განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2018
საქმის ნომერი
160141318002254433
ინსტანცია
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002254433

საქმე №1ბ/550-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ი-----–------–-------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ნ------------------ის მიმართ, დ----------–--------–-–----------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი #------------ განათლების არმქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-------------–-------------------–----–-------- რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენით ნ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ" და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

ნ------------------ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

ნ------------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 8 იანვარს, შუადღის საათებში, ბ---–-----------------------–----------–-- თავის საცხოვრებელ სახლში, ნ------------------მა, სარეცხის გარეცხვასთან დაკავშირებული შელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ხ-------------------ას, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, მუშტი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში, ფეხი ჩაარტყა რამდენჯერმე წელის არეში, რითაც ხ-------------------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. ნ------------------მა, დედის ხ-------------------ას დასახმარებლად მისულ თავის 17 წლის ქალიშვილს ა-----------------ას, 15 წლის შვილის ფ------------------ის თანდასწრებით, ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, ასევე მუშტი ჩაარტყა თვალის არეში, რის შემდეგაც სახლში შესულ ა-----------------ას ყელზე მოუჭირა ხელი, რითაც ა-----------------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–------–-------ამ და ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ნ------------------ისათვის მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ნ------------------ის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას. როგორც დაზარალებული აღნიშნავს მსჯავრდებულის მხრიდან არაერთხელ ჰქონია ძალადობას ადგილი. ამასთან, ოჯახურ დანაშაულთან მიმართებაში სახელმწიფოს აქვს მკაცრი პოლიტიკა, ვინაიდან ოჯახური ძალადობის შემთხვევები, კონკრეტულად ქალზე ძალადობის ფაქტები ძალიან გახშირებულია, ოფიციალური მონაცემებით 2014 წლის განმავლობაში 28 ქალი გახდა მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მხრიდან მკვლელობის მსხვერპლი, აღნიშნულმა ციფრმა შემდეგ წლებში მოიმატა და პრევენციის მიზნით აუცილებელია ოჯახურ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების: ზ-----–---------------------------------------------–-----–----------–------------–---–----------------------------------–-–-------------------------------------–----------------------–-----------------–-–----------------------------–-----–--–----------------------------------–--------------------------–-----–---–-------------------------------------–---- დაკითხვის ოქმები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №---------- და №---------- დასკვნები და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულების: ხ-------------------ას და ა-----------------ას ჩვენებები.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა მხედველობაში იღებს, რომ ნ------------------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი და დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–------–-------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ნ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ" და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

ნ------------------ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

მსჯავრდებულ ნ------------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

ნ------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 8 იანვრიდან - 2018 წლის 26 მარტის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ ნ------------------ს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განუსაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე