განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2018
საქმის ნომერი
080210016001526900
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080-100-600-526900

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 2/ბ-1206-16 0- მაისი 20-8 წელი ქ.ქ-------ი

 

ქ-------ის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - გ------ი ს-----ე რ--------- ხუ--–--–--ა, მ------ მა------ე თ------ი ს-----ე მ--–------ გო--------ე

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 20-7 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ნოტარიუს ვლ------რ ჭო------–--ის მიერ, 20-5 წლის 06 მარტს გაცემულ სამკვიდრო მოწმეობაში ცვლილების შეტანა და ჯ----– ს-----ის დანაშთი უძრავი ქონების, ქ. ქ-------ში, ბ------ის ქ. მე-2-–-----------ის ½ წილზე, გ------ი ს-----ის მესაკუთრედ ცნობა

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე არის მისი ძმა. 20-- წლის 28 ივნისს გარდაიცვალა მათი მამა-ჯ----–ი ს-----ე, რომლის სახელზეც ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე, ქ. ქ-------ი, ბ------ის ქ. მ----–------------- მამის დაკრძალვის შემდეგ საფლავის მოწყობის ხარჯები მთლიანად გაიღო გ------ი ს-----ემ.

მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღეს პირველი რიგის მემკვიდრეებმა - გ------ი ს-----ემ და თ------ი ს-----ემ. მემკვიდრეებს წლების მანძილზე ერთმანეთთან სადავო არ ჰქონიათ.

მოსარჩელე იმყოფებოდა სამუშაოდ ის-----–ში. საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში იგი საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებს - დედას, ძმას და რძალს ყოველთვის უგზავნიდა გზავნილებს და უწევდა მათ ფინანსურ დახმარებას.

20-6 წლის ზაფხულში, როდესაც გ------ი ს-----ე ჩამოვიდა საქართველოში და მივიდა მამის დანაშთ ბინაში, ერთადერთ საცხოვრებელში, მისმა ძმამ (მოპასუხემ) სახლში არ შეუშვა და განუცხადა, რომ ბინა მისი საკუთრება იყო.

საჯარო რეესტრში ამონაწერის მიღების შემდეგ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა სამკვიდრო მოწმობის არსებობის და სამკვიდრო ქონების მთლიანად მოპასუხის სახელზე აღრიცხვის შესახებ.

მოპასუხემ და დედამ -ნ----- ს-----ემ ნოტარიუსი შეიყვანეს შეცდომაში, დაუმალეს სხვა მემკვიდრის (გ------ი ს-----ის) არსებობა, ამასთან დედამ უარი განაცხადა სამკვდრო წილის მიღებაზე და თ------ ს-----ემ მთლიანად მიიღო გარდაცვლილი მამის სახელზე არსებული უძრავი ქონება.

მოსარჩელის განმარტებით, მას ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს სამკვიდრო. ის ცხოვრობდა და ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც გარდაიცვალა მისი მამა - ჯ----–ი ს-----ე. გარდა ამისა, დაუფლებულია გარდაცვლილი მამის კუთვნილ მოძრავ ნივთებს. მას საქართველოში სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. მისი პირადი ნივთებიც აქვს ხსენებულ სახლში, რომლებზედაც ოჯახის წევრებთან დაძაბულობის შემდეგ ხელი აღარ მიუწვდება.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არც 6 თვის განმავლობაში მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით და არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. გ------ი ს-----ის (წარმომადგენელი: მ------ მა------ე, გ-- გუ-------ე) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. გ------ი ს-----ეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 750 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი - 50 ლარის ოდენობით ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; 3. გაუქმდეს, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისაგან გათავისუფლდეს თ------ი ს-----ის (პ/ნ 6----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ-------ი, ბ------ის ქ. მე-2 შესახვევი №-, ბ. №- საკადასტრო კოდი №--.0-.0-.0--.0-.0--. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. გ------ი ს-----ე და თ------ი ს-----ე არიან ძმები, ჯ----–ი ს-----ის შვილები და პირველი რიგის მემკვიდრეები. მამკვიდრებელი ჯ----–ი ს-----ე გარდაიცვალა 20-- წლის 28 ივნისს. 2.2. ჯ----–ი ს-----ის სამკვიდროს შეადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ-------ი, ბ------ის ქ. მ----–------------- რომელიც ნოტარიუს ვლ------რ ჭო------–--ის მიერ 20-5 წლის 06 მარტს შედგენილი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში მიიღო თ------ი ს-----ემ. 2.3. ჯ----–ი ს-----ის პირველი რიგის მემკვიდრემ, მეუღლემ - ნ----- ს-----ემ უარი განაცხადა დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღებაზე და სადავო უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ-------ი, ბ------ის ქ. მ----–------------ ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0-- ირიცხება მოპასუხე თ------ი ს-----ის საკუთრებად. 2.4. გ------ი ს-----ის რეგისტრაციის ადგილია ქ. ქ-------ი, მ. ბ------ის მე-2 შეს. N--------. 2.5. სსიპ საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გ------ი ს-----ის საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ინფორმაციის თანახმად, გ------ი ს-----ემ (იგივე გ------ი ბე---ე და ალ---ი ს-----ე) დაბ. 13/11/1--- წ. პ/ნ 6----------, ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტი“-ს გავლით, საქართველოს საზღვარი გადაკვეთა 2004 წლის 17 აგვისტოს და გადმოკვეთა (საქართველოში დაბრუნდა) 2007 წლის 27 ივლისს, ხოლო 20-- წლის განმავლობაში საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტები არ უფიქსირდება. 2.6. მოწმედ დაკითხულმა ქ------- ალ-----ემ (მოსარჩელის მეუღლის ბიცოლა) განმარტა, რომ ჯ----–ი ს-----ის დაკრძალვის ხარჯები გაიღო მოსარჩელემ. გ------ი ს-----ე მამის გასვენებას და ორმოცს არ დასწრებია, რადგან იმყოფებოდა საზღვარგარეთ, თუმცა მისი გარდაცვალებიდან დაახლოებით 4-5-6 თვის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. მისივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ახსოვს იმიტომ, რომ თანხა დასჭირდა და ისესხა მოსარჩელისგან. 2.7. მოწმედ დაკითხულმა ნ-----–- სი----ემ (მოსარჩელის სიდედრი) მიუთითა, რომ გ------ი ს-----ე მამის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა 3 თუ 4 ნოემბერს. აღნიშნული ახსოვს, რადგან 13 ნოემბერს მოსარჩელეს აქვს დაბადების დღე და აჩუქა საჩუქარი. მისივე განმარტებით, გ------ი ს-----ის საცხოვრებლად მიაჩნია ქ-------ში, ბ------ეზე მდებარე ბინა, ხოლო ფაქტობრივი ფლობით დაუფლებაზე ინფორმაცია არ აქვს. 2.8. მოწმედ დაკითხულმა ა----- სი----ემ (მოსარჩელის ცოლის ბიძა) მიუთითა, გ------ი ს-----ე ნახა ორმოცამდე, ნოემბერში, რადგან ჩამოსული იყო დეპორტით, თუმცა წელი არ ახსოვს. ქონების ფაქტობრივად დაუფლებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ძმებს თანაბრად ეკუთვნის. 2.9. მოწმედ დაკითხულმა თ--–---- სი----ემ (მოსარჩელის მამიდა) მიუთითა, რომ გ------ი ს-----ე უვლიდა და თანხას უგზავნიდა მამას, თუმცა მისი გარდაცვალების დროს საქართველოში არ ყოფილა. მისივე განმარტებით, გ------ი ს-----ე ამბობდა, რომ მისი წილიც თ------ (თ------ ს-----ეს) ეკუთვნოდა. 2.10. მოწმედ დაკითხულმა ნ---- აფ----------ემ (მოსარჩელის ბიძაშვილი) განმარტა, რომ გ------ი ს-----ე მამის დაკრძალვაზე და ორმოცზე არ ყოფილა. ჩამოვიდა 4-5 თვეში მამის გარდაცვალებიდან. მისივე განმარტებით, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილია ქ. ქ-------ში, ბ------ის ქუჩაზე მდებარე სახლი. მოსარჩელე თავის ნივთებს იქ ინახავდა. მიაჩნია, რომ სახლი ეკუთვნის ორივეს. 2.11. მოწმედ დაკითხულმა თ-- სი----ემ (მოსარჩელის მეუღლე) განმარტა, რომ გ------ი ს-----ე მამის დაკრძალვის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა 5-6 ნოემბერს. მას ჰქონდა საკუთარი საძინებელი და ნივთები ბ------ის ქუჩაზე მდებარე სახლში. მიუთითა, რომ აღნიშნულით დასტურდება გ------ი ს-----ის მიერ ქონების დაუფლების ფაქტი. 2.12. მოწმედ დაკითხულმა ნ----- კო------ემ (მოპასუხის ბიძაშვილის ცოლი) განმარტა, რომ გ------ი ს-----ე არ დაუფლებია ქონებას. ხოლო თ------ ს-----ემ გააკეთა რემონტი. თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, რომ თ----- (თ------ ს-----ე) იცხოვრებდა სადავო სახლში. მოსარჩელე, მამის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. 2.13. მოწმედ დაკითხულმა გ------ი ს-----ემ (მოპასუხის ბიძაშვილი) განმარტა, რომ გ------ი ს-----ე არ იმყოფებოდა არც მამის დაკრძალვაზე და არც ორმოცსა და წლისთავზე, რადგან მოსარჩელე ნახა 2009 ან 20-1 წელს. დაკრძალვის ხარჯები გაიღო გ------ი ს-----ის და თ------ი ს-----ის დედამ. 2.1-. მოწმედ დაკითხულმა ლ--–- ბე---ემ (მოპასუხისბიძაშვილი) განმარტა, რომ გ------ი ს-----ე საქართველოში ნახა მამის წლისთავის შემდეგ. მისივე განმარტებით. გ------ი ს-----ის შენაძენი რაიმე ოჯახში არ არის. დაკრძალვის ხარჯები გაიღო გ------ი ს-----ის და თ------ი ს-----ის დედამ. 2.15. მოწმედ დაკითხულმა ლ------ გი-------–--ემ (მოპასუხის მამიდაშვილი) განმარტა, რომ გ------ი ს-----ე არ ესწრებოდა მამის დაკრძალვას. ასევე, ორმოცს, 6 თვის თავს და წლისთავზეც არ უნახავს. საქართველოში ჩამოვიდა წლისთავის შემდეგ. ხოლო ჯ----–ი ს-----ის დაკრძალვა თავიანთ თავზე აიღეს თ------ ს-----ემ და მისმა დედამ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.16. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1306.1-ე, 1319-ე, 1320-ე, 1336-ე, 1-21-ე, 1-24-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა: გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით (1306.1 მუხლი). სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად (1319 მუხლი). სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე (1320 მუხლი). მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო (1-21 მუხლი). სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან (1-24 მუხლი) დადგენილია, რომ ქ. ქ-------ი, მ. ბ------ის ქ. მ----–-------------ში არსებული სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ჯ----–ი ს-----ე. იგი გარდაიცვალა 20-- წლის 28 ივნისს. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რომლის მიღებაც მის მემკვიდრეებს შეეძლოთ, როგორც კანონით გათვალისწინებული საფუძვლით, ისე ანდერძით. 2.17. მტკიცებულებათა გამოკვლევით სასამართლომ დაადგინდა, რომ ჯ----–ი ს-----ის გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში არცერთ მემკვიდრეს სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს და მემკვიდრეობის მიღება და სამკვიდრო მოწმობის გაცემა არ მოუთხოვია. ჯ----–ი ს-----ის პირველი რიგის მემკვიდრემ-მეუღლე ნ----- ს-----ემ ნოტარიუსთან წერილობითი განცხადებით უარი განაცხადა ჯ----–ი ს-----ის სამკვიდრო ქონების მიღებაზე. თ------ი ს-----ემ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 20-5 წლის 6 მარტს. ნოტარიუსმა დადგენილად მიიჩნია, რომ მას სამკვიდრო ქონება მიღებული ჰქონდა მფლობელობის გზით და მის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა. 2.18. სასამართლომ მიიჩნია რომ გ------ი ს-----ეს სამკვიდრო ქონების მისაღებად ჯ----–ი ს-----ის გარდაცვალებიდან არც 6 თვის განმავლობაში და არც მას შემდეგ ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია სამკვიდრო მოწმობის გაცემა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო მოწმობის გაცემა არ მოუთხოვია. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ კი დაკარგა უფლება სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მიმართოს ნოტარიუსს ამ ვადის აღდგენის გარეშე. 2.19. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს ნოტარიუსზე მიმართვის გარეშეც შეეძლო სამკვიდროს მიღება. მას მემკვიდრეობა მიღებულად ჩაეთვლებოდა, თუ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლებოდა და შეუდგებოდა მის მართვას. მოსარჩელეს საქმის განხილვის პროცესში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ მან, მამის სამკვიდრო, ქ. ქ-------ი, ბ------ის ქ. მ----–-------------ში მდებარე უძრავი ქონება მემკვიდრეობით მიიღო. ამ გარემოებათა დამტკიცება შეეძლო მოწმეების განმარტებით, კომუნალური ხარჯების დაფარვის მტკიცებულებებით, ან ქონების მფლობელობის განმსაზღვრელი სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, განსახილველი კატეგორიის დავებისათვის დამახასიათებელი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის (მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება) შესაძლოა უფრო დამაჯერებელი ნათესავის მიერ მიცემული ჩვენება იყოს, ვიდრე მეზობლის მიერ მიცემული ჩვენება, ვინაიდან საქმე ეხება ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობას, რომელიც როგორც წესი, ნათესავისათვის უფრო კარგადაა ცნობილი, ვიდრე მეზობლისათვის. 2.20. მოსარჩელემ, მის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღების დასამტკიცებლად წარმოადგინა ცნობა რეგისტრაციის შესახებ და მოწმეების: ქ------- ალ-----ის, ნ-----–- სი----ის, ა----- სი----ის, თ--–---- სი----ის, ნ---- აფ----------ის და თ-- სი----ის ჩვენებები, რომელთაც ვერ მიუთითეს მოსარჩელის მიერ, დანაშთი სამკვიდრო ქონების 6 თვის ვადაში ფაქტობრივ დაუფლებაზე. კერძოდ, აღნიშნულმა მოწმეებმა ვერ მიუთითეს, თუ რაში გამოიხატა მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება. შესაბამისად, დასახელებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მის მიერ ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღების ფაქტი. 2.21. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა: ნ----- კო------ის, გ------ი ს-----ის, ლ--–- ბე---ის და ლ------ გი-------–--ის ჩვენებებით, ასევე, სსიპ საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გ------ი ს-----ის საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობით დადასტურდა მოსარჩელის არგუმენტების საწინააღმდეგო გარემოება, რომ იგი სამკვიდრო ქონებას სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში, არათუ ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია, არამედ საერთოდ საქართველოს საზღვრის კვეთისა და საქართველოში ყოფნის ფაქტები არ უფიქსირდება. შესაძლებელია მოსარჩელეს კავშირი ჰქონდა სამკვიდრო ქონებასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს ფაქტობრივი მფლობელობით ქონების დაუფლებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საზღვრის კვეთის დოკუმენტს, მართალია დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არ ფიქსირდება 20-- წლის განმავლობაში საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტები, თუმცა მასში მითითებული არ არის როდის შემოვიდა და და გავიდა საქართველოდან გ------ი ს-----ე. ამდენად აღნიშნული დოკუმენტი ვერ გამოდგება იმის მტკიცებად, რომ მამის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში გ.ს-----ეს ფაქტობრივად არ მიუღია სამკვიდრო. 3.2. მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ გ. ს-----ის მიერ სამკვიდროს ნაწილის ფაქტობრივად მიღებას სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარე თავადვე აფიქსირებდა, აღნიშნული კი სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, საკმარისი მტკიცებულებაა მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანისათვის. 3.3. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმე ქ------- ალ-----ემ დაადასტურა, რომ მამის გარდაცვალებიდან დაახლოებით 4 თვის შემდეგ, გ.ს-----ე იმყოფებოდა საქართველოში და მისგან გარკვეული თანხა ისესხა; მოწმე ნ-----–- სი----ემ დაადასტურა, რომ გ.ს-----ე საქართველოში მამის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა 3 თუ 4 ნოემბერს, ხოლო 13 ნოემბერს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქარი გადაცა; მოწმე ა----- სი----ე მიუთითებს რომ მამის გარდაცვალების შემდეგ გ.ს-----ე ნოემბერში ნახა, რადგან დეპორტით იყო ჩამოსული; მოწმე ნ---- აფ----------ის ჩვენებით, მამის გარდაცვალებიდან 4-5 თვეში გ.ს-----ე ჩამოვიდა საქართველოში და ცხოვრობდა ბ------ის ქუჩაზე მამის ყოფილ საცხოვრებელ სახლში, რადგან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა; მოწმე თ-- სი----ის განმარტებით გ.ს-----ე საქართველოში ჩამოვიდა მამის გარდაცვალების შემდეგ, 5-6 ნოემბერს. ბ------ის ქუჩაზე მამის საცხოვრებელში ჰქონდა საკუთარი საძინებელი და ნივთები. აღნიშნული მოწმეების ჩვენებების ანალიზის მიხედვით, რომელთა ნაწილი ნათესავები იყვნენ და დეტალურად ასახავდნენ საქმის გარემოებებს, სასამართლოს დადგენილად უნდა ჩაეთვალა გ.ს-----ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტი. 3.4. ვინაიდან სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას, რის გამოც არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა აღნიშნული გარემოება გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. გ------ი ს-----ე და თ------ი ს-----ე არიან ძმები, ჯ----–ი ს-----ის შვილები და პირველი რიგის მემკვიდრეები. მამკვიდრებელი ჯ----–ი ს-----ე გარდაიცვალა 20-- წლის 28 ივნისს. მისი გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდროს მიღების მოთხოვნით ნოტარიუსისათვის არცერთ მემკვიდრეს არ მიუმართავს. 4.2. ჯ----–ი ს-----ის სამკვიდროს შეადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ-------ი, ბ------ის ქ.------–-------------. (ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--). 20-5 წლის 06 მარტს ჯ----–ი ს-----ის პირველი რიგის მემკვიდრემ, მეუღლემ - ნ----- ს-----ემ ნოტარიუსთან წერილობით განაცხადა, რომ დანაშთი სამკვიდრო ქონება არ მიუღია (ს.ფ.22), ხოლო შვილმა თ------ ს-----ემ განაცხადა, რომ ერთდერთ სამკვიდროს მიმღებ მეკვიდრეს წარმოადგენდა და სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვა. მისი განცხადების შესაბამისად, ნოტარიუს ვლ------რ ჭო------–--ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზე, თ.ს-----ემ საკუთრებაში მიიღო და აღირიცხა ჯ----–ი ს-----ის სამკვიდრო (ს.ფ.23-29). 4.3. ქ-------ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ გ------ი ს-----ე 2000 წლის 19 სექტემბრიდან-20-0 წლის 16 ივნისამდე რეგისტრირებული იყო ქ. ქ-------ი, მ. ბ------ის მე-2 შეს. N---------ში, ხოლო 2010 წლის 16 ივნისიდან- ის-----–ის სახელმწიფოში. (ს.ფ.16-21) 4.4. სსიპ საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, 20-7 წლის 09 ივნისს, გ------ი ს-----ის საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ინფორმაციის თანახმად, გ------ი ს-----ეს (იგივე გ------ი ბე---ე და ალ---ი ს-----ე) დაბ. 13/11/1--- წ. პ/ნ 6----------, 2005 წლის 01 იანვრიდან-2015 წლის 31 დეკემბრამდე საზღვრის კვეთა უფიქსირდება ს.ს.კ.გ. „სარფის“ და ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტი“-ს გავლით. აღნიშნული ცნობის თანახმად, ალ---ი ს-----ე საქართველოში შემოვიდა 2007 წლის 27 ივლისს, თუმცა ამ დრომდე როდის გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, ცნობაში დაფიქსირებული არ არის. (ს.ფ.95-97). 4.5. სსიპ საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, 2017 წლის 09 ივნისს გ------ი ს-----ის საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ინფორმაციის თანახმად, გ------ი ს-----ეს (იგივე გ------ი ბე---ე და ალ---ი ს-----ე) დაბ. 13/11/1--- წ. პ/ნ 6----------, მცხ. ის-----–ი, თ--–-ა----,ცუ-–ის ქ. 1-/6, 2000 წლის 0- იანვრიდან-20-7 წლის 2 ივნისამდე საზღვრის კვეთა უფიქსირდება ს.ს.კ.გ. „სარფის“ და ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტი“-ს გავლით. აღნიშნული ცნობის თანახმად, გ------ი ს-----ე საქართველოდან გაფრინდა 2000 წლის 24 ოქტომბერს და დაბრუნდა 2004 წლის 17 აგვისტოს. შემდგომში დაფიქისრებულია შემოსვლა 2007 წლის 27 ივლისს, გასვლა-2007 წლის 29 აგვისტოს, თუმცა 2004 წლის 17 აგვისტოდან-2007 წლის 27 ივლისამდე როდის გავიდა საქართველოდან ცნობაში დაფიქსირებული არ არის. (ს.ფ.182-184). 4.6. პირველი ინსტანიის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ქ------- ალ-----ემ (მოსარჩელის მეუღლის ბიცოლა) განმარტა, რომ ჯ----–ი ს-----ის დაკრძალვის ხარჯები გაიღო მოსარჩელემ. გ------ი ს-----ე მამის დაკრძალვას და ორმოცს არ დასწრებია, რადგან იმყოფებოდა საზღვარგარეთ, თუმცა მისი გარდაცვალებიდან დაახლოებით 4-5-6 თვის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. მისივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ახსოვს იმიტომ, რომ თანხა დასჭირდა და ისესხა მოსარჩელისგან. 4.7. მოწმედ დაკითხულმა ნ-----–- სი----ემ (მოსარჩელის სიდედრი) მიუთითა, რომ გ------ი ს-----ე მამის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა 3 თუ 4 ნოემბერს. აღნიშნული ახსოვს, რადგან 13 ნოემბერს მოსარჩელეს აქვს დაბადების დღე და აჩუქა საჩუქარი. 4.8. მოწმედ დაკითხულმა თ--–---- სი----ემ (მოსარჩელეთა მამიდა) მიუთითა, რომ გ------ი ს-----ე უვლიდა და თანხას უგზავნიდა მამას, თუმცა მისი გარდაცვალების დროს საქართველოში არ ყოფილა. 4.9. მოწმედ დაკითხულმა ნ---- აფ----------ემ (მხარეთა ბიძაშვილი) განმარტა, რომ გ------ი ს-----ე მამის დაკრძალვაზე და ორმოცზე არ ყოფილა. ჩამოვიდა 4-5 თვეში მამის გარდაცვალებიდან. მისივე განმარტებით, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილია ქ. ქ-------ში, ბ------ის ქუჩაზე მდებარე სახლი. მოსარჩელე თავის ნივთებს იქ ინახავდა. მიაჩნია, რომ სახლი ეკუთვნის ორივეს. 4.10. მოწმედ დაკითხულმა ნ----- კო------ემ (მხარეთა ბიძაშვილის ცოლი) განმარტა, რომ გ------ი ს-----ე არ დაუფლებია ქონებას. ხოლო თ------ ს-----ემ გააკეთა რემონტი. თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, რომ თ----- (თ------ ს-----ე) იცხოვრებდა სადავო სახლში. მოსარჩელე, მამის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. 4.11. მოწმედ დაკითხულმა გ------ი ს-----ემ (მხარეთა ბიძაშვილი) განმარტა, რომ გ------ი ს-----ე არ იმყოფებოდა არც მამის დაკრძალვაზე და არც ორმოცსა და წლისთავზე, რადგან მოსარჩელე ნახა 2009 ან 20-1 წელს. დაკრძალვის ხარჯები გაიღო გ------ი ს-----ის და თ------ი ს-----ის დედამ. 4.12. მოწმედ დაკითხულმა ლ--–- ბე---ემ (მოპასუხეთა ბიძაშვილი) განმარტა, რომ გ------ი ს-----ე საქართველოში ნახა მამის წლისთავის შემდეგ. მისივე განმარტებით. გ------ი ს-----ის შენაძენი რაიმე ოჯახში არ არის. დაკრძალვის ხარჯები გაიღო გ------ი ს-----ის და თ------ი ს-----ის დედამ. 4.13. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ, თ------ი ს-----ემ განმარტა, რომ მათ ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. მემკვიდრეობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობამდე სადავო სახლში ძმებს ერთი საძინებელში ეძინათ გ------ი ს-----ე პერიოდულად სამუშაოდ იმყოფებოდა ის-----–ის სახელმწიფოში და როდესაც საქართველოში ბრუნდებოდა ყოველთვის სადავო სახლში ათევდა ღამეს. აქვე აქვს პირადი ნივთებიც. გ------ის საქართველოში სხვა საცხოვრებელი საკუთრებაში არ გააჩნია. (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი) სამართლებრივი დასაბუთება 4.14. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს მემკვიდრეობითი სამართლებრივი ურთიერთობიდან. აპელანტის (მოსარჩელე) მითითებით, იგი წარმოადგენს ჯ----–ი ს-----ის პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც თ------ ს-----ესთან ერთად, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო, რაც გამოიხატა მამის კუთვნილი მოძრავი ნივთებისა და ქ. ქ-------ში, მ. ბ------ის მე-2 შეს. N---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაუფლებაში. საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი მამის გარდაცვალების შემდეგ მისი, საკუთრებაა. მოწინააღმდეგე მხარის, თ------ ს-----ის მითითებით, გ------ი ს-----ე მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს არ დაუფლებია, რაც გამორიცხავს სადავო ქონებაზე მოსარჩელეს საკუთრების უფლების არსებობას და სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, მხარეთა მითითებების შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გამომდინარეობდეს სკ-ის 54-ე, 170-172-ე, 1336-ე, 1421-ე, 1433-ე, 1-24-ე მუხლებიდან. 4.15. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. პალატა განმარტავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით, სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი საშუალებით: მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით და სხვა). 4.16. იმისათვის, რომ განსახილველ შემთხვევაში გაირკვეს აპელანტის მოთხოვნის საფუძვლიანობა და დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს: 1) მამკვიდრებლის, ჯ----–ი ს-----ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში გ------ი ს-----ე ფაქტობრივად დაეუფლა თუ არა, მამის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს და მის ნივთებს, როგორც სამკვიდრო ქონებას; 2) სწორია თუ არა, ქ.ქ-------ში, მ. ბ------ის მე-2 შეს. N---------ში მდებარე უძრავი ქონებაზე, 20-5 წლის 06 მარტს, ჯ----–ი ს-----ის დანაშთ სამკვიდროზე, თ------ი ს-----ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეესტრში რეგისტრაციის № 1--------) არსებული ჩანაწერი. 4.17. სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე არ დაუფლებია ჯ----–ი ს-----ის სამკვიდროს- მოპასუხე თ------ი ს-----ეს ეკისრება. იმ ფატების მტკიცების ტვირთი, რომ გ------ი ს-----ე მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში დაეუფლა სამკვიდროს, მოსარჩელეს მტკიცების ვალდებულებაა. 4.18. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) განმარტებისა და მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------ი ს-----ის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ.ქ-------ში, მ. ბ------ის მე-2 შეს. N---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც მშობლებთან და ძმასთან, თ------ი ს-----ესთან ერთად ცხოვრობდა, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობამდე (20-6 წლამდე) სადავო სახლში ძმებს ერთი საძინებელში ეძინათ. გ------ი ს-----ე პერიოდულად სამუშაოდ იმყოფებოდა ის-----–ის სახელმწიფოში და როდესაც საქართველოში ბრუნდებოდა ყოველთვის სადავო სახლში ათევდა ღამეს. აქვე აქვს პირადი ნივთებიც. გ------ის საქართველოში სხვა საცხოვრებელი საკუთრებაში არა გააჩნია. ამდენად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ გ------ი ს-----ეს სამკვიდრო ქონება არასოდეს დაუტოვებია, რაც მის მიღებას ადასტურებს. 4.19. მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხე), სადავო საცხოვრებელ სახლში ჯ----–ი ს-----ის გარდაცვალების შემდეგ-20-- წლის 28 ივნისიდან 6 თვის ვადაში-20-- წლის 28 დეკემბრამდე გ------ი ს-----ის მიერ, დანაშთი სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების უარსაყოფად წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები და სსიპ საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, გ------ი ს-----ის საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პალატა მიიჩნევს, რომ საზღვრის კვეთის შესახებ ცნობები არ შეიცავს ინფორმაციას ჯ----–ი ს-----ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში-20-6 წლის 28 ივნისიდან-28 დეკემბრამდე გ------ი ს-----ის საქართველოში არყოფნის თაობაზე, პირიქით მითითებული ცნობების მიხედვით, გ------ი ს-----ე საქარველოში შემოვიდა 2004 წლის 17 აგვისტოში და გავიდა 2007 წლის 27 ივლისს. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების ჩვენება, რომლებმაც განმარტეს, რომ ჯ----–ი ს-----ის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა გ------ი ს-----ე საქართველოში- გაზიარებული ვერ იქნება. ამდენად, დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დაადგინა. 4.20. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია გ------ი ს-----ის მიერ, თ------ ს-----ესთან ერთად მამის, ჯ----–ი ს-----ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლება, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოდგენს, სამოქალაქო კოდექსის 1-21-ე, და 1-33-ე მუხლების შესაბამისად, ჯ----–ი ს-----ის დანაშთი სამკვიდროს 1/2 ნაწილის მოსარჩელეს მიერ მიღებულად მიჩნევისა და ამ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც უსაფუძვლოდ ჩაითვალა სასარჩელო მოთხოვნა-დაუსაბუთებელია. 4.21. სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმის გათვალისწინებით, რომ გ------ი ს-----ემ, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი სამკვიდროდან 1/2 წილი, იგი გახდა ამ ქონების მესაკუთრე, შესაბამისად, მოპასუხის სახელზე, მთ--–ს სამკვიდრო ქონებაზე მოწმობის მიღება და ამ ქონების საკუთრებაში აღრიცხვა სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად არასწორია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ვლ------რ ჭო------–--ის მიერ, 20-5 წლის 06 მარტს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და გ------ი ს-----ე ცნობილ იქნეს ჯ----– ს-----ის დანაშთი უძრავი ქონების, ქ. ქ-------ში, ბ------ის ქ. მე-2-–-----------ის ½ წილზე, მესაკუთრედ - დასაბუთებულია. ასეთი მსჯელობა გამომდინარეობს მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან (სუს 20-5 წლის 19 მარტის №ას-572-543-20-4 განჩინება, სუს 20-4 წლის 10 ოქტომბრის №ას-555-526-20-4 განჩინება). 4.22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა მათ, სსკ-ის 394-ე და 386-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშული წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ გ------ი ს-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; გ------ი ს-----ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილება შევიდეს, ნოტარიუს ვლ------რ ჭო------–--ის მიერ, 20-5 წლის 06 მარტს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და ჯ----– ს-----ის დანაშთი უძრავი ქონების, ქ. ქ-------ში, ბ------ის ქ. მე-2-–-----------ის ½ წილზე, გ------ი ს-----ე ცნობილ იქნეს მესაკუთრედ;

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. დადგენილია, რომ მოცემული დავის განხილვისას გ------ი ს-----ის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი-750 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 ლარი,ხოლო სააპელაციო საჩივარზე-1000 ლარი, სულ 1800 ლარი. ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, თ------ი ს-----ეს, გ------ი ს-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-1800 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------ი ს-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ------ი ს-----ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

4. ცვლილება შევიდეს, ნოტარიუს ვლ------რ ჭო------–--ის მიერ, 2015 წლის 06 მარტს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში;

5. ჯ----– ს-----ის დანაშთი უძრავი ქონების, ქ. ქ-------ში, ბ------ის ქ. მე-2-–-----------ის ½ წილზე, გ------ი ს-----ე ცნობილ იქნეს მესაკუთრედ;

6. თ------ი ს-----ეს, გ------ი ს-----ის სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-1800 ლარის ანაზღაურება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქ-------ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე