განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002372317
საქმე №1ბ/535-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივნისი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა---------–-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------------------------------–-----------–----- სომხეთის რესპუბლიკის პ---------------აშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ს-------------------–---- რაიონი: ა--------------–-----------------------------------–----- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–---–------------–-----–---- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 126-ე მუხლის პირველი ნაწილის 12, და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენით ა---------–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის პირველი ნაწილის 12, და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
ა---------–-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის პირველი ნაწილის 12, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი;
ა---------–-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;
სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა---------–-------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი;
ა---------–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 09 თებერვლიდან 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით;
ა---------–-------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 2) ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
1) ა---------–-------ი, რომელიც 2017 წლის 29 დეკემბერიდან 2018 წლის 08 თებერვლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს-----------–-------თან, ქორწინების პერიოდში, ა---–---–----------------------–----–---–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, სისტემატიურად ცემდა მის მეუღლეს ს-----------–-------ს. მათ შორის 2018 წლის 01 თებერვალს, ა---------–-------მა მათ საცხოვრებელ სახლში, სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელისა და ფეხის რამოდენიმეჯერ დარტყმით ცემა მისი მეუღლე ს-----------–-------ი. ასევე, 2018 წლის 06 თებერვალს, ა---------–-------მა მის საცხოვრებელ სახლში, სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელისა და ფეხის რამოდენიმეჯერ დარტყმით კვლავ ცემა მისი მეუღლე ს-----------–-------ი. ა---------–-------ის ზემოაღნიშნული სისტემატური ძალადობრივი ქმედებებით ს-----------–-------მა მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ფსიქიკური ტანჯვა, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა მეუღლის საცხოვრებელი სახლი.
2) ა---------–-------ი, რომელიც 2017 წლის 29 დეკემბერიდან 2018 წლის 08 თებერვლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს-----------–-------თან, ქორწინების პერიოდში, ცემასთან ერთად სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს ს-----------–-------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ და ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ა---------–-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ინტენსივობას, საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ა---------–-------ი მეუღლეზე ფსიქიკურ და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა სისტემატიურად, ერთი თვეში დაახლოებით ოცჯერ იძალადა, რაც მიუთითებს ა---------–--------- მიდრეკილებაზე ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ და ქმედების ამორალურ ხასიათზე, მის გულგრილ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრებისა და საზოგადოების მიმართ, იგი მეუღლეს თვლის თავის საკუთრებაში არსებულ ნივთად და როგორც სურს ისე ექცევა. სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა დაზარალებულის კანონიერი ინტერესი, რადგან ამ მხრივ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის უფლება წარმოადგენს. დაზარალებული შეშინებული და დათრგუნულია, ეშინია, რომ მეუღლე კვლავ იძალადებს მასზე, რის გამოც დატოვა მეუღლის საცხოვრებელი სახლი და თავის დასაცავად მშობლების სახლში წავიდა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილია, თუ რა წარუშლელი დაღი დაასვა მის ფსიქიკას ა---------–-------ის ქმედებებმა, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ს-----------–-------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ჟ---------–-----------------–------–--------------–--------–--------------------–------------–---–-----–---------------------–----–--------- გამოკითხის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ს-----------–-------ის მიმართ, და ასევე სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ა---------–-------ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობრივი ხასიათის, გენდერული დანაშაულის ჩადენა, რომელიც ლახავს ოჯახში მყუდრო ატმოსფეროს, გავლენას ახდენს ოჯახის წევრების ნორმალურ ცხოვრებაზე და გააჩნია მომატებული საზოგადოებრივი საშიშროება, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ა---------–-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის პირველი ნაწილის 12, და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
ა---------–-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის პირველი ნაწილის 12, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
ა---------–-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა---------–-------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
ა---------–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 09 თებერვლიდან 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით;
აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაო გაუქმდეს და განაჩენის კანონიერ ძალაში შევლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
მსჯავრდებულ ა---------–-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე