განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2018
საქმის ნომერი
330100117001964306
ინსტანცია
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001964306

საქმე №1/ბ-569-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ--------------ის

მსჯავრდებულის: ს-------------ის

ადვოკატის: ვ-–--–--–-----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ს-------------ის მიმართ. ს-------------ე დაბადებულია 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №1----------), დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გუ-----------------–----------–-------–------------–--------------------------------------–-------------------–-----–-------–---–-----------------------------------–--

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” და „დ“ ქვეპუნქტებით, –

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-------------ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

ს-------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 24 მარტს, შ----------------------ს“ დისტრიბუტორმა ს-------------ემ სამსახურის ფირმის ოფისიდან, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ----------------–--–------, გაიტანა 6011,45 ლარის ღირებულების სარეალიზაციო პროდუქცია, რომლის რეალიზაციითაც ფასდაკლების გათვალისწინებით მიღებული თანხა 2017 წლის 26 მარტს უნდა მიეტანა შ----------------------ს“ ოფისში, რაც არ შეასრულა და მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფირმის კუთვნილი თანხა - 5973,95 ლარი, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. ს-------------ის ზემოაღნიშნული ქმედებით შ----------------------ს“ მიადგა მნივნელოვანი მატერიალური ზიანი 5973,95 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

 

ს-------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა მატერიალურ პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–----------ამ.

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით. სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნს შესახებ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა სასჯელის დამძიმებაში, ჯარიმის ოდენობის გაზრდას თუ სასჯელის სხვა სახეს.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ს-------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის კუთხით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს-------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: ნ---------------------–-–---–--------–----------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, თვით ს-------------ის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმით, შ----------------------დან“ ამოღებული დოკუმენტაციით, დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს-------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება. ზემოხსენებული მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებზე.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ოდენობის გაზრდის საფუძვლებად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ს-------------ეს ჩადენილი აქვს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მიერ ჩადენილმა ქმედებამ ზიანის სახით შეადგინა 5973,95 ლარი. ამასთან, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი სრულად არ არის ანაზღაურებული. აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, არგუმენტები საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის დისპოზიციით (თავისი მაკვალიფიცირებელი გარემოებებით) გათვალისწინებული ქმედებებია, რომელთა ჩადენისთვისაც გასამართლდა ს-------------ე და მსჯავრი დაედო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, რაც ვერ მოახდენს გავლენას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომის გამკაცრებაზე. ასევე სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ნაწილი მსჯავრდებულის მიერ ჯერ კიდევ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს ანაზღაურებული იქნა. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას კი დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზარალებული ორგანიზაციისთვის მიყენებული ზიანის ნაწილის ანაზღაურების დამადასტურებელი ქვითრები, რაც ადასტურებს მსჯავრდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ და მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი.

 

დაცვის მხარემ ბრალდებს მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ ს-------------ის მიერ ჩადენილი ინკრიმინირებული ქმედება გამოწვეული იყო მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობით. ცხოვრობს ქირით, ,,-----------------ში“ რამდენიმეთვიანი მუშაობის განმავლობაში შრომის გასამრჯელო არ მისცეს, რაზედაც დავა დღეისმდგომარეობით კვლავ მიმდინარეობს. ჰყავს სიმსივნით დაავადებული დედა, რომელიც იმ პერიოდში იყო საოპერაციო, ჰყავს უმუშევარი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ნსამართლობა არა აქვს, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ცდილობს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი სრულად აანაზღაუროს და ამისთვის ნაწილ-ნაწილ ახდენს ზარალის გასტუმრებას. სწორედ ამგვარი პირობების არსებობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა. საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის სანქცია ჯარიმასთან ან თავისუფლების აღკვეთასთან ერთად სავალდებულო წესით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ს-------------ეს დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა მატერიალურ პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დამნაშავეს ისე უნიშნავს სამართლიან სასჯელს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ს-------------ის შემამსუბუქებელი გარემოებები, მისი წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, მისი ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთებით კი მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის აზრით, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ მიზნების შესრულებას უზრუნველყოფს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი ს-------------ის მიმართ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის თვალსაზრისით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც ქ. თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი ს-------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი ს-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ს-------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ს-------------ეს საქართველოს სს-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას მატერიალურ პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ს-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით და ვადებში.

მსჯავრდებულ ს-------------ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე