განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2018
საქმის ნომერი
140100114002354354
ინსტანცია
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100114002354354 - 1ბ/363-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

24 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯერირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–ი

 

გამართლებული: პ----- კ---–--–---–ი (პ/ნომერი №5----------), დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გორი, ს------–---------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილები.

 

ადვოკატი - ნ---- შ--–-–---–ი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ვ-–-------- ნ---------–---–მა და ითხოვა გამართლებულ პ----- კ---–--–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებული პ----- კ---–--–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ---- შ--–-–---–ი არ დაეთანხმნენ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

ბრალდების არსი:

 

2013 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 50-ე კილომეტრზე „ოპელ ვექტრას“ მარკის, სახელმწიფო ნომრით N------ ავტომობილით მოძრავმა პ----- კ---–--–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ხეს. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა „ოპელის“ მარკის ავტომობილის მგზავრი ა---------– დ--------–---–ი, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მგზავრმა ზ----- ჯ---–-------მა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პ----- კ---–--–---–ი უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პ----- კ---–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილ ა---------– დ--------–---–თან მას აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა, ხოლო დაზარალებული ზ----- ჯ---–-------ი არის მისი თანასოფლელი. 2013 წლის 20 ივლისს ზ----- ჯ---–-------თან ერთად იგი იმყოფებოდა ქალაქ გორში, თავის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც „ოპელ ვექტრას“ მარკის, სახელმწიფო ნომრით N------ ავტომობილით მათთან მივიდა ა---------– დ--------–---–ი და შესთავაზა რომ წასულიყვნენ ქალაქ თბილისში, მეგობრებთან საქეიფოდ, რაზეც პ----- კ---–--–---–ი და ზ----- ჯ---–-------ი დათანხმდნენ და ჩასხდნენ ავტომანქანაში. საჭესთან იჯდა ა---------– დ--------–---–ი, წინ მძღოლის გვერდით დაჯდა ზ----- ჯ---–-------ი, ხოლო პ----- კ---–--–---–ი მოთავსდა მძღოლის მხარეს უკანა სავარძელზე და ფეხებთან დაიდო ღვინით სავსე ბოცა. გორიდან გასვლისას მას ჩაეძინა და მგზავრობა არ ახსოვს. გააღვიძა (ან გონზე მოვიდა) ხალხის ხმაურმა, იმ დროს, როდესაც საგზაო შემთხვევა უკვე მომხდარი იყო. იგი თვითონ გადავიდა ავტომობილიდან და დაინახა, რომ მისი მეგობრები იყვნენ სისხლიანები, ხოლო მათგან ერთ-ერთი (რომელი - არ ახსოვს) იწვა მიწაზე.

 

მოწმის, ზ----- ჯ---–-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული პ----- კ---–--–---–ი არის მისი მეზობელი, ხოლო დაზარალებულ ა---------– დ--------–---–თან აკავშირებდა მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება. 2013 წლის 19 ივლისს იგი იმყოფებოდა გორის რაიონის სოფელ ძ------ში, სადაც ა---------– დ--------–---–თან ერთად პ----- კ---–--–---–ს ეხმარებოდა სამეურნეო საქმიანობაში. მუშაობის დასრულების შემდეგ მათ დალიეს ალკოჰოლური სასმელი, შემდეგ კი გადაწყვიტეს საქეიფოდ ქალაქ გორში წასვლა, რა მიზნითაც მათ მეზობელს გამოართვეს ბოცით ღვინო. გორის მიმართულებით მგზავრობისას ავტომობილს მართავდა ა---------– დ--------–---–ი, ვინაიდან პ----- კ---–--–---–ს არ ჰქონდა ავტომობილის მართვის უფლება. ქალაქ გორში, პ----- კ---–--–---–ის საცხოვრებელ სახლთან მისვლისთანავე ა---------– დ--------–---–მა მათ უთხრა, რომ საქმე ჰქონდა და მალე დაბრუნდებოდა, რის შემდეგაც იგი წავიდა ავტომანქანით, ხოლო როდესაც დაბრუნდა შესთავაზა წასულიყვნენ თბილისში მეგობრების მოსანახულებლად. აღნიშნულზე მას თანხმობა განუცხადეს და ჩასხდნენ ავტომანქანაში, რომლის საჭესთან ა---------– დ--------–---–ი იჯდა, ზ----- ჯ---–-------ი დაჯდა მძღოლის გვერდით, წინა სავარძელზე, უკან დაჯდა პ----- კ---–--–---–ი, რომელმაც ფეხებთან დაიდო ღვინის ბოცა და გაემგზავრნენ თბილისის მიმართულებით. ავტომაგისტრალზე მგზავრობისას მას ჩაეძინა, რის შემდეგაც არაფერი ახსოვს; მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარი შემთხვევის შედეგად მან მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, დაკარგა მეხსიერება და ფაქტები, რომელთა შესახებაც სასამართლოში მისცა ჩვენება, აღიდგინა მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, შემთხვევიდან დაახლოებით 3 წლის შემდეგ.

 

მოწმე ს-------- დ---–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლიდან იგი იმყოფებოდა ქორწინებაში ა---------– დ--------–---–თან. შემთხვევამდე მას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა სატელეფონო კავშირი მეუღლესთან და იცოდა, რომ იგი სოფელ ძ------ში ეხმარებოდა პ----- კ---–--–---–ს. ბოლოს მას ტელეფონით ესაუბრა დაახლოებით 21:30 საათზე, რა დროსაც ა---------– დ--------–---–მა განუცხადა, რომ აპირებდნენ სუფრასთან დაჯდომას. მეუღლის გარდაცვალების შესახებ მან შეიტყო 2013 წლის 20 ივლისს, დილის 07:00 საათზე. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მისთვის უცნობია თუ ვინ მართავდა შემთხვევის დროს ავტომობილს, რადგან მასთან საუბრისას პ----- კ---–--–---–ი აცხადებდა, რომ მომხდარი შემთხვევის დეტალები არ ახსოვდა.

 

დაზარალებულ ა---------– დ--------–---–ის უფლებამონაცვლე მ------ დ--------–---–ის და ა---------– დ--------–---–ის დის - ნ---- დ--------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ პ----- კ---–--–---–ი და ა---------– დ--------–---–ი იყვნენ თანასოფლელები და მეგობრები. 2013 წლის 20 ივლისს მათ შეიტყვეს ავტოავარიის შედეგად ა---------– დ--------–---–ის გარდაცვალების შესახებ. მათი განმარტებით, თავდაპირველად პ----- კ---–--–---–ი აცხადებდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იყო ნასვამ მდგომარეობაში და არ ახსოვდა, თუ ვინ იჯდა ავტომობილის საჭესთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც მ------ დ--------–---–ი ცნობილ იქნა საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, იგი არაერთხელ მივიდა მასთან და აღიარა, რომ თვითონ მართავდა ავტომობილს. ამის გამო, იგი ითხოვდა პატიებას და ჰპირდებოდა ზიანის მთლიანად ანაზღაურებას, თუ მის წინააღმდეგ საჩივარს არ შეიტანდნენ. ნ---- დ--------–---–მა აგრეთვე განმარტა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე მას ტელეფონით დაუკავშირდა მისი ძმა, რომელმაც განუცხადა, რომ იმყოფებოდა პ----- კ---–--–---–თან და ზ----- ჯ---–-------თან ერთად და არ ჰქონდა მიღებული ალკოჰოლური სასმელი, ვინაიდან აპირებდა ავტომობილის საჭესთან დაჯდომას.

 

რ---------–---–ის, ლ--–-----------–---–ისა და მ--------------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2013 წლის 20 ივლისს, ღამის საათებში ისინი მგზავრობდნენ გორიდან თბილისის მიმართულებით. დაახლოებით 02:00 საათიდან 02:30 საათამდე დროის პერიოდში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის იმ მონაკვეთზე მოძრაობისას, სადაც შემთხვევა მოხდა, მათ გაასწრო დიდი სიჩქარით მიმავალმა ავტომობილმა, რომელიც მოცურდა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს. მათ გააჩერეს თავისი ავტომანქანა, მ--------------–---–ი და რ---------–---–ი მივიდნენ დაზიანებულ ავტომობილთან და ნახეს, რომ სალონის უკანა ნაწილში იმყოფებოდა სამი პირი, კერძოდ - მარცხნივ, მძღოლის სავარძლის უკან იჯდა წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ, მათი დახმარების გარეშე გადმოვიდა ავტომობილის უკანა მარცხენა კარიდან, ხოლო სხვა ორი პიროვნება იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და ისინი ავტომანქანიდან გადმოიყვანეს მარჯვენა მხრიდან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების - ვ-–-------- გ---–--–---–ისა და გ--- ნ------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ 2013 წლის 20 ივლისს, ღამის საათებში (ზუსტი დრო არ ახსოვთ), სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათ მიიღეს შეტყობინება კასპის რაიონის სოფელ ოკამთან მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ და შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახეს ხეზე შეჯახებული ავტომანქანა. დაადგინეს, რომ შეჯახებამდე ავტომობილში იმყოფებოდა სამი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი - ა---------– დ--------–---–ი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ იგი გადაყვანილ იქნა კასპის საავადმყოფოში. რაც შეეხება პ----- კ---–--–---–ს - იგი იყო წელს ზემოთ შიშველი და, მათი ვარაუდით, იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. მათ შეკითხვაზე პ----- კ---–--–---–მა განაცხადა, რომ მას არ ახსოვდა თუ ვინ იჯდა მომხდარი შემთხვევის დროს ავტომობილის საჭესთან.

 

სასამართლო-სამედეცინო ექსპერტიზის N1--------- დასკვნით დადგენილია, რომ ა---------– დ--------–---–ის სიკვდილის მიზეზია პოლიტრავმა, ჩონჩხი ძველბის მრავლობითი მოტეხილობა და შინაგანი ორგანოების გაგლეჯა.

 

ა---------– დ--------–---–ის გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები და დაჟეჟილი ხასიათის ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოებზე. შინაგანი გამოკვლევებით ნანახია - ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობები. უსწორმასწორო კიდეებიანი ჭრილობები მარჯვენა ფილტვის წინა ზედაპირზე. ჰემოთორაქსი, სისხლი მარჯვენა პლევრალურ ღრუში 350 მლ-ის ოდენობით. მუცლის დახურული ბლაგვი ტრამვა, ნასკდომები ღვიძლისა და ელენთის წინა ზედაპირზე, სისხლი მუცლის ღრუში 3400 მლ-ის ოდენობით. დაზიანებები განვითარებულია სიცოცხლის პერიოდში, მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა პ----- ჯ---–--ემ.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N1---------- დასკვნით დადგენილია, რომ ზ----- ჯ---–-------ს 2013 წლის 20 ივლისს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი - ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრამვული სუბარქნოიდული სისხლჩაქცევა. სუბდურული ჰემატომა მარცხენა შუბლ-საფეთქლის მიდამოში, ფილტვის დაჟეჟილობა, ასპირაციული პნევმონია. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ----- ჯ---–--ემ.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N1---------- დასკვნით დადგენილია, რომ პ----- კ---–--–---–ს 2013 წლის 20 ივლისს მომხდარ ავტოავარიის ფაქტთან დაკავშირებით დაუდგინდა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა, სხეულის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----- ჭ----------–მა.

 

ბიოლოგიური ექსპერტიზის N8----- დასკვნით დადგენილია, რომ ა---------– დ--------–---–ის სისხლი მიეკუთვნება Ab/II/ ჯგუფს;

პ----- კ---–--–---–ის სისლხი მიეკუთვნება 0ab /I/ ჯგუფს;

ზ----- ჯ---–-------ის სისხლიმიეკუთვნება 0ab /I/ ჯგუფს;

ავტომანქანის (ოპელ ვექტრა ნომრით NCN 033) უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგის ნაჭდევზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Ab/II/ ჯგუფს;

ა---------– დ--------–---–ის სიხლი და ავტომანქნაის უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგის ნაჭდევზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Ab/II/ ჯგუფს.

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- გ--–----მა.

 

შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსა და ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ კომპლექსური წესით ჩატარებული სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №3---------------- დასკვნით დადგენილია, რომ ვინაიდან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არის არა ერთ ფაზიანი, კონკრეტულად ავტომობილის სალონში თუ ვინ სად იჯდა - აღნიშნულის ზუსტად დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. ავტომობილზე არსებული დაზიანებების განლაგებისა და მოქმედი ძალების მიმართულებების, ასევე - გარდაცვლილ ა---------– დ--------–---–ისა და პ----- კ---–--–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათისა და მოცულობის მხედველობაში მიღებით, შესაძლებელია, რომ ავტომობილის სალონის უკანა მარჯვენა სავარძელზე მჯდარიყო გარდაცვლილი ა---------– დ--------–---–ი და, შესაბამისად, ის არ უნდა მჯდარიყო ავტომობილის საჭესთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

 

ექსპერტიზის დასკვნის სიწორე დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ლ---- ჭ---------მ, გ------- ც--–--ემ და დ----- გ---–-----მა.

 

კომისიური სატრანსპორტო ტექნიკურ -ტრასოლოგიური და სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია:

 

მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან, ავტომობილ „Opel Vectra“ NCN 033-ზე და ა---------– დ--------–---–ის, პ----- კ---–--–---–ის და ზ----- ჯ---–-------ის სხეულებზე არსებული დაზიანებების ხასიათიდან გამომდინარე, ვინაიდან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არის არა ერთფაზიანი, ავტომობილის სალონში კონკრეტულად თუ ვინ სად იჯდა, აღნიშნულის ზუსტად დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია;

 

ავტომობილზე არსებული დაზიანებების განლაგების, მოცულობის, ხასიათისა და მოქმედი ძალების მიმართულებების, ასევე - გარდაცვლილ ა---------– დ--------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათის, ლოკალიზაციისა და მოცულობის მხედველობაში მიღებით, შესაძლებელია, იგი მჯდარიყო ავტომობილის სალონის უკანა სავარძლის მარჯვენა მხარეს და შესაბამისად, ის არ უნდა მჯდარიყო ავტომობილის საჭესთან;

 

რაც შეეხება პ----- კ---–--–---–ს და ზ----- ჯ---–-------ს ისინი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს უნდა ყოფილიყვნენ ავტომობილის სალონის მარცხენა ნახევარში, კონკრეტულად რომელი იჯდა წინ და რომელი უკან ექსპერტიზას ამის დადგენა არ შეუძლია.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ზ------- თ-------ემ, გ------- ც--–--ემ, ზ------ გ-------–-–---–მა და ლ---- ჭ---------მ.

 

დაცვის მხარის მიმართვის საფუძველზე შპს „ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ქსპერტიზის ცენტრის“ მიერ გაცემული დასკვნისა და ექსპერტ რ----- ვ--–------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით, ავტომობილში მყოფი სამი სუბიექტი, საიდანაც სავარაუდოდ ორი წინ იჯდა და ერთი უკან, „...ავტომობილის მაღალი სიჩქარით მოძრაობის დროს გადაადგილდებოდნენ ავტომობილთან ერთად. ავტომობილის დამუხრუჭების დროს ინერციული ძალებით ისინი გააგრძელებდნენ მოძრაობას მიმართულებით წინ და დაჯახების მომენტში სწრაფად გადაადგილდებოდნენ დაჯახების მიმართულებით. ამ შემთხვევაში თავისუფლად მყოფი სხეული (მძღოლი) სავარაუდოდ გადაადგილდებოდა სალონში არსებულ თავისუფალ სივრცეში თავის მოტეხილ სავარძელსა და მარჯვენა გვერდითა მგზავრის სავარძელს შორის უკან, დახრილობით მგზავრის სავარძლისაკენ, ვინაიდან დაჯახების მიმართულებით მის გადაადგილებას ხელს უშლიდა მარჯვნივ მყოფი სუბიექტი. დაჯახების შემდეგ მარჯვენა მხარეს მჯდომი სუბიექტი გადაადგილდებოდა მარცხნივ და უკან თავისუფალ სივრცეში, ხოლო უკანა სავარძელში მარცხნივ მჯდომი სუბიექტი, რომელსაც ფეხებთან ჰქონდა ჩადგმული სითხით სავსე ბალონი, ფიქსირდებოდა (ბალონით) ავტომობილის დამუხრუჭებისას ის ინერციული ძალით ვერ გადავარდებოდა წინ მძღოლის სავარძლის მოტეხვის და უკან გამოწევის გამო. ხეზე დაჯახებისას ინერციული ძალის გავლენით გადაიხრებოდა ჯერ მარჯვნივ შეჯახების მიმართულებით და შემდეგ უკუქმედების ძალით გაიწეოდა და ავტომობილის ბრუნვით მოძრაობასთან ერთად შეეჯახებოდა ავტომობილის უკანა მარცხენა კარებს და მდებარე მონაკვეთებს სხეულის ზედა ნაწილით.

 

ქიმიური ექსპერტიზის №5----- დასკვნით დადგენილია, რომ ავტომანქანა „ოპელ ვექტრას“ სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით N-------ის წინა მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილი ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებულია თუ არა პ----- კ---–--–---–ის და ა---------– დ--------–---–ის ჯინსის შარვლების ქსოვილიდან, დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ჯინსის ქსოვილის ნაწარმი ფართოდ არის გავრცელებული, სერიული წარმოებისაა და ქსოვილში შემავალი ბოჭკოები ხასიათდებინ ერთნაირი გვარობრივი ნიშნებით.

 

ქიმიურ -ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პ----- კ---–--–---–ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ე-- შ-----მ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას პ----- კ---–--–---–ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ საგზაო-სატრანპორტო შემთხვევის დროს სწორედ პ---- კ---–--–---–ი მართავდა ავტომობილს და სწორედ მან დააღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.“

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოგენილი და სასამართლოში გამოკვეული პირდაპირი მტკიცებულებებით, კერძოდ პ----- კ---–--–---–ის ჩვენებით, რომელიც შესაბამისობაშია პირდაპირი მოწმის ზ----- ჯ---–-------ის ჩვენებასთან, დადგენილია, რომ 2013 წლის 20 ივლისს ის და ზ----- ჯ---–-------ი იმყოფებოდნენ გორში, თავის სახლში, რა დროსაც მათთან მივიდა ა---------– დ--------–---–ი და შესთავაზა ქალაქ თბილისში წასვლა მეგობართან საქეიფოდ, რაზეც ეს უკანასკნელნი დათანხმდნენ. მის კუთვნილ ავტომანქანაში საჭესთან დაჯდა ა---------– დ--------–---–ი, ვინაიდან თვითონ ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება, მძღოლის გვერდით მარჯვენა სავარძელზე დაჯდა ზ----- ჯ---–-------ი, ხოლო თვითონ მოთავსდა უკანა სალონში, მძღოლის სავარძლის უკან და ფეხებთან დაიდო ღვინით სავსე ბოცა. ის ფაქტი, რომ პ----- კ---–--–---–ი იჯდა უკანა სავარძელში დადასტურებულია ასევე თვითმხილველი მოწმეების - რ---- ხ----–-–---–ის, ლ--–-----------–---–ის და მ--------------–---–ის ჩვენებებით, რითაც დადგენილია, რომ როდესაც ისინი მივიდნენ დაზიანებულ ავტომანქანასთან, ნახეს, რომ სალონის უკანა ნაწილში იმყოფებოდა სამი პირი, კერძოდ მარცხნივ, მძღოლის სავარძლის უკან იჯდა წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც მათი დახმარების გარეშე გადმოვიდა ავტომანქანის უკანა მარცხენა კარიდან, ხოლო სხვა ორი პიროვნება იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და ისინი ავტომანქანიდან გადმოიყვანეს მარჯვენა მხრიდან.

 

რაც შეეხება მოწმეების ს-------- დ---–--–---–ის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ------ დ--------–---–ის და მოწმე ნ---- დ--------–---–ის ჩვენებებს, რითაც დადგენილია, მათთან საუბრისას პ----- კ---–--–---–მა აღიარა, რომ ავტომანქანას მართავდა თვითონ, მოწმეების ვ-–-------- გ---–--–---–ისა და გ--- ნ------–---–ის ჩვენებებს, რომლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღეს შეტყობინება კასპის რაიონის სოფელ ოკამთან მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ და შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახეს ხეზე შეჯახებული ავტომანქანას და დაადგინეს, რომ შეჯახებამდე ავტომობილში იმყოფებოდა სამი პირი, პალატას მიაჩნია, რომ გარდა იმისა, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით უტყურად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საგზაო-სატრანპორტო შემთხვევის დროს სწორედ პ----- კ---–--–---–ი მართავდა ავტომანქანას, ისინი წარმოდგენენ ირიბ მტკიცებულებებს და პალატა, მათი სანდოოობის ხარისხიდან გამომდინარე, ვერ იმსჯელებს პ----- კ---–--–---–ის მიმართ გამამტუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, ამ ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნებით კერძოდ, კომპექსური სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტზის N3---------------- დასკვნით დადგენილია, რომ ვინაიდან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არის არა ერთ ფაზიანი, ავტომობილის სალონში კონკრეტულად თუ ვინ სად იჯდა აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ იმის დადგენა ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილი ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებულია პ----- კ---–--–---–ის თუ ა---------– დ--------–---–ის ჯინსის შარვლების ქსოვილიდან, დადგენა შეუძლებელია.

 

პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები, გარდა იმისა რომ არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებს, ვერ იძლევიან უტყუარ მტკიცებულებებს იმის თაობაზე, იჯდა თუა არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს პ----- კ---–--–---–ი საჭესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს პ----- კ---–--–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით N------, რომელიც განთავსებულია შპს „გო----------- საჯარიმო ავტოსადგომზე - შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

ზ----- ჯ---–-------ის, პ----- კ---–--–---–ისა და ა---------– დ--------–---–ის ტანსაცმელი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

 

ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკები და უკანა სავარძლის შალითის ნაჭერი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში განადგურდეს;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად პ----- კ---–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და პ----- კ---–--–---–ის (პ/ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 6------------ მდებარე გორის რაიონის სოფელ ძ------ში მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის განჩინებით ბრალდებულ პ----- კ---–--–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 7000 (შვიდი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი პ----- კ---–--–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის ვ-–-------- ნ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

პ----- კ---–--–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პ----- კ---–--–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

პ----- კ---–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და პ----- კ---–--–---–ის (პ/ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 6------------ მდებარე გორის რაიონის სოფელ ძ------ში მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის განჩინებით ბრალდებულ პ----- კ---–--–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 7000 (შვიდი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით N------, რომელიც განთავსებულია შპს „გო----------- საჯარიმო ავტოსადგომზე - შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

ზ----- ჯ---–-------ის, პ----- კ---–--–---–ისა და ა---------– დ--------–---–ის ტანსაცმელი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

 

ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკები და უკანა სავარძლის შალითის ნაჭერი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი