განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2018
საქმის ნომერი
130100117002240206
ინსტანცია
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100117002240206

საქმე №1/ბ-120-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ოთარ ბუკიას, ეკატერინე ობოლაძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების - ბ----------------–---–-----------------

ადვოკატ - ი------------–----

მსჯავრდებულ - ნ----------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნ----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 16 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N4----------, საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----–--------------------–---–-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ნ----------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

სქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ნ----------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ნ----------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

ნ----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 03 ივლისს დილის საათებში, ქ-----–--------------------–---–-ში მდებარე ნ-----–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში ძალადობრივი დანაშაულისათვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ----------–---–მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა. მეუღლეს ა---------–---–ს და სიმამრს - ნ-----–-----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულთა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ნ----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სს კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2017 წლის 03 ივლისს დილის საათებში, ქ-----–--------------------–---–-ში მდებარე ნ-----–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში ძალადობრივი დანაშაულისათვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ----------–---–მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა. მეუღლეს ა---------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან იგი ემყარება კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით მოპოვებილ მტკიცებულებებს, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. აპელანტი მიუთითებს, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაული, მისმა ყოფილმა მეუღლემ არ მისცა შვილის მოფერების საშუალება, რის გამოც აგრესიული გახდა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაამტვრია სამზარეულოს კარის მინა და ჭურჭელი, მაგრამ ა---------–---–ს და ნ-----–-----------–---–ს ფიზიკურად არ შეხებია, რაც სასამართლოში დაკითხვისას თავადაც დაადასტურეს. რაც შეეხება მოწმეებს: ა----------–-–---–ს, ლ-–--------–---–ს და მ--–----------------ს, მათ მიერ მიცემული ჩვენებები ირიბია, ვინაიდან ისინი ქმედების თვითმხილველი მოწმეების არ არიან და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენების მიცემა არ შეუძლიათ. აპელანტის აზრით, არც 2017 წლის 6 ივლისს ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება ნ----------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ვინაიდან, დაზარალებული ა---------–---–ი აცხადებს, რომ ნ----------–---–ს მისთვის ფიზიკური დაზიანებები არ მიუყენებია. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის N1/1/548 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ერთი მტკიცებულებით არ შეიძლება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც თავისუფლების აღკვეთა უნდა ემყარებოდეს საკმარის და უტყუარ მტკიცებულებებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისი მეუღლეს ა---------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გონივრულ ეჭვს მირმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ნ----------–---–ის მიერ სიმამრის ნ-----–-----------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი და შესაბამისად ნ----------–---–ი ამ ბრალდებაში გამართლდა.

განაჩენი გასაჩივრებულ იქნა დაცვის მხარის მიერ და საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად პალატა საქმე იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

მსჯავრდებული ნ----------–---–ი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, იგი არ უარყოფს, რომ მიუხედავად მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერისა, რომლის თანახმად მას ეკრძალებოდა გარკვეული დროის განმავლობაში მეუღლესთან, ა---------–---–თან მიახლოება, შემთხვევის დღეს იგი თავისი 9 თვის შვილის სანახავად მივიდა სიმამრის ნ-----–-----------–---–ის სახლში, სადაც იმჟამად იმყოფებოდა მისი მეუღლე. მას ა---------–---–თან მოუხდა კონფლიქტი, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ აძლევდნენ შვილის მოფერების საშუალებას. ამაზე განერვიულდა და ა-- და ნ-----–-----------–---–ებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაამსხვრია ჭურჭელი და სამზარეულოს კარის მინა, მაგრამ არც მეუღლის და არც თავისი სიმამრის მიმართ რაიმე ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ანალოგიური ჩვენებები მისცეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ დაზარალებულებმა ა---------–---–მა და ნ-----–-----------–---–მა, კერძოდ, დაზარალებულმა ა---------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ნ----------–---–ი იმყოფებოდა შემაკავებელი ორდერის ქვეშ და აკრძალული ჰქონდა მასთან მიახლოება. შემთხვევის დღეს მამამისის სახლში მისი მისვლის გამო ძალიან განერვიულდა, მისი ყვირილის ხმაზე შეიკრიბნენ მეზობლები. შემდეგ კი ტელეფონით იხმო მამამისი ნ-----–-----------–---–ი, რომელიც ნ----------–---–ის მისვლის დროს სახლში არ იმყოფებოდა. მამის მისვლის შემდეგ ნ----------–---–სა და მამამისს შორის მოხდა „გაწევ-გამოწევა“, მაგრამ იქ მყოფმა პირებმა არ მისცეს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება და არც რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებიათ ერთმანეთისთვის. ა---------–---–მა განმარტა, რომ წინასწარ გამოძიებაში ნ----------–---–ის დანაშაულში მამხილებელი ჩვენება არ მიუცია, არც ექსპერტისთვის უთქვამს აღნიშნულის შესახებ. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ დაზიანებასთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ ბავშვის გამორთმევის მცდელობის დროს ნ----------–---–მა ოდნავ მოკიდა მას ხელი ყელის არეში, რა დროსაც ტკივილი არ განუცდია. აღნიშნული დაადასტურა ასევე დაზარალებულმა ნ-----–-----------–---–მა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ნ----------–---–ს მასთან არანაირი ფიზიკური შემხებლობა არ ჰქონია. მართალია, მათ შორის მოხდა კონფლიქტი შემაკავებელი ორდერის მოთხოვნის დარღვევის გამო, მაგრამ ეს კონფლიქტი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფარგლებს არ გასცილებია. ხოლო, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულ მის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ ასეთი არ შეესაბამება სინამდვილეს და რატომ დაწერა ექსპერტმა ასეთი დაზიანებები, მისთვის უცნობია.

 

დაზარალებულ ა-- და ნ-----–-----------–---–ების ჩვენებებს პალატა არ იზიარებს ა---------–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ნაწილში, ვინაიდან მათი ჩვენებები წინააღმდეგობაშია სასამართლოში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ:

მართალია, როგორც მსჯავრდებულმა ნ----------–---–მა, ასევე ა-- და ნ-----–-----------–---–ებმა უარყვეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, მაგრამ, სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ლ-–--------–---–ი, რომელიც არის ფაქტის უშუალო შემსწრე და რომელმაც განმარტა, რომ იგი ნ-----–-----------–---–ის ნათესავი და მეზობელია. 2017 წლის 03 ივლისს ნ-----–-----------–---–ის სახლიდან მოესმა ყვირილის ხმა და წავიდა იმი გასარკვევად თუ რა ხდებოდა. ადგილზე მისულს ეზოში დახვდა ნ----------–---–ი, რომელიც ეჩხუბებოდა ა---------–---–ს და სთხოვდა ბავშვის ნახვას. ა-- ეწინააღმდეგებოდა, რის შემდეგ შევიდა სახლში და ჩაკეტა კარი. ნ----------–---–მა ძალის გამოყენებით შეძლო სახლში შესვლა, სადაც გაგრძელდა ჩხუბი, რა დროსაც დაინახა თუ როგორ დაარტყა ხელი ნ----------–---–მა სახის არეში ა---------–---–ს.

 

დაზარალებულ ა---------–---–ს სხეულზე რომ ეტყობოდა ფიზიკური დაზიანების კვალი, დასტურდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 06 ივლისის N0-------- დასკვნით, რომლის თანახმად დადგენილია, რომ 2017 წლის 03 ივლისს ა---------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით.

გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტიზა უშუალოდ დაზარალებულ ა---------–---–ის მონაწილეობით ჩატარდა, რა დროსაც მისი პირადი გასინჯვის მონაცემებით დადგინდა, რომ კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა განივად მდებარე უსწორო ფორმის 1,5 X 0,3 სმ, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა. კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის 1,5 X 0,2 სმ ასეთივე ხასიათის სიხლჩაქცევა. მარცხენა მხრის ზემო მესამედში, უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის 0,8 X 0,3 სმ ზომის ასეთივე ხასიათის სისხლჩაქცევა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ მონაცემებში მითითებულ დროს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შესამოწმებელმა - ა---------–---–მა განმარტა, რომ ნ----------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, კისერში წაუჭირა ხელი, გონება არ დაუკარგავს.

მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მ--–----------------მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე იგი გაესაუბრა გამოსაკვლევ პირს, რა დროსაც ა---------–---–მა განუმარტა, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები მიაყენა მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ----------–---–მა.

პალატა ასევე მხედველობაში იღებს, რომ ნ----------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე პოლიციას შეატყობინა დაზალებულმა ა---------–---–მა. რაც დასტურდება მოწმე ა----------–-–---–ის ჩვენებით, რომელიც არის შსს ქარელის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი. კერძოდ, მისი ჩვენებით დადგენილია, ა---------–---–ის შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს დახვდათ ნამტირალევი ა---------–---–ი, დამსხვრეული მინის კარი, ჭურჭელი. ა---------–---–მა განუცხადა მათ, რომ ნ----------–---–მა მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და გამოთქვამდა უკმაყოფილებას შემაკავებელი ორდერის თაობაზე. მოწმემ აღნიშნა, რომ მანვე წარადგინა დაზარალებული ექსპერტიზის სამსახურში. ა---------–---–მა ჩვენების მიცემის დროს ამხილა ნ----------–---–ი მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში.

აღნიშნული დასტურდება ასევე ელსმენით შეტყობინების ოქმით და პატაკით, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ ქ-----–--------------------–---–-ში, ნ-----–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში ნ----------–---–მა, რომლის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, იჩხუბა და შეტყობინების ავტორი (ა---------–---–ი) ითხოვდა დახმარებას. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ნ----------–---–ი იქ არ დახვდათ, მიმალული იყო. ადგილზე გაირკვა, რომ ნ----------–---–მა იძალადა მის ყოფილ მეუღლეზე. ასევე დააზიანა სამზარეულოს სარკმელი და სხვადასხვა დასახელების ჭურჭელი.

2017 წლის 03 ივლისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ-----–--------------------–---–-ში, ნ-----–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლის სამზარეულოს მეტალოპლასმასის ორპირიანი მინა იყო ჩამტვრეული, ხოლო იატაკზე ეყარა სხვადასხვა დასახელების ჭურჭელი და საკვები. აღნიშნულს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მსჯავრდებულ ნ----------–---–ის და დაზარალებულთა ჩვენებები, საქმის სხვა მასალებთან ერთობლიობაში, არ არის სარწმუნო. აშკარაა დაზარალებულთა ლმობიერი დამოკიდებულება ნ----------–---–ის მიმართ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შემაკავებელი ორდერის არსებობამაც კი ვერ მოახდინა სათანადო გავლენა ნ----------–---–ზე.

პალატა მხედველობაში იღებს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავისუფალი ნება ხშირად პარალიზებულია სხვადასხვა ფაქტორებით: სიყვარულით, მიმტევებლობით, ნათესავების ზეწოლით, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალდის შიშით, შვილების მომავლზე ზრუნვით და სხვა გარემოებებით, რის გამოც დაზარალებულები ხშირად ბოლომდე ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, რაც შეიძლება მოგვიანებით ინანონ კიდეც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ----------–---–ის ბრალეულობას დაზარალებულ ა---------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ნ----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ნ----------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს ნ----------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩნით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან 2 (ორი) წლით თ/აღკვეთა და საბოლოოდ ნ----------–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ნ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან, 2017 წლის 06 ივლისიდან.

 

ნ----------–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე