლ--–- ბ---------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს, მდებარე, ქ. თ---–------------------------------–----------------------ში 112.25 კვ.მ (პირველ სართულზე 55.44 კვ.მ და მეორე სართულზე 57.81 კვ.მ) ს/კ 0--------------- ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე (აპელანტი) მ----- ლ---------–---–ი;

 

3. მ----- ლ---------–---–ის მფლობელობა უძრავ ნივთზე არის სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული.

 

11. პალატას მიაჩნია რომ რომ სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელს, კერძოდ:

 

11.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე თანახმად, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ეს ის შემთხვევაა, როცა უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება.

 

მითითებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, აღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს, რომ მოთხოვნის უფლება დამოკიდებულია ნივთზე საკუთრების უფლებაზე და მისი განხორციელება ნივთის მესაკუთრის უფლებამოსილებაა.

 

11.2 პალატა განმარტავს რომ, მოცემულ შემთხვევაში, საკითხი ეხება ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლების - საკუთრების უფლების დაცვასა და რეალიზაციას. საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელ უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმოების, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. (saqarTvelos sakonstitucio sasamarTlos 2007 wlis 2 uvlisis #1/2/384 gadawyvetileba saqmeze saqarTvelos moqalaqeebi daviT jimSeleiSvili, tariel gvetaZe da neli dalaliSvili saqarTvelos parlamentis winaaRmdeg samotivacio nawilis me-5 punqti.) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012); ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: “იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები “საკუთრება” და “საკუთრების გამოყენება”. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. № 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი); სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი N 1 ოქმის 1-ლი მუხლის მიხედით დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N 48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004 XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N 42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელს, ამდენად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელი წინაპირობა.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. საპროცესო ხარჯები: აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ----- ლ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე, დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე,ბესარიონ ტაბაღუა